ამ საოცარმა ადამიანმა დღეს რაღაც შეცვალა ჩემში
ამ საოცარმა ადამიანმა დღეს რაღაც შეცვალა ჩემში
ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოთ, მშრომელი კაცი, რომლის შესახებაც ფეისბუქზე ყვებიან: გოჩა მუკბანიანი: არ შემეძლო არ დამეწერა... ამ საოცარმა ადამიანმა დღეს რაღაც შეცვალა ჩემში, რაც სულ მემახსოვრება. - დიდუბის ე.წ. "ოკრიბას" ა/სადგურში "ბუბლიკებს" მთავაზობდა შესაძენად. ტკბილეული არ მინდოდა და მისი საფასური - ხურდა ვაჩუქე. მიკროავტობუსიდან მოსაწევად ჩავედი და ვხედავ, რომ ეს კაცი! ადამიანი! ერთ შეკვრა ტკბილეულს იქვე მყოფ ყავარჯნიან ახალგაზრდა კაცს სჩუქნის. მომიბრუნდა და ძალიან ბედნიერი სახით მითხრა იმას ვაჩუქეო. მოკლედ, ცოტა გულაჩუყებული, გამთბარი და ჩაფიქრებული ვმგზავრობ დასავლეთისკენ. მისი ნებართვით ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე.
ლევან დათიაშვილი:
მეც შემემთხვა ასეთი რაღაც !!!!
ეს კაცი მიყვარს, ჯიგარია , ხშირად ვხვდები თბილისში ოკრიბის სადგურში და მინდა თუ არა მაინც ვყიდულობ მის ბუბლიკებს , იმიტომ რომ არ დამათხოვრობს სხვებივით და თავის სარჩენად შრომობს!!

ერთხელაც ხურდა გამომელია და და მხოლოდ მარშუტის ფულიღა მქონდა დარჩენილი, გადავიხადე და დავჯექი ქუთაისის მარშუტში.
მოვიდა და ხომ არ იყიდიო შემომთავაზა!
შეწუხებული სახით შევხედე დაღლილმა გასავათებულმა და ვუთხარი , აუ არამაქ ხურდა , აღარ დამრჩა საერთოდ თორე ხო იცი რო უეჭველად ვიყიდდი მაგას შენგანთქო...
შემომხედა, გაიღიმა, აიღო ერთი შეკვრა ბუბლიკები, მაჩუქა და წავიდა ...

ამ დღემ შეცვალა ჩემი შინაგან სამყაროს ძალიან დიდი ნაწილი !
ბეჭდვა
1კ1