მწყემსთა ველი
მწყემსთა ველი
ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძრის აღმოსავლეთით გადაჭიმულია მწყემსთა ველი, სადაც საეკლესიო ნაგებობები და პატარა არქეოლოგიური მუზეუმია. ადრექრისტიანობიდან მოყოლებული მწყემსთა ველი ქრისტიანთა თაყვანისცემის ადგილად გადაიქცა.

სახარება მოგვითხრობს, რომ ანგელოზი მწყემსებს გამოეცხადა მღვიმეში, სადაც ისინი ზამთრის ღამეს ფარას პარსავდნენ. ესმათ რა სასიხარულო ამბავი კაცობრიობის მხსნელის შობისა, მაშინვე ისწრაფეს და პირველებმა თაყვანი სცეს მესიას. ბიზანტიურ პერიოდში მღვიმეზე ტაძარი აღიმართა. მიწისზედა ნაწილის დანგრევის მერე ღვთისმსახურება ქვედა ნაწილში გაგრძელდა, ე.წ. კრიპტში. ტაძრის ერთ-ერთ კედელთან მონიშნულია იმ მწყემსთა საფლავი, რომელთაც ანგელოზის ხმა ესმათ.

ბეჭდვა
1კ1