სიზმართა დაჯერება საშიშიცაა, რადგან მათი მეშვეობით ეშმაკს არათუ უბრალო მოკვდავნი, ბერ-მონაზვნებიც კი უცდუნებია
სიზმართა დაჯერება საშიშიცაა, რადგან მათი მეშვეობით ეშმაკს არათუ უბრალო მოკვდავნი, ბერ-მონაზვნებიც კი უცდუნებია
სიზმრების მიმართ დაინტერესებას ყველა დროის ადამიანები იჩენდნენ. ძველი ქალდეველები, ბაბილონელები, ასურელები, ეგვიპტელები და იუდეველები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიზმრებს, რადგან მიაჩნდათ, რომ ღმერთი ადამიანებს სიზმრებით უცხადებდა თავის ნებას. ზოგჯერ ღვთაებრივი გამოცხადების მოლოდინში ტაძარში იძინებდნენ.

სიზმარი ადამიანთა დიდ ნაწილს ჩვენს დროშიც ყურადღების ღირსად მიაჩნია. მეცნიერებამ, ფსიქოლოგიამ და პარაფსიქოლოგიამ დღემდე ვერ შეძლო ამ უჩვეულო და იდუმალებით მოცული მოვლენის -ახსნა, ამომწურავი განმარტება. როგორ ხსნის მართლმადიდებელი ეკლესია სიზმარს? რატომ ნახულობენ ადამიანები მას? შეიძლება თუ არა სიზმართდაჯერება?

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე.

- სიზმარი არსებობს ორი სახის - ბუნებრივი ანუ ჩვეულებრივი და ზებუნებრივი (სულიერი). ბუნებრივი სიზმარი გამოწვეულია ფიზიკური მიზეზებით - გარეგნული ზემოქმედებებით, მთელი დღის ან განვლილი ცხოვრების მანძილზე მიღებული ინფორმაციებით და შთაბეჭდილებებით, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იღებს, - ნანახი იქნება ეს, მოსმენილი, წაკითხული, ნაფიქრალი თუ სხვა, - ქვეცნობიერად რჩება გონებაში, რომელიც ძილშიც აგრძელებს მუშაობას. თუკი რომელიმე მოვლენა ან განცდა ადამიანს მძაფრად ჩაებეჭდება, შესაძლოა იგი გონებაში ძილის დროს ამოტივტივდეს და წარმოსახვაშიც ნახოს, ანუ სიზმარშიც იხილოს. ზებუნებრივი, სულიერი სიზმრები მოვლენილია ზებუნებრივი სამყაროდან - უფლის ან ბოროტი ძალის მიერ. ამდენად, არსებობს სამი კატეგორიის სიზმარი: ჩვეულებრივი, ღვთისაგან და ეშმაკისაგან.

- შეუძლია თუ არა ადამიანს გაარჩიოს, ვისგან მოევლინა სიზმარი - ღვთისგან თუ ეშმაკისგან?

- ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ სულიერებაში პატარა ბავშვივით გამოუცდელნი ვართ, რომელიც შეიძლება დაყვავებით და საჩუქრის დაპირებითაც ადვილად მოატყუო; ამიტომ სიზმრის გარჩევა ჩვეულებრივი მოკვდავის ძალებს აღემატება. შესაძლოა ადამიანს სიზმარი ღვთისგან მოვლენილი ეგონოს, მაგრამ სინამდვილეში ბოროტი ძალისგან მომდინარეობდეს. პავლე მოციქული ბრძანებს: "არა საკვირველ არს, რამეთუ თვით იგიცა, ეშმაკიცა, იცვალვიდეს ანგელოზად ნათლისა". ე.ი. ბოროტ ძალას შესწევს უნარი, ადამიანს ანგელოზის, რომელიმე წმინდანის და თვით უფლის სახითაც კი გამოეცხადოს, რათა ამ გზით ადვილად მოატყუოს, აცდუნოს და მისი სული მიიტაცოს.

წმინდა გრიგოლს ასეთი მაგალითი მოჰყავს: ბატონმა სხვაგან გამგზავრების წინ შინ ერთი მონა დატოვა და სახლის მოვლა მიანდო. ერთხელ, ღამით, ბატონი დაბრუნდა და საკუთარი სახლის კარზე დააკაკუნა. მსახურმა გაიგონა ხმაც და კაკუნიც, მაგრამ კარი დილამდე არ გააღო, ვიდრე არ შეძლო დანახვა, თუ ვინ მიადგა კარს. როგორ ფიქრობთ, ბატონი გაუჯავრდება მონას ამის გამო? რასაკვირველია, არა, პირიქით, დაუყვავებს და მადლობელი დარჩება, რომ სიფრთხილე გამოიჩინა და შინ არ შეუშვა მისთვის უცხო მგზავრი, რომელიც, შესაძლოა, ავაზაკი აღმოჩენილიყო. ასევე არ განრისხდება უფალი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თვით ღვთისაგან მოვლენილ სიზმარსაც არ მივიღებთ, რადგან მან იცის, რომ ამას სიფრთხილის გამო ვაკეთებთ, რათა ბოროტისგან ვიყოთ დაცულნი. თუკი მართლაც მნიშვნელოვანი სიზმარი დაგვესიზმრება, უფლის ძალით აუცილებლად გაცხადდება.

- არსებობს აზრი, რომ სატანას ჯვრის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახის მიღების ძალა არ შესწევს. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც სიზმარში მათ იხილავს?

- ეშმაკს მართლაც არ შესწევს ძალა, მიიღოს ჯვრის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე ყრმით ხელში, მაგრამ მათი გამოცხადების შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მივმართოთ ღვთისმსახურს და მისი რჩევა-მითითებებით ვიმოქმედოთ.

- როგორც აღნიშნეთ, სიზმარი შესაძლოა მომდინარეობდეს ღვთისგან ან ეშმაკისგან, მაგრამ ხომ არსებობს ერთმნიშვნელოვნად აღიარებული სიზმრები? მაგალითად, "წმინდა წერილის" თანახმად, იაკობის, იოსებ მშვენიერის, ნაბუქოდონოროსის, პავლე მოციქულის, მართალი იოსების და სხვათა სიზმრები ღვთივგამოცხადებულად არის მიჩნეული...

- ღვთივმომადლებული ანუ ღვთისაგან გამოცხადებული სიზმრები იშვიათია და ძველი და ახალი აღთქმის თანახმად, მას უფლის წინაშე მართალი და სიწმინდით მცხოვრები ადამიანები ნახულობდნენ, რომლებიც სულიწმინდით იყვნენ აღვსილნი უკიდურესი თავშეკავებისა და ღვთისაგან ნაბრძანებ მცნებათა დაცვის გამო. ღვთივმომადლებულ სიზმრებს ძირითადად წმინდანები ნახულობდნენ, მათი შინაარსიც ყოველთვის საცხოვნებელი იყო და მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდებოდა. მათ ღმერთი ამგვარ სიზმრებთან ერთად მათი გარჩევის, განმარტების უნარსაც ანიჭებდა.

სიზმრის გარჩევის უნარი წმინდა მამებსაც ჰქონდათ, რომლებიც, თავიანთი ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრებით, სულიერების უმაღლეს საფეხურზე ადიოდნენ. სწორედ მტკიცე ქრისტიანული ცხოვრების გამო იყო მათზე დავანებული სულიწმინდა და გასაკვირიც არაა, რომ სულიწმინდის ძალით შეეძლოთ გაერჩიათ, თუ ვისგან მომდინარეობდა სიზმარი. თუმცა წმინდა მამებიც და წმინდანებიც ყოველთვის უდიდესი სიფრთხილით ეკიდებოდნენ სიზმარს და ვიდრე კარგად არ გამოიძიებდნენ, არ იღებდნენ. ასე რომ, ჩვეულებრივ მოკვდავთ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.

- მართალია, წმინდა ეკლესია გვაფრთხილებს, რომ არ ვირწმუნოთ სიზმრის, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანს მართლაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი სიზმარი ესიზმროს?

- თუკი ადამიანს ჰგონია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიზმარი ესიზმრა, უნდა მიმართოს გამოცდილ ღვთისმსახურს და მის რჩევას მიჰყვეს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუთხროს სიზმარი სხვებს.

- არის თუ არა ცოდვა სიზმართდაჯერება?

- სიზმართა დაჯერება ადამიანს ცოდვად ეთვლება. ამიტომ, სხვა ცოდვებთან ერთად, ეს ცოდვაც უნდა მოვინანიოთ. სიზმართა დაჯერება საშიშიცაა, რადგან მათი მეშვეობით ეშმაკს არათუ უბრალო მოკვდავნი, ბერ-მონაზვნებიც კი უცდუნებია და წარუწყმედია. ამის დასტურად საკმარისია მოვიყვანოთ ერთი მესოპოტამიელი განდეგილი ბერის შემთხვევა. მას ეშმაკი ხშირად მოუვლენდა ხოლმე სიზმრებს, რომლებიც შემდეგ სრულდებოდა, ამიტომ ბერმა თავი ღვთის რჩეულად მიიჩნია და ამპარტავნებამ შეიპყრო. ეშმაკმა სიზმარში უჩვენა იუდეველები, რომლებიც ზეციური ნეტარებით ტკბებოდნენ, ხოლო ქრისტიანები ჯოჯოხეთში ეწამებოდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მაცხოვრის სახით გამოეცხადა და უთხრა: "თუ გსურს, ეზიარო იუდეველთა სიხარულსა და ნეტარებას და ქრისტიანთა მწუხარებასა და ტანჯვას განერიდო, განუდექი ქრისტიანობას". ბერმა გაღვიძებისთანავე უარყო ჭეშმარიტება და მიატოვა მონასტერი, რითაც სული წარიწყმიდა. აქედან ნათლად ჩანს, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს სიზმართა დაჯერებამ.

- არსებობს თუ არა ლოცვა, რომლებიც სიზმრების ხილვისგან გაგვათავისუფლებს?

- სიზმრის ხილვისგან ადამიანი მართლაც გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუკი ყოველ საღამოს, ძილის წინ, რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს 90-ე და 26-ე ფსალმუნებს, ასევე კარგია
108-ე ფსალმუნიც. გარდა ამისა, აუცილებლად გადავსახოთ ჯვარი საწოლს და სასურველია, გულში ვიმეოროთ იესოს ლოცვა მანამ, სანამ არ დაგვეძინება.
ბეჭდვაელფოსტა
28.10. 2015
ადამიანი
თუ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაშინ "ძილში დაცემა" რატომ ითვლება ცოდვად? და რატომაა საჭირო ლოცვის წაკითხვა და 50 მეტანიის შესრულება?
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler