რითაც შემიძლია ვიამაყო და რაც ფასეული და ღირებულია, ჩემი წინაპრები არიან
რითაც შემიძლია ვიამაყო და რაც ფასეული და ღირებულია, ჩემი წინაპრები არიან
როცა ზემო სვანეთი, უშგულის ღვთისმშობლის (ლამარია) სახელობის ტაძარი მოვილოცე, ადგილობრივთაგან გავიგე, მამა ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც ამავე ტაძარში მსახურობდა , ტაძრის ეზოშია დაკრძალულიო. გამიხარდა, როცა ამას წინათ მამა ბესარიონის შთამომავალი, ქალბატონი მარიამ-ლულუ უსტიაშვილი გავიცანი. მამა ბესარიონის "ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილებიც" წავიკითხე. "ბესარიონ ნიჟარაძე ბურჯი იყო სვანეთისა, - ბრძანებს აკაკი შანიძე, - მისი ამაგი უდავოდ დიდია ამ მშვენიერი კუთხის წარსულისა და მისი თანამედროვე აწმყოს შესწავლაში".

"უშგულის საზოგადოება ძევს მდინარე ენგურის სათავის ახლოს და თავისუფალი სვანეთის თავში მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაწილი კავკასიის დიდის ქედისა, მუდამ თოვლით დაფარული და დიდ ქედსა და სვანეთის ქედშიც ჩამჯდარი "ნაკზავრის" უღელტეხილი; დასავლეთით - სერები და კალას საზოგადოების ადგილები; სამხრეთით - ნაწილი სვანეთის ქედისა და ჩრდილოეთით - დიდ ქედიდან გამოსული შტო. ამნაირად უშგულის ოთხი სოფელი: ჟიბიანი, ჩუბიანი, ჩაჟაში და მურყმელი გამოწყვდეულია მთებს შუა", - ასე აღწერს მამა ბესარიონ ნიჟარაძე უშგულს, თავის დაბადების ადგილს.

მამა ბესარიონ ნიჟარაძე 1851 წლის 12 ნოემბერს დაიბადა. მის მამას ერქვა სიოშ (შიო), დედას - მარიამული (მარინე), მამის მამას - ბეგი, ხოლო დედის მამას - გუა, ვის პატივსაცემადაც პატარა ბესარიონს პირველ სახელად შეარქვეს გუა, რომელიც ბოლომდე შეჰყვა. ნიჟარაძეები, ისევე როგორც ყველა სვანური გვარი, სამხუბებად - საძმოებად იყოფა. დღესაც სვანი ნიჟარაძეების შემდეგი სამხუბებია ცნობილი: ავგულარი, ქუჩეიშა და ნაგვაშა. ბესარიონის ოჯახი მთელ ზემო სვანეთში ძლიერებით განთქმული ავგულარ სამხუბის სულთმანშერებს ეკუთვნოდა.

გადმოცემით ვიცით, რომ სიოშ ნიჟარაძის უფროსი ვაჟი, ნინი - მახვში, სოფლის თავი ყოფილა. ქუთაისის საარქივო სამმართველოს ცნობით, 1868-69 სასწავლო წელს მამა ბესარიონ ნიჟარაძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. "იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა, რომელმაც სვანეთში პირველად 1866 წელს იმოგზაურა და საკუთარი თვალით ნანახის შედეგად დარწმუნდა სვანეთში სწავლა-განათლების შეტანის აუცილებლობაში, "მოახერხა, ქრისტიანობის აღმადგინებელ საზოგადოებისგან და სვანების შვილებისთვის შვიდი სტიპენდია დაანიშვნია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში". ერთი ამ სტიპენდიანტთაგანი მე ვიყავიო, - წერს მამა ბესარიონ ნიჟარაძე. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

1891 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისში, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში, როგორც დოკუმენტი ამბობს, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელმა ბესარიონ შიოს ძე ნიჟარაძემ ცოლად შეირთო აზნაურის ქალი ალექსანდრა პავლეს ასული ნორაკიძე. ახალგაზრდები გაემგზავრნენ იფარში, სადაც ბესარიონი მასწავლებლად იყო დანიშნული. 1892 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ბესარიონ ნიჟარაძე მღვდლად აკურთხა. ჩანს, მამა ბესარიონი ჯერ იფარის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, შემდეგ მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიაში.

KARIBCHEმამა ბესარიონს სამი შვილი დარჩა: რაფიელი (კუკური), ციცინო და ბიძინა. ადრე დაქვრივდა და შვილები ქუთაისში მიაბარა სასწავლებლად, სიცოცხლის ბოლო წლები მესტიაში გაატარა. 1919 წლის გაზაფხულზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. თბილისის საზოგადოებამ მისი სულის საოხად გადაიხადა პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში.

მამა ბესარიონი შუა ტანისა და მკვრივი აგებულებისა ყოფილა; ჰქონდა სწორნაკვთებიანი სახე, მაღალი, ფართო შუბლი, ნათელი და ჭკვიანი თვალები, წაბლისფერი თმა-წვერ-ულვაში, დაბალი და ტკბილი ხმა; იყო გულკეთილი და თავაზიანი. დარბაისლობამ, მჭევრმეტყველებამ და სვანეთის შესანიშნავად ცოდნამ მას სასიამოვნო მოსაუბრისა და სამართლიანი მომრიგებლის სახელი გაუთქვა.

1910 წელს ლეჩხუმსა და სვანეთში წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი მოგზაურობდა. მას მესტიაში მამა ბესარიონი დახვდა. მის მიერ სვანეთის სხვადასხვა კუთხეში ნაპოვნი ხელნაწერი წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს უჩვენა. წმინდა ექვთიმემ მამა ბესარიონის სახლში აღწერა 15 ხელნაწერი, მათ შორის "დიდი კანონი იერუსალიმის ეკლესიისა", რომლის 11 მინაწერი (XIV-XVს.ს.) წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს ამოუკითხავს, ასევე ადიშის სახარების IX ს-ის ხელნაწერი. მესტიის ერთი ხატის აღწერასთან დაკავშირებით წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: "ეს ხატი ჩვენ იქ არ გვინახავს, მაგრამ შემდეგ მამა ბესარიონ ნიჟარაძემ ტბილისში მოგვიტანა პატარა ვერცხლის მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ეჭვს გარეშე შეადგენდა ზედა პირს პატარა სახარების ყდისა".

მამა ბესარიონ ნიჟარაძე "თავისუფალი სვანის" ფსევდონიმით წერდა იმდროინდელი პრესის ფურცლებზე.

***
- ბესარიონ ნიჟარაძეს, ჩემს დიდ ბაბუას, ჰყავდა 3 შვილი: ჩემი ბებია, დედის დედა ციცინო ნიჟარაძე, რაფიელი (კუკური) და ბიძინა, - მიამბობს ქალბატონი მარიამ უსტიაშვილი, - ბიძინა ადრე გარდაიცვალა, რაფო 1937 წელს გადაასახლეს. აკაკი შანიძესა და კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად გერმანიაში სწავლობდა. მეგობრები იყვნენ ბოლომდე. მეუღლეც გერმანელი ჰყავდა. ორივე გადაასახლეს. მეუღლე გზაში გარდაიცვალა, კუკური ბაბუა 20 წლის შემდეგ დაბრუნდა. კარგად მახსოვს მისი ჩამოსვლა. რეაბილიტაციამდე ჩვენთან ცხოვრობდა. ბესარიონის ქალიშვილი, ანუ ბებიაჩემი, ქუთაისში ცხოვრობდა. ექიმ ვლადიმერ მაკაროვის მეუღლე იყო. ჰყავდა ქალ-ვაჟი - ქეთევან და ლევან უსტიაშვილები. ლევანი ექიმი-პედიატრი გახლდათ, ისიც ქუთაისში ცხოვრობდა. მე ქეთევანის შვილი ვარ. მამა ბესარიონის სტატიები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, მიმოწერა ილია ჭავჭავაძესთან, ექვთიმე თაყაიშვილთან, მარჯორი უორდროპთან და კიდევ სხვა ბევრი სტატია ბებიამ, ციცინო ნიჟარაძემ ქუთაისის მუზეუმს გადასცა.

ბიძინა ნიჟარაძეს დარჩა ქალ-ვაჟი - ნათელა და ჯუმბერი. ნათელა სომეხს გაჰყვა ცოლად. ცხოვრობდა ცხინვალში. ნათელა იმ წლებში გარდაიცვალა, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო. მან დატოვა ორი ქალიშვილი, თამრიკო და ნაირა.

რაფიელი ანუ კუკური ბაბუა 1965 წელს გარდაიცვალა. მის დაკრძალვაში ძალიან დაგვეხმარნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა - ბაბუას უახლოესი მეგობრები. მაშინ პირველად მოვისმინე სვანური ზარი და მართლა შემზარა.

ბებიაჩემი ციცინო ძალიან ლამაზი ქალი იყო, მეოთხე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როცა გაჭენებული ცხენიდან ჩამოვარდა. მუცელი მოსწყდა და გადაჰყვა. წმინდა ნინოს კეთილშობილთა სასწავლებელში გაიზარდა. ბებია ცხოვრობდა სახარებისეულად, მაგრამ სარწმუნოებაზე არ მელაპარაკებოდა. რუსული ენის პედაგოგი იყო და ოჯახში ძირითადად რუსულად მეტყველებდნენ. ქუჩაში რომ მივდიოდი ბებიასთან ერთად და რუსულად ვკითხავდი რამეს, ჩამომქაჩავდა და მეტყოდა, - ქართულად ილაპარაკეო. ძალიან ხანდაზნული გარდაიცვალა.

სვანებს ძალიან უყვართ რაფიელი (კუკური) და მამა ბესარიონი. მამა ბესარიონი უშგულში, ლამარიას ტაძრის ეზოშია დაკრძალული.

მამის მხრიდანაც სასულიერო პირის შთამომავალი ვარ. ბაბუაჩემი, მამაჩემის ბიძა დეკანოზი დიმიტრი უსტიაშვილი, 1921 წელს თურმე წვერით გამოათრიეს სახლიდან, მიაყენეს ეკლესიის კედელთან და დახვრიტეს.

***
მე სასულიერო აკადემიის უცხო ენათა კათედრაზე რუსული ენის პედაგოგი გახლავართ. შემიძლია ვიამაყო ჩემი წინაპრებით.

ეკლესიაში შვილებმა მიმიყვანეს. ჩემს ვაჟს ჯარიდან ჩამოსვლის მერე უეცრად ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში დავაწვინეთ. ერთ დღეს მის სანახავად რომ მივედი, ვნახე, კოვზის ტარზე დამაგრებული ანთებული სანთლის წინ ლოცულობდა. საავადმყოფოდან გამოწერეს თუ არა, ჩემს მეუღლეს უთხრა, - წამიყვანე სიონშიო. იქ დაგვხვდა მამა დავითი, ახლანდელი მეუფე დანიელი. ასე დაიწყო ნიკამ სიონში მეუფე დანიელთან სიარული. ძალიან მალე ჩააცვეს სტიქარი. პატრიარქის სტიქაროსანიც გახლდათ. ძალიან დიდი ხანი ცოცხალი სარწმუნოებით ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს უწმინდესმა უთხრა, - ნიკოლოზ, რაღას ელოდები. ან ეკურთხე, ან დაცოლშვილდიო. უკვე 46 წლისაა. ნიკამ მერე თავისი და მიიყვანა ეკლესიაში. ჩემი შვილი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და სამსახური მიატოვა. მეუფე დანიელის უდიდესი ღვაწლი გახლავთ ისიც, რომ მაშინ დაიწყეს ძველი ეკლესიების გაწმენდა, მეტეხის ტაძარში თეატრი იყო და მეუფის მრევლმა გაწმინდა იქაურობა. მე და ჩემი მეუღლე ვაკითხავდით და ვხედავდით, როგორ ასუფთავებდნენ ბავშვები ტაძარს. ასევე გაასუფთავეს დმანისის სიონი, მთელი საქართველო მოიარეს. გერგეტსა და აჭარაშიც კი იყვნენ. მამა გიორგის, ახლა უკვე მეუფე იოანეს (გამრეკელი) სიტყვები მახსენდება, - მარიამ, თუ ვინმე მონაზონია, ბერი და ეპისკოპოსი, განა მეუფის აღზრდილები არ არიან, ხე ნაყოფით არ იცნობაო?

ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, - დედა, ეკლესიაში რატომ არ დადიხარო. ანგარიშმიუცემლად მივუგე, - მე ისეთი ცოდვილი ვარ, ეკლესიაში რა მინდა-მეთქი. შენისთანებისთვის არის ეკლესიაო. დიდი მარხვის ვნების შვიდეული იყო. ჩემები წავიდნენ ლოცვაზე. რაღაც ძალამ მიკარნახა - უცბად ჩავიცვი და სიონში წავედი. ჩემს ბიჭს ვუთხარი, - ნიკა, აღსარება უნდა ვთქვა-მეთქი. მამა დიმიტრი სუხიტაშვილს ჩავაბარე პირველი აღსარება. თან მოვთქვამდი. ჩემი ამპარტავნება, სიამაყე - ყველაფერი გამჟღავნდა. მამა დიმიტრი მამშვიდებდა. მითხრა, - მარხვა დაიცავი და ეზიარეო. ვეზიარე კიდეც და შვიდი ზეთიც ვიცხე. ასე დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება. მეგონა, აღსარება ვთქვი, ვეზიარე და წმინდანი ვარ-მეთქი და აღარ დავდიოდი ეკლესიაში. ჩემმა შვილებმა ისევ მითხრეს, - ასე არ შეიძლებაო. დავიწყე მეუფე დანიელთან აღსარების თქმა, პეტრეპავლობის მარხვაში მეუფემ უთხრა ჩემს შვილებს, - მგონი, რწმენაში დედათქვენი გაგასწრებთო. ღვთის შეწევნით, არც მარხვა გამჭირვებია, ღმერთმა მომცა ძალა. ასე მოვედი დღემდე. დღეს მამა ფილარეტის მრევლი ვარ და ვცდილობ, ღვთის სათნოდ ვიცხოვრო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler