უწმინდესის სურვილია, თითოეული ემიგრანტი დაუბრუნდეს საქართველოს
უწმინდესის სურვილია, თითოეული ემიგრანტი დაუბრუნდეს საქართველოს
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჩეხეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თხოვნის გათვალისწინებით , ორ წელზე მეტია, ქალაქ პრაღაში წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოდან ჩასული სასულიერო პირები აღავლენენ. აღდგომის დღესასწაული მათთვის მეტად უჩვეულო აღმოჩნდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, იქაურ ქართველებს აღდგომის დღესასწაული სიონის ტაძრის დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ და ამავე ტაძრის მგალობლებმა მიულოცეს.

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღდგომის დღესასწაული ჩეხეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან აღვნიშნეთ, - მიამბობს მამა შალვა, - სითბო და სიყვარული ვიგრძენი მათგან. ტრადიციული სტუმარმასპინძლობა გაგვიწიეს და სამშობლოში დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კოსტა აბესაძეს და ალექსანდრეს, საქართველოს ელჩს ჩეხეთში ქალბატონ ნინო ნაკაშიძეს. მათი ხელშეწყობით შევძელით მოვფერებოდით ჩვენს ემიგრანტებს და მოგველოცა წმინდა ადგილები. ძალიან თბილად შეგვხვდა ჩეხეთის მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, პრაღაში მახლდა ორი მგალობელი - ლაშა ზაალიშვლი და გიორგი წამალაშვილი. გვინდოდა, წითელ პარასკევს იქაურ ტაძარში ქართულად გვეგალობა. ღვთისმსახურება ჩეხურად, რუსულად და ქართულად მიდიოდა. ჩვენს მგალობლებს რამდენიმე საგალობელი აგალობეს. წირვის ბოლოს კი ქართული მრავალჟამიერიც აჟღერდა. რადგან აღდგომის წირვაზე ბევრი ხალხი უნდა მოსულიყო, სადღესასწაულო მსახურება წმინდა ნიკოლოზის სახელობის მოზრდილ ტაძარში შესრულდა. ადრე ეს ტაძარი მართლმადიდებლური ყოფილა. გარკვეული დროის შემდეგ კათოლიკეების ხელში აღმოჩნდა. მათგან იქირავეს ეს ტაძარი და აღდგომის მსახურება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აღვნიშნეთ.

მსახურების დაწყებამდე ტაძრის ეზოში ქართველები გველოდებოდნენ. ქართულმა ხალხურმა ხმატკბილმა სიმღერებმა გარშემო ქართული სული დაატრიალა. ჩეხეთის მთავარეპისკოპოსმა ნება დაგვრთო და ჩვენმა მგალობელმა ლაშა ზაალიშვილმა ზიარების წინა ლოცვები ქართულად წაიკითხა. მთავარეპისკოპოსმა მომცა უფლება, რომ წირვის განმავლობაში ქართველებისგან აღსარებები მიმეღო, თან მსახურებაში ვიღებდი მონაწილეობას - ასამაღლებლებს ვამბობდი. ვაკმევდი კიდეც. ლიტანიობის დროს ჯვარი და რიპიდები ქართველებს დაგვაჭერინეს. სახარება მე მეკავა. ჩვენთან ერთად წირავდნენ რუსი, ბერძენი და ჩეხი სასულიერო პირები. ბოლოს, ქართულადაც ვიგალობეთ "ქრისტე აღსდგა". "ქრისტე აღსდგას" ჩეხეთის მთავარეპისკოპოსი ამბობდა რუსულად, ბერძნულად და ქართულად. ძალიან თბილად განეწყო ჩეხეთის მთავარეპისკოპოსი ჩვენ მიმართ. მრევლის უმეტესობა ქართველები იყვნენ. წირვის დასრულების მერე მთავარეპისკოპოსმა გვატრაპეზა, სუფრას ქართული ხალხური, კლასიკური სიმღერები და საგალობლები ამშვენებდა. ჩეხეთის მთავარეპისკოპოსმა უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მოიხსენია ჩვენი უწმინდესი. ბრძანა, - ქრისტიანობის ბურჯია საქართველოს პატრიარქი, ასეთი სულიერი წინამძღვარი დედამიწაზე არავის ჰყავსო. იქ ყოფნის დროს უწმინდესი დავალაპარაკე ტელეფონით. იმდენად განიცადა უწმინდესთან საუბარი, რომ თვალზე ცრემლი მოადგა.

ნატრაპეზევს მცირედ დავისვენეთ და საღამოს ქართველებს საელჩოში შევხვდით. საოცარი სითბო გამოხატა ჩვენს მიმართ ელჩმა, ქალბატონმა ნინო ნაკაშიძემ. ძალიან თბილად ექცევა ქართველ ემიგრანტებს. მშობელი დედა შვილებს ალბათ ისე ვერ მიხედავს, როგორც ქალბატონი ნინო პატრონობს ჩვენებს. ჩვენთან შეხვედრას განსაკუთრებით ქართველი სტუდენტები ელოდნენ. თვალებგანათებულნი გვიყურებდნენ. ბევრი ქართველი დადის ეკლესიაში, აღსარებას აბარებს ჩეხ მოძღვრებს, თუმცა უმეტესობა მაინც მოძღვრის - აღსარების, ზიარების გარეშეა დარჩენილი.Pძალიან ბევრი ისეთი ქართველი ვაზიარე, რომლებიც არ ყოფილან საერთოდ ნაზიარები. აღდგომის ბოლო კვირის მარხვა თითქმის ყველას ჰქონდა შენახული.

გამგზავრების წინ უწმინდესმა მითხრა, - ყველა ქართველი აზიარე, ვინც აღსარებას ჩაგაბარებსო. იმდენად ზრუნავს პატრიარქი ყველა ქართველისთვის, განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფთათვის, რომ მთხოვა, მეტი სითბო გამომეხატა მათ მიმართ. უწმინდესის სურვილია, თითოეული ემიგრანტი დაუბრუნდეს საქართველოს.

***
პრაღა ულამაზესი ქალაქია, მაგრამ აბსოლუტურად ურწმუნო ხალხი ცხოვრობს. თითქოს უფალი გააქრეს თავიანთი ცხოვრებიდან.

როცა უწმინდესმა შემომთავაზა პრაღაში წასვლა აღდგომის დღესასწაულზე, ეს იყო ჩემთვის სასიხარულოც და მტკივნეულიც, იმიტომ, რომ ჯერ საქართველოს გარეთ ამ დღეს არსად ვყოფილვარ. აღდგომა ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია. მაგრამ ემიგრანტები ისეთი სიყვარულით შეგვხვდნენ, რომ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. რაც ეკლესიაში მოვედი, ერთი მიზანი მაქვს ცხოვრებაში - ღვთის წინაშე ვიყო მართალი და სუფთა. უწმინდესმა დამასხა ხელი მღვდლობაზე და მინდა ბოლომდე ვიყო ჩემი აღთქმის ერთგული. უფალს ვთხოვ, მამსახუროს პატიოსნად, მღვდლობიდან მხოლოდ იმ სარგებელს ველოდები, რომ ჩემი სული ცხონდეს და მღვდლობა ჩემთვის სასჯელი არ გახდეს.

KARIBCHE

მამა შალვა ჩეხეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტობასთან ერთად

დიდი მადლობა პრაღაში მცხოვრებ ქართველებს. მინდა დავლოცო ყველა ქართველი, ვინც უცხოეთში ცხოვრობს. იქ რომ ხარ, უფრო ხვდები, რა არის ქართველობა და ვინ ხარ, რა მოვალეობა გაკისრია.

მგალობელი ლაშა ზაალიშვილი: - ძალიან გამიხარდა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა შალვას გავყევით სიონის ტაძრის მგალობლები. ძალიან თბილად შეგვხვდნენ იქაური ქართველები. მთავარეპისკოპოსმა სიყვარულით მიგვიღო. სააღდგომო ლიტურგიის დროს უპირატესობა მოგვანიჭა ჩვენ, ქართველებს. ლიტანიობისას ჯვარი და რიპიდები დაგვაჭერინეს ხელში. ზიარების წინ ლოცვებიც ქართულად წაგვაკითხეს. დიდი მადლობა საქათველოს ელჩს ჩეხეთში, ქალბატონ ნინო ნაკაშიძეს, რომელიც ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება ქართველებს, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარული აქვს ჩვენი ქართველი სტუდენტების მიმართ. მადლობა კოსტა აბესაძეს - ამ ადამიანში დავინახე დიდი სიყვარული პატრიარქის მიმართ. ქართულ სიმღერებს რომ ვმღეროდით, იქაურ ქართველებს ცრემლი სდიოდათ. იქაური ქართველ სტუდენტებთან ახლაც ურთიერთობა გვაქვს. საქართველოში რომ ჩამოვლენ, უწმინდესთან უნდა მივიყვანოთ დასალოცად - მათ ძალიან უყვართ უწმინდესი. ძირითადად პატრიარქის, საქართველოსა და ჩვენი ეკლესიის ირგვლივ ვსაუბრობდით. მამა შალვამ ჩაიბარა აღსარებები და აზიარა ქართველები. მამა შალვამ ძალიან შეაყვარა თავი ყველას და შეძლო მათი გაერთიანება. სტუდენტები ვეღარ ელეოდნენ, შინაც კი დაპატიჟეს. 5 საათის განმავლობაში შეკითხვები არ შემწყდარა. იგრძნობოდა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევა მეტ მადლს გვანიჭებდა. მოთხოვნა არის, რომ ჩეხეთში მუდმივად მსახურობდეს ქართველი სასულიერო პირი. ეს საკითხიც მოგვარდება და იქაურ ქართველებს ეყოლებათ ქართველი მოძღვარი.

პროტოპრესვიტერის, მამა გიორგი ზვიადაძის ლოცვა-კურთხევით ჩვენი გუნდი ორი წელია შეიქმნა. ძირითადად გალობენ კონსერვატორიის სტუდენტები. გუნდის ხელმძღვანელი თავად გახლავართ. თავიდან 7-8 კაცი ვიყავით. ახლა 30-მდე ვართ. როცა თავიდან მოგვისმინა უწმინდესმა, გვითხრა, - ძალიან კარგად გალობთ, მაგრამ ცოტანი ხართო. მას შემდეგ მოხდა სასწაული და თავისით მოვიდნენ მსურველები. დიდი ბედნიერებაა უწმინდესთან ახლო ურთიერთობა. ვგალობთ ღმერთის და უწმინდესის სიყვარულით. ძალიან დიდი ადამიანია ჩვენი პატრიარქი. ჩეხეთში ყოფნის დროს იგრძნობოდა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მისი მადლი, სიყვარული გვაძლიერებდა და გვაერთიანებდა. მე კონსერვატორიაში, მაგისტრატურაში ვსწავლობ. ყოველთვის მინდოდა მეგალობა ტაძარში და უფალმა შემისრულა ეს ნატვრა. ჩვენთან გუნდში არიან 16-18-20 წლის ყმაწვილები. პატარები ეუფლებიან ქართულ გალობას. ჩვენს გუნდს გვერდით უდგას სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მოძღვარი მყავს. დიდი მადლობა სიონის საკათედრო ტაძრის გამგებელს, დედა ბარბარეს. მან ჩვენი გუნდის თითოეული წევრის სიხარული და პრობლემა იცის, გვერდით გვიდგას და გვეხმარება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler