შობის მღვიმე
შობის მღვიმე
უმეტეს ჩვენგანს ქრისტეს შობის ადგილი წარმოდგენილი აქვს ჩვენებურ ბოსლად, ხის ბაგებით. ეს არასწორი წარმოდგენა პალესტინის ბუნებრივი მდგომარეობის უცოდინარობის ბრალია. პალესტინაში პირუტყვის სადგომად მღვიმეები გამოიყენება. გამოქვაბული მღვიმე უამრავია იერუსალიმის სიახლოვეს და ბეთლემის გზაზე. ზოგჯერ ისინი ბედუინ-მეაქლემეებს აქვთ დაკავებული, მაგრამ მათი უმეტესობა ცარიელია. ამგვარი იყო მღვიმე, სადაც იძულებული გახდა, თავი შეეფარებინა ბეთლემში აღწერაზე ჩასულ წმინდა ოჯახს.

მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ეს მღვიმე ქრისტიანთა მუდმივი სტუმრობის ადგილად იქცა. იმპერატორ ადრიანეს სურდა, ქრისტიანთა ხსოვნიდან აღეხოცა იესო ქრისტეს სახელი, ამიტომ ბრძანა, მღვიმეზე ღმერთ ადონისის ტაძარი აეშენებინათ, მაგრამ ვერ გააქრო გარდამოცემა.

ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ხვრელი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო. მიწისქვეშა ტაძარი აქ წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი იატაკზე ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული. ვარსკვლავს 14 სხივი აქვს. ამ ვარსკვლავის ზემოთ კიდია 16 ლამპარი, რომელთაგან 6-6 მართლმადიდებლებსა და სომხებს ეკუთვნით, 4 - კათოლიკეებს. ქრისტეშობის მღვიმეს მახარებლებთან ერთად იხსენიებს: წმინდა იუსტინე ფილოსიკისი (150-155 წლები), ასევე ორიგენე (იგი ბეთლემში იყო 238 წელს და მოგვიანებით თავის თხზულებაში "ცეცხლის წინააღმდეგ" იხსენიებს ბეთლემის მღვიმეს).
ბეჭდვა
1კ1