საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
2011 წლის 11 ივლისს სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება , რომლითაც პასუხი გაეცა ყველა იმ სავარაუდო შეკითხვასა და გამოწვევას, რომლებიც გაჩნდა ეკლესიის წინაშე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სინოდის განჩინება იმავე დღეს წარედგინა საზოგადოებას. ამასთანავე, მაშინვე მკაფიოდ ითქვა, რომ სინოდის სხდომამ დადგენილება მიიღო ერთხმად და მღვდელმთავრებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სახის მედიასაშუალებაში არაერთხელ გამოქვეყნდა არარეალური, ფაქტების გამყალბებელი და აშკარად ცილისმწამებლური მასალები, რომელთა მიხედვით თითქოს მღვდელმთავართა ნაწილი დაუპირისპირდა კათოლიკოს-პატრიარქს და თავისი პოზიციით უღალატა პატრიარქსა და სამშობლოს. ამ ცილისწამებათა პასუხად 2011 წლის 24 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მკაფიოდ მიუთითა, რომ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მსგავსი მასალები არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად ამისა, ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება კვლავ გაგრძელდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაგეგმილ ანტიეკლესიურ კამპანიასთან, რომელიც წარიმართება ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა სინოდისა და სამშობლოს გულშემატკივრობის ნიღბით, რეალურად კი მისი მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, მღვდელმთავართა ურთიერთდაპირისპირება და ამით ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზატორთა ქვენა მიზნების მიღწევა. ისმის კითხვა, ვის სჭირდება ეს...

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ: სინოდის 11.07.2011 წლის სხდომაზე მღვდელმთავართა შორის აზრთა სხვაობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ საკითხზე: მოესმინა თუ არა სინოდს საგანგებოდ მოწვეულ სამართალმცოდნეთათვის. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მოსმენის შესახებ წინადადებას; ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სინოდმა მოუსმინა სხდომაზე მოწვეულ ყველა სპეციალისტს. ამის შემდეგ საერო პირებმა (მოწვეულმა სპეციალისტებმა) დატოვეს დარბაზი და მღვდელმთავრებმა მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს ის განჩინება, რომელსაც იმავე დღეს გაეცნო საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, სინოდის სხდომაზე არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ იყო ერთსულოვნება; ხოლო მათ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ეკლესიისა და მღვდელმთავრების წინააღმდეგ დაგეგმილ ცილისმწამებლურ კამპანიაში, შევახსენებთ, რომ ღმრთის მცნების - "არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა" - დარღვევა უმძიმესი ცოდვაა და მამაშვილურად შევაგონებთ მათ, დროულად შეინანონ და შეწყვიტონ ამ კამპანიაში მონაწილეობა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს გაძლევთ ლოცვა-კურთხევას:

ყოველგვარი კამათი წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ უნდა შეწყდეს და ყოველი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია საეკლესიო ერთობა, უნდა გაემიჯნოს მღვდელმთავრებისა და ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი საქციელი სიკეთეს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

05.10.2011
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler