"მე საუკუნე გამოვიარე"
 "მე საუკუნე გამოვიარე"
საქართველოს რადიოში 85 წლის მანძილზე ორ მილიონზე მეტი აუდიოჩანაწერი დაგროვდა. მათ შორის უძველესი 1901-1902 წლებით თარიღდება. ინგლისელ ძმებს, მარქს და ფრანც ჰამპეებს, თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, სტუდია "გრამოფონი" დაუარსებიათ. ძმები ბევრს მოგზაურობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ხალხური მუსიკის გასაცნობად და საუკეთესო ნიმუშების ჩასაწერად. ამიერკავკასიაში მოგზაურობისას ისინი ქართული ფოლკლორითაც დაინტერესებულან. ასე Gაიწერა გასული საუკუნის დამდეგს თბილისში პირველი უნიკალური ფირფიტა, რომელიც სათანადო ტექნიკური დამუშავების შემდეგ დღეს საიმედოდ არის ფონდში დაცული.

ვესაუბრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიოფონდის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ნინო ჟღენტს.

- ქ-ნო ნინო, აუდიოფონდი ძირითადად რადიოს ოქროს ფონდის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ამდენად, მის შექმნაში ყველა ის თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ საქართველოს რადიოში. პირადად თქვენც ამ ფონდს ბევრი საინტერესო გადაცემა შემატეთ.

- რადიოს ოქროს ფონდში, დღევანდელი ტერმინით, აუდიოფონდში მოგვეპოვება აკაკისა და გალაკტიონის ხმები და სხვა არაერთი საუკუნის ჩანაწერი. მათი უმრავლესი ნაწილი საქართველოში შეიქმნა, ბევრი ფირი უცხოეთიდან გამოუგზავნიათ ქართველ ემიგრანტებს, ზოგიერთი მათგანი რუსეთიდან არის ჩამოტანილი. პირველად ეს ჩანაწერები XX საუკუნის 30-იან წლებში გადაუწერიათ უფრო მაღალი ხარისხის ფირზე. დღესდღეობით, "იუნესკოს" დახმრებით, მოხერხდა 8 სტუდიის მოწყობა, სადაც ხდება ძველი ჩანაწერების ტექნიკური დამუშავება და კომპიუტერში შეყვანა. ფონდში მართლაც ბევრი ჩემი გადაცემაა. დაბადების 100 წლისთავზე ბატონი აკაკი შანიძე ჩავწერე. ის მართლაც ცოცხალ მატიანედ დარჩა ჩემს ხსოვნაში. საუკუნეს გადაცილებული მეცნიერი ცინცხალი გონებით გამოირჩეოდა. გამაოცა მისმა ლოგიკამ, აზროვნების სიღრმემ და სისხარტემ. ბუნებრივია, საუბრის დროს შიგადაშიგ კითხვებსაც ვუსვამდი, მაგრამ ისეთი თანმიმდევრობითა და მაღალი პროფესიონალიზმით იყო ნათქვამი მისი ყოველი წინადადება, ყოველი სიტყვა, კადნიერებად ჩავთვალე ჩემი კითხვების დატოვება და გადაცემა მხოლოდ აკაკი შანიძის მონოლოგზე ავაგე, რომელსაც დავარქვი "მე საუკუნე გამოვიარე".

არანაკლებ საინტერესო გამოდგა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისადმი მიძღვნილი გადაცემაც. რესპონდენტი დინჯად და მეტად დამაჯერებლად მესაუბრებოდა სტუდენტი ახალგაზრდობისა და საქართველოს ბუნების თაობაზე. როდესაც სხვა საკითხებსაც შევეხე, ტაქტიანად მიმითითა, - ეს კითხვები თქვენ თავიდან არ შეგითანხმებიათო.

- როგორც ჟურნალისტს, დიდი წარმატება მოგიტანათ გადაცემამ "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ". რა დატვირთვა ჰქონდა ამ გადაცემას და როდის გავიდა იგი პირველად ეთერში?

- 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ხალხი ისე იყო გამწარებული, გვირეკავდა და გვსაყვედურობდა, - არ არის ეთერში სიმღერისა და მუსიკის გაშვების დროო. მაშინ რადიოს ახალგაზრდული პროგრამების პასუხისმგებელ მდივნად ვმუშაობდი, რადიოს იმჟამინდელ ხელმძღვანელს, რამინ ჭელიძეს ვთხოვე, 1 საათი საეთერო დრო მოეცა ჩემთვის რაიმე შემეცნებითი ხასიათის გადაცემის გასაკეთებლად. მოვიფიქრე გადაცემის ფორმა: სტუდიაში რამდენიმე პროფესიის ადამიანს მოწვეული სტუმრისთვის შეკითხვები უნდა დაგვესვა. თავდაპირველად წამყვანებად მოვიწვიე თეატრმცოდნე მარინე ბუზუკაშვილი, მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი, მსახიობი გია ჯოხაძე. გვყავდნენ ფსიქოლოგებიც. თემა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე უნდა მოგვეფიქრებინა. დროთა განმავლობაში იცვლებოდნენ გადაცემის წამყვანები. მაია დათუნაშვილის ნაცვლად შემოვიდა ირინა ჩხარტიშვილი, გია ჯოხაძე ჩაანაცვლა ჟურნალისტმა ელენე მხეიძემ, ბოლოს ნარგიზა ბაქრაძეც შემოგვემატა. ჩვენ ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ სამოქალაქო ომის წლებში. განსხვავებული აზრი ზოგჯერ ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა, ამიტომ გადაცემის სტუმრებს ვაფრთხილებდით, კამათი შეურაცხყოფაში არ გადაზრდილიყო და პატივი გვეცა ერთმანეთის აზრისთვის. გადაცემა მართლაც იმპროვიზებული, დინამიკური, ცოცხალი გამოვიდა და ბევრი ადამიანი მიიზიდა. მსმენელს საშუალება ჰქონდა, თავისი პოზიცია სატელეფონო ზარით ეთერში გამოეთქვა ან დაესვა კითხვები მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. მახსოვს, ერთ-ერთი მსმენელი ცოცხალი ეთერის დროს მოვიდა სტუდიაში მონაწილეობის მისაღებად, გადაცემის დასრულების შემდეგ კი ოჯახში დაგვპატიჟა. ისეთი კონტაქტი დამყარდა ჩვენსა და რადიომსმენელს შორის, რომ ეს წუთები მართლაც დაუვიწყარი იყო ჩვენთვის.

გადაცემა 12-13 წელი გადიოდა ეთერში. მასში მონაწილეობდნენ: მიხეილ ქვლივიძე, ირაკლი ციციშვილი, ლელა ოჩიაური, აკაკი ძიძიგური, მურმან ლებანიძე, კოტე მახარაძე, მედეა ჩახავა, თათია ხაინდრავა, ლევან სანიკიძე, ნუკრი კაპანაძე, რეზო ჩხეიძე, გურამ ლორთქიფანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ვასილ კიკნაძე, რეზო ესაძე, გურამ გეგეშიძე, მაკა ჯოხაძე, ბესიკ ხარანაული, აკაკი ბაქრაძე, გურამ შარაძე... თემატური გადაცემები მივუღვენით მიხეილ თუმანიშვილს, ნოდარ ჩხეიძეს... ბატონი მიშა ქურდიანი როდესაც მოვიწვიეთ, ახალი დაბრუნებული იყო აფხაზეთის ომიდან. ვკითხეთ, როგორ მოხვდით იქო. გვიპასუხა, "ჩემი რამდენიმე სტუდენტი იქ იყო და 1-ელ სექტემბერს მე როგორ უნდა შევსულიყავი აუდიორიაში ლექციების ჩასატარებლად, როდესაც ახალგაზრდები აფხაზეთში იბრძოდნენო". როდესაც დავინტერესდი, თუ იყო მათში შემორჩენილი ჯერ კიდევ ტარიელისა და ავთანდილის სული, ასეთი რამ გვიამბო: "მე და ჩემი სტუდენტები პირველები შევდიოდით ომისგან დაცლილ აფხაზეთის სოფლებში, რომ გაგვესუფთავებინა ტერიტორია ჭურვებისგან და როცა სროლა ატყდებოდა, ვცდილობდი, სტუდენტებს გადავფარებოდი და ასე გაჭირვებით ვიკაფავდით გზას. ერთხელ დავინახეთ, როგორ შეტოკდა ბუჩქი ჩვენ წინ. ერთ-ერთმა ჩვენმა თანამებრძოლმა იარაღი შეაყენა, რადგან თავისი წესები აქვს ომს, თუ არ ესვრი მოწინააღმდგეს, მაშინ შენ გესვრიან. უცებ ვხედავთ ბუჩქებიდან 17-18 წლის აფხაზი შემოგვცქერის დიდი, შეშინებული თვალებით და მუდარით გვთხოვს: "ნე უბივაი, ბრატ". ერთმა ჩვენმა მებრძოლმა გასროლილი ტყვიისთვის მიმართულების შესაცვლელად იარაღს ხელი აჰკრა, რომ აფხაზი ჭაბუკის სიცოცხლე გადაეჩინა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ბიჭი უკვე დაჭრილი იყო და ბევრი სისხლიც დაეკარგა. აფხაზი თანამემამულე ზურგზე მოიკიდეს ჩვენმა ბიჭებმა და დიდ მანძილზე ატარეს, ვიდრე სამედიცინო პუნქტამდე არ მიაცილეს. ამ ამბის შემდეგ, თავად განსაჯეთ, ჯერ კიდევ არის თუ არა ჩვენს ახალგაზრდებში შემორჩენილი ტარიელისა და ავთანდილის სული", - მოგვითხრობდა ბატონი მიხეილი.

- ახლა კი თქვენ მიერ მომზადებული ციკლიდან "ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ" შევთავაზოთ მკითხველს ფრაგმენტი ცნობილი მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი გადაცემიდან, რომელიც 1997 წელს გავიდა რადიოეთერში.

KARIBCHE"გოდერძი ჩოხელი: - სევდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. არ ვიცი, შეიძლება ბავშვობიდან, რაღაც ისეთი სევდიანი ბავშვობა მქონდა. შეიძლება იმის შეცნობიდან, რომ "ერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა", და ამის გამო სევდა სულ თან დამდევს. მჯერა, რომ არის იმქვეყნიური ცხოვრება, სული არც კვდება და არც იბადება. სული რომ იბადებოდეს, მაშინ მოკვდება კიდეც. სული მარადიულია, ღვთიურია, ღმერთმა ჩაგვბერა და როგორ შეიძლება, რომ ღმერთის სული კვდებოდეს? ამიტომაც არის, ადამიანი როდესაც კვდება ფიზიკურად, მისი სული განაგრძობს ღვთის საუფლოში არსებობას.

ყველა ადამიანს აქვს შიში ბოლო სასამართლოსი. ყველა შიში სიკვდილის შიშიდან მოდის, რომელიც სწორედ ის სასამართლოს შიშია, აი იქ, რა იქნება...

- გოდერძი, თუ არ ვცდები, სტუდენტი იყავი, როდესაც მოვიდა დიდი წარმატება. ვფიქრობ, ეს არ არის შემთხვევითი.

- ეს ჩემი დამსახურება არ არის, ვინაც შემქმნა, იმანვე დამიწერა ალბათ იღბალი...

- თქვენ როდის იგრძენით, რომ უნდა აგეღოთ ხელში კალამი და თქვენი ფიქრი ფურცელზე გადმოგეტანათ, რამდენი წლის იყავით მაშინ?

- სტუდენტი ვიყავი, პირველ კურსზე, და სცენარი უნდა დამეწერა კინოფილმისთვის.

- ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული?

- აუცილებლობით იყო და ხედვითი ფიქრი დავიწყე. კინო მაინც მოითხოვს სახიერად დაინახო ის, რაც უნდა გადაიღო. უნდა დაინახო, ფორმა უნდა მისცე. აი, ასე დავინახე და მე ვამჩნევ, ალბათ თქვენც მიგიქცევიათ ყურდღება, რომ ჩემი მოთხრობები ხატოვანია, თითქოს ჩანს, რაც ხდება.

- "ადამიანთა სევდაში" თქვენ წერთ: გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობააო. როგორ ფიქრობთ, გოდერძი ჩოხელმა უკვე წაგვიკითხა ყველა მოთხრობა?

- იმ მოთხრობებს ალბათ ვერც ამოვწურავ და არ ეყოფა ერთი გოდერძი ჩოხელი, ძალიან ბევრი გოდერძი ჩოხელი უნდა დაიბადოს, თუნდაც მარტო რაც გუდამაყრის ხეობაშია, ისინი რომ ჩვენამდე მოვიდეს...

ახლა გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული, "ბალახის ცხოვრება" ჰქვია. აი, გაზაფხულზე ბალახი რომ იბადება და ამოდის... ეტყობა, ბავშვობის დროს ვაქცევდი ამას ყურადღებას და მერე აქ, ქალაქში ნელ-ნელა მეც მიმავიწყდა სხვებივით ეს ბალახი. იქ სხვაგვარი განცდა იყო ბალახის მოსვლისა. 8 თვე ბალახი არ ჩანს, მიწა არ ჩანს, მერე სადღაც, სადღაც, სადღაც გაჩნდება გაზაფხულის პირზე თოვლი და რაღაც ღინღლა ბალახი იბადება და აი, ეს ხომ იმედია... და რისი იმედია, იცით? იმისა, რომ ღმერთთან ახლოს ხარ. ღმერთმა ოდესღაც პირველად როცა შექმნა, აი ასე შექმნა ალბათ ბალახი და ასე აღმოაცენა მიწიდან და ყველაფერი ისევ ისე მეორდება.

ჩემი ლექსები ზეპირად არ ვიცი, მაგრამ ეს რატომღაც დამამახსოვრდა:

"თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ,
როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
თვალები არ ამომთხაროთ, - ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ,
თორემ იქნება თვალები საიქიოშიც დამჭირდეს,
უთვალოდ მნახოს დედამა, ცხარე ცრემლებით ატირდეს"...

ამ ლექსში საიქიოს იმედია, რომ აქ ჩემი სიკვდილით არ მთავრდება და იქაც გაგრძელდება ადამიანური ხედვა. აქ არის მონატრება, რომ იმქვეყნად ვნახო დედა.

საერთოდ, მე ეს აზრი მაწუხებს, რომ იმქვეყნად გაგრძელება როგორი იქნება, იქ გაგრძელდება ჩემი მახსოვრობა თუ არაფერი გაგრძელდება. სულს თუ დაავიწყდება აქაური ყველაფერი და აღარც დედა დამხვდება მე იქ და აღარც ახლობლების სითბო, ეს გაგრძელება აღარ იქნება და ის ჩემი სული კი არა, სულ სხვა სული იქნება. გაგრძელება მახსოვრობაშია და დედის სახე ამ ლექსში იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩემი დიდი სურვილია, იქ ყველაფერი გაგრძელდეს. მე ერთი სული მაქვს, იმქვეყნად ის ადამიანები ვნახო, რომლებიც აქ მიყვარდა და ჩემს სულში სხვანაირი კვალი დატოვეს.

- გოდერძი, ალბათ ეს გარდაუვალია, რომ ასე იქნება, შენც მამა ხარ, ორი ვაჟის მამა.

- კი, სანამ მამა გავხდებოდი, თითქოს სიკვდილი არ იყო ჩემთვის ისეთი ტრაგიკული, როგორიც დღეს არის. ჩემს ერთ მოთხრობაში სიკვდილი ლამაზად მყავს გამოყვანილი, სიკვდილი და სიცოცხლე ტყუპი ძმები არიან, ორივენი ღვთის შვილები არიან.

- ერთგან წერთ, "სიკვდილიც ხომ სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა". ეტყობა, სანამ მამა გახდებოდით, მართლაც იოლად უყურებდით სიკვდილს.

- ძალიან იოლად ვუდგებოდი, რადგან ისეთი ტრაგიკული არ იყო ჩემთვის, იგი ჩვენი ცხოვრების გაგრძელებაა იმქვეყნად, ჩვეულებრივი რიტუალია, რომელიც ღვთის ნებით ხდება, შეიძლება ღვთის ნებას ტირილითა და განცდებით შეხვდე? მახსოვს, რეზო ინანიშვილი მეჩხუბებოდა: "ნუ კლავ, ბიჭო, შენს გმირებს ასე ხელაღებით, ჯერ შეგვაყვარებ მათ, მერე კი უცებ გაიმეტებ, თითქოს არაფერიო". მე მასაც ასე ვუხსნიდი, სიკვდილი და სიცოცხლე ორივე ღვთის შვილები არიან და ორივე ლამაზია-მეთქი. ბატონ რეზოს, როდესაც ამას მეუბნებოდა, ღმერთმა უმრავლოს და, უკვე შვილიშვილები ჰყავდა და ამ ქვეყნისკენ დიდი რაღაცა ეწეოდა. მე მარტოკა ვიყავი მაშინ და არაფერი არ მეწეოდა. მერე, როცა მეც შვილები შემეძინა, სხვაგვარი დამოკიდებულება გამიჩნდა ამ საკითხისადმი. აი, ახლობლებს რომ ტანჯვას აყენებ შენი სიკვდილით, ამქვეყნად ეს არის ძნელი.

- შენს შვილებს თუ გამოჰყვათ რაიმე შენი დიდი სევდიდან?

- კი, გამოჰყვათ და ესეც ძალიან მამწუხრებს, ორივენი სევდიანი ბიჭები არიან. სევდას გაძლება უნდა. არ ვიცი, სადღაც წავიკითხე თუ მე თვითონ მოვიფიქრე, სევდა ჩემი ძმა არის. ისე ვართ ერთმანეთს შეგუებულნი მე და სევდა, მის გარეშე აღარც შემიძლია, სევდა მიმართულებას მაძლევს, ადამიანურ სახეს არ მაკარგვინებს, არ მაკეთებინებს ბოროტებას და წარმართავს ჩემს ცხოვრებას. სევდას გულში გატარება უნდა, ამიტომ ბევრი ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. სიკეთე იდენად მადლიანია, ერთი სიკეთე მილიონ ბოროტებას ანადგურებს და ისე ბრწყინავს, როგორც ბრილიანტი ან ციცინათელა ღამეში.

- ალბათ ამ ციცინათელას ვერ შევადარებდით სიკეთეს, თუ არ იქნებოდა ბოროტება...

- რა თქმა უნდა, ღმერთმა ეს გენიალურად მოაწყო. მართალია, ღმერთი არ უშვებს ბოროტებას, მაგრამ ადამიანის ბუნებაში ჩადო ის, რომ შენ შეგიძლია ბოროტებაც აკეთო, ანუ ამის უფლებაც მისცა ადამიანს და იმის გაგების უნარიც, რომ ბოროტება უფსკრულისკენ და ჯოჯოხეთისკენ წაგიყვანს.

- გოდერძი, ღირს კი ამ ქვეყანაზე მოსვლა?

- ნამდვილად ღირს...

- თუნდაც პეპელასავით 3 დღით, არა? ზოგჯერ ხომ წუთი მთელ ცხოვრებას უდრის.

- სამი დღითაც ალბათ, ან თუნდაც ერთი საათით აახილო თვალი და დედის სახე და თვალები იხილო, თუნდაც ამისთვის ღირს ამქვეყნად მოსვლა...

- შვილები თუ დაგისჯიათ როდისმე?

- გავბრაზებულვარ მათზე, მაგრამ ისე, რომ დამესაჯოს, არ მახსოვს. ვცდილობ, ჩემი მეგობრები იყვნენ ისინი. ხშირად, მარტოკა რომ დავრჩები და გამახსენდება, როგორ გავუბრაზდი მათ და მათი სევდიანი თვალები გამახსენდება, მერე ასეთი ფიქრები მომდის: ისინი ხომ ბავშვები არიან და ღვთის წინაშე გადიან ბავშვობის პერიოდს, იქ მე რატომ უნდა ჩავერიო, რატომ ვუყვირო და რატომ უნდა გამოვიყენო მათზე ჩემი ძალაუფლება?

- როგორ, თავის ნებაზე უნდა მიუშვა?

- უნდა აუხსნა, რა არის კარგი და რა - ცუდი და შეეცადო, კარგისკენ წაიყვანო. ალბათ, მომავალში როცა შევხვდებით, უფრო ნაკლებს ვილაპარაკებ სევდაზე და მეტს იმედზე, სიხარულზე, კარგად ყოფნაზე. ხალხს გულს კი არ დავუსევდიანებთ, პირიქით, გავამხიარულებთ. მერწმუნეთ, ესეც შემიძლია.

- და გუდამაყრის დიდი წიგნიდან აუცილებლად ერთ ახალ მოთხრობასაც მოგვიტანთ?

- შევეცდები, რომ მოთხრობა დავწერო, დიდი ხანია აღარ დამიწერია არაფერი და მგონი წერაც გადამავიწყდა.

- შენ ხომ პირობა დადე, ერთ ზრაპარს დავწერო?

- ჰო, ადრე პირობა კი დავდე, მაგრამ ხშირად ვერ ასრულებ კაცი პირობას და ამ შემთხვევაში ვერ შევასრულე, ისე კი მგონია, რომ ყველაფერი რაც დამიწერია, ერთი დიდი ზღაპარია...

ყველას დაგლოცავთ, დავლოცავ მთელ საქართველოს და ჩვენს მომავალს. "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვაი იგი იყო ღმერთთან..." აი, რაღაცნაირად, ჩემთან დამოკიდებულებაში ეს სიტყვები ახლოს არის, იმიტომ რომ მე ვარ ჩოხის წმინდა გიორგის ყმა, ჩვენი სალოცავი უძლიერესი სალოცავია მთაში. ამბობენ, როდესაც წმინდა გიორგი წმინდა ნაწილებად დაიშალა, ჩოხელებს ერგოთ სალოცავად ენა და მათი წმინდა გიორგი არის ენა. სიტყვა ენით გამოითქმის და ამიტომაც არის ძალიან ძლიერი სალოცავი და ჩოხელი რასაც იტყვის, მისი ლოცვაც და წყევლაც სრულდებაო. მე მინდა, რასაც ვერ ვიტყვი და ვერ გამოვთქვამ სიტყვით, ჩემი სალოცავი წმინდა გიორგი ხომ ენაა და აი, იმან დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!"

- დავასრულეთ ფრაგმენტი რადიოგადაცემიდან "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ". თქვენ, როგორც გადაცემის ავტორს, მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ჟურნალის მკითხველს საშუალება მიეცა გაეხსენებინა, ზოგს კი პირველად მოესმინა დიალოგი გოდერძი ჩოხელთან, რომელიც 14 წლის წინ არის ჩაწერილი.

- მახსენდება, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გავიდა, ზესტაფონიდან რედაქციაში მოგვაკითხა მამა იაკობმა (ჭოხონელიძემ). მოძღვარი ისე აღაფრთოვანა გოდერძის საუბარმა, მწერალთან შეხვედრა გვთხოვა. ჩვენ ეს სურვილი შევასრულეთ და ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. როდესაც გოდერძის ძალიან შემოაწვებოდა სევდა, მამა იაკობი ცდილობდა, გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან.

- პირადად თქვენ როგორი დაგამახსოვრდათ გოდერძი ჩოხელი?

- გოდერძი 1976 წელს ბიჭვინთის ჟურნალისტთა და კინემატოგრაფისტთა სახლში გავიცანი როგორც გამარჯვებული ფილმის ("ადგილის დედა") ავტორი და რეჟისორი. ახალგაზრობის წლებიდან ყოველთვის გულჩათხრობილი, სევდიანი და მორიდებული მახსოვს გოდრძი ჩოხელი. ამასთან, ყველასგან გამორჩეული თავისი პატიოსნებითა და გულწრფელობით. ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ყველა სიტყვას გულში გაატარებდა. ღვთისნიერი კაცი იყო და ამიტომაც არ მისცა მას ღმერთმა იმის უფლება, თვითონვე გამოეტანა განაჩენი თავისი თავისთვის და ამ სოფლიდან მაშინ გაიყვანა, როცა ეს ღვთის ნებით უნდა მომხდარიყო.

- მადლობას მოგახსენებთ საუბრისთვის და თქვენი დახმარებით, ვფიქრობთ, მომავალშიც გავაცნობთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს იმ საუკეთესო გადაცემებს და აუდიოჩანაწერებს, რომლებიც რადიოს ოქროს ფონდშია დაცული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler