მხატვრის პასუხი მეცნიერებს - დედამიწის ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ღვიძლშვილნი მშობლიურ ენაზე ეჩურჩულებიან ღმერთს და ლოცულობენ
მხატვრის პასუხი მეცნიერებს - დედამიწის ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ღვიძლშვილნი მშობლიურ ენაზე ეჩურჩულებიან ღმერთს და ლოცულობენ
მხატვარი რეზო ადამია მეცნიერთა იმ ჯგუფს პასუხობს, რომელთა მსჯელობის საგანი ის გამხდარა, თუ რა ენაზე მეტყველებდა მაცხოვარი:
უფალი, იესო ქრისტე, სომხურად, ბერძნულად, ივრითის ენაზე, ასირიულ, კოლხურ-იბერიულ, კერძოდ სვანურ, მეგრულ-ლაზურ, აფხაზურ, არაბულ ენაზე მეტყველებდა თუ არა, ამისი ცალკე აღნიშვნა-გამოკვეთა და თანაც განკერძეულობა ფუჭმეცნიერულია და არაა საჭირო ქვეყნის და მრევლის გაღიზიანება. ღვთიური უჭეშმარიტესი ფაქტია, რომ დიდი კოსმიური ჯანსაღი ისტორიული სიმართლე სახეზეა, რათა მაცხოვარმა თავისი უახლოესი მოსწავლეები ზეციურად დამოძღვრა, საქადაგებლად და მასწავლებლად, სადაც ჩახვალთ დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში იმავდროულად მათ მშობლიურ ენაზევე ამეტყველდებითო!
ზოგიერთ თამამ მეცნიერს მინდა სრული ჭეშმარიტება შევახსენო: – ჩვენს პლანეტაზე მოლაპარაკე ხალხთა ენები უფლისმიერ უნაკლოდ და შეუხებელ ბოძებულია და უთუოდ ეჭვს გარეშეა ღმერთი იესო ქრისტე, როგორც გარდასულ დროთა მკვდარ ენებზე, ასევე დედამიწაზე არსებულ ცოცხალ ორი ათას ხუთას ენაზე უნაკლოდ მეტყველებდა (თუ მეტი არა, მომიტევეთ). რა თქმა უნდა, ჩვენს ირგვლივ არსებული ნებისმიერი სულიერი არსების, ჩვენთვის ბოლომდე გაურკვეველი ბგერების, ხმა-ენებს და ფიქრ-დუმილსაც ფლობდა და სამარადისოდ ნათელ უფლისეულია.
მეცნიერულად მოკამათე ორივე მხარეს უმორჩილესად გთხოვენ. მდაბიურ-ცინიკურად ნუ მოიხსენიებთ, შორეულ თუ უახლოეს ფასდაუდებელ ენათა ისტორიებს და ნებისმიერ მორჩილ-მდუმარე ხალხს. ისინი ხომ უკლებლივ კოსმიურ-უფლისეული სულიერი გალერეებიდანაა შობილი. მინდა მოკრძალებით მოგახსენოთ დედამიწის ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ღვიძლშვილნი, ღვთიური სიმართლეა რომ მშობლიურ ენაზე ეჩურჩულებიან ღმერთს და ლოცულობენ. მისხალ-მისხალ ყველასი ესმის და გაეგება უფალს და წყალობს მათ... მეც ვილოცებ თქვენზე და დანამდვილებით მჯერა სულგრძელად მოგეტევებათ... მაპატიეთ მეცნიერებო! მომავალში ამ თემაზე თქვენთან კამათს არ ვაპირებ.
ბეჭდვა
1კ1