ეს ბებო დაგვეხმარა, რომ საკუთარ თავში ადამიანები აღმოგვეჩინა
ეს ბებო დაგვეხმარა, რომ საკუთარ თავში ადამიანები აღმოგვეჩინა
ალექსი მოსიაშვილმა ფეიბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი ნებართვით ამ პოსტს "კარიბჭის" მკითხველსაც ვუზიარებთ: 

მინდა ის ემოციები გაგიზიაროთ, რაც მე დღეს განვიცადე: 
დაახლოვებით შუა დღეს, ეს ამბავი ხდება ერთ-ერთი ბანკის- ის ფილიალში (სპეციალურად არ ვწერ რომელ ბანკში) დაახლოვებით შუადღის 2- 3 საათამდე მონაკვეთში, როდესაც მზე განსაკუთრებით მცხუნვარეა და ტემპერატურა პიკს აღწევს, ბანკში დაახლოვებით 30 კაციანი რიგია (არ ვიცი რატომ იყო ამდენი ხალხი) აღებული მაქვს რიგის ნომერი და ველოდები ჩემ რიგს, ამ დროს შემოდის წელში მოხრილი , თვალებში სისხლ ჩაქცეული, შავებში ჩაცმული, შრომისაგან დაკოჟრილ ხელებიანი მოხუცი ბებო, ერთ ხელში ყვავილების ბუკეტებით და მეორე ხელში ამავე ყვავილებით გავსებული დიდი ჩანთით, და იქვე კართან ისე რომ თითქოს ხმის ამოღების ერიდებაო დადგა თავისთვის კუთხეში, წინ უსაქმურობისგან გაზულუქებული დაცვის თანამშომელი "შემოეგება " და უთხრა აქ გაყიდვა არ შეიძლება გადი გარეთო.

ბებომ თითქოს ვერ გაიგო (სავარაუდოდ ყურთ აკლდა) დაიწყო ოდნავ ხმა მაღლა ძახილი :
- კარგი ყვავილები მაქვს ბებო, ხომარ გინდათ იაფადა მაქვს.
მე ცოტა მოშორებიდან შევძახე, რა ღირს ბებო ყვავილები?

- ლარი ბებო ერთი კონა, ისეთი კარგია 1 თვე არა ჭკნებაა გამხმარიც კი ლამაზია-ო
- ამ დაცვამ თითქოს ჩვენი დიალოგი ვერც გაიგო ხმას აუწია და უთხრა: "გაწი ქალო შენი ცოცხები იქეთ და გადი გარეთ" - ო (ახლა კარისკენ მიუთითა)
- რას ამბობ ბაბო, რა ცოცხები, ყვავილებია...(ხმაში ბრაზ ნარევი ღელვა შეეტყო)

- მთელი დღეები ამის კრეფას და გაყიდვას ვანდომებ ისე ვიღლები მერე სულ 'ბალნიცაში' ვწევარ ხოლმე , ობლებს რავუყო, თორემ მუხლები აღარ მომყვება, ბარემ მეც მინდა სახლში ვიყო , მაგრამ პურს ვინ გვაჭმევს მე და ჩემს ობლებსა ( გარდაცვლილი შვილის შვილები იგულისხმა) პენსია წამლებს ძლივ ყოფნის, გადასახდელებს გადახდა არ უნდა?! აბა დაჰხედე ხელებსა -მ(მეტი დამაჯერებლობისთვის ხელები გამოუწოდა) და დაანახა დაკოჟრილი, დამჭკნარი, ეკლიანი ბალახით დაჩხაპნილი ხელები, რაც ამ ხელებმა იშრომებს განა აღარაა დრო დასვენებისა ?! მაგრამ რავუყო, ასე ყოფილა ცხოვრება მოწყობილი, ხო არავისა ვპარავ?! ჩემი შრომითა ვჭამ პურსა (ახლა უკვე ხმას აუწია - აშკარად მთელი ტკივილი რომელიც გულში ქონდა გარეთ გამოტანა სურდა სააშკარაოზე)

ეს დაცვა ჯერ უსმენდა მაგრამ როგორც კი მეორე მასეთივე უგულო მოვიდა თითქოს წაქეზდაო , კვლავ მიანიშნა კარისკენ, ძირს დადებული ჩანთა აიღო და ხელში მიაჩეჩა.
- ეჰ, ღმერთსა ვთხოვ ორი ჩემი ხნისა მოიყარე შვილო, მაშინ კი მიხვდები რა ყოფილა სიბერე, და თითქოს იმედგაცრუებული და კიდევ უფრო ჩასისხლიანებული თვალებით კარისკენ შებრუნდა , რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა კვლავ გაჩერდა, (შესასვლელში მდებარე კონდინციონერთან) შემოტრიალდა და თითოქს თვალებით ევედრებაო - ამოილუღლუღა: ცოტას გავგრილდები მაინცაა. გარეთ ცხელა ძალიან,

დაცვის პასუხმაც არ აყოვნა: - ვააახ ეს ვინ ყოფილა რაა გადი რაა გადი წადი და სახლში გაგრილდიო..
ახლა კი იმდენად დამახრჩო ყელში გაჩხერილმა ბრაზის ბურთმა რომ ვეღარ მოვითმინე და დაცვას შევძახე, ერთი წუთი, რას აკეთებ აქ დგომას ამას რატომ უშლი და ჩვენ არა მეთქი ?!
- უცბათ, კარი გაიღო, (სენსორულად რადგან ახლოს იდგა ბებო კართან თავისით გაიხსნა) ის კი გავიდა, მე მაშინვე ავუჩქარე ნაბიჯს, დავეწიე ჩანთა გამოვართვი და უკან შემოვიტანე, ბებოც შემომყვა, ამ დროს ორი ახალგაზრდა ბიჭი და ერთი გოგო (სავარაუდოდ მეგობრები) წინ წამოვიდნენ და მხარი ამიბეს, (თითქოს ვიღაცისგან დაწყებას ელოდნენ) კართან დადგნენ და თქვეს: - თუ ეს ბებო გავა ჩვენც გავალთო , მერე თითქოს შეთანხმებულები ვიყავით, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ქალი კაცი მოხუცი ბავშვი ყველამ ერთხმად თქვა მეც გავალ გარეთო,
- მეც
- მეც
-მეც
- მეც გავალ
- მეც

და თითქმის ყველამ რამოდენიმეს გარდა თქვა რომ თუ ეს ბებო გარეთ გავიდოდა, ჩვენ, ყველანი გავიდოდით.
ერთი კაცი დაემუქრა კიდეც, რომ უჩივლებდა სამსახურებრივი უფლება - მოსილების გადაჭარბებისთვის (როგორც ჩანს იურისტი იყო) ეს დაცვა თითქოს დაფრთხა და კადრი გაშეშდა, ყველანი ვდგავართ გასასვლელში, ყველამ მიატოვა თავის რიგი (საქმე ოპერატორებთან თუ ჩასარიცხ აპარატებთან) და შემოგვიერთდა ჩვენ, მენეჯერი მოვიდა და როგორც კი დაგვინახა შიშით ამოილუღლუღა - ვინ უშლის დარჩესო ?!

შემოვიყვანე ბებო, დავსვით სავარძელზე, წყლის აპარატიდან ცივი წყალი მივაწოდე, მერე თითქოს ნიშნის მოგებით ხმამაღლა წამოვიძახე (არ ვიცი რატომ) ცოცხი ეძახონ თუნდაც მომეცი შენი ყვავილებითქო , სახე გაუნათდა და მითხრა რამდენი გინდაო ვუთხარი სამი თქო და 10 ლარიანი გავუწოდე, ამის ხურდა რომ არა მაქვს ?! (იმედგაცრუვება შეეტყო სახეზე).

- მერე რა- თქო და უცბათ გამოვტაცე ხელიდან სამი კონა ვიფიქრე არ გადაიფიქროს გაყიდვა უხურდავობის გამო თქო, შემდეგ ერთმა ქალმა კიდევ ხმამაღლა უთხრა მომეცი შენი ცოცხი ბებოო და სიცილით (ისე რომ დაცვას გაეგო) ფული გაუწოდა და ორი ცალი კონა შეიძინა - მერე დედიკომ ფული მიაწოდა პატარა ბავშვს ამ ბავშვმაც შეიძინა ერთი კონა . მერე კიდევ რამოდენიმე ადამიანმა და ასე მთლიანად დავუცარიელეთ ხელი და ჩანთა ყვავილებისგან ბებოს (ბევრმა ხურდაც არ გამოართვა)
ცოტა ხანში, ბებო როგორც კი გაგრილდა და ბლომად ცივი წყლით გული რომ იჯერა რამოდენიმე ადამიანმა გარეთ გამოვაცილეთ, სანამ ლაპარაკში იყო გართული ერთმა ახალგაზრდა გოგონამ ნაყინი მოუტანა და გაუწოდა , ბებოც სიცხისგან ქანც გაცლილი თითქოს ელოდაო გამოართვა და ჩქარა შეექცა,

ყველას მადლობა გადაგვიხადა, ცრემლები მოსდიოდა და ისე ამბობდა თეთრი წმინდა გიორგის მადლი და ძალა გფარავდეთო (თეთრი წმინდა გიორგი ტაძარია კახეთში) მერე მას და ერთ ახალგაზრდა კაცს ერთი გზა ჰქონიათ და უთხრა წამოდი სახლში მიგიყვანო, ყველამ გავიხარეთ რომ სიცხეში სიარული არ მოუწევდა ეს ყველაფერი ალბათ სულ 30 წუთში მოხდა და ყველას ისეთი სიხარულის და ტკივილის (ერთად) განცდა გვქონდა რომ ასე მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა... მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა ცოტაა საჭირო იმისთვის რომ ადამიანს გული მოუკლა და რა ბევრია საჭირო რომ ეს გატეხილი გული გაამთელო, ჩვენ დღეს ეს გატეხილი გული გავამთელეთ (ვეცადეთ მაინც) იმედია გამოგვივიდა, გამოგვივიდა იმიტომ რომ ერთობა გვქონდა თან ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ თითქოს ვიღაც ამას აწესრიგებდა (ზეციდან) და მჯერა ასეც იყო..  მიხარია და ამაყი ვარ, ამდენი კეთილი ადამიანებით, ამაყი ვარ ამდენი კეთილი ახალგაზრდით, მჯერა და მწამს რომ კიდევ მრავალი წელი გაივლის და დღეს , ამ ამბით გამთბარ გულს კვლავ ემახოვრება ეს ამბავი, რადგანაც ჩვენზე მეტად ეს ბებო დაგვეხმარა, რათა საკუთარ თავში ადამიანები აღმოგვეჩინა და მოგვცემოდა შესაძლებლობა აღგვესრულებინა ქრისტეს სიტყვები : "რაც გაუკეთეთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ჩემთასა იგი მე მიყავთ"

P.S. ფოტოზე სწორედ ეს ლამაზი ყვავილები მიჭირავს
ბეჭდვაელფოსტა
29.07. 2018
maia
მაინც რა კარგი და სათნო ხალხი ვართ ქარტველები.
29.07. 2018
დავიდ
კიდევ კარგი რომ ისევ სჰემოგვრსჰა კეტილი,გულხია სიყვარულიტ და ტანაგრზნობიტ ახსავსე კეტილი ადამიანები,მადლობა მატ,დაე იმრავლოს სიკეტემ,სიყვარულმა,ურტიერტმიმარტ კეტილმა განწყობამ ადამიანების გულებსჰი,ხმერტი არს სჰვენტან.
28.07. 2018
nini
თქვენ გაიხარეთ!
28.07. 2018
დადუ
ცრემლი მომადგა... თქვენ გაიხარეთ!!!
28.07. 2018
მარკი
ჟურნალი რედაქციავ-დაახლოებით და არა დაახლოვებით
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler