თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი - რა მოხდა მეტროს ვაგონში
თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი - რა მოხდა მეტროს ვაგონში
პოეტ მარიამ ხუცურაულის პოსტი უნდა გაგაცნოთ - გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით:
ესეც გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე "ვაგზლის მოედნიდან" "ავლაბრამდე". ზურგსუკან საუბარმა მიმახედა.
- ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ.
დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო.30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში.
- თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და "ფარმადეპოში" ბებოს წამლებს...
ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და "კორსო იტალიას" რეკლამას გახედა.
მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა.
შემდეგი სადგური "თავისუფლების მოედანიო" უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ, დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლეს. უცებ ჩემს წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა...
ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული.
მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი...
ბეჭდვაელფოსტა
06.11. 2019
xyz
თვით უფალი მგზავრობდა იმ კაცის სახით და მშრომელ, სუფთა სულის და ზნეობის ადამიანს დაეხმარა. ვისაც გჯერათ, რომ უფალი გვსტუმრობს ხანდახან და ასეთი მაგალითებით სურს, სიკეთის კეთება გვასწავლოს და სხვასაც ვასწავლოთ, სულ ესაა!
17.10. 2018
იოანა
მართალი ხარ უცნობი 100% –ით მაგრამ იმ ქეთის მინდა ვკითხო რატომ არ გჯერაა? ფულიანები უმეტესად უგულოები არიან ერთი–ორი თუ გამოერევა ადამიანი ასე,რომ დავიჯეროთ რა სიკეთის მკეთებლების....
15.10. 2018
იოანა
ღმერთო შენ დალოცე მისი ოჯახი ასეთი ადამიანები არ გამოილევა ქვეყანაზე და ერთ ერთი კომენტარია ესეთი მეტროთი არ მგზავრობსო ვითომ ვინც 40 ლარიანს გაიმეტებს, როგორ არ მგზავრობს თავისთვის შეიძლება ჰქონდა განსაზღვრული რაღაცა ამ ფულით მაგრამ გააკეთა დიდი მადლი და ერთი ათასად დაუბრუნდება ღვთისაგან წყალობა ამ სიკეთის გამკეთებელს.
12.10. 2018
ქეთი
1 მეტროში მატარებლის ხმაურში სად გაიგონა და თან დაიმახსოვრა გვარები ასე დაწვრილებით 2 წიგნების სკოლაში ურიგებენ უსასყიდლოთ 3 თუ შელამაზებული ამბავია რა მოხდა მერე ნოდარ დუმბაძის და სხვა ბევრი ქართველი მწერლის ნაწარმოებებზე ცრემლი მოგვდის. უბრალოდ გამოგონილს სიმართლედ ნუ ასაღებენ
11.10. 2018
უცნობი
მე მივმართავ მოქალაქეს კომენტარი რომ გააკეთა და არ დაიჯერა ამ ამბავის ეს სიმართლე არის მე მდიდარი არა ვარ მაგრამ ვისაც უჭირს ვეხმარები
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler