მამა ზაზა, მამა ანტონ გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ სიცოცხლეს. ღმერთმა შეიწიროს თქვენი ღვაწლი ქართული ეკლესიის, სამშობლოს და მრევლის წინაშე.
მსუბუქად გეტარებინოთ თქვენი ჯვარი. მადლობა ღმერთს, რომ არსებობთ. თქვენი სითბო გადამდებია ყველასთვის. ჩვენ თქვენით ვეზიარებით ჭეშმარიტებას და ვიკვლევთ გზას. თქვენი კეთილგონიერი შთაგონებით ვცდილობთ სვლას, ვსწავლობთ ღმერთის და მოყვასის სიყვარულს. მადლობა ამ ყველაფრისათვის. დედა ღვთისა გიფარავდეთ უკუნისამდე.
და გამობრწყინდა ცა ბედნიერი
მაისის დილამ შეისხა ფერი,
დღეგრძელი იყავთ და ბედნიერი
თქვენი სიცოცხლით იხარებს ღმერთი...
თქვენი მრევლი