"მადლობას გიხდით, რადგან ამ ფილმით თქვენ ჩემი სინდისი გააღვიძეთ"
"მადლობას გიხდით, რადგან ამ ფილმით თქვენ ჩემი სინდისი გააღვიძეთ"
- სტუდია "გუთანი" 1995 წელს ჩამოყალიბდა და შექმნისთანავე მიზნად დაისახა ქართული ფესვების გადასარჩენად ზრუნვა. სწორედაც გუთანივით გვინდოდა გაგვევლო ხნული ჩვენს თანამოძმეთა, კერძოდ კი მომავალი თაობის სულებში, - მიამბობს სტუდია "გუთნის" მთავარი რედაქტორი ზვიად სეხნიაშვილი, - მოგეხსენებათ, გლობალიზაციის მოზღვავების ჟამს რიცხვმცირე ერების ლამის ერთადერთი იარაღი მათი სულიერება და თვითმყოფადი ტრადიციების შენარჩუნებაა. ამ მხრივ ჩვენი სამშობლო მართლაც უნიკალურია, მაგრამ ქართველი ხშირად დაუდევრობითაც გამოირჩევა და ყოფითზე ზრუნვაში ხელიდან ეცლება ჩვენი წინაპრების დანატოვარი საუნჯე. "გუთანი" ამ საუნჯეების ერთგვარ დარაჯად იქცა, რადგან საქმიანობის უმთავრეს კრედოდ "მამული, ენა და სარწმუნოება" დავისახეთ. მალე გადაცემების მომზადებაც დავიწყეთ. სტუდიის რეჟისორმა, ლექსო გელაშვილმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ჩამოაყალიბა კინოპროექტი "საქართველოს ხერხემალი", რომელიც აკურთხა უწმინდესმა. "საქართველოს ხერხემლის" პირველი თემა სწორედ უწმინდესის ქადაგების მიხედვით შეიქმნა: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი". ფილმი გულისკანკალით გამოვიტანეთ სამსჯავროზე. პრეზენტაციაზე მოსულ მოსწავლეებს და პედაგოგებს ისეთი რეაქცია ჰქონდათ, რომ მივხვდით, ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა. დარბაზში შუქი რომ აინთო, ყველა ტიროდა. გვთხოვეს ამ ფილმის სკოლებამდე მიტანა და თემების გაგრძელება, რაც ახალი ფილმის გადაღებას გულისხმობდა. დღევანდელ პირობებში, ყველას ესმის, თუ რა კოლოსალურ თანხებთან ასოცირდება თუნდაც ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, თანაც საამისოდ არანაირი სახსრები არ გაგვაჩნდა. საგონებელში ჩავვარდით. გამოსავალი ისევ პედაგოგებმა მოიფიქრეს, რომლებმაც შესაწირის სახით მოგვაწოდეს მეორე თემის გადაღებისთვის აუცილებელი ფინანსები. ფაქტობრივად, ქართული სკოლები გახდნენ თანაავტორები ამ პროექტისა და თავიანთი ძალისხმევით არა მარტო ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, არამედ საფუძველი ჩაუყარეს სკოლების მართლმადიდებლური ვიდეოთეკის შექმნას. ასე შეიქმნა პროექტის ოთხი თემა. ბოლო ფილმი ჩვენს უწმინდეს პატრიარქს მივუძღვენით. ყველას გახსოვთ მისი ქადაგებები, რომლის დროსაც ის ხშირად ახსენებდა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას და სინანულს გამოთქვამდა, რომ ქართველი ერი თითქმის არ იცნობდა ამ ბუმბერაზ მეცნიერს, რომელმაც თავისი აღმოჩენით მსოფლიო გააოგნა. მოვამზადეთ ფილმი სწორედ ამ თეორიისა და პატრიარქის ქადაგებების მიხედვით და ამ სინთეზმა საოცარი შედეგი მოგვცა. სცენარი ისე აეწყო, რომ ფაქტობრივად მნახველს განაწყობდა ეკლესიისა და სამშობლოს თანადგომისთვის. ფილმი უწმინდესს მივართვით და მოკრძალებით ვთხოვეთ მასში ცვლილებების შეტანა. პატრიარქმა ერთი შესწორება შეიტანა, მაგრამ ყველაზე ბრძნული და მნიშვნელოვანი – ფილმს სწორედ მან დაარქვა სათაური "სამშობლოსმცოდნეობა". ამის შემდეგ გავმართეთ პრეზენტაცია სამებაში, რომელსაც დაესწრნენ პედაგოგები საქართველოს ყველა კუთხიდან, მოძღვრები და ეპისკოპოსები. იქვე დაიბადა იდეა, რომ პროექტის მეხუთე ფილმი მოგვემზადებინა ქართველ ემიგრანტებზე და უფლის ნებით, ზუსტად იმ დღეებში მივიღეთ მოწვევა ამერიკიდან, ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა ალექსანდრესგან (თანდილაშვილი). უცნაური სიტუაცია შეიქმნა, სწორედ იმ პერიოდში მატერიალურად ისე გაგვიჭირდა, ლამის გაჩერდა პროექტი და ამ პირობებში ამერიკაში გამგზავრება წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. თუმცა უფალმა მოიღო წყალობა და ყველაფერი მისი ნებისამებრ წარიმართა. ერთ დღეს სტუდიაში ბერები გვესტუმრნენ და პროექტის გასაგრძელებლად აუცილებელი თანხა შემოგვწირეს. იმავდროულად, ამერიკიდან შეგვეხმიანა საოცარი მამულიშვილი, ქალბატონი დოდო მილორავა და გვითხრა, რომ ჩვენი ამერიკული ვიზიტის ხარჯებს მთლიანად საკუთარ თავზე იღებდა. სწორედ მისი თანადგომით გავემგზავრეთ ნიუ-იორკში...

- როგორია თქვენი თვალით დანახული ამერიკა, იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ყოფა-ცხოვრება?

- წინასწარ გეტყვით, რომ საქართველოში მყოფთა უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებაზე, თუ აქვს, ძალიან ზედაპირული. ზუსტად ასე ვფიქრობდი მეც, ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახე და არ განვიცადე ჩვენი თანამემამულეების სულიერი ტკივილების სიმძაფრე. მერწმუნეთ, ეს მეტად მძიმე სანახავია და როდესაც ფილმი მზად იქნება, თავად დარწმუნდებით ამაში. ჩვენ ვნახეთ ქართველი დედა, რომელსაც საქართველოში შვილი გარდაეცვალა და ვერ ჩამოვიდა, რომ დაეტირებინა; ჩვენ ვნახეთ ქართველთა სასაფლაოები, რომლებმაც უსახსრობისა და ვალების გამო უცხო მიწაში პოვეს განსასვენებელი; ვნახეთ ქართველი ქალი, რომელსაც საკუთარმა შვილმა უჩივლა და ციხეში გამოკეტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიუტობისთვის დედამ სამართლიანად შემოარტყა ლოყაზე, მაგრამ გაამერიკელებულმა შვილმა სასწრაფოდ პოლიცია დააყენა თავზე და სხვა უამრავი მსგავსი დრამატული ვითარება. ყველაზე შემზარავი კი, რაც დავინახეთ, იყო ამერიკაში დაბადებული ჩვენი მომავალი თაობის ბედი. ბავშვები თითქმის ვერ მეტყველებენ ქართულად. თუ ერთობლივი ძალისხმევით რაიმე სასწაული არ მოვიმოქმედეთ ქართველებმა, მათ, როგორც ქართველებს, დავკარგავთ!..

გულსატკენია ჩვენი დაუდევრობა. ვნახეთ ამერიკაში მცხოვრები ებრაელები, რუსები, სომხები... ყველა მათგანი ზრუნავს, რათა უზრუნველყონ მომავალი თაობა, გახსნილი აქვთ სკოლები, ასწავლიან მშობლიურ ენას, ისტორიას, კულტურას... ჩვენ რა ღვთის რისხვა გვჭირს ასეთი, რომ ასეთი გულგრილობით ვეკიდებით ჩვენი ერისთვის სასიცოცხლო საკითხს?!. მხოლოდ ეკლესიის ზრუნვა ზღვაში წვეთია, ვერ ვეხმარებით ჩვენი ერთობით, გათიშულები ვცხოვრობთ, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები და ლევან გოთუასი არ იყოს, საკუთარი მარნებიდან მომზირალებს საერთო საწნახელი გვავიწყდება და ზედაშე რომ გვიმწარდება, მერე ვიწყებთ მოთქმა-გოდებას. ჩვენისთანა პატარა ერის შვილებს არ გვაქვს პირადულზე ამდენი ფიქრის უფლება, ეს მხოლოდ დიდი ერის შვილებს მიეტევებათ...

ერთმა ქალბატონმა გვითხრა: - ჩემმა შვილმა ჭიპი აქ მოიჭრა, ის ქართველი აღარ არის, ამერიკელია და მეამაყება ამის თქმაო(?!)... მამაცხონებულო, ამას წინათ გადმოსცეს ტელევიზიით, ახალშობილი თვითმფრინავში მოევლინა ქვეყანას და ჭიპიც ოკეანის თავზე მიაჭრეს, მის სამშობლოდ ბოინგი გამოაცხადონ?.. ერთმა ისიც გვითხრა: - რა ჯანდაბა მინდა საქართველოში, გაბრწყინებას რომ გაიძახიან, ჯერ ყველაფერი დალაგდეს და მერე შეიძლება ჩამოვიდეო...

როგორ გინდა აუხსნა ამ გულგაყინულ ხალხს, რომ სამშობლო არც კარაქია, სურვილისამებრ რომ გადაუსვა უცხოეთში ნაშოვნ პურს და არც ბულკი, ქიშმიში რომ გამოაცალო და დანარჩენი სანაგვეზე მოისროლო. ის უნდა გტკიოდეს და გიყვარდეს სულის ამოსვლამდე. როდესაც კირიონ მეორე გადასახლებიდან ჩამობრძანდა საქართველოში, სიონის ამბიონიდან ასეთი უკვდავი სიტყვებით მიმართა მრევლს და მამულს: - სამშობლო საყვარელო, მეკითხები, რა ჩამომიტანე, რით მანუგეშებ, რა მალამოს სცხებ იარებს ჩემსას?.. მე ჩამოვედი არა იმიტომ, რომ გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა!.. ამ სიტყვებშია ხსნა ჩვენი ემიგრანტებისა და მათი მალე დაბრუნების გარანტიაც...

საბედნიეროდ, ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სოლიდური ნაწილი სამშობლოს ტკივილებით ცხოვრობს და მოდით, ვიყოთ გულახდილები: ბოლო პერიოდის საქართველო მათმა კატორღულმა შრომამ გადაარჩინა. თითქმის არ დარჩენილა ქართველი, რომელსაც უცხოეთში არ ეგულებოდეს ოჯახის წევრი თუ არა, ნათესავი მაინც. ქართველი ემიგრანტები იკლებენ ყველაფერს და აქ დარჩენილებს ამარაგებენ არსებობისთვის აუცილებელი თანხებით. საქართველოს საპატიო კონსულმა ამერიკაში ლაშა დარბაიძემ, რომელიც არა მარტო აქ დარჩენილებს ეხმარება, არამედ იქ მყოფთა თანადგომისთვისაც არ იშურებს ძალისხმევას, საოცრად ზუსტად ჩამოაყალიბა ქართველი ემიგრანტების ყოფა: - საყოველთაო გაჭირვებისა და უმუშევრობის დროს ერის გადარჩენის მისია თავის თავზე აიღო ქართველმა დედამ, რომელმაც, დაინახა თუ არა, რომ მის შვილებს შიმშილობა ემუქრებოდა, ჩაიცვა რკინის ქალამნები და უცხოეთს მიაშურა ერის უმთავრესი ბალავრის - ოჯახის გადასარჩენად. და ერთ მშვენიერ დღესაც გაწამებულ საქართველოს გამოუჩნდა ყველაზე თავგადაკლული და ერთგული ინვესტორი, რომელიც ყოველდღე შედიოდა ბანკში და სამშობლოში დარჩენილთა სახსნელად გზავნიდა სიმწრით მოპოვებულ თანხებს - ეს იყო ქართველი ემიგრანტი!..

გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ აქ დარჩენილი ქართველები, რომლებსაც უცხოეთში ეგულებათ ასეთი ერთგული ინვესტორები, ხშირად დარდიმანდულად ხელგაშლილნი არიან და, სამწუხაროდ, არც კი უწყიან, რის ფასად "კეტავენ" რესტორნებს ან ისვენებენ ძვირადღირებულ კურორტებზე. ქართველ ემიგრანტებს დაწყვეტილი ნერვებისა და განადგურებული ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ თითოეული ცენტი, რომელსაც უმძიმესი შრომის შედეგად მოიპოვებენ(!). ერთმა ქალბატონმა ტირილით შემოგვჩივლა: - არასოდეს მკითხავენ ჩემი შვილები, - დედი, რა გიჭირს ან რა გილხინს მანდ, მეუბნებიან, - იყავი, იმუშავე, ჩვენზე არ იდარდოო(?!)... მხოლოდ ელოდებიან, ყოველთვიურად როდის გავუგზავნი თანხას და უბედურება ის არის, რომ ჩვენი ფული საქართველოში კი არ იხარჯება, არამედ იფლანგებაო!..

და ასე - გახლეჩილი ოჯახები, წლობით უნახავი შვილები, დაუტირებელი ოჯახის წევრები, მონატრებისგან გასივებული გულები და ულევი ცრემლი, რომლის მდუღარება ოკეანეს ერთვის...

არაერთი ინტერვიუ ჩავწერეთ ემიგრანტებთან. გული შეგეკუმშებათ, როცა ვაჟკაცი ქართველები მოულოდნელად სიტყვაგამწყდარნი აცრემლდებიან კამერის წინ საქართველოში დარჩენილი შვილების გახსენებაზე. ბალტიმორში გვითხრა ერთმა ქართველმა: - ბარგი რამდენი წელია შეკრული მაქვს, მაგრამ რომ ჩამოვიდე საქართველოში, უმუშევარმა რა წყალს მივცე თავიო. არადა, სულ ვშიშობ, ვაითუ გამომეპაროს ის წუთი, როცა სამშობლოში ჩემს დასაბრუნებლად გამზადებულმა მატარებელმა უნდა ჩაიაროსო... ქართველმა ექიმმა ნიკოლოზ ჩხეიძემ, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ჩვენი ემიგრანტების თანადგომისთვის (ხშირად უანგაროდ!), მოგვითხრო: - როდესაც ჩემთან მოდიან ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ და ავადმყოფობის სიმპტომებზე ვეკითხები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ სულიერ გასაჭირზე მოყოლით იწყებს საუბარს და მათ სიტყვებში იმხელა კაეშანი და ნოსტალგიაა ჩადებული, გული მოგიკვდებაო... ამიტომაცაა, რომ იმატა ემიგრანტებში სიმსივნურმა დაავადებებმა, ნევროზულმა გართულებებმა და ამ სახის ავადმყოფობამ...

ვერ გეტყვით, პირველად სად ითქვა, მაგრამ სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას - ქართველზე უფრო სევდიანი ემიგრანტი არ მეგულება დედამიწაზე არსებულ ეროვნებებს შორის. ნებისმიერ მათგანს ჰკითხეთ და მიიღებთ თითქმის იდენტურ პასუხებს - ყველა ერთი ან მაქსიმუმ ორი წლით ჩამოვიდა ამერიკაში, თუმცა დრო ისე შემოადნათ ხელში, რომ აგერ უკვე ათწლეულებია, არ უნახავთ სამშობლო და ოჯახები. და რაც ყველაზე სავალალოა, არც იციან, როდის დაბრუნდებიან(!). ასე სიმწრით, უსაშველო მონატრების განცდითა და იშვიათად გამონათებული სიხარულის წუთებით მიჰყვებიან წუთისოფლის მდინარებას და მხოლოს ძილში, სიზმრისეულ ზმანებებში ეფერებიან საქართველოს და მათ გარეშე წამოზრდილ შვილებს. მათი გულსაკლავი ქვითინის უტყვი მოწმე კი ცრემლებით დასველებული თავსასთუმალია... ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა შვება იყო მათთვის ჩვენი უწმინდესის კურთხევით გადაღებული ფილმები, რომლებიც იქ ჩავიტანეთ მათი სულის საფანელად და ფესვების გასაცოცხლებლად.

- როგორც ვიცით, თქვენი ნიუ-იორკში სტუმრობა დაემთხვა წმინდა ნინოს ტაძრის გახსნას. გვიამბეთ ამის შესახებ. და საერთოდ, რა მისია აკისრია იქ ქართული მართლმადიდებლური კერების არსებობას?

- ჩვენი ჩასვლა დაემთხვა ნიუ-იორკში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის საზეიმო გახსნას, რომელიც მეუფე დიმიტრიმ აკურთხა. მისი ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით მოხერხდა, რომ ამერიკისა და კანადის ეპარქიაში ქართველმა ემიგრანტებმა სულიერი კერები შექმნეს. ჩვენი მრევლისთვის ეკლესია ერთადერთი ნუგეშია უცხოეთში და სულიერი მამები უყურადღებოდ არ ტოვებენ ეპარქიის არც ერთ კუთხეს, რათა ამ უკიდეგანო ქვეყანაში მიმოფანტული ქართველობა რწმენაში გააძლიერონ. ჩვენ შვიდ შტატში მოვახერხეთ ჩასვლა და იქაური ქართული ტაძრების გადაღება. გავმართეთ პრეზენტაციები და შეხვედრები. ბევრი იტირეს და ჩვენც ბევრი ცრემლი გვაღვრევინეს ქართველმა ემიგრანტებმა. ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მხოლოდ ერთს გეტყვით: ვაშინგტონში ჩვენი ფილმის ნახვის შემდეგ 12 წლის ქართველმა გოგონამ მოკრძალებით გვითხრა სულისშემძვრელი სიტყვები: - მადლობას გიხდით, რადგან ამ ფილმით თქვენ ჩემი სინდისი გააღვიძეთ, ახლა გავიგე, როგორ უნდა ვემსახურო ჩემს სამშობლოსო(!)...

- რამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- ვიყავით ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ-მუზეუმში", ფირზე აღვბეჭდეთ ე.წ. ბიზანტიური კუთხე, რომლის ექსპონატებში წავაწყდით ჯუმათის მონასტრის ფრესკებისა და ხატების ფრაგმენტებს, რომლებიც აქ თურმე ზვენიგოროდიდან მოხვედრილა(?!)... იქვე სომხური გამოფენაა ბოლნური ჯვრებით(?!) და ქართული ხუროთმოძღვრული შედევრებით "გამდიდრებული"... ერთმა ქართველმა მხატვარმა, რომელიც 18 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, გვითხრა: - ამ მუზეუმის საცავებშიც ვარ ნამყოფი და იქ ბევრი ქართული ხატიც მინახავსო(!).

ასეა, ზოგი ქართველისთვის ამერიკა მხოლოდ ბროდვეი და მანჰეტენია, ზოგისთვის კი ჩვენი გაფანტული განძის მოძიება და მასზე ზრუნვა. ეგებ ერთობლივი ძალისხმევით გადაგვერჩინა ჩვენი გაბნეული მარგალიტები, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო...

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამერიკულ შთაბეჭდილებებზე და იქ მიღებულ განცდებზე, მაგრამ ყველაფრის დატევას ალბათ ათი ჟურნალის ფორმატიც ვერ შეძლებს. მე მხოლოდ ვთხოვდი ჩემს თანამემამულეებს, რომ ერთად გვეზრუნა ჩვენი ემიგრანტების ბედზე. მათ ჩვენგან სითბოს და დაფასების მეტი არაფერი სჭირდებათ. უნდა იგრძნონ, რომ გვახსოვს, ვუფრთხილდებით და ყოველ წამს ველით სამშობლოში და არ ვუყურებთ მათ ისე, როგორც მხოლოდ ფულის საჭრელ მანქანებს, რომელთა უმწარეს ჯაფაზეც ავაგებთ ჩვენს უზრუნველ ბედნიერებას. ჩვენი სითბოთი მათ ფრთებს ვაჩუქებთ, რომლებიც მონატრებისა და იძულებითი ემიგრანტობისგან დღეს შეკვეცილი აქვთ, მაგრამ ხვალ ამ სითბოს ძალით აუცილებლად შეიმოსებიან და დაბრუნდებიან ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler