საზღვრის იქით საქართველო - აფხაზეთი
საზღვრის იქით საქართველო - აფხაზეთი
ჩვენ - ქართველები და საქართველოს შვილები

აბაშის რაიონში მდებარე საგვაზავოს საჯარო სკოლიდან ამავე სკოლის პატარა მოსწავლეების ბარათები მივიღეთ. აღნიშნული ბარათები აფხაზი ბავშვების მისამართით გახლავთ დაწერილი. ბავშვური გულწრფელობით გადმოცემულ სურვილებში საზღვრებს იქით მცხოვრებ ქართველ ბავშვებს თავიანთ გულისწადილს ამცნობენ და ანუგეშებენ, რომ სულ მალე გაერთიანებულ საქართველოში ერთად იცხოვრებენ და აღარ იქნება საზღვრის იქით თუ აქეთა საქართველო. როგორც საგვაზავოს ისტორიის პედაგოგმა შორენა კუჭუხიძემ საუბრისას აღნიშნა, სკოლასთან ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი ,, პერსონა," რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია მუშაობა პროექტზე ,, აფხაზეთი ჩვენი ტკივილია", რომლის მთავარი მიზანია გვახსოვდეს აფხაზეთი-საქართველოს ძირძველი კუთხე. პროექტის ფარგლებში იმართება სხვადასხვა ღონისძიება. გაიმართა ნახატების გამოფენა -კონკურსი ,,არა ოკუპაციას". ღონისძიება რომელიც აფხაზეთში დაღუპულ გმირების ხსოვნას მიეძღვნა კლუბის წევრების ინიციატივით 13 ოქტომბერს საგვაზავოს სკოლის მოსწავლეები ენგურის ხიდზე მივიდნენ,ისინი ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ საქართველოს ძირძველ კუთხეს
მათ გადაწყვიტეს წერილების გაგზავნა აფხაზ თანატოლებთან. რამდენიმე წერილს აქვე შემოგთავაზებთ.

KARIBCHE

გიორგი, 12 წლის:
გამარჯობა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან გვტკივა აფხაზეთი და ძალიან მინდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ამაში მარტო ჩვენი აქტივობა არ ეყოფა. ამაში თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა.

***
გამარჯობა აფხაზო მეგობარო. მე ვარ საქართველოდან. ის კუთხე, სადაც შენ ცხოვრობ ჩვენი ნაწილია. მე იმედი მაქვს, რომ აფხაზეთში ან მე გეახლები ან შენ თვითონ მესტუმრე. მე დიდი იმედი მაქვს რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ.

***
ეკა ჯანჯღავა:
ჩემო აფხაზო მეგობრებო. მე მართალია არ გიცნობთ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ქართველები და საქართველოს შვილები ვართ და ბევრი გვაქვს საერთო. იმედია, ჩვენ აფხაზეთის მიწაზე ისევ გავივლით როგორც ჩვენს სამშობლოში.

***
ზეზვა, 12 წლის:
გამარჯობა ძვირფასო ბავშვებო. მე ძალიან შემტკივა გული რომ ჩვენი აფხაზეთი არის ოკუპირებული. მე მინდა ყველა კუთხე, რომელიც ოკუპირებულია, ერთად დავიბრუნოთ და ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში.

***
თორნიკე, 14 წლის:
-ძვირფასო ბავშებო, გამარჯობა. ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული რომ დავკარგეთ აფხაზეთი. ეს კუთხე გვინდა დავიბრუნოთ. აფხაზეთი მარტო თქვენი არ არის, ეს საქართველო გახდება, ერთიანი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რომ საქართველო ერთიანი გახდეს.

***
ანჟელა, 13 წლის:
-გამარჯჯობა, მე ანჟელა ვარ, როგორ ხართ? ალბათ არ მიცნობთ და მეგობრად არ მიმიღებთ, მაგრამ მე თქვენთან დამეგობრება მინდა. მიწა, რომელზეც ახლა თქვენ ცხოვრობთ, ჩვენი იყო, მაგრამ ახლა ორივესია და მე მინდა ვიცხოვრო ერთიან საქართველოში. დარწმუნებული ვარ ამ მიწას ორივე შევინარჩუნებთ.

***
ვიკა:
-ჩემო აფხაზო მეგობრებო, ამ წერილს გწერთ 14 წლის გოგონა, რომელსაც შესტკივა აფხაზეთი. აფხაზეთი მარტო თქვენი არ არის, აფხაზეთი ჩვენიცაა. ჩვენ გვტკივა აფხაზეთი, ჩვენ გვწამს იმის, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ და ჩვენ გავერთიანდებით. ჩემო უცნობო დებო და ძმებო. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და ჩვენ ქართველები იმ მართულხლართებს და რუს მეომრებს არ შევუშინდებით. ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და საქართველო დაიბრუნებს აფხაზეთს.

***
მარი:
-მე ძალიან მინდა, რომ აფხაზეთი დაგვიბრუნდეს და რომ ისევ ერთად ვიყოთ. ყველას გული შეგვტკივა აფხაზეთის დაკარგვის გამო. ის ჩვენი ნაწილია. ჩვენ არ დავნებდებით აფხაზეთი გამო ვიბრძოლებთ. ჩვენო თანატოლი აფხაზებო, მართალია არ გიცნობთ, მაგრამ ჩვენ ჩვენიანებად გთვლით.

***
აჩი გვაზავა:
-ჩემო აფხაზო მეგობარო, ერთი სული მაქვს როდის დაგვიბრუნდებით, გული მტკივა თქვენი დაკარგვის გამო. ძალიან მენატრებით, თქვენს გარეშე ქართველი ერი ვერ წარმომიდგენია.

***
ლიზი, 10 წლის:
-გამარჯობა აფხაზო მეგობარო. მე ვარ ლიზი ბოკუჩავა. მე იმედი მაქვს, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ და საქართველო ისევ გამთლიანდება.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1