ლოცვისა და მოწიწების გარეშე ასეთი საქმე ვერ გაკეთდება
ლოცვისა და მოწიწების გარეშე ასეთი საქმე ვერ გაკეთდება
საპატრიარქოს სამკერვალო
საღვთისმსახურო სამოსი ჯერ კიდევ მაცხოვრის ეპოქიდან იღებს დასაბამს. ეს არის სამოსი, რომლითაც იმოსებოდა უფალი მიწიერი ცხოვრების ჟამს. მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა შესამოსელის ფერი, ფორმა, რაოდენობა, ნაქარგობა და თვით ტექნიკაც კი ქრისტიანულ სიმბოლიკას უკავშირდება და ღრმა თეოლოგიურ შინაარსს შეიცავს. განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსი. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში დაცული დიდი მხატვრული ღირებულების მდიდარი კოლექცია ნათელ წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, თუ როგორ იმოსებოდნენ ქართველი სასულიერო პირები წარსულში. ძველი ქართველი ოსტატები მრავალფეროვან ეფექტებს მრავალნაირი ტექნიკური ხერხის გამოყენებით ქმნიდნენ. ეროვნული წიაღიდან ამოსულ კერვისა და ქარგვის ტრადიციებს ისინი თაობიდან თაობას გადასცემდნენ. მაგრამ ისტორიულმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარება შეწყდა. დაიკარგა ქართველ სასულიერო პირთა სამოსის კერვის ტრადიციაც. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაუქმდა მრავალი სახელოსნო და სკოლა, სადაც შეისწავლებოდა ეს საქმე. რუსეთიდან შემოტანილმა მზა პროდუქციამ ჩაანაცვლა მემკვიდრეობით მიღებული ქართული სამოსი. რუსული გავლენა გარკვეული ელემენტების სახით ქართველ სასულიერო პირთა სამოსს, სამწუხაროდ, დღემდე შემორჩა.

საქართველოში ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლების კვალობაზე აღდგა საეკლესიო ხელოვნების მრავალი დარგი. მათ შორის გაჩნდა სასულიერო პირთა სამოსის კერვის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენის საჭიროებაც, რაც, რა თქმა უნდა, ადვილი საქმე არ გახლავთ. სასულიერო პირთა სამოსში დაკარგული ქართული ელემენტების აღდგენისთვის დიდი სამუშაოა გასაწევი, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს სამუშაო გულისხმობს, უპირველესად, ისტორიული, ლიტერატურული და იკონოგრაფიული ძეგლების საფუძვლიან შესწავლასა და ძველი ელემენტების გათვალისწინებით ახალი მოდელებისა და კონსტრუქციების შექმნას; ძველ სასულიერო პირთა სამოსში გამოყენებული ფერების, მასალებისა და მათი სიმბოლური დატვირთვის კვლევას, შედარებითი ანალიზის გაკეთებას ახალთან მიმართებით და სხვ. თანამედროვე სასულიერო პირთა სამოსის კონსტრუქტორები და მკერავები დღეს უკვე აშკარად ცდილობენ, გაითვალისწინონ ძველი ქართული ელემენტები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია ქართული საღვთისმსახურო სამოსის განვითარების ისტორიაში. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს არაერთი სამკერვალო-სახელოსნო, სადაც ჩვენი თანამედროვე სასულიერო პირები იმოსებიან. ერთ-ერთი პირველი - ვერცხლის ქუჩაზე მდებარე საპატრიარქოს სამკერვალო გახლავთ, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ქალბატონების - დიანა კალანდიასა და ირინე მებონიას ინიციატივით. აქ ყოველი სამუშაო დღე ლოცვით იწყება. ხატებით გარემოცული და საკმევლის სურნელით გაჯერებული ატმოსფერო სასულიერო პირთა სამოსის შესაკერად სათანადო განწყობას ქმნის, რაც ეტყობა კიდეც აქ შექმნილ თითოეულ ნამუშევარს. სასულიერო პირთა სამოსის კერვა შრომატევადი, მაგრამ მადლიანი საქმეა. ამავე დროს საინტერესოც, რადგან ყოველი დღე რაღაც სიახლის აღმოჩენას უკავშირდება. აქ ყველაფერი იკერება საეკლესიო კანონიკის გათვალისწინებით და, რაც მთავარია, ხარისხიანად. საღვთისმსახურო სამოსის კერვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ამ სამკერვალოს თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს.

ვესაუბრებით საპატრიარქოს სამკერვალოს ხელმძღვანელს, ქალბატონ დიანა კალანდიას და მენეჯერს, ქალბატონ მარიამ შავიძეს.

- როგორ გაჩნდა ამ სამკერვალოს შექმნის იდეა და, საერთოდ, როგორ დაინტერესდით ამ საქმით?

- რამდენიმე წლის წინ რუსეთში წმინდა ადგილების მოსალოცად ვიყავით. როდესაც კლესია-მონასტრები მოვილოცეთ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო სასულიერო პირთა მოხდენილმა ჩაცმულობამ. გული დაგვწყდა იმაზე, რომ ჩვენთან აშკარად იგრძნობოდა ამის დეფიციტი. თანაც ჩვენი სასულიერო პირები იმ დროისათვის, ძირითადად, კერძო მკერავების მიერ შექმნილი სამოსით იმოსებოდნენ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც ამ სამოსის კერვას შეეფერებოდა. ანუ, ეს გარემო ყოფილიყო ეკლესიური და მკერავებიც ეკლესიასთან დაახლოებული ადამიანები ყოფილიყვნენ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, მოგეხსენებათ, საეკლესიო მსახურებისათვის განკუთვნილი სამოსი, პირველ რიგში, არის სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების სიმბოლო და შემდეგ - სამსახურებრივი. თითოეულ დეტალს პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად ღრმა სიმბოლური დატვირთვაც აქვს და გარკვეულ კანონიკას ექვემდებარება. სასულიერო აკადემიაში საგანგებოდ ვსწავლობდით ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას, რაც ძალიან გამოგვადგა ჩვენი საქმიანობის წარმართვაში. ასევე დიდი სამსახური გაგვიწია წმინდა წერილის შესწავლამ, რადგანაც საეკლესიო სამოსში შემთხვევით არაფერი გვხვდება: მასალა, თარგი, მოქარგვა, კომპოზიცია, ფერი, ძაფი - ყველაფერი იმ კანონიკას, დოგმატიკას და სიმბოლიკას ემორჩილება, რაც ძველსა და ახალ აღთქმაშია გადმოცემული.

KARIBCHEსაწყის ეტაპზე ყველაფერი ჩამოუყალიბებელ დონეზე იყო. ძალიან გაგვიჭირდა თარგის შოვნა. ბოლოს ერთ-ერთ კონსტრუქტორს შევუკვეთეთ თარგი. დროთა განმავლობაში სამოსის კერვის პროცესი თანდათან დაიხვეწა. ვცდილობთ გავითვალისწინოთ საეკლესიო პირთა მოთხოვნები და შევიმუშაოთ სამოსის კონსტუქციული და ტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები. გვყავს გამოცდილი მხატვარ-დიზაინერები, რომლებიც ქმნიან სასულიერო პირთა სამოსის სხვადასხვა მოდელის ესკიზებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა შეხამებასაც, რასაც მხატვრული ალღო და ნატიფი გემოვნება სჭირდება. აქ მომუშავე ადამიანები, ყველანი დღემდე ვართ ძიების პროცესში. ყოველი დღე სიახლის აღმოჩენას უკავშირდება.

- ვიცით, რომ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს საეკლესიო პირთა სამოსის ფერადოვნებას. ძირითადად, რა ფერის სამოსზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

- სხვადასხვა რანგის საეკლესიო მსახურებაზე სასულიერო პირები სხვადასხვა ფერის სამოსით იმოსებიან. როდესაც საეკლესიო მსახურება მიძღვნილია მაცხოვრის, მოციქულებისა და წმინდა მამების დღესასწაულებისადმი, მაშინ იმოსებიან ოქროსფრით და ყვითლით; ღვთისმშობლის ხსოვნისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში - ცისფრით და თეთრით; თუ დღესასწაულები ეძღვნება მაცხოვრისა და მისი ჯვრის მოხსენიებას, მღვდელმთავრები იმოსებიან იისფრით ან მუქი წითლით; წამებულთა დღეებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში - წითელი ფერით (წითლის სხვადასხვა ვარიაციით), მწვანე ფერის სამოსით იმოსებიან მღვდელმთავრების, ეკლესიის ახალგაზრდა მოღვაწეთა მოხსენიების დღეებში, ასევე წმინდა სამების, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლისა და სულიწმინდის დღესასწაულებში; მარხვის დღეებში მღვდელმსახურთა სამოსი არის მუქი ლურჯი, იისფერი, მუქი მწვანე, მუქი წითელი; ხოლო დიდმარხვის დღეებში ძირითადი ფერი არის შავი, თუმცა კვირას და სადღესასწაულო დღეებში რჩება მუქი ოქროსფერი ან ფერადით გაწყობილი. რადგანაც ღვთისმსახურების აღსრულებისას ტაძარში ყველაზე ხშირად გამოიყენება ოქროსფერი (ყვითელი), ამიტომ მოთხოვნა ძირითადად ამ ფერზეა. დღესდღეობით ჩვენს სასულიერო პირებს არ აქვთ იმდენი საშუალება, რომ ყველა ფერის სამოსი შეიძინონ. მოთხოვნა არის ასევე მეწამული (ნაღვლიანი) ფერის სამოსზე, რადგან ეს ფერი უფრო ქართულ ფერად ითვლება.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საეკლესიო პირთა სამოსის კერვას ადამიანი მიუდგეს უფრო მეტი მოკრძალებისა და მოწიწების განცდით, ვიდრე ჩვეულებრივი სამოსის კერვისას?

- ცხადია, რომ ლოცვისა და მოწიწების გარეშე ასეთი საქმე ვერ გაკეთდება. ზოგიერთმა აქ მოსულმა ეკლესიური ცხოვრება ამ სამოსის კერვის შემდეგ დაიწყო. ზემოთაც მოგახსენეთ, თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს და მათთან შეხებაც კი სხვაგვარი სიღრმით გააზრებინებს ადამიანს მათში ჩადებულ შინაარსს. აქ მომუშავე ადამიანები დღე და ღამე ამ საქმეში ვართ ჩართულნი. ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს. იმდენი წვრილმანია. ყველა დეტალს დიდი რუდუნება და ღრმა გააზრება სჭირდება, ზედაპირულად ვერაფერს მიუდგები. დროთა განმავლობაში თანდათან ვიძენთ გამოცდილებას, ვიხვეწებით. ტექნოლოგიაც თანდათან გავაუმჯობესეთ. შევიძინეთ უახლესი ტიპის საქსოვი და საკერავი მანქანები. ღვთის შეწევნის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით ასეთი სამოსის შეკერვას, რადგან ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ძალაუნებურად შიში გიპყრობს, როდესაც ქმნი, თუნდაც, საკოსს - კვართს, რომელიც მაცხოვარს ემოსა.

- თქვენ ცდილობთ სასულიერო პირთა სამოსში აღადგინოთ დაკარგული ქართული ელემენტები. კერძოდ, რა შეცვალეთ?

- ძველ საქართველოში ღვთისმსახურთა ზედა სამოსს წარმოადგენდა "ჩოხა". მე-19 საუკუნიდან ჩოხის მაგიერ სასულიერო პირთა სამოსში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენით დამკვიდრდა ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი "კაბა" და თანდათან ხმარებიდან განდევნა ჩოხა. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ქართველ საეკლესიო პირთა სამოსში შეიმჩნეოდა ტენდენცია "უცხო" კაბის უარყოფისა, უმეტეს შემთხვევაში, არა ქართული, არამედ ბერძნული კაბით. საისტორიო თხზულებებიდან ირკვევა, რომ ქართველ ბერმონაზვნებს შესამოსლად ჩოხა ჰქონიათ. ქართულში ტერმინი "ჩოხა" მე-9 საუკუნიდან გვხვდება. ადრეფეოდალური პერიოდიდან, კერძოდ, მე-9 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით იგი ორივე სქესის ბერმონაზონთა ზედა სამოსის და საჩოხე შალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. ხოლო მოგვიანებით ეს ტერმინი გვევლინება საერო პირის ჩაცმულობის აღმნიშვნელადაც, რაც ასევე ისტორიული და ლიტერატურული წყაროებით დასტურდება. სასულიერო პირთა ზედა სამოსი - "ჩოხა" ყოფილა კოჭებამდე გრძელი სამოსი, რომელიც ორი ასიმეტრიული კალთისაგან შედგებოდა. კალთები იკვრებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. სიმბოლურად მარჯვენა მხარე სულიწმინდას განასახიერებს, ხოლო მარცხენა - ეშმაკს. სულიწმინდა ამარცხებს ეშმაკს, სწორედ ამიტომ ღვთისმსახურთა სამოსში შეკვრას ამ პრინციპით ახორციელებდნენ. სახელო - გრძელი, ჩაკერებული იღლიის ამოღებულობაში სწორად, მხრის ხაზზე განიერი, ბოლოში დავიწროებული. საყელო - ოდნავ ამაღლებული. გვერდის განაჭერ ნაპირში მუშავდებოდა ჯიბის ჭრილი ჯიბის პარკის გარეშე. მარჯვენა და მარცხენა კალთაზე, გულმკერდის ხაზზე უკეთდებოდა 5-5 ქილა 10 მცნების სიმბოლოთი. ჩოხას წელის ხაზზე იკრავდნენ სარტყელით. სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და ამის საფუძველზე შეიქმნა სასულიერო პირთა ზედა სამოსის "ჩოხის" მოდელის ესკიზი. ჩვენ ვცდილობთ შევიმუშაოთ მისი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები. ეს ცვლილება ეხება მიტრებსაც. ცოტა ხნის წინ შევიმუშავეთ ქართული მიტრის მოდელი, რომელსაც აქვს ქართული ეკლესიის გუმბათის ფორმა და შედარებით სადაა.

- როგორც ვიცი, ღვთისმსახურთა სამოსი უმეტესად მრევლის შემოწირულობით იქმნება...

- დიახ, ჩვენი სასულიერო პირების მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითადად მრევლი ზრუნავს მათ შემოსვაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მომსახურება სასულიერო პირებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler