ქართველი ემიგრანტის ჩანაწერიდან
ქართველი ემიგრანტის ჩანაწერიდან
ქალაქი, რომელიც 15 ათასზე მეტი ქართველი ემიგრანტის სავანეა...

ქართველი თანამემამულე და ჩვენი მეგობარი ფიქრია კუჭუხიძე ათ წელზე მეტია ემიგრაციაშია... მისი ყოველდღიური ცხოვრება სამშობლოს მონასტრებითაა გაჯერებული. მონატრებით, რომელსაც ინტერნეტის დახმარებით ივსებს. ფიქრია, იტალიაში, ქალაქ ბარში ცხოვრობს. მისი ემიგრანტის დღიური სავსეა ჩანაწერებით... ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ:
-ქალაქი რომელიც ჩემია...მშობლიური გახდა...მიყვარს....ქალაქი სადაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივარ ...მასწავლის...გზას მიჩვენებს...ბევრჯერ დავეცი...ყოველთვის უცხო ხელმა წამომაყენა ფეხზე....ამ სიშორეში ქალაქი სადაც უფლის მადლს გრძნობ....უდიდესი წმინდანის...წმინდა ნიკოლოზის საფლავი...ქალაქი, რომელიც 15 ათასზე მეტი ქართველი ემიგრანტის სავანეა...აქ ყველაფერი მიყვარს....მიმიღო...მაჩუქა..დავკარგე...ვიპოვე....წავიქეცი...უფრო მყარად დამაყენა ფეხზე.... საკუთარივით აქ ნაპოვნი იტალიური ოჯახები...გაყინული როდესაც შედიხარ და სითბოს გჩუქნიან...ყველაფერი შენეული ხდება...ქალაქი...რომელიც არ ვიცი რამდენი წლით მიმასპინძლებს... სტუმრად ჩამოვედი....და ეს სტუმრობა მალე ერთ ათეულ წელს მოითვლის..როდესაც ვიღვიძებ ....არ მეშინია გარეთ გასვლის...რადგან ყველგან ჩემი ადგილი მაპოვნინა...მიყვარს.... ქალაქი რომელმაც ფიქრიას ახალი ცხოვრების ტკბილ მწარე გზა აპოვნინა....მაგრამ არ ჩაკარგა ამ გზის ლაბირინთებში.......ქალაქი სადაც საუკეთესო ადამიანები ვიპოვე....უცნაურებიც....მაგრამ საინტერესოა ყველაფერი.....10 წელია იწერება....და თეთრ გულზე იწერს ქაღალდის ფარატინა ფურცლები......ერთი ემიგრანტის ცხოვრების ისტორიას.....იწერება ეს სტრიქონები და პარალელურ აზრთა განზომილებაში.....მიქრის შეუცვლელი მონატრების ფიქრის მატარებელი.....მენატრება... გენატრება... გვენატრება..........წამგაუწყვეტლად გადასერილი ფიქრის ლიანდაგს......შენსკენ მოყავს ამ მატარებლის თვალცრემლიანი მგზავრი......გამარჯობა ჩემო საქართველო.....ის წამი მახსენდება შეშინებულმა რომ უკანმოუხედავად დავტოვე შენი მწვანე მთა ბარი.....იმ წამს...ჩემთვის ყველაზე სასტიკი განაჩენი ქვია ცხოვრებაში...უკან მოვიხედე ერთი....და წინ შეშინებული თვალებით გავხედე სამყაროს....მაგრამ მზად ვყოფილვარ ამ ბრძოლისთვის....ერთს არ ვპატიობ ჩემს თავს....რატომ ამ ბრძოლისთვის საქართველოში არ დავრჩი..... ვეცადე.......თუმცა.....ცარიელი ხელით დიდხანს ვიჯექი მიწაზე.....გახსენება ტკივილია....გულში ორი სამშობლო ცხოვრობს.....საქართველო და იტალია.....მიყვარს....მიყვარხართ....არ დანებდეთ უიმედობას....ყველაფერი იქნება კარგად.....ქალაქი რომელიც მე ასე მიყვარს დღემდე უთვალავი ქართველის ყოველდღიური მასპინძელია....იკრავს და იკრავს გულში ახალ ცრემლიან თვალებს...ახალ ისტორიებს იწერს გულისპირზე......ახალი დილა გათენდა დღესაც........უფალმა მშვიდობით დაგვიღამოს......

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1