ვინ ვართ ქართველები?!.
ვინ ვართ ქართველები?!.
განვაგრძობთ დაწყებულ საუბარს "ვინ ვართ ქართველები?!." რუბრიკის სტუმარია რადიოკომპოზიციის ავტორი თამარ კიკვიძე.

- თამარ, გადაცემის სათაური, ალბათ, ბევრ მსმენელს მიიზიდავდა. ჩემი აზრით, თემაც და რესპონდენტებიც კარგად არიან შერჩეულნი...

- მიუხედავად იმისა, რომ "ვინ ვართ ქართველები?" მართლაც მუდმივი კითხვაა, ისტორიის გარკვეულ მომენტებში აქტიურდება ხოლმე, საჭირო ხდება საკუთარი თავის შეცნობა. ასეთი პერიოდი იყო მაშინაც - ომი, კატასტროფები (პირდაპირი მნიშვნელობით - მიწისძვრები, წყალდიდობები), დიდი გაჭირვების წლები გავლილი იყო, შედარებითი სიმშვიდე ე.წ. "ფილოსოფიურად" აზროვნების უფლებას გვაძლევდა, "ფილოსოფიურად" აზროვნების და შემოქმედებითი ძიებებისას. სულ მინდა, ეს გადაცემა ჩემს ახლანდელ მოსწავლეებს მოვასმენინო. გული მწყდება, რომ ჟანრი "რადიოკომპოზიცია" იკარგება; პირდაპირი ეთერი არ იძლევა განზოგადების და სათქმელის მხატვრულად, ემოციურად თქმის საშუალებას, არადა მსმენელზე ზემოქმედებას (არა აგრესიულს, რა თქმა უნდა!) სწორედ ასეთი გადაცემები (მხატვრული ნაწარმოების მსგავსად) ახდენს; პირდაპირ ეთერს თავისი ღირსებები აქვს, მაგალითად, გულწრფელობა. უკეთესი იქნება ჩანაწერებისა და პირდაპირი ეთერის გადაცემების შეჯერება-შეთავსება.

- ხომ არ გიფიქრია სამომავლოდ შენი რადიოგადაცემების ერთ დიდ წიგნად აკინძვა?

- არ იქნება ურიგო, თუ მართლა შეიკრიბება, გაიშიფრება, აუდიომასალაც დაერთვება და წიგნად გამოვა. ამას თავის მობმა და, რაც მთავარია, სახსრები და დაინტერესება უნდა. სხვათა შორის, ყველა გადაცემა, სამწუხაროდ (მაშინ ცოტა არეული პერიოდი იყო რადიოში, ხელმძღვანელობა არ ზრუნავდა გადაცემის შენახვაზე. ერთი სიტყვით, თავის გადარჩენის პერიოდი ედგა ყველას 2003-2005 წლებში), არ შემორჩენილა. ბევრი რადიოგადაცემა, საბედნიეროდ, პირად არქივში დამრჩა. ფონდში სხვა გადაცემებია, მაგალითად, საყმაწვილო პროგრამების რედაქციაში მომზადებული - დიდებისთვის და პატარებისთვის "მე, შენ, ის" (რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ეკა თევზაძე), "პიკის საათში" მომზადებული სიუჟეტები: "საახალწლო ანკეტები", "მხატვრები", "არქეოლოგია" (ალბათ, არის) - სხვათა შორის, ირაკლი ფარჯიანის რადიოპორტრეტი ერთადერთი ხმოვანი ჩანაწერია ოჯახისთვის. ფონდში არის გადაცემები პროექტიდან "გამარჯობა, აფხაზეთო!", რომელსაც დოდო იაშვილთან ერთად ვამზადებდი (იგი პირდაპირ ეთერში გადიოდა, მაგრამ საარქივოდ შენახვა ჩვენი ინიციატივა იყო). საინტერესო ჩანაწერები გამოვიდა აფხაზეთიდან ლტოლვილთაგან ომზეც და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რომლის გამოყენება ახლაც შეიძლება, ეს ხომ ფაქტობრივად ისტორიული ფაქტებისა და განწყობების არქივია. მე და დოდო ერთად ვამზადებდით 1994-2000 წლებში შემეცნებით-პრაგმატულ გადაცემას წიგნების შესახებ "რადიოაუქციონი". ამ პერიოდში არც გამომცემლობები მუშაობდა - ახალი წიგნები არ იბეჭდებოდა და ხალხსაც თავის სარჩენად შეეძლო ადრე ნაყიდი წიგნები გაეყიდა. გადაცემით ჩვენ ერთგვარ შუამავლის როლს ვთამაშობდით წიგნის მძებნელსა და გამსხვისებელს შორის; სხვათა შორის, ამ პერიოდიდან დავიწყეთ რუბრიკა "საუბრები რელიგიაზე", რომელსაც ზურაბ ცხოვრებაძე (ამჟამად ჯვარისმამის ეკლესიის დეკანოზი მამა ზურაბი) უძღვებოდა. ჩვენი პროექტით მაშინ დაინტერესდა სოლიკო ხაბეიშვილი და წიგნის სალონის გახსნა შემოგვთავაზა რუსთაველზე. ძალიან მალე ხაბეიშვილი მოკლეს.

მოკლედ, 25 წელი გავატარე რადიოში, ახალგაზრდობის რედაქციიდან მოყოლებული (საოცარი წლები იყო, ასე გვეგონა და ალბათ, მართლებიც ვიყავით, ახალ ეტაპს ვქმნიდით ჟურნალისტიკაში - ეს იყო ახალი ჟანრების და ფორმების ძიების პერიოდი, ახალ, თავისუფალ სათქმელთან ერთად; გახსოვს, მამუკა სალუქვაძის რადიოფილმი "თბილისობა"? რომელმაც, თითქმის 20 წლის მერე მიიღო მერიის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ჟურნალისტურ კონკურსზე პრიზი) "პიკის საათისა" და "საყმაწვილო გადაცემების" გავლით რადიოპროგრამების რედაქციამდე. ე. წ. "სოციალური რეკლამები" მართლა ჩვენი დაწყებულია რადიოჟურნალისტიკაში. სამდღიან საახალწლო პროგრამას ვამზადებდით მე, დოდო იაშვილი და რუსუდან სულაკაური, ჩანაწერები, რა თქმა უნდა, დამრჩა (ბევრი მქონდა), რაც ეთერში არ გავიდა და მერე მოვიფიქრეთ ამ ჩანაწერების დანაწევრება 1-2-წუთიან სიუჟეტებად, რომლებსაც სხვადასხვა გადაცემებს შორის, საახალწლო დღეების მანძილზე, ე. წ. "ხიდებად", ვუშვებდით. ერთ-ერთ გაზაფხულზე (გარკვეული პერიოდით) დღის პროგრამაში (გადაცემიდან გადაცემაზე გადასასვლელად) გადიოდა "ესკიზები" - ფრაზები ინტერვიუებიდან, ამონარიდები, თითო-თითო ლექსი, მოკლე პასუხები ე. წ. "მუდმივ კითხვებზე" და სხვა.

ბევრი ვილაპარაკე და მოდი, მარტო სათაურებს ჩამოვთვლი, რასაც CV-ში ვწერ ხოლმე: ზემოთ ნათქვამის გარდა - რადიოსადგური "სიჭაბუკე", "თეატრი მიკროფონთან", "გამარჯობა, ყამირელო!", "მხატვარი ვანო მელიაშვილი" - მე და ლაურა კუტუბიძის ერთობლივი გადაცემა, სამსაათიანი პროგრამა "მაცნე" - რომელსაც მთელი რადიოს თანამშრომლები მორიგეობით ვამზადებდით და ერთმანეთის გადაცემებშიც ცალკეული რუბრიკების ავტორები ვიყავით (მე ილიკო მხეიძესა და თამარ დეკანოიძესთან ერთად ვმუშაობდი ხოლმე, რამინ ჭელიძე იყო მაშინ რადიოს ხელმძღვანელი), "წიგნის თარო". გარდა ამისა, ტენდერში მქონდა წარდგენილი "ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილი", "ქართული სამეცნიერო სკოლები", "ასფერი და ასგვარი" - ქართულ ღვინოზე, "ეკლესია, მოძღვარი, მრევლი" და სხვა, რომლებიც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო აღარ დაფინანსდა, ეს უკვე 2004-2005 წლები იყო. 2005 წელს, შვებულების მერე, აღმოვაჩინე, რომ განთავისუფლებული ვიყავი, მაშინ "გამარჯობა, აფხაზეთოს" ვაკეთებდით (ამ გადაცემის დახურვა არაფრით არ შეიძლებოდა, დაინტერესება თვითონ უნდა გამოეჩინა ხელმძღვანელობას), სექტემბრის გადაცემები წინასწარ გვქონდა ჩაწერილი და გამზადებული. გადაცემები კი გავიდა სექტემბერში, მაგრამ მე აღარავის დავუბრუნებივარ. განთავისუფლების მიზეზი, როგორც სხვებმა, არც მე ვიცი. უბრალოდ, ახლა ასე ვამბობ, "მოვყევი "წმენდაში".

- სხვათა შორის, მაშინ ამ "წმენდაში" რადიო-ტელევიზიისა და ტელეფილმების სტუდიის 2000-ზე მეტი თანამშრომელი მოვყევით. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას დღემდე არ გასჩენია კითხვა, რატომ მოხდა ასე!.. თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ რუბრიკაში მონაწილეობისათვის, დაბოლოს, თქვენი ნებართვით, კვლავ შევთავაზოთ მკითხველს თქვენი რადიოკომპოზიციის "ვინ ვართ ქართველები?!." მეორე ნაწილი.

ლადო ტატიშვილი: - ქვეყანაზე არ არსებობს ერი, რომელიც ასე კარგად ფლობდეს ცხოვრების სიბრძნეს. ცხოვრების სიბრძნეში რა შედის?

უამრავი სისულელე და უამრავი სიკეთე, დონკიხოტური უანგარობა. ჩვენ უძველესი სამყაროს წარმომადგენლები ვართ, რუსთაველის და გალაკტიონის პატრონები ვართ, ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, უზარმაზარი აღმოჩენების პატრონები ვართ ეს პატარა ხალხი და არავისი გვშურს.

წამყვანი: - რა ახასიათებდა წარსულში ქართველ კაცს?

ვახტანგ ჭელიძე: - დიდი შრომისმოყვარეობა, სიყვარული თავისი საქმისა, საერთოდ, სიყვარული, გულითადობა, ერთგულება, გამტანობა.

წამყვანი: - ქართველს რა შეიძლება ჰქონდეს საამაყო?

ნათია სულავა: - ოჯახური ტრადიციები, ოჯახის კულტი, ემოციურობა და ერთმანეთის სიყვარული. სტუმართმოყვარეობასაც დავასახელებდი. კარგია, კიდევ, მეზობლობა, ეს გვერდში დგომის კარგი მაგალითია. ქართველობის ფენომენი ცალკე მდგომი ფენომენია, განსაკუთრებული და აუხსნელი ბევრი რამ არის ჩვენში.

როზა კაკულია: - საოცრად ტრადიციული ერი ვართ და ბევრი რამით განვსხვავდებით სხვებისგან, უსაზღვროდ თბილი და მოსიყვარულე, ერთმანეთისადმი თანადგომა, თავდადება, თავგანწირვა შეგვიძლია... გარეგნობითაც კი გამოვირჩევით, თითქოს კავკასიონის მთების სიდიადე გადმოდის ჩვენზე, თუნდაც ტემპერამენტით, რაც ქართულ ცეკვებში ასე საოცრად არის ასახული.

რუსუდან ჭრიკიშვილი: - ცეკვა "ფარცა", ცეკვა "ქართული", "ხორუმი", "აჭარული", "მთიულური", ცეკვა "ხონგა", "ნარნარი", "ფარიკაობა"...

გია პარკაია: - ფენომენალური ცეკვებია, რომელი ერთი ჩამოვთვალო... მთიულური ცეკვა არის სულის ნდომა გამოხატული საფრენად, როგორ უნდა ასწიოს კაცმა სულით თავისი სხეული. ცერზე შედგომით ქართველი კაცი მოწადინებულია დაამარცხოს გრავიტაცია და აფრინდეს ცაში.

სოსო დეკანოიძე: - "ხორუმი" საომარი ცეკვაა. იწყება დაზვერვით, შემდეგ მოდის ბრძოლა და ფინალში გამარჯვებული გადიხარ სცენიდან.

რუსუდან ჭრიკიშვილი: - "სამაია" ძალიან ლამაზი ცეკვაა, ცეკვისას ვგრძნობდი, რომ ვიდექი ეკლესიაში და ვლოცულობდი.

სოსო დეკანოიძე: - ქართველი კაცი წარმოუდგენელია სიმღერისა და ცეკვის გარეშე.

წამყვანი: - რაზე მღერის ქართველი კაცი?

ანსამბლი "უნივერსიტეტი": - სიყვარულზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე.

წამყვანი: - ხასიათის რა თვისება ვლინდება სიმღერაში?

ია შუღლიაშვილი: ჩემთვის, ალბათ, სიდარბაისლე ქართველი ადამიანისა, შიგნით რომ დუღს, მაგრამ გარედან სიდინჯე აქვს, პატარა სევდაც აქვს, მაგრამ ღიმილნარევი, იმედიანი სევდა აქვს თითქოს.

გიორგი უშიკიშვილი: - სიღნაღის გადმოსახედიდან რომ გადმოვიხედავ, კახური "მრავალჟამიერის" მღერა მინდება. ქართული სიყვარულის ეტალონად მიმაჩნია "წინ წყარო". "ჩაკრულო" ისტორიისკენ მახედებს და მიბიძგებს და მეამაყება, რომ ქართველ ერს ეს ისტორია გვქონდა. უამრავი შრომის სიმღერა გვაქვს და რომ არ ვიყოთ მშრომელი ხალხი, ეს სიმღერები არც გვექნებოდა. "ნანები" აქვთ მეგრელებს საოცრად ფაქიზი, ისეთი ლირიკა, რომელიც სხვა სამყაროში აგდებს ადამიანს.

წამყვანი: - რა გვჭირდება ცხოვრების გასაგრძელებლად?

KARIBCHEგივი ალხაზიშვილი: - როგორმე არ ავყვეთ იმ პრაგმატიზმს, რომელიც გარკვეულწილად საჭიროა, მაგრამ არ უნდა დავემონოთ მას. შევინარჩუნოთ ის თვითმყოფადობა, რომელიც გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იზოლირებული ვიყოთ გარე სამყაროსგან, დანარჩენი მსოფლიო ცივილიზებული პროცესებისაგან.

წამყვანი: - რა უნდა ვაკეთოთ?

ფარნაოზ ლომაშვილი: - ყველამ თავის საქმეს მოუაროს, ყველამ იფიქროს, აკეთებს თუ არა იმას, რაც შეუძლია, რაც მას ევალება, აკეთებს თუ არა მაქსიმუმს, აკეთებს თუ არა სწორად.

წამყვანი: - რა სჭირდება ქვეყანას?

ლერი მიქაბერიძე: - პირველ რიგში, თუნდაც ერთი პატარა კარგი საქმე, რომ ქართველმა კაცმა გაიხაროს და იმედი მიეცეს, ან, თუნდაც, რომელიმე ქართველმა გამოიჩინოს რამეში თავი და ამითაც გარკვეულ სტიმულს მისცემს სხვებს.

იღუმენი შიო მუჯირი: - დღეს გვჭირდება ერთიანი სახელმწიფოებრივი, ეროვნული აზროვნება. რწმენა, მადლი, ჯანმრთელ საწყისთან მისვლა. გვჭირდება სულიერი გაჯანსაღება, აი, თუნდაც განათლებაში, უნდა ვიზრუნოთ, რომ აღვზარდოთ არა მარტო საქმის მცოდნენი და პროფესიონალები, არამედ ზნეობრივი ადამიანები.

როზა კაკულია: - არ შეიძლება გულგრილები გავხდეთ, არ შეიძლება არ ვიყოთ მიმტევებელნი და არ გავუფრთხილდეთ ერთმანეთთან ურთიერთობებს, არ შეიძლება ჩვენი პირადული ინტერესი უფრო მაღლა დავაყენოთ, ვიდრე ქვეყნის ინტერესი, არ შეიძლება ჩვენი შვილები ქართული სულისკვეთებით არ აღვზარდოთ.

ბათუ კევლიშვილი: - შუა საუკუნეებში ყოფილა პერიოდი, როცა მეფე აღარ ჰყოლიათ ქართველებს, ხან შუამთის მონასტერში, ხან სვანეთში, ხან რაჭაში გახიზნავდნენ ბავშვებს და გადაფარებულები იყვნენ მათზე, ჩვენი გვარი და სახელი ასე გრძელდებოდა. დღესაც იგივე უნდა ვაკეთოთ, ამ ბიჭებს გადარჩენა უნდათ და სითბოთი და სიყვარულით უნდა იზრდებოდნენ.

წამყვანი: - რისთვის გაუძლია ქართველ კაცს ისტორიულად?

დავით მუსხელიშვილი: - ყველანაირი პოლიტიკური თუ ეკონომიური უბედურებისათვის.

წამყვანი: - რამ გადაგვარჩინა და რამ მოგვიყვანა დღემდე?

დავით მუსხელიშვილი: - ქართველ კაცს ყოველთვის სწამდა თავისი თავის, საკუთარი ძალის, თავისი სიმართლისა.

წამყვანი: - რას უნდა გავუფრთხილდეთ?

ვახტანგ ჭელიძე: - უნდა გავუფრთხილდეთ სინდისს, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, რაც მთავარია.

წამყვანი: - რას არ ეგუებოდა ქართველი?

ვახტანგ ჭელიძე: - მონობას არ ეგუებოდა ქართველი.

წამყვანი: - რა უნდა შევინარჩუნოთ ქართველებმა?

ნუგზარ შატაიძე: - რა და - ენა, უპირველეს ყოვლისა, და ღირსება, რაც მთავარია.

წამყვანი: - რა უნდა გავაკეთოთ დღეს ქართველებმა?

ნუგზარ შატაიძე: - უნდა გადარჩეს დღეს ქართველი კაცი.

წამყვანი: - ის, რაც არასოდეს არ უნდა გააკეთოს, რა არის?

ბათუ კევლიშვილი: - ბოროტება.

წამყვანი: - რას უნდა სცეს პატივი?

ბათუ კევლიშვილი: - ქვეყანას და მის კანონებს.

წამყვანი: რა არ უნდა დაიზარო?

ბათუ კევლიშვილი: - საქმე, რომელიც გიყვარს.

წამყვანი: რა არ უნდა დაიშურო სხვისთვის?

ბათუ კევლიშვილი: - სიკეთე.

წამყვანი: - რას სჭირდება დღეს შველა?

კახა ზარნაძე: - სულს.

წამყვანი: - რა არ უნდა დათმო დღეს?

კახა ზარნაძე: - ქართველობა.

წამყვანი: - ძირითადი საყრდენი, რასაც ეჭიდება ქართველი...

კახა ზარნაძე: - რწმენა და წინაპრების მადლი.

წამყვანი: - რისთვის გაუძლია ქართველს და რას გამოუყვანია რთული მდგომარეობიდან ქართველი კაცი?

მინდია სალუქვაძე: - ერთმანეთის სიყვარულს.

რატი ამაღლობელი: - ქვეყანაში და ამ ქვეყნის სამოსელში იმიტომ მოდიხარ, რომ გაამართლო შენი არსებობა ამ ქვეყანაში, ამ ფორმაში, ამ ოჯახში, ამ მშობელთან, ამ ძმასთან, ამ დასთან, ამ ადამიანთან, ამ ქალთან, ამ ნაციონალობაში, არ უნდა გაექცე ამას. მე ვთვლი, რომ ამ ქვეყნის პრობლემა შენი პრობლემაა. სამშობლოს სიყვარული, დღეს არის საქმე.

კახა ზარნაძე: - ვალდებულებას ვგრძნობ და პასუხისმგებლობას იმ ქვეყნის წინაშე, სადაც გავჩნდი. ეს რომ არ ყოფილიყო, დიდი ხანია, დავკრავდი ფეხს და გავიქცეოდი უცხოეთში, როგორც ზოგი ქართველი ფიქრობს, ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც კარგად ვიცხოვრებო. კაცისთვის ცხოვრება ჭირში თავისი თვისებების და თავისი მეობის გამოვლენის მომენტია. ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გადარჩენისათვის ბრძოლა, საკუთარი თავის გადარჩენა კი ნიშნავს ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების, გენოფონდის და საერთოდ, ყველაფერ ქართულის გადარჩენას. იმიტომ რომ, მიწა კი არის ინფორმაციის მატარებელი, მაგრამ ქართული სიტყვიდან გამომდინარე მიწა დედაა და მამაა საჭირო, ხომ? მამა კი, რომელიც ამ ინფორმაციას ატარებს, არიან ის მამრები, რომლებსაც ქართველები ჰქვიათ. აქ უნდა ივარგონ და თუ არ იქნებიან ბრძოლაში პიროფლიანები, ბრძოლაში თავისი "მე"-ს მთქმელები და სამშობლოს ინტერესების დამცველნი, მაშინ მოვა სხვა, დაიმკვიდრებს იმ ტერიტორიას, დაეუფლება იმ ქალურ საწყისს, რასაც დედაკაცი ჰქვია და შემდგომში გამრავლდება მისი გვარი და ეს იქნება სამწუხარო, მაგრამ რეალობა. ბუნება ძალიან მკაცრია და თუ დღეს არა, მაშ როდის, თუ ჩვენ არა, მაშ ვინ?

წამყვანი: - რითია ძლიერი ქართველი კაცი?

სოსო დეკანოიძე: - თავისი სულიერებით, სულით.

წამყვანი: - რითი ვართ ძლიერები ქართველები?

ბათუ კევლიშვილი: - გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ.

იღუმენი შიო მუჯირი: - თუ ჩვენ ღმერთთან ვიქნებით, ერთად ვილოცებთ, სწორად ვიცხოვრებთ, თავდადებით, მაშინ ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება.

ბიძინა გუჯაბიძე: - კავკასიონი ყველას სჯობია და ყველაზე უკეთესად აქ ვგრძნობ თავს.

წამყვანი: - რომელი მწვერვალი გიყვარს?

ბიძინა გუჯაბიძე: - უშბა, უშბა - ყველაზე მაგარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე საოცნებო მწვერვალი. რამდენჯერაც არ უნდა წავიდე, არ მომწყინდება.

ვახტანგ ტაბლიაშვილი: - საქართველოს ვერაფერში ვერ გავცვლი. თვალის ერთი გადავლება მეტეხიდან ჩემს გულს სიხარულით ავსებს.

წამყვანი: - და ისევ კითხვა, რომელიც მუდმივია, მაგრამ ზოგჯერ ვივიწყებთ, ზოგჯერ თავს გვახსენებს, არ გვასვენებს: ვინ ვართ, როგორები ვართ ქართველები?

გოგი სარიშვილი: - არავისზე ნაკლები სიყვარულში და არავისზე მეტი სიცუდეში. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ცუდები არა ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ავად ვართ.

წამყვანი: - რის იმედს მომცემთ?

გოგი სარიშვილი: - აუცილებლად გამოვჯანმრთელდებით.

გივი ალხაზიშვილი: - არის ქართველი კაცი ექვთიმე თაყაიშვილი და არის ლავრენტი ბერიაც, არის მპარავი, გამყიდველი, დამანგრეველი თავისი ქვეყნისა და არის იგივე გრიგოლ ფერაძე, არის მოღალატე და არის ექიმი ჟორდანია, თავისი მაშველი რგოლი ბავშვს რომ მისცა და თვითონ დაიღუპა. ორი უკიდურესობა ახასიათებს. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ და ვარკვევთ, ვინ არის ქართველი კაცი, უნდა განვსაზღვროთ ამ ორ დაპირისპირებულ პოლუსს შორის რისკენ ვიხრებით, რას ვირჩევთ.

ლერი მიქაბერიძე: - არ უნდა დავკარგოთ ენა, არ უნდა დავკარგოთ თავმოყვარეობა, ღირსება, არ უნდა დავკარგოთ სტუმართმოყვარეობა, არ უნდა დავკარგოთ სხვა ერების პატივისცემა, არ უნდა დავკარგოთ შრომისმოყვარეობა.

გივი ალხაზიშვილი: - ჩვენ გაგვაჩნია სითბო ურთიერთობაში და ნათესაური გრძნობა, თანადგომის უნარი - ეს არ უნდა დავკარგოთ, ეს უნდა შევინარჩუნოთ.

წამყვანი: - რა არ დაიკარგება?

დავით მუსხელიშვილი: - მე მგონი, ძირითადი თვისება - პატრიოტიზმს ვგულისხმობ. მე მგონი, არ დაიკარგება და თავის სიტყვას იტყვის.

წამყვანი: - რა არ მოხდება?

დავით მუსხელიშვილი: - მე მგონი, არ მოხდება ის საფრთხე, რომ საქართველო დაქუცმაცდეს ან წაიშალოს რუკაზე.

როზა კაკულია: - ჩვენს ქვეყანას თავად ვუპატრონოთ, სხვის იმედად ნუ დავრჩებით!

კახა ზარნაძე: - ჩვენ არც არაფერი მოგვიტანია ამ ქვეყანაზე და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ერთადერთი, რაც გვრჩება, ეს არის შრომა და მოღვაწეობა ჩვენი ერის სახელისათვის და სადიდებლად. სხვა არაფერი.

ფარნაოზ ლომაშვილი: - თუკი ჩვენ არ გავტყდით ასურებიდან დაწყებული, დღეს გავტყდეთ, კაცო?

მინდია სალუქვაძე: - ქართველი ერი გარკვეული მისიისთვის არის დაბადებული.

წამყვანი: - და მაინც, როგორები ვართ ქართველები?

გიორგი უშიკიშვილი: - და მაინც, ქართველები ვართ ძალიან შრომისმოყვარე, მებრძოლი და სიყვარულით სავსე ადამიანები.

ნაწყვეტი მ. კოკოჩაშვილის ფილმიდან "ზაფხულის სამი დღე":

"- ესე იგი, თქვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო სურვილი, რწმენა და განხორციელება.

- ეგრე იყო.

- ჰოდა, გაუმარჯოს!.. ბავშვებო, ახლა ჩვენ გვექნება სულ სხვა გაკვეთილი. მოდით ჩემთან, მოდით, მოდით... შენ რა გქვია, ბიჭი?

- სულხანი..."

ბექა მიქაბერიძე, 5 წლის: - ჩვენ ქართველები ვართ. არ უნდა დაიკარგოს, რა წესიც ჰქონდათ წინაპრებს. დაკარგულიც არის. თავის სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ერთმანეთი უყვარდათ...

წამყვანი: - რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ბექა?

ბექა მიქაბერიძე: - დღეს მოვლა სჭირდება.

ნაწყვეტი მ. კოკოჩაშვილის ფილმიდან "ზაფხულის სამი დღე":
"-აქედან თქვენამდე 70 საუკუნეა!"


ავტორი: თამარ კიკვიძე
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი: მეგი მაღლაფერიძე

მონაწილეობდნენ: იღუმენი შიო მუჯირი (ამჟამად ხობისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი); ისტორიკოსები: დავით მუსხელიშვილი, ფარნაოზ ლომაშვილი, სვიმონ მასხარაშვილი; მწერლები: რატი ამაღლობელი, გიგი სულაკაური, გივი ალხაზიშვილი, ვახტანგ ჭელიძე, ნუგზარ შატაიძე; რეჟისორები: ვახტანგ ტაბლიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი; გეოლოგები: ომარ ქუცნაშვილი, სერგო ღაღანიძე, ლერი მიქაბერიძე, გიორგი სეთურიძე; მშენებელი არჩილ კონიაშვილი, არქიტექტორი გია პარკაია; ქართული ცეკვის ოსტატები: რუსუდან ჭრიკიშვილი, სოსო დეკანოიძე; მომღერლები: გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლ "უნივერსიტეტის" ბიჭები; მსახიობი ია შუღლიაშვილი, მხატვარი ლადო ტატიშვილი, "ჯგრაგის" დარბაზის თავი კახა ზარნაძე, იურისტი ნათია სულავა, მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე, პედაგოგი როზა კაკულია, მათემატიკოსი მინდია სალუქვაძე, ექიმი გოგი სარიშვილი, მორაგბე ბათუ კევლიშვილი და 5 წლის ბექა მიქაბერიძე; გამოყენებული იყო ნაწყვეტები მერაბ კოკოჩაშვილის ფილმიდან "ცხელი ზაფხულის სამი დღე", მამუკა სალუქვაძის ლექსი "მე ქართველი ვარ..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler