უფალს ყველაზე ძალიან უყვარხართ
უფალს ყველაზე ძალიან უყვარხართ
არჩილ ალექსიშვილი მეტად ემოციურ თემას ეხება და ასეთ პოსტს აქვეყნებს:

უდედმამოთა სახლში მყოფმა პატარამ ასფალტზე დედა დახატა და ასე ჩაეხუტა. დედისადმი პატივისცემის ნიშნად კი ფეხზე გაიხადა.

მოგენატრა დედიკო?
იქნებ სულ არც გინახავს,
დამერწმუნე შენს სიყვარულს,
მუდამ გულში ინახავს.

ალბათ შეეშალა ხელი,
მას არავინ ამართლებს,
დაბრუნდება დედიკო და,
კვლავ სითბოთი აგავსებს.

თუკი აღარ არის ქვეყნად,
სამოთხიდან დაგლოცავს,
დიდი ძალა და მადლი აქვს,
მშობელ დედის დალოცვას.

მე არ განვსჯი არავის,
გაგინათდეთ გონება,
მუხლს მოგიყრით,
ამ პატარებს, აუხდინეთ ოცნება.

...არჩილ ალექსიშვილი...

მსურს ყველა მიტოვებული ბავშვის მშობლებმა წაიკითხონ ეს პოსტი და მათი ტკივილი დაინახონ, ღმერთით შეცვალონ ყველაფერი და ჩაიხუტონ თავიანთი პირმშო გულში, რანაირი მატერიალური სიდუხჭირეც არ უნდა ჰქონდეთ, მსგავსი რამ არასოდეს გააკეთონ, შვილის გულში ჩაკვრა ყველა არსებულ პრობლემას დააძლევინებს მშობლებს, ეს გააკეთეთ და უფალი გაგაზრდევინებთ არ მიგატოვებთ არასდროს.
ბეჭდვა
1კ1