შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ევროპასა და ამერიკაში ეგზომ პოპულარული სანტა-კლაუსის პროტოტიპი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმინდა ნიკოლოზია. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ამერიკელმა პროფესორმა კლემენტ მურმა დაწერა საბავშვო პოემა "წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა". პოემა 1822 წელს გამოიცა და მაშინვე იქცა ამერიკელი ბავშვების საყვარელ წიგნად, ხოლო მისი გმირი, თეთრწვერა კეთილი მოხუცი - დღევანდელი სანტა-კლაუსის წინამორბედად.

***
ახალი წლის პირველი დღე, 14 იანვარი, წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა. ეს წმინდანი საქართველოში გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს. ამ დღისთვის აკეთებენ ჩიჩილაკს, რომელსაც მოფერებით "ბასილის წვერებს" უწოდებენ (ჩიჩილაკი, რომელიც, ტრადიციულად, თხილის ხისგან კეთდებოდა, ნაყოფიერებისა და სიუხვის ქართული სიმბოლოა, ნაძვის ხის ტრადიცია კი გერმანიიდან მომდინარეობს), აცხობენ კაცის მოყვანილობის კვერებს და "ბასილებს" ეძახიან. ამ დღეს ეკლესიაში წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება. ხალხის განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება კაბადოკიელი ეპისკოპოსის მიმართ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი. შესაძლოა იმიტომ, რომ, ერთი ჰიპოთეზის თანახმად, იგი წარმოშობით ქართველი იყო. წმინდა ბასილი დიდს ევედრებოდნენ წლის ბედნიერად წარმართვას, ვაჟიანობასა და საქონლის გამრავლებას.

ძველად ჩვენში შობა-ახალი წლის დღესასწაული ხანგრძლივი ზეიმით აღინიშნებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში კვირას შობიდან ახალ წლამდე "წელშუის კვირა" ეწოდებოდა, თუშეთში - "ქრისტეს წელწადშუ". ამ დროს ლხინში ატარებდნენ. სვანეთში ახალ წელს "ზომხას" ან "კალანდას" უწოდებენ, სამეგრელოში - "ახალ წანას" და "კალანდას". "კალანდას" დღესასწაულობდნენ გურიაშიც. იქ ახალი წლის დადგომისას მამაკაცები გარეთ გადიოდნენ, ქალები კი სახლში ლოცულობდნენ. ისინი შესთხოვდნენ ღმერთსა და წმინდა ბასილის, რომ ამ წელს მათთვის ბედნიერება მოეტანა. ლოცვის შემდეგ კაცები შინ ბრუნდებოდნენ. უფროსს ჩიჩილაკი ეჭირა. მათ კარს მანამდე არ გაუღებდნენ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ მიჰქონდათ "წმინდა ბასილას მობრძანება".

როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს ქრისტიანი
"სიტყვაში ახალი წლის შესახებ" წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ყველაზე მეტად გულს მტკენს ის თამაშობანი, ახალ წელს რომ იმართება... რადგან ამ თამაშობების მონაწილენი მარჩიელობენ და ჰგონიათ, რომ თუკი წლის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამეში გაატარებენ, მთელი წელი ასეთივე იქნება. ყოველმხრივ ბედნიერი წელი მაშინ კი არ იქნება, თუ ახალი წლის პირველ დღეს უგონოდ გამოთვერი, არამედ - თუ პირველ დღესაც და სხვა დღებშიც ღვთივსათნო საქმეებს აღასრულებ. ხოლო თუ უფლისთვის სათნო საქმეებს დაიზარებ და თვის დასაწყისიდან ყოველდღე ბედნიერების მოლოდინში უსაქმოდ იქნები, ვერანაირ სიკეთეს ვერ მიიღებ. ამგვარი საქციელი შეუთავსებელია ქრისტიანულ სიბრძნესთან".

წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "რაკი ახალი წელი წელიწადის დღეთა დასაწყისია, ამიტომ ამ დღეს სულში იმგვარ ზრახვათა, გრძნობათა თუ გუნება-განწყობათა მოკრება გვმართებს, რომელთა მეშვეობითაც მთელი წლის მანძილზე ყოველი საქმის ქრისტიანული ღირსებით წარმართვას შევძლებთ. უმალვე მოვიპოვებთ ამას, როგორც კი ფიქრად გავივლებთ, თუ რა არის სულიერ ცხოვრებაში ახალი წელი. სულიერ ცხოვრებაში ახალი წელია, როცა დაუდევრად მცხოვრები ვინმე ცხონებისა და ღვთივსათნო ყოფისთვის მოშურნეობას შეუდგება, რადგან როცა ამას გადაწყვეტს, მაშინ ყოველი შინაგანი და გარეგანი მასში ხელახლა და ახლებურად გარდაიქმნება, ძველი გაივლის და ყოველივე განახლდება. და თუ შენ გაქვს ეს - განიახლე, ხოლო თუ არა - მოიხვეჭე და შენთვის ახალი წელი დადგება".

წმინდა მამები გვასწავლიან, თუ როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს ქრისტიანი: "თუ გსურს, რომ სარგებელი მიიღო ახალი წლისგან, მოიქეცი ასე: წლის გასრულებისას ჰმადლობდე უფალს, რომ წელთა ამ ახალ წრიულ ბრუნვაში შეგიყვანა: შეიმუსრე გულით, აღნუსხე სიცოცხლის წლები და უთხარი შენს თავს: დღეები მელტვიან, წლები იწურება, ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკვე განვლიე! რა მოვიმოქმედე კეთილი? ნუთუ აქედან უარაფროდ წავალ, ყოველგვარ სათნოებათა გარეშე?! სამსჯავრო კარზეა მომდგარი, სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი სიბერისკენ იხრება! ამგვარად, ვლოცულობთ თუ ვმარხულობთ, ბრალს ვდებთ თუ მივუტევებთ, ვაქებთ თუ ვსაყვედურობთ, შევდივართ თუ გამოვდივართ, ვყიდით თუ ვყიდულობთ, ვდუმვართ თუ ვლაპარაკობთ ან სხვა რამეს ვაკეთებთ, - ყველაფერი მოვიმოქმედოთ ღვთის სადიდებლად".

P.S. გვინდა, ახალი წელი ძველი ქართული წესისამებრ მოგილოცოთ:

შემოვდგი ფეხი,
გწყალობდეთ ღმერთი!
ფეხი ჩემი,
კვალი ანგელოზისა.

ჟურნალ "კარიბჭის" ეს საახალწლო ნომერიც ფეხბედნიერი, ქრისტესმიერი სიყვარულის, სიხარულის, სულიერების მომნიჭებელი ყოფილიყოს ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ყველა ქართული ოჯახისა და სრულიად საქართველოსთვის. ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ, მრავალჟამიერ!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler