მართლმადიდებლური სკოლა - ეს არის სწავლის ემბაზი
მართლმადიდებლური სკოლა - ეს არის სწავლის ემბაზი
ბავშვი, მისი აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება მეტად სათუთი თემაა. მომავალი თაობის სწორად აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ ჯანსაღ გარემოში. ჰარმონიული, სრულყოფილი ოჯახის, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი, პროფესიული კადრით დაკომპლექტებული საგანმანათლებლო სისტემისა და ეკლესიის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება აუცილებელი პირობაა ზნეობრივად სრულყოფილი, მაღალი ინტელექტითა და პროფესიონალიზმით აღჭურვილი, ეროვნული თვითშეგნებით განმსჭვალული მომავალი თაობის ფორმირებისთვის. გვესაუბრება დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორი, ამავდროულად შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილი გოჩა-გიორგი აბდუშელიშვილი.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ამქვეყნად სწავლა-განათლების მიღების უმთავრესი მიზანი?

- ყველა ერს სათანადო აღზრდა და სწავლა-განათლების მიღების კულტურა გააჩნია. ჩვენ მართლმადიდებლური აღზრდის წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მართლმადიდებლური სკოლა - ეს არის სწავლის ემბაზი, სადაც ახალგაზრდა გრძნობს სწავლის მირონივით მადლიან და სასიამოვნო სურნელებას. ჩვენთან ოდითგანვე ასე იზრდებოდნენ. რაც შეეხება სწავლა-განათლების მიღების მიზანს, წმინდა ილია მართალი გასულ საუკუნეში გვასწავლიდა:

"დღეს სკოლას მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ ეკისრება; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდის სულიერ აღზრდას. როგორ შეიძლება ადამიანმა ისწავლოს ისეთი საგნები, როგორებიცაა ქიმია, გეომეტრია და არ ისწავლოს რა არის რწმენა, მოყვასის სიყვარული, ცოდვათა მიტევება?"

"აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას".

- რა არის თქვენი სკოლის უპირველესი დანიშნულება?

- სკოლის უპირველესი დანიშნულებაა ცოდნასთან ერთად ქრისტიანული - ზნეობრივი განათლებით აღზარდოს მოსწავლეები.

ჩვენთან სწავლის პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, იგი ინტეგრირებულია ქართული ტრადიციული აღზრდის პრინციპებთან, რაც შემდგომ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ვლინდება. ძველისა და თანამედროვეს შეთავსება სასწავლო პროცესს უფრო მიმზიდველსა და ეფექტიანს ხდის. ვცდილობთ დავიცვათ ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა მემკვიდრეობით გადმოგვცეს, გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო კერებში ოდითგანვე არსებობდა.

- რამდენად რთულია მოზარდი თაობის აღზრდის სწორი წარმართვა? თქვენ რა გეხმარებათ ამაში?

- მოზარდი თაობის აღზრდა-განვითარების სწორი წარმართვა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საჭიროა შეირჩეს ისეთი აღზრდის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურ შედეგზე იქნება ორიენტირებული.

ამერიკული და რუსული სკოლის მეთოდებით ქართველ ბავშვს ვერ აღზრდი. ქართველი ბავშვის სულისკვეთება, მოთხოვნები და გენეტიკა განსხვავებულია. ყველა ერს სათანადოდ სჭირდება ეროვნული აღზრდის კონცეფცია. ქართველ ბავშვებს ვერც ამერიკელად აღვზრდით, ვერც რუსად და ვერც ჩინელად, ის ქართველია და ქართული ტრადიციებით უნდა აღიზარდოს. მართმადიდებლური აღზრდის წესი უნდა დაბრუნდეს სკოლებში. ბავშვი ღვთისმოშიში უნდა იყოს. ღვთისმოშიში ბავშვი არც დანით ივლის, არც უწმაწურ სიტყვებს წარმოთქვამს და მუდამ ეცდება, არაფერი დააშავოს, რადგან ყოველთვის გრძნობს ღმერთის არსებობას - ღმერთი მასშია. ღვთის შიში და სიყვარული ჩვენს ფესვში, ჩვენს გენში - სისხლშია გამჯდარი.

17 წელია, რაც გიმნაზია "შავნაბადა" ფუნქციონირებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის და შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ შიო გაბრიჭიძის ლოცვა-კურთხევით გიმნაზიაში დამკვიდრებულია ძველი მთის ტრადიციებთან შეჯერებული - მართმადიდებლური აღზრდის წესი.

გიმნაზიაში ყოველი სასწავლო დღე დილის 9 საათზე ლოცვით იწყება, ყველანი ვგალობთ ჩვენი პატრიარქის საგალობელს: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ". ამის შემდეგ იწყება სასწავლო პროცესი.

წარმატებით მუშაობს სკოლის თვითმმართველობა. ამ "პარლამენტს" ჩვენთან "ზნეკეთილთა საბჭო" ეწოდება. იგი შედგება "ზნეობის დასისა" და "კეთილმოწესეებისაგან", რომლებსაც თვითონ ბავშვები ირჩევენ ფარული კენჭისყრით. თითეულ კლასში არის ერთი კეთილმოწესე ვაჟი და "ზნეკეთილთა საბჭოს" სამი წევრი. კეთილმოწესის ძირითადი მოვალეობაა კლასში არსებული უთანხმოების გამოსწორება, ხოლო "ზნეობის დასის" წევრებს კი თანაკლასელთა სწავლის პროცესის მოწესრიგება ევალებათ.Eეს ბავშვები იკრიბებიან და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებებს. ყოველთვიური წარმატებები და წარუმატებლობა ფასდება კლასის დაგროვილი ქულებით, რომლებიც ყოველთვიურად ჯამდება და გამოვლინდება გამარჯვებული კლასები. გამარჯვებულ კლასებში კლასის კეთილმოწესეები დააბრძანებენ წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს ხატებს.

ახალი თვიდან ახალი გამარჯვებული გამოვლინდება და ასე გრძელდება ეს პროცესი. გამარჯვებული კლასისთვის დიდი პატივია და სიხარულია ხატის მათ კლასში დაბძანება, ხოლო როცა ახალი გამარჯვებული კლასი გამოვლინდება, ბავშვები ძალიან განიცდიან ხატის მათი კლასიდან გამობრძანებას.

სასწავლო წლის ბოლოს გამარჯვებული კლასები იღებენ ფულად პრემიას და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უფასოდ მიემგზავრებიან ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. ეს ერთგვარი ჯილდოა მათი წლიური შრომის სანაცვლოდ.

- რა ფაქტორები მოქმედებს ყველაზე მეტად ბავშვების ჩამოყალიბებაში?

- მოზარდის ჩამოყალიბებაში ყველაზე მეტად მოქმედებს უფროსი თაობის ზნეობრივი თუ უზნეო ქცევა-მოქმედება. თუ სკოლის დირექცია და პედაგოგები არ არიან სულიერად და ზნეობრივად მოწესრიგებულნი, წარმოუდგენელია, იქ მოსწავლეებს მოვთხოვოთ მაღალი ზნეობა.

ჩვენს გიმნაზიაში I-V კლასის მოსწალეები იზრდებიან და ყალიბდებიან უფროსკლასელთა მიბაძვით. ისინი ყველაფერში ბაძავენ უფროსებს და ცდილობენ გახდნენ კეთილმოწესეები და ზნეობის დასის წევრები. ჩვენ ვცდილობთ, მათ უფროსკლასელთაგან შეითვისონ მაღალზნეობრივი უნარ-ჩვევები.

უფროსკლასელები წარმატებით მონაწილეობენ საქართველოში ჩატარებულ კონფერენციებში, ოლიმპიადებსა და სპორტულ შეჯიბრებებში. თვალსაჩინო წარმატებები აჩვენეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიდებში:

* 2008-2009 სასწავლო წელს დავიკავეთ გუნდური III ადგილი, მოგვენიჭა მადლობის სიგელი.

* 2009-2010 სასწავლო წელს დავიკავეთ გუნდური I ადგილი და მიღწეული წარმატებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან ჩაგვერიცხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

* 2010-2011 სასწავლო წელს დავიკავეთ გუნდური I ადგილი და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან ჩაგვერიცხა 13000 (ცამეტი ათასი) ლარი.

უფროსკლასელებს მოპოვებული აქვთ უამრავი დიპლომი, სიგელი, მედალი, რომლებიც ამშვენებს გიმნაზიის დერეფნებში გამოფენილ "სტენდებს".

გიმნაზიაში ფუნქციონირებს გალობის, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "შავნაბადა" და ქართული საბრძოლო ხელოვნება "ხრიდოლის" გუნდი "შავნაბადა", რომელთაც ასევე მოპოვებული აქვთ უამრავი დიპლომი და სიგელი. დიპლომებისა და სიგელების გადაცემა ხდება უმცროსკლასელებთან ერთად, რაც მათთვის არის თვალსაჩინო მაგალითი.

გიმნაზიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველა კურსდამთავრებული წარმატებით აბარებს და სწავლობს სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებელში.

- როგორ ფიქრობთ, უნდა აიგოს თუ არა ბავშვის ცნობიერება ზნეობრივ პრინციპებზე?

- ზნეობრივ პრინციპებს ჩვენთან ოდითგანვე ეკლესია-მონასტრები ამკვიდრებდნენ. ჩვენთან უფროსკლასელთათვის ყოველწლიურად წარმატებით ხორციელდება პროექტი "საზაფხულო სკოლა", რომლის მიზანი მართლმადიდებლურ წიაღში ახალგაზრდების დაახლოებაა. პროექტში მონაწილეობენ IX, X და XI კლასების ვაჟები. ისინი ორ კვირას ატარებენ შავნაბადას წმინდა გიორგის, წითელი ხიდისა და დარიალას მონასტრებში, სადაც ბავშვები დირექციასთან ერთად შრომობენ, ლოცულობენ, ცხოვრობენ ბერებთან. მონასტერში კითხულობენ და ისმენენ წმინდანთა ცხოვრების შესახებ, აბარებენ აღსარებას, ეზიარებიან. მონასტერში დირექციის და მოსწავლეების თანაცხოვრება უფრო გვაახლოებს ერთმანეთს, ეს კი სასწავლო პროცესში ძალიან გვეხმარება - ადვილი ხდება ურთიერთობა. ამავდროულად მოსწავლეები ცდილობენ იცხოვრონ ეკლესიურად, არიან სხვადასხვა ეკლესიის სტიქაროსნები. უფროსკლასელი ვაჟები იცავენ და პატრონობენ გიმნაზიის დერეფანში გამოფენილ უამრავ თვალსაჩინო გამოფენას, კედლის გაზეთებს, ყვავილებსა და ხელგარჯილობის ნიმუშებს.

- ზოგი თვლის, რომ მოზარდის ზნეობრივი აღზრდა უმთავრესად სკოლის მოვალეობაა. რამდენად სწორია ამგვარი დამოკიდებულება?

- მოზარდის ზნეობრივი აღზრდა ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის მოვალეობაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის ეპიტოლეებსა და ქადაგებებში მოგვიწოდებს, რომ მოზარდის აღზრდაში უნდა გაერთიანდნენ ოჯახი, სკოლა და ეკლესია. სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი და სკოლა არ თვლის საჭიროდ ამ საკითხის ამგვარ გადაწყვეტას და ვერ ვიღებთ სასურველ შედეგებს. საპატრიარქოს სკოლებისა და ჩვენი საერო გიმნაზია "შავნაბადას" მაგალითით ხომ ნათლად ჩანს, რომ ამ სამი ინსტიტუტის გაერთიანებით შესაძლებელია შთამომავლობის მაღალზნეობრივი წესით აღზრდა.

- ბავშვის აღზრდისას ფუნქციების გადანაწილება როგორ უნდა ხდებოდეს ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის?

- რაც შეეხება ფუნქციებს - ამას სულიერი მოძღვარი უნდა განაგებდეს. ძალიან რთულია, როცა ოჯახს არ ჰყავს სულიერი მოძღვარი და ბავშვი დადის ეკლესიურ სკოლაში. ამ შემთხვევაში ეკლესიის უგულებელყოფა იწვევს სკოლის ენერგიის გაორმაგებულ ხარჯვას - ხარვეზების გამოსასწორებლად. შედეგის მიღწევა დამოკიდებულია ოჯახის მზაობაზე - შეუძლიათ თუ არა მოზარდის ზნეობრივი აღზრდა საზოგადოებისა და ოჯახის მაგალითებით. თუ ოჯახი ტრადიციულია და ზნეობრივად მოწესრიგებული, შეძლებისდაგვარად ახერხებს შვილების ზნეობრივად აღზრდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვიღებთ გაუკუღმართებულ ახალგაზრდობას.

- რა უნდა გააკეთოს სკოლამ, რომ მოზარდის გონებაში თავიდანვე ჩაინერგოს ღვთისგან დადგენილი ზნეობრივი კატეგორიები?

- ჩემი აზრით, სკოლამ პირველ რიგში მოზარდის გონებაში თავიდანვე უნდა ჩანერგოს ღვთის სიყვარული. გიმნაზიაში ყოველი სასწავლო დილა (9 საათზე) იწყება ლოცვით. ვაჟები დგანან კლასების მიხედვით ანალოღიიდან მარჯვენა მხარეს, ხოლო გოგონები მარცხენა მხარეს (ყოველ მოსწავლეს აქვს გამოყოფილი ლოცვის დროს თავისი ადგილი). დილის ლოცვას ვკითხულობ მე, გიმნაზიის დირექტორი, და ყოველ დილით მისალმების შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს, დაიჭირონ ხელი უფლის წყალობისათვის.

ხუთას ოცდაათი მოსწავლე, მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი ერთად ვევედრებით უფალს: რომ "აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩვენისა, სადიდებლად, მშობელთა ჩვენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ". ბოლოს, გალობის დროს, უწმინდესის კურთხევით შემოვუვლი სალოცავ დარბაზში ყველას და უსუპით ვასხურებ ნაკურთხ წყალს. თითოეულ მოსწავლეში მყარდება სათნო განწყობა ღვთაებრივი სიყვარულის სახით და ნალოცი მადლმოსილი ბავშვები მიდიან თავიანთ საკლასო ოთახებში. ნებისმიერი ასაკის ბავშვს სიამოვნებს დილის ლოცვა, გალობა და ამ საქმეში დირექცია და მაწავლებლები ვცდილობთ ვიყოთ მაგალითის მიმცემნი.

- რამდენადაა სკოლა ვალდებული, ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართოს მშობელი? თქვენი სკოლა როგორ ახერხებს ამას?

- თანამედროვე კომუნიკაციები იძლევა იმის საშვალებას, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული მშობელი. გიმნაზია "შავნაბადას" აქვს თავისი ვებგვედი: წწწ.გიმნაზია.სჰავნაბადა.გე და ყოველი სიახლე იდება ვებგვერზე. გვაქვს ელექტრონული ჟურნალი (კომენტარებით), სადაც მშობელს ყოველდღიურად შეუძლია აკონტროლოს თავისი შვილის შეფასებები და ნაკლოვანებები (ხარვეზები). ყოველ თვეში ერთხელ ტარდება მშობელთა კრებები, სადაც კეთდება წინა თვის სრული ანალიზი. კლასების შეჯიბრებითობის პრინციპი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ცნობიერებაზე, ისინი ყოველდღიურად ცდილობენ მიიღონ მაღალი შეფასებები ქულების მაქსიმალურად დასაგროვებლად.

- როგორია მასმედიის, კერძოდ, ტელევიზიის როლი მოზარდი თაობის სულიერ ფორმირებაში?

- დღევანდელი ტელევიზია ნეგატიურ როლს ასრულებს მოზარდი თაობის სულიერ ფორმირებაში. ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ცდილობს მოზარდების სულიერ და ზნეობრივ აღზრდას, არის საპატრიარქოს ტელევიზია. დანარჩენ ტელევიზიებს მოზარდებმა საერთოდ არ უნდა უყურონ. ასეთი მიდგომა უკეთესი იქნება მათი სულიერი მდგობარეობისათვის. ტელევიზიები მოზარდ თაობაში მიზანმიმართულად ანადგურებენ ზნეობასა და სულიერებას. ბავშვები უყურებენ ძალადობასა და ამორალურ ფილმებს. შემდეგ ცდილობენ ეს ყველაფერი ცხოვრებაში განახორციელონ. ყოველივე ეს იწვევს ქართველი ერის ტრადიციებისა და ზნეობის გადაგვარებას.

- ახალგაზრდების უმრავლესობა წიგნს არ კითხულობს, რამ განაპირობა ეს და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს?

- გეთანხმებით, ბევრი ჩატარებული კვლევა ადასტურებს იმას, რომ საქართველოში მოზარდი თაობის უმრავლესობა წიგნს აღარ კითხულობს. ჩემი და არამარტო ჩემი აზრით, დღეს წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლა. კომპიუტერი საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის მოსაძიებლად, მაგრამ ის ვერსადროს შეითავსებს წიგნის ფუნქციას. ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას კომპიუტერით, თუმცა დაზუსტებით ვიცი, რომ არც ერთი მათგანი არ კითხულობს იქ მხატვრულ ლიტერატურას, რაც მოზარდის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს და შედეგიც სათანადო იქნება. სკოლამ უნდა დაგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოზარდში წიგნისადმი დაინტერესებას გამოიწვევს.

- ვფიქრობ, სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სათანადო ცოდნის მიცემასთან ერთად ბავშვში თვითრელიზაციის მოთხოვნილების განვითარებაა...

- თვითრეალიზაციის უნარის განვითარება აუცილებელია. გიმნაზიაში ამ მხრივ ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე: მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ხატვის, სიმღერის, გალობის, ხრიდოლის, გოგმანის, მხატვრული კითხვისა და კალათბურთის. კლასების დამრიგებლები ვალდებულნი არიან, ყოველ სემესტრში წარმოადგინონ რამდენიმე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, ბავშვები ეჩვევიან სცენაზე მუშაობას, ლექსის წაკითხვას, სიმღერასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას. გიმნაზიაში ასევე ფუნქციონირებს ექვსთვიანი სახელობო სწავლება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler