ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური ქართული გალობაა
ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური ქართული გალობაა
ქალბატონი ნინო მესხიშვილი ათენში მცხოვრები ერთ-ერთი წარმატებული ემიგრანტია. საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს უცხოეთში მყოფ მომავალ თაობებს უნერგავს და მათ ჭეშმარიტ ქართველებად ზრდის. საქართველოში ანსამბლ "ნეკრესის" ხელმძღვანელი გახლდათ. ამ კეთილშობილურ საქმეს ახლა საბერძნეთში აგრძელებს.

ქალბატონ ნინოს ათენში ქართული კულტურის ცენტრში შევხვდი, სადაც ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მიქაბერიძის დახმარებით ახალგაზრდებს ქართულ ხალხურ სიმღერას, გალობას და, რაც მთავარია, ქართველობას ასწავლის. ამ ქალბატონის მიერ ჩამოყალიბებული მგალობელთა გუნდის დახმარებით, ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ქართული ხმატკბილი საგალობლები ჟღერს.

- ჩემი წინაპრები მესხეთიდან იმერეთში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში ჩასახლებულან. სამი ბიძა და ოთხი მამიდა მყავდა - დიდებულად მღეროდნენ. ბაბუამ, ნიკოლოზმა როცა შეიტყო, მუსიკალურზე ვაბარებდი, გაუკვირდა, მანდ სწავლა ვინ გეიგონაო. ბაბუასაც საოცარი ხმა, შესანიშნავი სმენა და მუსიკალური ნიჭი ჰქონდა. იცით, როგორ გვეთამაშებოდა მამა მე და ჩემს ძმას? დაგვსვამდა, სიმღერას დაიწყებდა, ჩვენც ავყვებოდით. თუ არ მოეწონებოდა, შეგვისწორებდა და გაგვამეორებინებდა. ჩვენს მომავალ მუსიკოსობას ოჯახში ჩაეყარა საფუძველი. შესანიშნავი პედაგოგი მყავდა ჯერ სამუსიკო სკოლაში - ალექსანდრე რჩეულიშვილი, ხოლო შემდეგ, სასწავლებელში - მედეა ფანიაშვილი.

გავიზარდე ძალიან ტკბილ ოჯახში. სიმღერით, ერთმანეთის სიყვარულით. გავთხოვდი და მეუღლის ოჯახიც ზნეობრივად სუფთა დამხვდა. მამამთილი ისე გავიდა ამქვეყნიდან, ჩემთვის შენობით არ მოუმართავს, სახელსაც კი არ მეძახდა - შვილოო, ასე მეძახდა. ორი შვილი მყავს - გიორგი და ხათუნა. გიორგი პროფესიით ეკონომისტია, ხათუნა - ჟურნალისტი, თუმცა ისიც მღერის და ცეკვავს. თავისი პროფესია უყვარს. ყავს კარგი ოჯახი.

ჩემი ეკლესიური ცხოვრება მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) გაცნობიდან დაიწყო. მისი მადლიერი ვარ. მეუფის ლოცვა-კურთხევით დავიწყე გალობა. ამ დროს ლაგოდეხში შექმნილი მქონდა შემდგარი ვაჟთა გუნდი. ჩემი გუნდით მივედი ეკლესიაში. ანსამბლი "ნეკრესი" კი მოგვიანებით ჩამოვაყალიბე მოყვარული მომღერალი ბავშვებისგან.

პირველად ანსამბლი "ნეკრესი" საბერძნეთში ოროპოს სულიწმინდის, პარაკლიტონის სახელობის მონასტრის მღვდელმა, მამა ტიმოთემ მოიწვია. მამა ტიმოთე კარგად იცნობს ჩვენს პატრიარქს, ასევე მეუფე სერგის. ჩვენს ეპარქიაშიც არის ნამყოფი. მამა ტიმოთე ძალიან უყვარს საქართველო. ჩვენს ეპარქიაში სტუმრობისას მოუსმინა "ნეკრესს" და აღფრთოვანდა. მოვლო სრულიად საქართველო, იყო ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს საფლავზე, მოილოცა ვარძიის მონასტერი, მესხეთ-ჯავახეთი, გრემი, ნეკრესი, ალავერდი. ბოლოს, ერთი ღამე ლაგოდეხში გაათენა და ჩვენს ტაძარში დაესწრო წირვას. იმდენად მოეწონა ჩვენი ნამღერი რომ საბერძნეთში დაგვპატიჟა. ეს იყო 2003 წელს. მოვიარეთ მთელი საბერძნეთი. ისეთი ადგილები გვაქვს მოვლილი, რომ ბევრ ბერძენს არ ექნება მოლოცვილი.

ათენში ჩავწერეთ ჩვენი სიმღერების დისკი. ამ ყველაფრის ორგანიზება ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს დაევალა. მერე მოწვევა საფრანგეთიდან, ერთ-ერთი მართლმადიდებლური ტაძრიდან მივიღეთ. 45 დღე ვიმოგზაურეთ ევროპაში, ვიყავით ბელგიაშიც, შემდეგ ისევ საბერძნეთში დავბრუნდით. ჩავწერეთ მეორე სიდი დისკი. იმავე წლის დეკემბერში კვლავ ჩამოვედი საბერძნეთში და დავრჩი კიდეც სამუშაოდ. ბატონმა ავთანდილმა შემომთავაზა ქართულ ცენტრში მუსიკის კლასისთვის მიმეხედა. თავიდან ფოლკლორზე იყო საუბარი, მერე კლასიკურ მუსიკაზე. რამდენიმე ხანში არქიმანდრიტმა თეიმურაზმა (კალანდაძე) მთხოვა, ათენში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ქართულ წირვაზე ქართულად გვეგალობა. სიამოვნებით დავთანხმდი. მადლობა ღმერთს, თანდათან მგალობლები გავმრავლდით. ძალიან შეგვიწყო ხელი ბატონმა ავთანდილმა. შეიძლება ითქვამს, რომ ქართული გალობა ჩვენ დავამკვიდრეთ ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში.

- როგორ შედგა მგალობელთა გუნდი?

- ძირითადად იყვნენ მამა თეიმურაზის სულიერი შვილები. ზოგი სმენით მღეროდა, ზოგი გიტარაზე უკრავდა. ქართული წირვის დროს ორი გუნდი იდგა - ბიჭებისა და გოგონების. ახლა, სამწუხაროდ, შევცოტავდით, ბევრი მათგანი დაოჯახდა. საგალობელს სხვანაირი შესრულება სჭირდება. მიხარია, რომ ქალაქ ნაპლიოში მამა თეიმურაზი პერიოდულად ატარებს ქართულ წირვას. მას გვერდით უდგას ქართველ მგალობელთა გუნდი. ზოგჯერ, როცა არ მცალია, ნატალია უძღვება მგალობელთა გუნდს. მამა თეიმურაზი კრეტაზეც წირავს. ნაპლიოში პირველი წირვა შერეული იყო - მამა თეიმურაზთან ერთად ბერძენი მოძღვარიც წირავდა. ქართული გალობა რომ მოისმინეს, უნდა გენახათ ბერძნების გაოცება. იცით, რა გულისყურით გვისმენდნენ იქაური მგალობლები? ამბიონზე მოძღვარი გამოვიდა და თქვა: თურმე ქალებსაც შეუძლიათ გალობა და რატომ არ შეიძლება, ბერძენმა ქალებმაც იგალობონო.. "რომელი ქერუბიმი" რომ ვიგალობეთ, ერთ ბერძენ მგალობელს ცრემლი წასკდა.

ჩვენი ბავშვები გაჭირვებაში ქართულმა ფოლკლორმა, ქართულმა გალობამ, ცეკვამ გადაარჩინა - აქაც ყველამ უნდა შეინარჩუნოს თავიანთი ქართველობა. ვინც ცოტათი მაინც აზროვნებს, აუცილებლად უნდა აზიაროს შვილი ქართულ კულტურას, სიმღერას, ცეკვას და აუცილებლად ქართულ გალობას. ბერძენი ბიჭებიც დადიან ქართული ხალხური სიმღერების შესასწავლად. დედით ქართველები არიან. სამწუხაროდ, დღეს უცხოეთში იმდენად დიდი ნებაყოფლობითი ემიგრაციაა, რომ ამ ტალღას ვერ გავაჩერებთ და ისღა შეგვიძლია, ქართველ ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუფხავოთ ქართული სული. ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე ათენში ძალიან დიდ, საშვილიშვილო საქმეს აკეთებს. შეიძლება დღეს ისე კარგად არ ჩანს, მაგრამ გავა წლები და ეს ახლაგაზრდები, ბავშვები მიხვდებიან, რამხელა მადლი ტრიალებს ქართული კულტურის ცენტრში, ეს ჭეშმარიტად ქართული სახლია. მჯერა, ბავშვების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. სხვანაირად სულის გადარჩენა შეუძლებელია. ბერძნები ინგლისურად საუბრობენ, ბერძნული თავად არ უნდათ. ბერძნულ ენას ქუჩაშიც ისწავლიან და ის განძი, რაც გვაქვს - სიმღერა, გალობა, ქართული პოლიფონია, ქორეოგრაფია, ქართული სული ქუჩაში არსად მოიძებნება. როცა ქართველი ბიჭები ერთმანეთის გვერდით დგანან და მღერიან, სულ სხვა დამოკიდებულება უჩნდებათYერთმანეთის მიმართ. მამაკაცები სხვანაირი ვაჟკაცები არიან. თუნდაც ერთად რომ ცეკვავენ... ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ პატარა ბიჭებისა... ტაძარში ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნეს, წესიერმა წესიერი იპოვა და ქრისტიანული ოჯახები შექმნეს.

ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური ქართული გალობაა. ბავშვი და ახალგაზრდა ვინც ამას ეზიარება, ის ცუდ ადამიანად არ ჩამოყალიბდება. ჩემს ბიჭებს, "ნეკრესს", აქვს ასეთი სადღეგრძელო - მადლობა უფალს, რომ ქართველებად გავჩნდით, მადლობა უფალს, რომ მართლმადიდებლები ვართ და მადლობა უფალს იმისათვის, რომ უფალმა მგალობლობის ღირსი გაგვხადა და ასე გალობით ვადიდებთ უფალსო. აქ ყველა პირობა არის გალობის გასავითარებლად, რომ ბავშვებმა არ დაივიწყონ თავიანთი ფესვები. მიკვირს ყველა იმ ქართველი დედისა, ვისაც ათენში ჰყავს შვილები და არ აზიარებენ ქართულ კულტურას. გავნადგურდებით, ხალხო! ღვთის შეწევნით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მონაპოვარი ქართული გალობა და წირვა ათენის წმინდა პანტელეიმონის ტაძარში. ჩვენ ისეთ კულტურის პატრონნი ვართ, რომ უფლება არ გვაქვს, დავივიწყოთ და არ განვავითაროთ უცხოეთში ქართველი ბავშვები, მომავალი თაობა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler