რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ესპანეთში ათეისტები "ათეისტური ნათლობის" ტრადიციას ნერგავენ
მადრიდი. გაზეთ El Mundo-ს ცნობით, ანდალუზიელი ათეისტები ცდილობენ ესპანელების ცხოვრებიდან აღმოფხვრან რელიგიური ცხოვრების წესი. მათ უკვე მოიპოვეს ე.წ. სამოქალაქო "ნათლობის" უფლება. ასეთი რიტუალის ჩატარებისას ბავშვს უკითხავენ ამონარიდებს ადამიანის უფლებების ევროპული დეკლარაციიდან და ქვეყნის კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს, ხოლო "ნათლიები" საზეიმოდ დებენ ფიცს, რომ ბავშვს აღზრდიან დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების სულისკვეთებით. რიტუალი კულტურის სახლში ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა 2 წლის წინ გახმოვანდა და ამ დროისთვის მხოლოდ 15 ბავშვია "მონათლული".


ალჟირში კვლავ აუქმებენ ქრისტიანულ ტაძრებს
ალჟირი. საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doors-ის განცხადებით, ალჟირში კვლავ დაიწყო ქრისტიანული ტაძრების დახურვის კამპანია. პროვინცია ბედჯაიში ხელისუფლებამ 7 ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ამავე ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო ორი თვის მანძილზე გახშირდა ქრისტიანების საწინააღმდეგოდ მიმართული სხვადასხვა ტიპის ქმედებები, მათ შორის დაპატიმრება. ალჟირის ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას 2006 წელს მიღებული კანონით ამართლებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოში იკრძალება მუსულმანურის გარდა ნებისმიერი სხვა რელიგიის რიტუალის ჩატარება.

2008 წელს მსგავსი კამპანიის ჩატარებისას 26 ქრისტიანული ტაძარი დაიხურა.
ბეჭდვა
1კ1