მთელ ათენში კვამლის საშინელი სუნი ტრიალებდა
მთელ ათენში კვამლის საშინელი სუნი ტრიალებდა
"მოუშუშებელი ტრაგედია," ასე ახასიათებენ ათენში, ატიკის აღმოსავლეთით "მატი"-ში ხანძრის მიერ გადაბუგულ ზონებს, - აცხადებს "კარიბჭესათან" საუბარში ათენის ქართული სახლის ხელმძღვანელი დარეჯან ღამბაშიძე. ეს ულამაზესი ზღვის სანაპირო, რომელიც განსაკუთრებით იზიდავდა ტურისტებს, თითქმის მთლიანად ცეცხლმა შთანთქა.

21 ივლისს ათენში ამინდი შეიცვალა, სიცხეს ძლიერი ქარი მოჰყვა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია. ქარს ცეცხლი სხვადასხვა ადგილზე გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზება დროზე მოხდა, ხანძარი ტყეს და სახლებს სწრაფად მოედო.

გაძლიერებული ცეცხლის ჩასაქრობლად გამოყენებული იქნა დაახლოებით 20 ვერტმფრენი , მაგრამ ძლიერი ქარის გამო ვერტმფრენიდან გადმოსული წყლის ჭავლი ცეცხლის ზონამდე ვერ აღწევდა და ჰაერშივე ნიავდებოდა. მთელს ათენში კვამლის საშინელი სუნი ტრიალებდა. როგორც ათენის ტელეკომპამია "ANT1" აცხადებს, მსხვერპლის რაოდენობა 74 აღწევს. დაღუპულია, როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდები.

დამწვარია 500 ზე მეტი ავტომობილი. ზარალი ჯერაც დაუთვლელია, დაკარგულია ათობით ადამიანი. დაღუპულების ამოცნობა მთლიანად ჯერ ვერ ხერხდება. ცეცხლმა ზღვის ნაპირამდე მიაღწია, ვინც მოასწრო ზღვაში შესვლა, ზოგი გადარჩა, ზოგიც ადიდებულ ზღვის ტალღებს ვეღარ გადაურჩა. მიმდინარეობს ძებნა და გვამების ამოცნობა.

26 ადამიანი ერთად იპოვეს გარდაცვლილი და ერთმანეთზე მიხუტებული. გავრცელდა ინფორმაცია , ჩვენს 5 ქართველ თანამემამულეებზე , საბედნიეროდ უსაფრთხო ზონაში აღმოჩნდნენ. დაშავდა რამდენიმე ემიგრანტი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საელჩოში დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზი და მზადყოფნაშია საელჩო და საკონსულო ჩვენი მოქალაქეების დაცვისათვის. ხუთივე ქართველი ნაპოვნია და თავს კარგად გრძნობენ. ქართულ სახლში შეიქმნა სტუდენტთა და ახალგაზრდობის ორგანიზაციასთან ერთად (ხელმძღვანელი ლიკა ჯანელიძე)  დაზარალებულთა დახმარების შტაბი, რომელიც ტრაგედიის დასასრულამდე იმუშავებს დილიდან საღამომდე.

ქართველი ემიგრანტები მზად არიან პირველადი დახმარების ნივთებით და პროდუქტებით მოამარაგონ დაზარალებული ბერძნები, ასევე ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულია ნებისმიერ რესტორანში ან კვების ობიექტებზე მათი უფასო კვება .ბოლო ინფორმაციით ხანძარის ზონები აღმოფხვრილია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დაკარგული ადამიანების ძებნა. როგორც პრემიერმა ციპრამ განაცხადა, ყველას აუნაზღაურდება ქონებრივი ზარალი და მიეცემათ კომპანსაცია.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1