თამარ ცაგარეიშვილი იმ ტელეჟურნალისტთაგანი იყო, რომელთაც პირველი ხნული გაავლეს პირდაპირ ეთერში
თამარ ცაგარეიშვილი იმ ტელეჟურნალისტთაგანი იყო, რომელთაც პირველი ხნული გაავლეს პირდაპირ ეთერში
30 დეკემბერს საქართველოს ტელევიზიას 55 წელი უსრულდება. 90-იანი წლების პოპულარული ტელეწამყვანის, თამარ ცაგარეიშვილის ტელეეკრანზე გამოჩენა იმ ეპოქალურ მოვლენას უკავშირდება, როდესაც ქართველმა ხალხმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად (დინების საწინააღმდეგოდ არ მოვქცეულიყავით და ხელოვნურად არ დაგვეჩქარებინა ისტორიულად შეუქცევადი პროცესი), საქართველო მაინც პირველი აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც იმპერიის ნანგრევებში მოჰყვა, სამოქალაქო ომის ალში გაეხვია და დღემდე ვერ შეძლო რუსული აგრესიისგან თავის დაღწევა.

უდიდესი გარდატეხების პერიოდს იმ დროისათვის ერთადერთ ტელევიზიაშიც დიდი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა. ძველი საბჭოთა სტერეოტიპები ახალი დასავლური ღირებულებებით უნდა შეცვლილიყო, რაც იმაშიც გამოიხატებოდა, რომ უნდა დანგრეულიყო დიქტორთა ინსტიტუტი და უწინდებურად დიქტორებს კი არ უნდა წაეკითხათ ჟურნალისტების მიერ დაწერილი ტექსტები, თავად ტელეჟურნალისტის პერსონა წამოწეულიყო წინა პლანზე, მოეტანა თავისი სათქმელი, პოზიცია, დამოკიდებულება მაყურებლამდე - სტუდიიდან იქნებოდა ეს თუ მოვლენის ადგილიდან, რაც მისგან, დიდ პროფესიონალიზმთან, ერუდიციასა და ობიექტურობასთან ერთად, არტისტიზმსა და იმპროვიზაციის უნარსაც მოითხოვდა. ეს მოთხოვნა, უპირველეს ყოვლსა, ოპერატიულ, მთავარ საინფორმაციო პროგრამებს: "მოამბეს", "ვესტნიკს", "ქრონიკას", "ქვიშის საათს", საინფორმაციო-მუსიკალურ გამოშვებებს: "ნაშუადღევს" და "ალიონს" უნდა შეხებოდა.

თამარ ცაგარეიშვილი იმ ტელეჟურნალისტთაგანი იყო, რომელთაც ელექტრონულ მედიაში ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყოთ, პირველი ხნული გაევლოთ პირდაპირ ეთერში და ისე მორგებოდნენ ტელეწამყვანის ამპლუას, რომ მაყურებელს მიეღო ეს სიახლე და მათი ნდობა მოეპოვებინა. საბედნიეროდ, მან ამ ურთულეს ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი.

- ქალბატონო თამარ, დღეის თვალით - გარისკეთ ტელეწამყვანობა?

- არავითარი გამოცდილება ამისა ჩვენ არ გაგვაჩნდა. თვითონ ვიგონებდით ველოსიპედს და ძალზე საცოდავები ვიყავით, ქვეყანას ისე უჭირდა, ჩვენს დაფინანსებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო იმისათვის, რომ რაიმე გვესწავლა, ამიტომ მაშინდელი ტელეჟურნალისტები ძირითადად ენთუზიაზმით ვმუშაობდით.

მოგვიანებით, როცა თოქშოუ უნდა დამეწყო, წარმოდგენა არ მქონდა, ეს რას ნიშნავდა, ინგლისში ჩემს მეგობარს ვთხოვდი, გამოეგზავნა ბრიტანული ტელევიზიის ბი-ბი-სის დილის პროგრამების ვიდეოკასეტა, ვცდილობდი, მათი წამყვანებისთვის მიმებაძა, მათგან რაღაც ამეღო...

თამარ ცაგარეიშვილი საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სამეცნიერო პროგრამების მთავარ რედაქციაში 1980 წელს მოვიდა და 1992 წლამდე მუშაობდა. მისი ავტორობითა და რედაქტორობით მომზადდა ციკლური გადაცემები: "გავუფრთხილდეთ ეროვნულ საუნჯეს", "საუბრები არქეოლოგიაზე", "საუბრები ლიტერატურაზე" - მოსწავლეთათვის და სხვა.

1992 წლიდან იგი დილის საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა "ალიონის" ერთ-ერთ ავტორად და წამყვანად მიიწვია პროგრამის ხელმძღვანელმა ოთარ შაორშაძემ.

- ამ პროგრამაში 4 წელი ვიმუშავე. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი წლები იყო. პირველი გადაცემა 1992 წლის 18 სექტემბერს წავიყვანე, გაგანია ომის დროს. სულხან მელაძესთან ერთად მიმყავდა კვირაში ორჯერ. ეს იყო მეტად საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი, პრესტიჟული ტელეპროექტი - ჩვენ ზუსტად იმ ნაბიჯებით მივდიოდით, როგორც ქვეყანა ცხოვრობდა, ეს მარტო გასართობი, სალაღობო პროგრამა კი არ იყო, აქ მუსიკასთან ერთად მთავარი ადგილი ეთმობოდა პოლიტიკას და შეიძლება ითქვას, ბრძოლის ხაზი ჩვენს ეთერში გადიოდა. მაყურებელს მოვუთხრობდით ყველა იმ მოვლენაზე, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა, ვიდრე გაგრა, ოჩამჩირე და სოხუმი დაიკარგებოდა, დღე არ გავიდოდა, აფხაზეთიდან პირდაპირი ჩართვები არ გვქონოდა. ბრძოლის ველიდან მზადდებოდა რეპორტაჟები. ასეთი რუბრიკაც გაჩნდა: "მეომრების წერილები შვილებს". მაშინ სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა იყო და ხშირად მას ვაკეთებინებდით კომენტარს ამ საკითხებზე. მოსკოვიდანაც გვქონდა ჩართვა ვალერიან ადვაძესთან, რომელიც საქართველოს ელჩი იყო რუსეთში. ეს ის პერიოდია, როცა თანდათანობით იხსნებოდა საელჩოები საქართველოში. ყველა ელჩი, დაწყებული ამერიკის ელჩიდან და ირანით დამთავრებული, ჩვენი პროგრამის სტუმარი გახლდათ და, რაც მთავარია, მათთვისაც მეტად პრესტიჟულად ითვლებოდა ჩვენთან სტუმრობა, რადგან ეს იყო ერთადერთი ტელევიზია საქართველოში, რომლის მაუწყებლობა აფხაზეთის ტერიტორიაზეც კი ვრცელდებოდა.

როდესაც უმწეოთა და უპოვართა თავშესაფარი "კათარზისი" გაიხსნა, ჩვენ გადავეცით ამ სახლიდან პირველი რეპორტაჟი. "ალიონი" იმდენად სერიოზული პროექტი იყო, არ მოიძებნებოდა იმ დროის სახელმწიფო მოღვაწე, სტუდიაში არ მოგვეწვია და ცოცხალ ეთერში არ მომხდარიყო სერიოზული პროცესის ინიცირება, ამაზე საინტერესო კი რა უნდა იყოს ჟურნალისტისთვის. როდესაც შევარდნაძეს ხალხმა დაუჩოქა, ამ სამარცხვინო ფაქტს ჩვენ ზომიერად გამოვეხმაურეთ და გამოითქვა ის პოზიცია, რაც უნდა გამოთქმულიყო. ვცდილობდით, არაფერი დაგვეფარა, ვყოფილიყავით ობიექტურნი და მიუკერძოებელნი, ამიტომ არ ვიზიარებ ზოგიერთის მოსაზრებას, თითქოს ვინმეს დაკვეთას ვასრულებდით. პოლიტიკურ დაკვეთას მე დღევანდელ ტელევიზიებში უფრო ვხედავ. გულწრფელად გეტყვით, რომ შემოქმედებითი ჯგუფების გარდა, ჩვენს სარედაქციო საქმეებში არავინ ერეოდა. ამ პროცესებს ოთარ შაორშაძე წარმართავდა და მასთან შეთანხმებით ხან სიუჟეტის შესავალ ნაწილში ვდებდით ჩვენს სათქმელს, ხან შეკითხვებში და ბოლოს ვიტოვებდით გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლებას. პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობოდა თეატრს, კინოს, მუსიკას, კულტურას.

1993 წელს თამარ ცაგარეიშვილის ავტორობით შეიქმნა დოკუმენტური ვიდეოფილმი "მაღლა დაღმავალი კიბით". 1995 წელს თამარი სატელევიზიო ფესტივალ "მანა-95"-ზე დაჯილდოვდა პრიზით "საუკეთესო ტელეწამყვანი". 1996-2001 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეკრანზე იყო ავტორი და წამყვანი ყოველკვირეული თოქშოუებისა: "რეტრო(პერ)სპექტივა" და "100 გრადუსზე ცელსიუსით", პრალელურად უძღვებოდა თოქშოუს რადიო "მწვანე ტალღაზე" "პერპეტუუმ მობილე", რომლის ავტორიც თვითონ გახლდათ.

2003 წელს თამარ ცაგარეიშვილი "მაღალპროფესიული პუბლიცისტური საქმიანობისთვის" საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

- მას შემდეგ, რაც ჩემი პარტნიორი სულხან მელაძე ზურაბ ჟვანიას პრესსამსახურის ხელმღვანელად გადაიყვანეს, წამოვედი "ალიონიდან". "რეტრო(პერ)სპექტივა" ჩემი საავტორო ტელეპროექტი იყო, მყავდა 50-კაციანი აუდიტორია 2 მთავარი სტუმრით. მწვავე პრობლემებს ვეხებოდით, იყო ცხარე კამათი, უკმაყოფილება, ალბათ ბევრი შეცდომაც და, ბუნებრივია, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რაც მთავარია, არ იყო სიძულვილი, ბოროტება და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ამიტომ ეს წლებიც ჩემთვის, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტისთვის, იყო ოქროს ხანა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.

90-იანი წლები უმნიშვნელოვანესი იყო. 1991 წლის სეტემბერში უცებ მივხვდი, რომ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იმის მაგიერ, რომ გადაცემა მეკეთებინა, უცებ ტელევიზიის კიბეზე დავჯექი, იქაც ძალიან ბევრი შეცდომა იყო, თუმცა ძალიან გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, სულ სხვა პიროვნებებად ჩამოვყალიბდით, გაბედულობა და გამოცდილება შევიძინეთ. იყო იმედგაცრუება, რადგან დამოუკიდებლობა არ ყოფილა ჩვენისთანა პატარა ერისთვის ასეთი ადვილად მისაღწევი, ჩვენ ხომ მითოლოგიზებულ, საკრალურ გარემოში ვიზრდებოდით. კომუნისტური პერიოდის მმართველობის ბოლო წლებში ალბათ ჩვენ ჟურნალისტებიც არ გვეთქმოდა, რადგან ტელევიზია 80-იან წლებში იყო დიდი იდეოლოგიური მანქანა, მაგრამ გვქონდა ჩვენი ეროვნული იდეალები და ეს დიდი საბჭოთა იმპერია საპირისპირო რეაქციას იწვევდა ჩვენში. ამიტომ მაშინაც მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც წესიერად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, მე მახსოვს, საოცარი გადაცემები მომზადდა იმ პერიოდში ილია ჭავჭავაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე, სხვა ქართველ მოღვაწეებზე. როდესაც უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პირველი დიდი ნათლობა ჩაატარა სხალთაში, მე მიმყავდა პირდაპირი რეპორტაჟი იქიდან გოგა ხაინდრავასთან ერთად, მერე კი დოკუმენტური ფილმიც შევქმენით ამ ნათლობაზე, ასე რომ, იმ წლებშიც ბევრი ღირებული რამ გაკეთდა და შეცდომებთან ერთად იყო ბევრი წინგადადგმული ნაბიჯიც.

- ვისწავლეთ კი რაიმე საკუთარ შეცდომებზე ამ 20 წლის განმავლობაში?

- ალბათ ვისწავლეთ, 20 წელი ჩვენთვის არის დიდი დრო, თორემ ისტორიისთვის არაფერია, მეც ხშირად ვბრაზობ - რატომ ვერაფერი ვისწაველთ-მეთქი, მაგრამ შეუძლებელია, არ გვესწავლა, რადგან არ გავჩერებულვართ, ალბანეთად არ ვიქეცით და გეზი კვლავ დასავლეთისკენ გვიჭირავს, ეს იმას ნიშნავს, რომ არის პროგრესიც. რაც შეეხება აფხაზეთს, ალბათ ასე უცებ არ მოხდება მისი დაბრუნება.

- ქ-ნო თამარ, დაახლოებით 2 წელი მიგყავდათ თქვენი ავტორობით მოზადებული პროექტი "მიამბეთ თქვენზე", რომელიც შემდეგ შეიცვალა ახალი ციკლით "მათი შვილები". რამ განაპირობა, თოქშოუების შემდეგ ასეთი გადაცემები გაგეკეთებინათ?

- "რეტრო(პერ)სპექტივიდან" მომხსნეს იმის გამო, რომ ეს პროექტი ეკა ბერიძისთვის სჭირდებოდათ და ჩემი ადგილი "ბოქსპოპულიმ" დაიკავა. ბუნებრივია, ასე ადვილად ვერ გამიშვებდნენ, ამიტომ თავმჯდომარის მოადგილემ, კოკა ყანდიაშვილმა მოიფიქრა პროექტი "მიამბეთ თქვენზე". გავუცრუე იმედი, რადგან ჩემგან კოკა არ გამოვიდა... 2 წლის შემდეგ ჩემს მიერ მომზადებულ პროექტს დავარქვი "მათი შვილები", რომელიც პირველი პროექტიდან წამოვიდა. ეს იყო ცნობილი, გამოჩენილი ადამიანების შვილების ნაამბობი თავიანთ მშობლებზე, იმაზე, თუ რა ძნელია დიდი მამის ან დედის შვილობა. შესანიშნავი გადაცემები მომზადდა ამ პროექტებით ირაკლი აბაშიძეზე, რევაზ ლაღიძეზე, სერგო ზაქარიაძეზე, გურამ დოჩანაშვილზე, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეზე.

- გადაცემა პატრიარქზე მე ძალიან კარგად დამამხსოვრდა. გავიხსენოთ რამდენიმე ფრაგმენტი ამ გადაცემიდან, რომელიც, ვფიქრობ, დააინტერესებს ჩვენი ჟურნალის მკითხველს.

ფრაგმენტი თამარ ცაგარეიშვილის გადაცემიდან "მიამბეთ თქვენზე" - "პატრიარქი".

ავტორი: - კავკასიის ჩრდილოეთ კალთაზე, ცაში გამოკიდებულ მთის პატარა სოფელში, რომელსაც იქაურებიც და უცხონიც "სნოს" ეძახდნენ - ღვთისმშიში, მორწმუნე ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. 8 შვილი ჰყავდათ, 7 ვაჟი და 1 ქალი, უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით სათნოებასა და სიყვარულში აღზრდილნი.

პატრიარქი ილია II: - ჩემი მშობლები მორწმუნე ადამიანები იყვნენ. იყო ძალიან რთული პერიოდი, როცა იდევნებოდა ეკლესია, იხურებოდა ტაძრები და მონასტრები. მე მახსენდება, რამდენიმე სასულიერო პირი მოდიოდა ჩვენთან და ჩემი მშობლები ასაზრდოებდნენ, მფარველობდნენ, უვლიდნენ. მახსოვს, რომ ერთი მონაზონი ცხოვრობდა კიდევ ჩვენს სახლში, პატარა ოთახი იყო მისთვის გამოყოფილი. ძალიან გვიყვარდა ეს მონაზონი. რუსი მონაზონი იყო, დედა პელაგია ერქვა, ასე რომ ძალიან თბილი, მშვიდი ატმოსფერო იყო სახლში. საღამოობით ვიკრიბებოდით. მამა კითხულობდა ლოცვებს ზეპირად, შემდეგ მოვასხურებდით ნაკურთხ წყალს და მივდიოდით დასაძინებლად.

ავტორი: - გიორგი ამ მხარეში მოსახლე უძველესი გვარის, შიოლაშვილი-ღუდუშაურის შთამომავალი იყო. შრომისა და მიწის ყადრი კარგად იცოდა. საქონელიც მრავალი ჰყავდა და არც წვრილშვილის რჩენა უჭირდა.

ჯერ სულ ყმაწვილი იყო, როცა დუშელი კობაიძეების ქალი ითხოვა ცოლად, მასავით მშრომელი, გამრჯე და თავმდაბალი.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ცოლ-ქმარი, შვილებთან ერთად, ვლადიკავკაზში გადასახლდა, სადაც ბევრ შეძლებულ მთიელს ჰქონდა თავისი კუთხე.

სწორედ აქ დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს გიორგისა და ნატალიას მეშვიდე ვაჟი ირაკლი, რომელიც კავკავის წმინდა ნინოს ეკლესიაში მონათლეს შობა დღეს.

ნათლობის რიტუალი მაშინ უბრალო მოძღვარმა, მომავალმა არქიმანდრიტმა, ტარასი კანდელაკმა აღასრულა. სამი დღის ყრმის ნათლია კი მონოზონი ზოილე დვალიშვილი გახლდათ.

იმ ურწმუნო და უღმერთო დროს, როცა ხალხს ტაძარში შესვლისაც კი ეშინოდა, გიორგის სარწმუნოებისათვის თავი ჰქონდა გადადებული. იქაური საეკლესიო ცხოვრების ყველა საქმეში იყო ჩახედული. თბილისშიც ხშირად ჩადიოდა. მაშინდელ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს სტუმრობდა და ვლადიკავკაზისა და ყაზბეგის სატკივარსა და გასაჭირზე უამბობდა. მისგანაც სათანადო რჩევა-დარიგებებს იღებდა.

ნატალია, მეუღლის მსგავსად, თავის უპირველეს მოვალეობად ღვთის სამსახურს მიიჩნევდა.

პატრიარქი ილია II: - ნატალია კობაიძე იყო ძალიან სათნო, ძალიან თბილი, ძალიან უსიტყვო ადამიანი. მამაჩემიც ძალიან უსიტყვო კაცი იყო. ცოტას ლაპარაკობდნენ და ბევრს ფიქრობდნენ. ბევრს შრომობდნენ და ფიქრობდნენ უფრო, ფიქრობდნენ ძალიან ბევრს. დედაჩემს ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველა. ეროვნული იყო და უფრო ამ ეროვნულ გრძნობებს გვინერგავდა. მე მახსენდება მისი დარიგება, "რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, უცხოეთში არასდროს არ უნდა წახვიდეთ და თქვენი სამშობლო არ დატოვოთ, თქვენ უნდა ატაროთ ის უღელი, რასაც ატარებს ჩვენი ერიო". იმ დროს წარმოუდგენელიც იყო უცხოეთში წასვლა. თითქოს გრძნობდა, რომ ეს დრო დადგებოდა, როცა ამდენი ახალგაზრდობა გავიდა უცხოეთში და მე ძალიან მაშინებს, დაბრუნდებიან თუ არა ისინი სამშობლოში..."

- თქვენ ამჟამად რადიო "პალიტრის" საზოგადოებრივი პროგრამების ხელმღვანელი და "ქართული საგანძურის აუდიოთეკის" პროდიუსერი ბრძანდებით. იქნებ იმაზეც გვესაუბრა, როგორ აღმოჩნდით "მედიაპალიტრაში".

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩვენ, ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, სრულიად დაუმსახურებლად ამ ხელისუფლებამ კარი ცხვირწინ მოგვიხურა, თანაც გაგვაფრთხილა: "თქვენ ვერ გაბედავთ ამ კარის გაღებას, თქვენთვის ყველაფერი დამთავრდა"... არ ვფიქრობ, რომ იდეალური ტელევიზია გვქონდა. იქ შეიძლება ბევრი რამ მართლაც იყო შესაცვლელი და მოსაწესრიგებელი, მაგრამ ის, რაც 2004 წელს მოხდა, ყოვლად გაუმართლებელია, რადგან ადამიანებს ასე არ ეპყრობიან. ძალიან ძნელი პერიოდი გადავიტანე, მაგრამ მაინც ვაჟკაცურად გავუძელი. არავისთან მისაუბრია ჩემი განცდების შესახებ დედაჩემის გარდა, რომელიც მიყურებდა, რა დღეშიც ვიყავი დილიდან საღამომდე, მაგრამ, რაც მთავარია, გადავრჩი, გადამარჩინეს ისევ კეთილმა ადამიანებმა: გოგი ხარაბაძემ მაიძულა, ქართული საგანძურის პროექტში ჩავრთულიყავი, ჩავწერეთ "ახალი აღთქმა", "ვეფხისტყაოსანი", ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ქართული პოეზიისა და პროზის ანთოლოგია, რუსი პოეტები საქართველოს შესახებ, ქართული ზღაპრები, სულ 50 დისკი. ეს პროექტი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. როგორც უწმინდესმა ბრძანა, "ბიბლიის ამ სახით ხალხთან მიტანა მადლის გავრცელება არის". მე ვიცი, როგორ იწერებოდა ყოველი ფრაზა, ყოველი სიტყვა, ყოველი ლექსი, ამიტომ გოგის ხმაში იგრძნობა მთელი ამ წლების სატკივარი, ეს არის გზავნილი, რომელიც მსახიობს უნდა გაეგზავნა მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი.

რადიო "პალიტრაშიც" კეთილი ადამიანების წყალობით მოვხვდი, როდესაც ეს რადიო უნდა შექმნილიყო, ჩემს მეგობარს, მარიკა დარჩიას უთქვამს ჩემზე, - გამოვიყენოთ ეს ადამიანიო, მოვედი, გამიღეს კარი და შემომიშვეს თავიანთ დიდ ოჯახში...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler