რატომ ვცდილობთ ძალაუფლების წარმოჩენას, როცა გაჭირვებულისგან რაიმეს ვყიდულობთ?
რატომ ვცდილობთ ძალაუფლების წარმოჩენას, როცა გაჭირვებულისგან რაიმეს ვყიდულობთ?
– რა ღირს კვერცხი? ჰკითხა ქალმა.
– 5 ლარი 10 ცალი! უპასუხა მოხუცებულმა გამყიდველმა.
– 15 მომეცი 5 ლარად და წავიღებ, თუ არა და არ მინდა!
– კარგით, წაიღეთ, დღეს ვერაფერი გავყიდე ჯერ...
ქალმა გამოართვა ლამაზად ჩალაგებული კვერცხები და მანქანისკენ გაეშურა გამარჯვებული სახით. მოგვიანებით რესტორანში წავიდა თავის მეგობართან ერთად, 90 ლარის შეუკვეთა, უამრავი საჭმელი ხელუხლებელი დატოვეს, გადახდისას 100 ლარიანი მიაწოდეს, ხურდა დაიტოვეო თავი გამოიჩინეს...

ეს ინციდენტი შეიძლება სასიამოვნოა რესტორანის მფლობელისთვის, მაგრამ მტკივნეულია მოხუცებული გამყიდველისთვის...

რატომ ვცდილობთ ძალაუფლების წარმოჩენას, როცა გაჭირვებულისგან რაიმეს ვყიდულობთ? და რატომ ვხდებით სულგრძელები იქ, სადაც ამას არც მოითხოვენ და არც სჭირდებათ?....
ბეჭდვა
1კ1