"კომანის გულწითელა თეთრი მტრედი"
"კომანის გულწითელა თეთრი მტრედი"
"კომანის გულწითელა თეთრი მტრედი" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა დადგა - კ. მარჯანიშვილის თეატრის მცირე დარბაზში მაყურებელმა შთამბეჭდავი სანახაობა იხილა.

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.

სპექტაკლი მოგვითხრობს აფხაზეთის ომის დროს სოფელ კომანში მღვდელმონაზონ ანდრიასა (ყურაშვილი) და იური ანუას დახვრეტის ამბავს, მათ თავგანწირვას, რაც ქართულ-აფხაზური ერთსულოვნების სიმბოლოდ იქცა.

სისხლიანი დაპირისპირების მიუხედავად, ორი ერის შვილებმა, ქართველმა მამა ანდრიამ და აფხაზმა იური ანუამ არ მიატოვეს ეკლესია, ომში ურთიერთთანადგომით სიკვდილს მშვიდად ჩახედეს თვალებში და ამ გმირული ნაბიჯით ქართველთა და აფხაზთა მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა დაამტკიცეს.

სპექტაკლის თემა - სინანულია, რაც აფხაზი მეომრების საქციელიდან ჩანს. ისინი ხვდებიან, რომ ამ უსამართლო ომს სრულიად უდანაშაულო ადამიანები და მათ შორის - სასულიერო პირებიც ეწირებიან.

"საზოგადოება უნდა გაეცნოს კომანის ტრაგედიის უნიკალურ ისტორიას, რომელიც თვალნათლივ ადასტურებს ქართველი და აფხაზი ერების ერთსულოვნებას, მტრობისა და დაპირისპირების აბსურდულობასა და შერიგების პერსპექტივებს. კომანის ისტორია ჩვენს პლანეტაზე მშვიდობისა და ჰუმანიზმის განმტკიცების საქმეში თავის მოკრძალებულ და ღირსეულ როლს შეასრულებს", - ამბობს პროექტის ავტორი ოთარ პერტახია.

პიესის ავტორები არიან ოთარ პერტახია და ირაკლი სამსონაძე, რეჟისორი - სოსო ნემსაძე, მხატვარი - მირიან შველიძე, კომპოზიტორი - გოგი ჩლაიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მერაბ ბრეკაშვილი, დავით ველიჯანაშვილი, პაატა კიკვაძე, ნიკა წერედიანი, თენგიზ ჭუმბაშვილი.

პიესის ავტორი ოთარ პერტახია: - კომანის ტრაგედია თავისი არსით ძალიან მასშტაბური თემაა და კარგა ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. საქმე ეხება ეთნოკონფლიქტს, რაც ასე აქტუალურია დღევანდელი მსოფლიოსთვის. აფხაზეთის ომის დროს კომანში მომხდარმა ტრაგიკულმა ეპიზოდმა, ზოგადად, სისხლიანი დაპირისპირების აბსურდულობა აშკარა გახადა. სინამდვილეში რა მოხდა? აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირების დროს (არაფერს ვამბობ, ვისი ხელით აირია მონასტერი!) ორმა ადამიანმა - ქართველმა მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია ყურაშვილმა და აფხაზმა ქველმოქმედმა იური ანუამ - საერთო ენა გამონახა მაშინ, როდესაც აფხაზები და ქართველები დაუნდობლად ხოცავდნენ ერთმანეთს, მხოლოდ ამ ორ ადამიანს აეხილა ჭეშმარიტებაზე თვალი, ორივემ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო - თავის თავზე აიღო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და უკიდურესი განსაცდელის დროს, როცა მტერი კომანის ასაღებად შემოიჭრა, არც ერთმა არ მიატოვა სოფლის ეკლესია. მტკიცე იყო მათი რწმენა ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ამ რწმენას უერთგულეს საკუთარი სიცოცხლით.

მამა ანდრიას სიკვდილის წინ ნათქვამი ფრაზა დაპირისპირებულ მხარეებს და საერთოდ, ყველა ადამიანს მოუწოდებს საყოველთაო მშვიდობის, ძმობისა და სიყვარულისაკენ. ეს ღვთის მიწაა, - იყო მამა ანდრიას პასუხი მკვლელის შეკითხვაზე, ვისი საკუთრებაა ეს მიწა, რომელზეც დგახართ, ქართველების თუ აფხაზებისაო. მამა ანდრიამ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეთნოკონფლიქტი სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა და ომის უაზრობაც ნათელი გახადა. რადგან ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ, გასაყოფი და სამტროც არაფერი გვაქვს. მართლაც, მამა ანდრიამ ამ პასუხით საუკუნეებს გადააბიჯა. პიროვნების ღვაწლს, ალბათ, იმდენად აქვს მნიშვნელობა, რა კვალს ტოვებს თანამედროვეთა ცნობიერებაში, მისი სიდიადის ერთ-ერთი მიმანიშნებელი უდავოდ არის ის ფაქტი, თუ რა ძალით ზემოქმედებს მოწამებრივი აღსასრული არა მხოლოდ მოყვარეზე, არამედ თვით მტერზეც. ცნობილია, როგორ იმოქმედა ამ შემზარავმა მკვლელობამ ამ დანაშაულის ჩამდენ "ბოევიკებზე". და განა შეიძლებოდა ეს ამბავი ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო? რა თქმა უნდა, არა! ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემას ეხმიანება და, გარდა ამისა, მასში ყველა ადამიანი, განურჩევლად ეროვნებისა, თავისთვის სასარგებლო მარცვალს აღმოაჩენს. აქვე დავამატებ, რომ ჩვენი სპექტაკლი გმობს ომს, სისხლისღვრას, ფანატიზმსა და, ზოგადად, ძალადობას, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ, ეს არის ჩვენი - მოქალაქეთა და ხელოვანთა მტკიცე პოზიცია.

რეჟისორი სოსო ნემსაძე: - სოხუმის თეატრი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამწუხაროა, რომ მას ისეთივე მძიმე ხვედრი ერგო, როგორიც სოხუმის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც დატოვეს საკუთარი ქალაქი... ამიტომ ყველა ქართველ რეჟისორს, მსახიობს განსაკუთრებული რიდი აქვს ამ თეატრის მიმართ. ჩვენი მიზანია, გვერდით დავუდგეთ ამ თეატრს.

- რატომ გადაწყვიტეთ ამ თემაზე სპექტაკლის დადგმა?

KARIBCHE- სპექტაკლის იდეის ავტორი გახლავთ ოთარ პერტახია, სოხუმელი დრამატურგი, რომელმაც კარგად შეისწავლა ის მოვლენები, რომლებიც ეხება მამა ანდრიასა და იური ანუას მოწამებრივ აღსასრულს. ამიტომაც გადაწყვიტა მათ შესახებ შექმნილიყო პიესა, რაც შემდეგ სოხუმის თეატრის სცენაზე განხორციელდა. როდესაც პიესას ვდგამთ გმირებზე, ხშირად ის მხოლოდ ქრონიკას ემსგავსება და მხატვრულ გადაწყვეტაში ბევრი რამ იკარგება.Aბატონ ოთართან ერთად პიესაზე იმუშავა დრამატურგმა ირაკლი სამსონაძემ. ამიტომ მივიღეთ განსხვავებული ტიპის ნაწარმოები - როცა მამა ანდრიას და იური ანუას ხვრეტენ "ბოევიკები", შემდეგ ხდება ამ ფაქტის მრავალჯერადი ინტეგრირება. ჩვენთვის თავად მოვლენის სიმძაფრის გამოხატვაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პიროვნული პორტრეტის წარმოჩენა. ზუსტი პიროვნული პორტრეტის შექმნა რთულია. იური ანუა წარმოშობით აფხაზი იყო და მისი აზროვნება და ხედვა იყო ისეთი, როგორიც ჭეშმარიტ აფხაზს უნდა ჰქონდეს. მან არ გაიზიარა სეპარატისტული აზროვნება, რომელიც იმ პერიოდში დამკვიდრდა აფხაზეთში. მამა ანდრია არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს სასულიერო პირი. ამ მაგალითებზე გვაქვს ძირითადად ყურადღება გადატანილი.

- როგორ შეძელით ამ ყველაფრის სცენაზე გადმოტანა?

- დიდი მადლობა თეატრის მმართველს, ბატონ მერაბ ბრეკაშვილს. მან მოგვცა ამ ნაწარმოების დადგმის საშუალება. სპექტაკლის მხატვარი, მირიან შველიძე ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო თეატრალური მხატვარია, რუსთაველის თეატრში უამრავი სპექტაკლი აქვს დადგმული. კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ სპექტაკლისათვის საოცარი მუსიკა შექმნა. გარდა ამისა, ცნობილმა ლიტველმა კომპოზიტორმა გედრიუს პუსკუნიგისმა სრულიად უსასყიდლოდ მოგვცა უფლება, გამოგვეყენებინა მისი ერთ-ერთი კომპოზიცია. სპექტაკლში ხუთი მსახიობი მონაწილეობს. ეს არის საკმაოდ მამაკაცური სპექტაკლი.

პირველ ნაწილში ხატი არ ფიგურირებს და ერთ-ერთი ძირითადი მოვლენის, მამა ანდრიას მკვლელობის სცენის შემდეგ გამოჩნდება. ეს არის პირობითად ის ეკლესია, რომელიც აღადგინა იური ანუამ საკუთარი სახსრებით. ეს დეკორაცია პირობითად წარმოადგენს არარეალურ სამყაროს. მოქმედებაც არარეალურ სამყაროში ხდება. ჩვენ ვიცით, რეალურად რა სიტუაციაა დედამიწაზე, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ, არ ვიცით, რა გარემოში მოექცევა ადამიანის სული. პირობითად ამ მდგომარეობის გამომსახველია ის, რასაც ჩვენ სცენაზე ვუყურებთ. "კომანის გულწითელა თეთრი მტრედი" არის სიმბოლო და პიესის ავტორები ამ სიმბოლოს უკავშირებენ მამა ანდრიას - მისი გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სისხლი არ შედედდა. თეთრ სუდარაზე წითელი ლაქა გამომხატველია გულწითელა თეთრი მტრედის სიმბოლური მდგომარეობისა. სპექტაკლში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არც ერთი მხარე არ არის დამნაშავე, აქ თვითონ ომი არის ბოროტება. წლებმა ნათლად დაგვანახა, რა ძალაც სჩადის ამ ყველაფერს; ვფიქრობ, აქ ორივე მხარე სრულიად უმწეოა და ის, რასაც ისინი ზეიმობენ, არის მხოლოდ ნიშანი დამარცხებისა. შეუძლებელია ომში რომელიმე მხარე იყოს გამარჯვებული. ძირითადი აქცენტი ამ მოვლენაზე გვაქვს გადატანილი. არ შეიძლება ვზეიმობდეთ საკუთარი დედის, დის, მამის და მეუღლის გარდაცვალებას. გვინდა, რომ ამ სპექტაკლმა თავისი სათქმელი თქვას. არ ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას, ხალხს იმ მდგომარეობას, რაშიც ახლა ვიმყოფებით, ვგულისხმობ დაკარგულ ტერიტორიებს. მინდა, ჩემს სიცოცხლეში სოხუმში ჩავიდეთ და ეს წარმოდგენა იქცეს ისეთსავე ისტორიულ ფაქტად, როგორიც პიესაში მოთხრობილი გმირები.

მსახიობი დავით ველიჯანაშვილი: - მეტად ორიგინალური პიესაა. არასოდეს მითამაშია ასეთ სპექტაკლში. მით უმეტეს, ასეთ საფრთხილო თემასთან არ მქონია შეხება. ჩემი როლი გამოკვეთილად უარყოფითია, რუსი სამხედროსი, რომელიც უხეშად ერევა აფხაზის და ქართველის ურთიერთობაში. ის ისე აკეთებს ყველაფერს, როგორც მას სურს.

მსახიობი ნიკა წერედიანი: - მე ვთამაშობ აფხაზი დაურ ზუხბას როლს. ის იმ აფხაზთაგანია, რომელიც ამ ვანდალიზმს წინ აღუდგება, გამოესარჩლება მამა ანდრიას და იური ანუას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს შეცვლის. ყველაზე დიდი სინანული მომხდარისადმი ამ ადამიანს აქვს, თან აცნობიერებს იმას, რომ თავად ომიც არ უნდა მომხდარიყო. დაურ ზუხბა მამა ანდრიას სულის წინაშე ინანიებს ამ ყველაფერს, აღიარებს თავის ცოდვებსაც, იმასაც, რომ არასწორ ომში მონაწილეობს, ითხოვს პატიებას. სწორად მოაზროვნე ახალგაზრდაა და ბევრ სასიკეთოს გააკეთებდა, რომ არა აფხაზეთის ომი, მყარ ნაბიჯს გადადგამდა ქართველებისა და აფხაზების საკეთილდღეოდ.

სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. საკუთარ თავზე გადავიტანე ომი. იგივე პოზიცი მაქვს, რაც ჩემს პერსონაჟს. დასანანია, რომ ასეთი რამ მოხდა. სიზმარში გვგონია თავი. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ და რაც გვქონდა, ის დიდი განძი, აფხაზეთის სახით, აღარ გვაქვს. ჩვენი სისხლი და ხორცი იყო და აღარ არის, დაიკარგა...

მერაბ ბრეკაშვილი (თეატრის მმართველი, მსახიობი): - ჩვენი თეატრი წარმოდგენებს მართავს კოტე მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას. ჩვენ არ გვაქვს საკუთარი შენობა, სცენა...

ჩემი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პერსონაჟი იყო ჩვენი საუკუნის გმირი, უდიდესი პიროვნება, ქველმოქმედი იური ანუა, აფხაზი, რომელსაც აფხაზი ჰყავდა მამა, დედა კი ქართველი და ქართულ-აფხაზური ერთსულოვნების წარმომადგენელია. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთი როლის თამაში.

ტაძარი, რომელიც აღადგინა იური ანუამ, ერთ-ერთი უძველესი ტაძარია აფხაზეთში. იქვე, კომანში, არის წმინდა ვასილისკოს წყარო.

მსახიობი თენგიზ ჭუმბაშვილი: - დიდი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელი ვარ. ორი წლის წინ იქ დაგვირიგეს წიგნები, სადაც მამა ანდრიას ცხოვრება და მოღვაწეობა იყო აღწერილი. რამდენჯერმე წავიკითხე, რათა უკეთ გამეცნო მამა ანდრიას პიროვნება.Eეს ჩემი პირველი მნიშვნელოვანი როლია. ამ როლმა დამაკავშირა მამა ანდრიას ტრაგიკულ ბედთან და ასევე მის პიროვნებასთან, მისი აზროვნების თავისებურებასთან. ძნელია, განასახიერო სასულიერო პირის, მამა ანდრიას როლი, რომელსაც გამორჩეული ცხოვრება ჰქონდა. ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ და მეორე მხრივ, ძალიან მიჭირს როგორც მსახიობს, პიროვნებას მის წმინდა ცხოვრებაში ჩემი ხედვით მიახლოება. სპექტაკლში არ არის ის როგორც პერსონაჟი, არის როგორც არსება, რომელიც მონაწილეობს ამ ტრაგედიაში. სპექტაკლში ჩანს, რომ მამა ანდრია არის სიმბოლო, ამ ტრაგედიის მონაწილე პერსონაჟების სულიერი სამყაროს რაღაც წერტილი. ზოგი აგნებს ამ წერტილს და სურვილი აქვს, სიმართლის მარცვალი საკუთარ თავში მოძებნოს, ზოგი, პირიქით, სცდება ამ გზას. უდიდესი პასუხისმგებლობაა სასულიერო პირის როლის განსახიერება. მჯერა, მამა ანდრიას ლოცვა შეგვეწევა და უფალი ხელს მოგვიმართავს. თუნდაც ერთი პროცენტით მაინც რომ მივაღწიო იმას, რაც მამა ანდრიამ განიცადა, ბედნიერი ვიქნები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler