უწმინდესმა მრავალძალი მადლმოსილებით სვეტიცხოველს შეადარა
უწმინდესმა მრავალძალი მადლმოსილებით სვეტიცხოველს შეადარა
ღირებულებათა გადაფასების ეპოქაში უფრო ძვირფასი ხდება წარსულის გახსენება და იმ ადამიანებზე საუბარი, ვინც საკუთარი ცხოვრებით, მოღვაწეობით ღირსეული ადგილი დაიმკვირა და ისტორიის ნაწილი გახდა.

ამჯერად მეუფე გრიგოლს (ცერცვაძე) და მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოღვაწე სხირტლაძეების გვარის სასულიერო პირებს გავიხსენებთ. მეუფე გრიგოლზე დეკანოზმა ზაქარია ჩიხრაძემ მიამბო, სხირტლაძეების სასულიერო შტოზე კი მათმა შთამომავალმა ბართლომე სხირტლაძემ.

მამა ზაქარიამ საუბრისას ახსენა მეუფე გრიგოლი და მის გვერდით გატარებული საუკეთესო წლები. ვიფიქრე, მოძღვრის საუბარი ჩამეწერა.

- მეუფე გრიგოლმა მიშუამდგომლა, სწავლა სასულიერო სემინარიაში გამეგრძელებინა, - მიამბობს მამა ზაქარია, - 1989 წელს ჩავაბარე კიდეც. მანამდე ალავერდის ტაძარში მედავითნე და სტიქაროსანი ვიყავი. მეუფე გრიგოლი ძალიან მკაცრი იყო ღვთისმსახურების დროს. როგორც მედავითნეს, თუ რაიმე შემეშლებოდა, მკაცრად შემომხედავდა. პირად ურთიერეთობაში კი ძალიან მორჩილი და საყვარელი გახლდათ. კარგად მახსოვს მეუფე გრიგოლის გარდაცვალებაც. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მაშინდელმა რექტორმა, მამა გიორგი გამრეკელმა, დღეს უკვე მეუფე იოანემ, სტუდენტები გვაკურთხა, მეუფე გრიგოლის სულის მოსახსენიებლად ფსალმუნები წაგვეკითხა. ოთხი დღე ვკითხულობდით ფსალმუნებს. მეუფე გრიგოლი ალავერდის ტაძარში დაიკრძალა.

***
მეუფე ასაკოვანი იყო და ცოტას საუბრობდა ხოლმე. მისი რჩევა-დარიგება ყოველთვის მორჩილების შესრულებისკენ იყო მიმართული. ლოცვებს ზეპირად გვათქმევინებდა. განსაკუთრებით გვავალდებულებდა 50-ე და 90-ე ფსალმუნების, ასევე მრწამსის თქმას.

***
სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1993 წელს, ამბა ალავერდელმა დავითმა დიაკვნად მაკურთხა.Mმეორე წელიწადს მღვდლად დამასხა ხელი. ამჟამად ვარ იყალთოს ტაძრის წინამძღვარი, ასევე ვმსახურობ თელავის დედათა მონასტერში. არ არის დიდი ხანი, რაც მეუფის კურთხევით დავინიშნე თელავის ეროვნული გვარდიის კაპელანად. თელავის სამხედრო ნაწილში მეუფე დავითის კურთხევით ვაშენებთ გარეჯის მოწამეთა სახელობის ტაძარს. ტაძარი საკმაოდ დიდი, სამნავიანი იქნება, რომელსაც გალავანი ექნება გარშემორტყმული.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ღირსი მამების - არსენ და ზენონ იყალთოელის ლოცვა შეგეწიოთ.

მრავალძალის მადლი გვფარავდეს
მრავალძალის სახელით ცნობილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ონის რაიონში, სოფელ მრავალძალში მდებარეობს. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე აუგიათ ჩვენს წინაპრებს ეს მადლით მოსილი სალოცავი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის ბოლოს, ჭიქის ტბის ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გადაუტანიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული. მრავალძალის ეკლესიის აგება, სავარაუდოდ, ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთავოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახალაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და სხვა.

KARIBCHEმრავალძალში მოღვაწე სასულიერო პირები გვარად სხირტლაძეები იყვნენ. მათი შთამომავალი ბართლომე სხირტლაძე მრავალძალში გავიცანი. მრავალძალში მოღვაწე პირველი სასულიერო პირი გახლდათ მამა იოვანე ბუჭუას ძე სხირტლაძე, მეორე მოძღვარი იყო მამა სვიმონ იოვანეს ძე, მერე მოდის მამა გიორგი იოვანეს ძე, მამა ზაქარია სიმონის ძე და მამა ქრისტეფორე (მარკოზ) ზაქარიას ძე. 1924 წელს, მენშევიკური მთავრობის მოსვლის შემდეგ, მრავალძალში ღვთისმსახურება აღარ აღესრულებოდა.

1991 წლის მიწისძვრამ ტაძარი დაანგრია.

უწმინდესმა 2009 წელს მოილოცა მრავალძალი და ბრძანა, - ეს ტაძარი აღდგება, გამოჩნდება მისი აღმდგენელიო. მართლაც, ღვთის მადლით, კეთილი ადამიანების დახმარებით და მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, აღდგა მრავალძალის წმინდა გიორგი და ღვთისმსახურება განახლდა.

***
- ბაბუაჩემს, მამა ზაქარიას, 12 შვილი ჰყავდა, - მიამბობს ბატონი ბართლომე, - მათგან ორი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. ჩვენი მამები უფლის მცნებებით ცხოვრებას ასწავლიდნენ მოსახლეობას. ჭირსა და ლხინში მუდამ მათ გვერდით იდგნენ. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუაჩემი, ზაქარია მღვდელი, ფიზიკურად უძლიერესი პიროვნება გახლდათ. ერთხელ ჩვენს ოჯახს თავს დასხმოდნენ იმერელი ყაჩაღები და მამა ზაქარია თითოეულ მათგანს სათანადოდ გასწორებია. მამა ზაქარია ჯრუჭის მონასტერშიც მოღვაწეობდა.

მრავალძალის ტაძრის სიძლიერის გამო უამრავი მლოცველი ამოდიოდა სხვადასხვა კუთხიდან და აღესრულებოდა საეკლესიო რიტუალები.

ძალიან დიდი ოჯახი გვქონდა. მოძღვრებთან ერთად ფიზიკურად შრომობდნენ მათი მეუღლეებიც. ამ ოჯახში აღიზარდა ასევე მელიტონ სხირტლაძე. მისი დახმარებით რაჭის მოსახლეობამ განათლების დარგში წარმატება მოიპოვა. რაჭა რომ არ დაცლილიყო, სერგო ორჯონიკიძისთვის უთხოვია რაჭაში სასოფლო ტექნიკუმის დაარსება.Mმისი თხოვნა მართლაც დააკმაყოფილეს. 1937 წელს მელიტონ სხირტლაძე რეპრესირებულთა სიაში აღმოჩნდა.

***
წინაპრებისგან შემოგვრჩა რკინის აკვანი. ამ აკვანში გაიზარდნენ ჩვენი წინაპრები, სასულიერო პირები. პირადად მე არ მოვსწრებივარ ჩემს წინაპარ მოძღვრებს, მხოლოდ ბებიისგან მსმენია ყველაფერი. ბებია 103 წლისა გარდაიცვალა. მან მასწავლა ლოცვა, ღვთის სიყვარული, პატიოსანი ცხოვრება. ბებია გახლდათ იოსებ ზაქარიას ძე სხირტლაძის მეუღლე. თავადაც სამღვდელოების შთამომავალი იყო. ბებიას მამას ერქვა ბართლომე და მის პატივსაცემად დამარქვეს სახელი.

***
მრავალძალში ღვთისმსახურების შეწყვეტის შემდეგ სასულიერო პირები სახლის საქმეებს ასრულებდნენ. მამა მარკოზს მასწავლებლობაც კი შესთავაზეს, მაგრამ უარი უთქვამს. 1924 წელს ბაბუას წვერი გაპარსეს და ანაფორაც გახადეს. მაშინდელი მთავრობის წესებს დაემორჩილა. მღვდელმა თეოდორე საგანელიძემ კი მთავრობის მოთხოვნები არ შეასრულა და დახვრიტეს. მამა თეოდორე სოფელ სხვავაში მსახურობდა და ჩემს წინაპრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მამებს წვერი გაპარსეს, ჩუმად მაინც ასრულებდნენ საეკლესიო რიტუალებს.

ბაბუა 76 წლისა გარდაიცვალა და ანდერძის მიხედვით თავის ეზოში დაკრძალეს. ისე ეშინოდა კომუნისტების, რომ ფიქრობდა, მიწაში მიცვალებულსაც არ მომასვენებენო.

***
უწმინდესმა მრავალძალი თავისი მადლმოსილებით სვეტიცხოველს შეადარა, - აქაურ ქვასაც დიდი მადლი აქვსო. შეეწიოს სრულიად საქართველოს მრავალძალის წმინდა გიორგის მადლი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2018
მხატვარი რეზო ადამია მეცნიერთა იმ ჯგუფს პასუხობს, რომელთა მსჯელობის საგანი ის გამხდარა, თუ რა ენაზე მეტყველებდა მაცხოვარი:
24.05.2018
აქეთ ხალხი დარჩა, საფლავები კი იქით
ბერშუეთი გორის რაიონის სოფელია, რომელიც მხოლოდ წარსულის ტკბილი მოგონებებით ცხოვრობს...
22.05.2018
ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოთ, მშრომელი კაცი, რომლის შესახებაც ფეისბუქზე ყვებიან: გოჩა მუკბანიანი: არ შემეძლო არ დამეწერა...
10.05.2018
დეკანოზი სერაფიმე დანელიას მოგონებებიდან:
,,ჩვენს პრაგმატულ დროში ადამიანები იშვიათად თუ მიმართავენ წმინდანებთან ცოცხალ
06.05.2018
მამა ზაზა, მამა ანტონ გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ სიცოცხლეს. ღმერთმა შეიწიროს თქვენი ღვაწლი ქართული ეკლესიის, სამშობლოს და მრევლის წინაშე.
25.04.2018
ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე როინაშვილმა არაერთი ახალგაზრდა შემოიკრიბა და აზიარა ფოტო-ხელოვნების საიდუმლოებას.
23.02.2018
არჩილ ალექსიშვილი მეტად ემოციურ თემას ეხება და ასეთ პოსტს აქვეყნებს:
23.01.2018
ქალაქი, რომელიც 15 ათასზე მეტი ქართველი ემიგრანტის სავანეა...

ქართველი თანამემამულე და ჩვენი მეგობარი ფიქრია კუჭუხიძე ათ წელზე მეტია ემიგრაციაშია...
13.01.2018
ახალი წლისთვის სვანეთში საგანგებოდ ემზადებოდნენ, მეკვლეც წინასწარ იყო შერჩეული. ვიდრე მეკვლე არ მივიდოდა ოჯახში არავინ მისცემდა თავს უფლებას ოჯახის მყუდროება დაერღვია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
თქვენ იცით, რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის დავწყევლე და შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია