ასტროლოგიური ცრუ წინასწარმეტყველება
ასტროლოგიური ცრუ წინასწარმეტყველება
ყოველი გონიერი არსება თავისუფალი არსებაც არის
წმინდა იოანე დამასკელი თავის ცნობილ თხზულებაში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა" ციტირებას უკეთებს წმინდა ბასილი დიდს და შემდეგნაირ დახასიათებას აძლევს ატროლოგიას: "ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ვჩადით გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ზოგს კი სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არ ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არ გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება თავისუფალი არსებაცაა".

ასტროლოგიით მომავლის წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც აქტუალურია. ბევრი მას ამა თუ იმ ადამიანის პიროვნულ ნიშან-თვისებათა განმსაზღვრელ მეცნიერებათა დონეზე აღიქვამს, ზოგიც ასტროლოგიური ჰოროსკოპის ერთთვიან თუ ერთკვირიან მომავლის წინასწარმეტყველებას უთანხმებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

მართლმადიდებელ ქვეყანაში მცხოვრებ ასტროლოგს რომ ჰკითხოთ, რომელ სარწმუნოებას აღიარებს, უფრო ხშირად გიპასუხებთ: "მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ". ჩნდება კითხვა: თუ ასეა, ეკლესია, რომელსაც იგი ფორმალურად განეკუთვნება, რატომ უარყოფს ასტროლოგიას? უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქაში ასტროლოგია მორწმუნეთა მიერ აღიქმებოდა როგორც ღმერთისგან განდგომა და ბოროტ ძალთა სამსახური. ისრაელში მოგვები, ჯადოქრები და ვარსკვლავთმრიცხველები ჩაქოლვით ისჯებოდნენ. უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით გვაუწყებს ბაბილონის სამეფოს დაღუპვას მისი უწმინდურობის, მაგიისა და ვარსკვლავთმრიცხველობის მიმდევრობის გამო: "გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ". შემდეგ წმინდა წინასწარმეტყველი ჯადოქრობის უსუსურობას წარმოაჩენს: "იდექი შენ ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებაზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნებ ზარი დასცე, აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისაგან! აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა დაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან" (ესაია 47,11-14). წმინდა ავგუსტინე იმის მიზეზად, თუ რატომ შედიან დემონები ადამიანებთან კონტაქტში ასტროლოგიის საშუალებით, შემდეგს გვაუწყებს; "იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუ წინასწარმეტყველებების საშუალებით ადვილად შეძლებს განგვაშოროს ღმერთისაგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარსკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებებსა და აზრებს. ხოლო როდესაც მიღებული იქნება ეს რწმენა, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ, ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ ჩვენი შეცოდებებისათვის, რადგან გავიმართლებთ თავს ვარსკვლავთა მოქმედების გარდაუვალობით, ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავადანაშაულებთ ამაში ღმერთს, როგორც ბოროტების შემოქმედს... და სწორედ მაშინ მტერი (ეშმაკი) მოხერხებულად შეძლებს ჩვენს დაუფლებას და ჯოჯხეთის ფსკერზე ჩათრევას".

იწყება ახალი აღთქმის ეპოქა და მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იგმობა კიდეც ასტროლოგია და სხვა ცრუ სწავლებები. შუა საუკუნეების ცნობილი ასტროლოგი იოანე აგარიკი თავისი წარმწყმედელი სწავლების გავრცელებისათვის ეკლესიისგან განკვეთეს და ანათემას გადასცეს. ასტროლოგები დუმილით უვლიან გვერდს ბიბლიის მრავალ ადგილს, რომლებშიც იგმობა გრძნეულება და ოკულტიზმი, მათ შორის - მისნობა ვარსკვლავების მიხედვით. მათ გამოაქვთ უგუნური, უცნაური დასკვნები იმის შესახებ, რომ თვით შობა ქრისტესი დამოკიდებული იყო ვარსკვლავური სიტუაციისგან. თუმცა კი წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე, წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი, რომლის ეპისტოლეები ნამდვილად, უტყუარად არის მიჩნეული რაციონალისტების მიერაც კი, წერს, რომ ბეთლემის ვარსკვლავი, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, იყო ანგელოზებრივი ძალა. ვერც ერთი ვარსკვლავი ვერ დაადგებოდა ბეთლემს, იმ ადგილს, სადაც ქრისტე იშვა. ეს იყო გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი, მაგრამ არსად წერია, რომ მან განსაზღვრა ბედი. ბეთლემის ვარსკვლავი იყო ანგელოზის ნიშანი, დამმოწმებელი ძველ წინასწარმეტყველებათა აღსრულებისა, და სრულებითაც არ შეადგენდა ვარსკვლავიერი რუკის ელემენტს. არც ერთი წმინდა მამა არ განმარტავს სახარების ამ ადგილს ასტროლოგიური აზრით.

ასტროლოგიაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება თეორიას ბედისწერის შესახებ. ქრისტიანობა კი არ აღიარებს სწავლებას ბედისწერის შესახებ, რადგან სინამდვილეში ყოველივეს მართავს ღვთის განგება ადამიანის თავისუფალი ნების გათვალისწინებით.

ასტროლოგები პირადი ჰოროსკოპების შედგენისას ითვალისწინებენ სულთა გადასახლების, ეგრეთ წოდებული მეტაფსიქოზის თეორიას. ასტოლოგებს სწამთ თეორია ადამიანთა წინა ცხოვრების შესახებ. ქრისტიანული სწავლების თანახმად, მეტაფსიქოზის თეორია ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, რადგან წმინდა წერილში, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში, გარკვევით და ნათლადაა გადმოცემული, რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ევლინება ამ ქვეყანას და მისი მიწიერი ცხოვრების ეს ხანმოკლე პერიოდი განსაზღვრავს მარადიულ ტანჯვას ან ნეტარებას.

მეტაფსიქოზის თეორიის გასამართლებლად მოჰყავთ ასევე ადგილი მათეს სახარებიდან, სადაც მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე ეუბნება გარშემომყოფთ: "თუ გსურს შეწყნარება, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს" - ზოგიერთი განმარტავს, თითქოს ეს არის ელია თეზბიტელის სულის რეინკარნაცია იოანე ნათლისმცემლის სხეულში. ანალოგიურად იმოწმებენ ლუკას სახარებას, სადაც იოანე ნათლისმცემელზე ნათქვამია: "ის ივლის მის (უფლის) წინაშე ელიას სულით და ძალით" (ლუკა 1,17). წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილებს შემდეგნაირად განმარტავს, რომ იოანე ნათლისმცემელი ელიად იწოდება არა პირდაპირი აზრით, არამედ სიმბოლურად, რადგან ელიასა და იოანეს შორის დიდი მსგავსებაა მათი მსახურებისა და მისიის მიხედვით: იოანე ნათლისმცემელი მქადაგებელი და წინამორბედია ქრისტეს პირველი მოსვლისა, ხოლო ელია თეზბიტელი მქადაგებელი და წინამორბედი იქნება (ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად) ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ამიტომ მაცხოვარი არ ამბობს პირდაპირ - იგი ელიააო, არამედ: "თუ გსურთ შეწყნარება, იგია ელიაო". თუ გსურთ გულისხმისყოფით და ლმობიერი გულით შეწყნარება იოანეს ქადაგებისა, შეიწყნარეთო მისი სიტყვა, როგორც ელიასი, რადგან მოსულია ელიას ძალით და სულით.

ბოროტსაც შესწევს უნარი სწორად გამოიცნოს ადამიანის ხვალინდელი დღე
რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ასტროლოგიური წინასწარმეტყველება მაინც მართლდება? ჩვეულებრივ, ამგვარი პროგნოზირება ისეთი ფორმით ხდება, რომ მათში მითითებული მოვლენები - შეხვედრები, უსიამოვნებები, ავადმყოფობა, შემოსავლის მიღება, ნივთის დაკარგვა - როდისმე აღსრულდება ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, რომ კონფლიქტი მომივიდეს სამსახურში თანამშრომელთან ან მოულოდნელად დამეხმაროს ვინმე, შეიძლება დამტანჯოს ავადმყოფობამ, მერე კი ან გამოვჯანმრთელდები, ან მოვკვდები. მაგრამ ასტროლოგია არც მთლად ასეთი უბოროტო ხუმრობაა. საერთოდ, არსებობს წინასწარმეტყველება ღვთის მიერ მიცემული ადამიანზე და არსებობს ცრუ წინასწარმეტყველება ეშმაკის მიერ შეთხზული. ბოროტსაც შესწევს უნარი, სწორად გამოიცნოს ადამიანის ხვალინდელი დღე. Nნუ დაგვავიწყდება, რომ ის თავის დროზე სინათლის ანგელოზი იყო და შემდგომ ცოდვით დაეცა, დაკარგა სინანულის მადლი და ეშმაკად, კაცობრიობის მტრად იქცა. ის ცდილობს, ადამიანის გონებაზე გავლენა მოახდინოს და სხვადასხვა საგნის მეშვეობით მომავლის გაგების არასწორ და ცრუ გზას დაუქვემდებაროს. ამიტომ ის ადამიანს ისეთ ცრუ წინასწარმეტყველების პროდუქტს აწვდის კიდეც, რაც ასრულდება, რათა ამით გავლენა იქონიოს მასზე.

ბევრი თვლის, რომ ასტროლოგიის მიმდევრობით სიკეთეს ემსახურება, არადა, როგორც ნახეთ, იგი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას, ამ დროს საჭიროა გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან" (მთ. 7,15).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.09.2018
საქართველოში რობოტ სოფიას გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
26.07.2018
ალექსი მოსიაშვილმა ფეიბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი ნებართვით ამ
25.07.2018
"მოუშუშებელი ტრაგედია," ასე ახასიათებენ ათენში, ატიკის აღმოსავლეთით "მატი"-ში ხანძრის მიერ გადაბუგულ ზონებს,
25.07.2018
ვუძღვნი ჩემს მოძღვარს, ფოთის საკათედრო ტაძრის
25.05.2018
მხატვარი რეზო ადამია მეცნიერთა იმ ჯგუფს პასუხობს, რომელთა მსჯელობის საგანი ის გამხდარა, თუ რა ენაზე მეტყველებდა მაცხოვარი:
24.05.2018
აქეთ ხალხი დარჩა, საფლავები კი იქით
ბერშუეთი გორის რაიონის სოფელია, რომელიც მხოლოდ წარსულის ტკბილი მოგონებებით ცხოვრობს...
22.05.2018
ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოთ, მშრომელი კაცი, რომლის შესახებაც ფეისბუქზე ყვებიან: გოჩა მუკბანიანი: არ შემეძლო არ დამეწერა...
10.05.2018
დეკანოზი სერაფიმე დანელიას მოგონებებიდან:
,,ჩვენს პრაგმატულ დროში ადამიანები იშვიათად თუ მიმართავენ წმინდანებთან ცოცხალ
06.05.2018
მამა ზაზა, მამა ანტონ გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ სიცოცხლეს. ღმერთმა შეიწიროს თქვენი ღვაწლი ქართული ეკლესიის, სამშობლოს და მრევლის წინაშე.
25.04.2018
ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე როინაშვილმა არაერთი ახალგაზრდა შემოიკრიბა და აზიარა ფოტო-ხელოვნების საიდუმლოებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
"არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს",