ღვთის მადლით და ღვთის კურთხევით გზას გვინათებ
ღვთის მადლით და ღვთის კურთხევით გზას გვინათებ
ვუძღვნი ჩემს მოძღვარს, ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზს კონსტანტინე ბურჯანაძეს:

მოგეახლე სულის კვდომით აცრემილი, მწყემსო, დიდი
ცხოვნებისა მოსურნეთა გზავ და ხიდო,
საღვთო მადლი გადმოღვარე , ეგზომ დიდი,
ქრისტეს მცნების ქომაგი ხარ, ჭეშმარიტი,
წუთისოფლის ღელვისაგან არ იმღვრევი,
დაგვქადაგებ მართალი და ღვთისგან მშვიდი,
ღვთის მადლით და ღვთის კურთხევით გზას გვინათებ,
ტკბილქართული სიტყვის მადლით გვიქადაგებ.
გისმენ, მჯერა და მშვიდდება სული ჩემი,
გონიც კიდევ მიბრწყინდება უფრო მეტად,
სულს ვაშველებ ლოცვას წმინდას, ვითარც წამალს,
არ მწყინდება ცად აფრენა ღრუბელთ ჭვრეტა.
გონების თვალს მოგვავლებ და სულის წიაღს,
განგვაშორებ ლიქნას,შურს და...
სურნელებას მიგვაახლებ მშვენიერსა,
სად სამოთხის ქარნი ქრიან...

ზოია გრაფიშვილი
ბეჭდვა
1კ1