საპარლამენტო მონარქიის პირობებში გამორიცხულია სახელმწიფოს მეთაურის დიქტატურა
საპარლამენტო მონარქიის პირობებში გამორიცხულია სახელმწიფოს მეთაურის დიქტატურა
მმართველობის სხვა ფორმებთან შედარებით, მონარქიულ მმართველობას ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს საქართველოში.

არახელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-შენარჩუნება ქართველ მეფეთა მთავარი საზრუნავი იყო. მეზობელი სახელმწიფოების აგრესიასთან ერთად, საშინაო სეპარატიზმიც უნდა დაეძლიათ. იმპერიათა ჭიდილში სახელმწიფო ხელისუფლების მაქსიმალური ცენტრალიზაციის მიღწევა აბსოლუტური მონარქიის შესანარჩუნებლად, ბუნებრივია, არ იყო ადვილი.

ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვანი დინასტიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას მოჰყვა. რუსეთის მონარქიულ იმპერიაში საქართველოს იძულებითმა ინკორპორირებამ საუკუნეზე მეტხანს (116 წელი) გასტანა, ვიდრე 1917 წლის სოციალისტური რევოლუციის შედეგად რომანოვების დინასტია არ დაემხო. პროფესორ ჯ. ხეცურიანის მოკვლევით, XX ს-ის II ნახევარში ომების, რევოლუციებისა და გადატრიალებების შედეგად მონარქიული მმართველობა გაუქმდა 10-ზე მეტ ქვეყანაში და დამკვიდრდა საპარლამენტო-დემოკრატიული რესპუბლიკები (იტალია, საბერძნეთი), სახელმწიფოებრიობის სოციალისტური ფორმა (ბულგარეთი, რუმინეთი, იუგოსლავია), აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ავტორიტარული მმართველობის საპრეზიდენტო რესპუბლიკები შეიქმნა (ეგვიპტე, ლიბანი, ერაყი, იემენი, ირანი, ეთიოპია, ავღანეთი).

1918-1921 წ.წ-ში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. სამწლიან დამოუკიდებლობის აღდგენას არ აღუდგენია ქვეყანაში მონარქიული მმართველობა, რადგან, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის თანახმად, სახელმწიფო მმართველობის ფორმად რესპუბლიკური წეს-წყობილება დამყარდა.

1921 წლის 25 თებერვლიდან რუსულმა საბჭოთა იმპერიამ მეორედ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და საქართველოში 70-წლიანი კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კი მონარქიის აღდგენაზე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მეტად დაზარალდა - ამ 20 წლის მანძილზე თავისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი დაკარგა.

ჯონი ხეცურიანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოში მმართველობის რესპუბლიკური ფორმის ყველა სახეობის მონაცვლეობა მოხდა, რაც დამახასიათებელია ტრანსფორმირებადი ქვეყნისთვის, რომელიც ტოტალური რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლას ცდილობს. არსად მომხდარა, რომ სახელმწიფოს მმართველობის ფორმისა თუ მისი სახეობების შეცვლას, თუნდაც ყველაზე დემოკრატიულით, მყისიერად გამოეწვიოს საყოველთაო კეთილდღეობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და დემოკრატიული წყობილების დამყარება. მთავარია, სახელმწიფოს მმართველობის სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე იყოს დაფუძნებული. თუ რა ფორმისა და სახეობის იქნება იგი, ეს სხვადასხვა ფაქტორთან ერთად დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიული განვითარების თავისებურებებზე".

საზოგადოების ერთი ნაწილი სახელმწიფოს მოწყობის ფორმად კვლავ მონარქიის აღდგენას ხედავს. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას მხარს უჭერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

"მმართველობის ესა თუ ის ფორმა ყალიბდება ისტორიული, ეკონომიკური, სოციალური, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური და სხვა ფაქტორების გავლენით. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საზოგადოების განვითარების ამა თუ იმ ეპოქას მმართველობის ესა თუ ის ფორმა შეესაბამება. მაგალითად, ფეოდალიზმის ხანაში გავრცელებული იყო მონარქიული მმართველობა, თანამედორვე პერიოდისთვის კი უფრო დამახასიათებელია რესპუბლიკური მმართველობა, მაგრამ საგულისხმოა ერთი გარემოებაც: თუ ადრე განსხვავება რესპუბლიკურსა და მონარქიულ მმართველობას შორის გამოხატავდა განსხვავებას საზოგადოების, მისი პოლიტიკური წყობის, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, დღეს მონარქიული მმართველობის შენარჩუნება სულაც არ ნიშნავს ამ ქვეყნების ნაკლებ დემოკრატიულობას რესპუბლიკურთან შედარებით, იგი მხოლოდ მოწმობს სახელმწიფოში პოლიტიკური ტრადიციების სიმყარეს, მეტიც, მონარქია მიჩნეულია ერის გაერთიანებისა და კონსოლიდაციის ინსტიტუტად.

რა მდგომრეობაა ამ მხრივ მსოფლიოს ქვეყნებში?

მონარქიული მმართველობა შენარჩუნებულია თანამედროვე სახელმწიფოთა მნიშვნელვან ნაწილში ან როგორც ისტორიული ტრადიციებით მიღებული მემკვიდრეობა (რაც დამახასიათებელია დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის), ან ფეოდალიზმისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის არქაული ფორმების გადმონაშთების გავლენით (დამახასიათებელია, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის მონარქიული სახელმწფოებისთვის)".

დღეს არსებული სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მმართველობის მონარქიული ფორმაა, მათ შორის "დიდი რვიანის" 3 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია), ნატოს წევრი 26 ქვეყნიდან 8 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, დანია) და ევროკავშირის წევრი 27-დან 7 ქვეყანაში (ბელგია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, დანია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი). 1931 წელს ესპანეთში დაამხეს მონარქია, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომი და გენერალ ფრანკოს დიქტატურა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1975 წელს მეფედ გამოაცხადეს ხუან კარლოსი, 1978 წლიდან კი ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია და ესპანეთში კვლავ საპარლამენტო მონარქიის მმართველობა დამყარდა.

დაბოლოს, საინტერესო იქნება მოვისმინოთ მეცნიერისგან არგუმენტები, რომლებიც საქართველოში გაამართლებს საპარლამენტო მონარქიის აღდგენას:

"როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნავენ, საქართველოში მეფის ხელისუფლება არასოდეს ყოფილა დესპოტური ერთმმართველობა. მეტიც, საქართველოს ისტორიაში არ იყო სხვა სახეობის მმართველობის შემოღების ცდები, კერძოდ, მე-12 საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 1185 წელს, თამარ მეფის დროს, მეფის ერთ-ერთი ვაზირის, მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ ასლანის დასი გამოვიდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც სახელმწიფო მმართველობის შეცვლის სავსებით გამოკვეთილი პოლიტიკური პროგრამა წარმოადგინა. ყუთლუ ასლანის პროგრამით გათვალისწინებული იყო წარმომადგენლობითი ორგანოს - კარვის შექმნა, რომელსაც კანონების მიღების და უზენაესი მართლმსაჯულების განხორციელების განსაკუთრებული უფლებამოსილება ექნებოდა, მეფის ხელში კი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება დარჩებოდა. თანამედროვე სამეცნიერო კრიტერიუმებს თუ მოვიშველიებთ, ცხადი გახდება, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს საპარლამენტო მონარქიის დამყარება ჰქონდა განზრახული. ეს ისტორიული ფაქტი გაოცებას იწვევს იმდენად, რამდენადაც იმდროინდელ მსოფლიოში არც იდეის და, მით უმეტეს, არც პრაქტიკის თვალსაზრისით, საპარლამენტო მონარქიას ანალოგი არ მოეძებნება. ინგლისში, რომელიც პარლამენტარიზმის აკვნად ითვლება, თავისუფლების დიდი ქარტია ზემოაღნიშნული ფაქტიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1215 წელს მიიღეს, ხოლო პირველი პარლამენტი 40 წლის შემდეგ, 1265 წელს შეიქმნა. სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების ცნობილი თეორეტიკოსები: ჯონ ლოტი და მონტესკიე ამ ფაქტიდან თითქმის 4 საუკუნის შემდეგ დაიბადნენ. მართალია, ყუთლუ ასლანის პროგრამა სრულად ვერ განხორციელდა და საქართველოში კვლავ აბსოლუტური მონარქიის მმართველობა გაგრძელდა, მაგრამ ორივე მხარემ დათმო და მეფის ხელისუფლება შეიზღუდა.

საქართველოში მონარქიის აღდგენა, უპირველესად, იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ქართველ ხალხს არასოდეს უთქვამს უარი მონარქიულ მმართველობაზე. ამ საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარებულა და შესაბამისად, არც ხალხის ნება გამოხატულა იმ ფორმით, რომელსაც სამართლებრივი მნიშვნელობა ექნებოდა.

საქართველოში მონარქიული მმართველობა გაუქმდა უცხო ქვეყნის - რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და ანექსიის შედეგად, ამიტომ მონარქიული მმართველობის აღდგენა გარკვეულ სამართლებრივ კავშირს აღადგენდა დღევანდელ და 1801 წლამდე არსებულ ქართულ სახელმწიფოებრიობას შორის, შექმნიდა ქართული სახელმწიფოებრიობის უწყვეტობის განცდას, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში აღარ იქნებოდა სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის ინსტიტუტი. საპარლამენტო რესპუბლიკის დროს სახელმწიფოს მეთაური არის მონარქი, რომელიც უვადოდ იკავებს ამ პოსტს და მისი შეცვლა შეიძლება მხოლოდ ტახტის მემკვიდრობის წესით, ამასთანავე, ტახტის მემკვიდრეს, მომავალ მონარქს ამზადებენ სახელმწიფოს მართვისთვის, ზრდიან ეროვნული სულისკვეთებით და ქვეყნისთვის თავდადებული სამსახურისთვის, ამდენად, მონარქი არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებზე და უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის მემკვიდრეობითობას. მონარქი უშუალოდ არ არის მმართველი, მას ძირითადად მორალური გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, რეალურად ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, მთავრობა, მონარქი დგას პოლიტიკურ უთანხმოებებზე მაღლა და ასრულებს ნეიტრალური არბიტრის როლს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ამდენად, საპარლამენტო მონარქიის პირობებში გამორიცხულია სახელმწიფოს მეთაურის დიქტატურა ან ტირანულ მმართველად გადაქცევა. პირიქით, სახელმწიფოს მეთაური - მონარქი მოწოდებულია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ უკანონოდ არ მიითვისოს სახელმწიფო ხელისუფლება".

მეცნიერი გამოთქვამს იმედს, რომ მეფე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სეპარატიზმის დაძლევის გარანტი გახდება სახელმწიფოში, რომელიც ხელს შეუწყობს სარწმუნოების, ეროვნული ტრადიციების დაცვას, ენისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რასაც მცირერიცხოვანი ერებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გლობალიზაციის პირობებში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler