ღმერთმა მიპასუხა, როგორც ღმერთმა
ღმერთმა მიპასუხა, როგორც ღმერთმა
მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი):
შეხვედრა.
ერთხელ სასტუმრო "უკრაინასთან" ტაქსის ველოდებოდი. ჩემთან ახალგაზრდა კაცი მოვიდა და თქვა: თქვენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, მორწმუნე უნდა იყოთ, მღვდელი ხართ?

- დიახ, - ვუპასუხე.

- მე კი ღმერთი არ მწამს...

- ძალზე სამწუხაროა.

- როგორ დამიმტკიცებთ ღვთის არსებობას?

- რა სახის მტკიცებულება გინდათ?

- ხელისგულზე თქვენი ღმერთი მაჩვენეთ და მე მას ვიწამებ...

მან ხელი გამომიწოდა, ხელზე ჯვრისწერის ბეჭედი შევამჩნიე და ვუთხარი:

- ცოლშვილიანი ხართ?

- დიახ,

- გიყვართ ცოლი?

- რა თქმა უნდა, მიყვარს.

- არ მჯერა ამის!

- როგორ თუ არ გჯერათ? მე ხომ გეუბნებით...

- დიახ, მაგრამ მაინც არ მჯერა. თქვენი სიყვარული ხელისგულზე დამიდეთ. შევხედავ და დავიჯერებ.

ის ჩაფიქრდა და თქვა: - დიახ, ამ აზრით მე სიყვარულისთვის არ შემიხედავს!..

ღმერთმა მიპასუხა, როგორც ღმერთმა.
"ეს იყო საფრანგეთში, ოციან წლებში. ვიდრე ათონზე წავიდოდი (1925წ.), დიდხანს აცრემლებული ვევედრებოდი ღმერთს: "მონახე საშუალება სოფლის გადასარჩენად; და გვიხმე ჩვენ ყველანი - გარყვნილნი და სასტიკნი". განსაკუთრებით მხურვალედ ვლოცულობდი გლახაკთა და დამცირებულთათვის. გათენებისას დაღლილ-დაქანცულს ერთმა აზრმა ლოცვა დამიკარგა, - თუ მე ასე მთელი გულით თანავუგრძნობ კაცობრიობას, მაშ, როგორ გავიგო ღმერთისა, რომელიც გულგრილად უცქერის მის მიერვე შექმნილი მრავალი მილიონი ადამიანის ტანჯვას? რატომ უშვებს ერთის მიერ მეორეზე ძალადობას-მეთქი და უგუნური კითხვით მივმართე: - სად ხარ? პასუხად გულში ხმა მომესმა: "განა შენ მათთვის ჯვარს ეცვი?" ამ მშვიდმა სიტყვებმა შემძრა: ვინც ჯვარს ეცვა, მიპასუხა მე, როგორც ღმერთმა".

არქიმანდტიტი სოფრონი (სახაროვი):
ილოცო - ნიშნავს, გიყვარდეს.
"მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, ვემზადებოდი ამისთვის და ყველანაირ შეცდომას ჩავდიოდი, რაც კი ამ აზრით შეიძლება ჩაიდინო: მარხვით თავს ვიკლავდი, ჩემი ლოცვით შინ ყველას ვაგიჟებდი. ჩვეულებრივად ასე ხდება ხოლმე. სახლში ყველა წმინდანი ხდება, როგორც კი ვინმე ზეცისკენ დაიწყებს აფოფხებას. ამიტომაც მოთმინებით, სიმდაბლით უნდა მოექცნენ, ყველაფერი დაითმინონ "მოსაგრისაგან". მახსოვს, ჩემს ოთახში ვლოცულობდი ძალზე ამაღლებული სულიერი განწყობილებით. ამ დროს ბებიაჩემმა კარი გააღო და მითხრა: "სტაფილო გათალე!" ფეხზე წამოვიჭერი - ბებია, განა ვერ ხედავ, რომ ვლოცულობ? მან მიპასიხა: - მეგონა, ილოცო - ეს ნიშნავს, რომ ღმერთთან ურთიერთობა გქონდეს და სიყვარული ისწავლო. აჰა, დანა და სტაფილო".

მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი):
ომი თაგვებთან.
ისევ მიტროპოლიტ ანტონს მოვუსმინოთ: "ოდესღაც ჩვენ - ბებია, დედა და მე საეკლესიო სახლში ვცხოვრობდით. სახლში თაგვები გაჩნდნენ. არ ვიცოდით, მათთვის, რა მოგვეხერხებინა. სათაგურების დადგმა არ გვინდოდა - თაგვები გვეცოდებოდა, საწამლავიანი პურის დადებაც არ გვინდოდა, რადგან გვეშინოდა, ბებიას არ აეღო - ის მაშინ 90 წლისა იყო. უეცრად გამახსენდა, რომ დიდ კურთხევანში არის ადამიანის ცხოვრების დამარღვეველი ცხოველებისადმი რომელიღაც წმინდანის წასვლის ბრძანება. წავიკითხე და გავიფიქრე: - როგორ შემიძლია ასეთი ლოცვა გამოვიყენო? მე არ მწამს, რომ ეს შეიძლება მოხდეს-მეთქი. მაგრამ მერე გავიფიქრე: "არადა წმინდანს, ვინც ეს ლოცვა შეადგინა, ხომ სწამდა ამის?" წმინდანს მივმართე: "ლოცვა შენ შეადგინე, დაწერე, წარმოთქვი ღრმა რწმენით და რაღაც მოხდა, თორემ ისე წიგნში არ შეიტანდი. ასე რომ, მე ამ ლოცვას წავიკითხავ, შენ კი შენი სიწმინდის სიღრმიდან წარმოთქვი და შესწირე ღმერთს. მაგრამ არ მჯერა, რომ შეიძლება რაიმე მოხდეს". საწოლზე დავჯექი, მუხლებზე დიდი კურთხევანი დავიდე და ბუხრიდან თაგვის გამოძრომას დაველოდე. მომეჩვენა, რომ ბუხრიდან გარეთ რაღაც გამოვიდა. მე მას ვუთხარი: "მოდი და მისმინე". ჩემდა გასაოცრად თაგვი უკანა თათებზე დადგა და გაყუჩდა.

ამ ინგლისურ თაგვს სლავურ ენაზე წავუკითხე ლოცვა, რომელიც ოდესღაც ბერძნულად იყო შედგენილი. დავამთავრე, ჯვარი გადავსახე და ვუთხარი: "ახლა კი წადი და ეს დანარჩენებსაც უთხარი!" ის წავიდა და სახლში ერთი თაგვიც აღარ დარჩა. მე ამან ძალზე გამახარა: თავს ვერ მოვიწონებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი რწმენით მოხდა. მე არათუ არ მჯეროდა, ურწმუნოებით სავსე ვიყავი - თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ წმინდანს სწამდა და შესრულდა.

დიაკვანი ანდრია კურაევი:
შეხვედრა.
"ჩემთვის წამიერ შემობრუნებად იქცა ერთი უხმო შეხვედრა წმინდა სამების ლავრაში. ეს მოხდა 1992 წლის დასაწყისში - მე მაშინ იქ აღმოვჩნდი, როგორც ათეიზმის კათედრის სტუდენტი და კომკავშირელი აქტივისტი. უნდა გავყოლოდით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ უნგრელ სტუდენტთა ჯგუფს. ღვთისმსახურება არ დამამახსოვრდა, არქიტექტურა და ისტორია ნაკლებად მაინტერესებდა. მაგრამ როცა ტაძრიდან გამოვდიოდი, "ჩვეულებრივი სასწაული" მოხდა. ჩემ წინ გამოვიდა ვიღაც ყმაწვილი (სხვა ჯგუფიდან). ზღურბლამდე ორ ნაბიჯში მკვეთრად მოტრიალდა და წინ დამიდგა. მე კი არ მიყურებდა, ტაძრის სიღრმეში ხატებს შესცქეროდა, რათა უკანასკნელად ჯვარი გამოესახა და მათგან კურთხევა აეღო. ხატებსა და მას შორის მე ვიდექი. პირველად დავინახე ახლოს მორწმუნე კაცის თვალები... არა, მასში არაფერი იყო "იდუმალი" ანდა "საიდუმლო-ექსპრესიული". ეს იყო ნათელი, გონიერი და ცოცხალი თვალები. ეს კაცი, ჩემი თანატოლი, რატომ არის აქ, როგორც შინ, მე კი რუსულ მონასტერში უცხოელივით დავდივარ-მეთქი? ამ ყმაწვილმა, რომელსაც სკოლაში იმავეს ასწავლიდნენ, რასაც მე, რატომ იცის ისეთი რამ, რაც ჩემთვის სრულიად დაფარულია? მან ხომ ყველაფერი იცის, რასაც მე მასწავლიდნენ და ამასთან ის აქ არის! ეს იმას ნიშნავს, მორწმუნე რომ გახდე, უნდა იცოდე რაღაც ისეთი, რაც არ იციან ათეისტებმა".

ეპისკოპოსი დოროთე. ჰყვება დეკანოზი დიმიტრი ბუსოსი: "მეუფე დოროთე ძალზე გონიერი კაცი იყო. ერთხელ, მისი ეპისკოპოსობისას, ამგვარი რამ მოხდა: ორი პრივეზელი ჭაბუკი მაჰმადს ლანძღავდა. თურქულმა პოლიციამ ისინი დაიჭირა და ციხეში ჩასვა.

ქრისტიანები ძალზე შეშინდნენ - როგორი იქნება ყადის სასამართლო? მათ ან ჩამოახრჩობენ, ანდა აიძულებენ მუსლიმანური რწმენის მიღებას. ვის უნდა სთხოვონ დახმარება? რა თქმა უნდა, მეუფეს! დაკავებულთა ახლობელ-მეგობრები ასეც მოიქცნენ. მაგრამ რას შეძლებს ეპისკოპოსი, როცა ქვეყანას მართავს უცხო რწმენის ხალხი?

მეუფემ უთხრა ახალგაზრდების მშობლებს - გააფრთხილეთ თქვენი შვილები: მათ რაც არ უნდა ვუქნა, სიტყვა არ დაძრან. დაე, ყველაფერი სწრაფად გააკეთონ, რასაც ვეტყვი.

მეუფემ თავისი საუკეთესო ანაფორა ჩაიცვა და ყველაზე ლამაზი ბარტყული დაიხურა, მკერდზე სულთნის ჯილდო დაიბნია (ეპისკოპოსი გონიერი კაცი იყო, იცოდა, ამგვარი საგნები ძალზე ბევრს ნიშნავს თურქეთის ხელისუფლებისთვის, ამიტომაც თავის დროზე "ტყავიდან ძვრებოდა", სულთანს საჩუქრებითა და ქათინაურებით ავსებდა, ოღონდ კი ჯილდო მიეღო). ეპისკოპოსი პრეფექტურის შენობისაკენ გაემართა (ახლა იქ სასამართლოა). მხნედ შეაბიჯა ფაშას კაბინეტში და განრისხებული სახით, ისე, რომ არც კი მისალმებია, ყვირილი დაიწყო.

- სად არიან, სად არიან, ის არამზადები? სად გყავს დამწყვდეული?

ფაშა დაბნეული მიაჩერდა განრისხებულ მეუფეს. წამოდგა და პატივისცემით მიესალმა - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! დაბრძანდითო, მაგრამ ეპისკოპოსმა დოროთემ ყური არ ათხოვა, - მოიყვანე აქ ის არამზადებიო.

ფაშას ბრძანებით, მაშინვე შემოიყვანეს ტუსაღები.

მრისხანებით გონგადასულმა ეპისკოპოსმა ყმაწვილებს დაუყვირა, - როგორ გაბედეთ წინასწარმეტყველის გმობაო და ორივეს სილა გააწნა, რასაც ისინი არ მოელოდნენ; შემდეგ თოთოეულს ფეხებზე დააფურთხა, - მოწყდით აქედან, არ დამენახოთ, არამზადებოო!

ყმაწვილებს გასასვლელისაკენ ისე უბიძგა, თითქოს მათი ცემა უნდაო.

გაოცებული ფაშა გაეკიდა ტუსაღებს დადევნებულ ეპისკოპოსს, სცადა მისი გაჩერება და დამშვიდება - დაანებეთ თავი, ბატონოო.

მართლაც, "არამზადები" გადაიკარგნენ. ასე დაიხსნა ღირსსახსოვარმა ეპისკოპოსმა ორი ქრისტიანი".

საშობაო ამბავი.
"ახალმოქცეული მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლდით და პირველ ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაშინ 23 წლისა ვიყავი, - წერს ერთი ქრისტიანი ქალბატონი, - როცა ვლოცულობდი, ვევედრებოდი ღმერთს, მის ყოვლადწმინდა დედას და ასევე წმინდა იოანეს (მაქსიმოვიჩი), რათა მშვიდობიანად მემშობიარა.

მართლმადიდებლობის მწამდა, მაგრამ ძველი სტილის მნიშვნელობა არ მესმოდა. მინდოდა, შვილი "ნამდვილ შობას" შემძენოდა. 25 დეკემბერი მოვიდა და წავიდა. 7 იანვარი მოახლოვდა. ძალზე დავმძიმდი, კიბეზე ძლივს ავდიოდი.

7 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე უჩვეულო მოვლენამ გამომაღვიძა. ჩემი ოთახი საოცარმა თეთრმა ნათელმა გააბრწყინა. ვფიქრობდი, რომ მეღვიძა, ვგრძნობდი, სამოთხეში ვიყავი. ვიხილე ჩემს საწოლთან მუხლმოდრეკილი თეთროსანი მონაზონი, კარებთან კი წმინდა იოანე იდგა, მისი თეთრი სამოსი ბრწყინავდა. ხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მონაზონი ელისაბედ თეოდორეს ასული (ახლა წმინდანად შერაცხული) იყო.

1970 წლის 7 იანვარს, ღამის 3 საათზე, მუცლის ტკივილი დამეწყო და ჩემდა გასახარად 4 საათზე ჩვენი შვილი ადამი გაჩნდა. მე კი ვადიდე ღმერთი, ღვთისმშობელი და წმინდანები - იოანე და ელისაბედი!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler