დღეს დიდმოწამე ირინეს ხსენების დღეა. ვულოცავთ ყველა ირინეს ანგელოზის დღეს!
დღეს დიდმოწამე ირინეს ხსენების დღეა. ვულოცავთ ყველა ირინეს ანგელოზის დღეს!
წმინდა ირინე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. მან მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტეს სჯულის დასაცავად, ბევრი სასწაული მოახდინა და ათასობით ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
დიდმოწამე ირინეს ნათლია პავლე მოციქულის მოწაფე - ტიმოთე მოციქული გახლდათ. 
წმინდა ირინე სასწაულებრივად გადაურჩა წარმართი მმართველის მიერ მოწყობილ უამრავ განსაცდელს: გველებით სავსე ორმოს, რკინის ხერხებს, რომლებმაც ზიანი ვერ მიაყენა მის სხეულს. სასწაულთა ხილვისას კი მრავალი ათასი ადამიანი გაქრისტიანდა.

შეეწიოს დიდმოწამე ირინეს მადლი ყველა ქრისტიანს.
ბეჭდვა
1კ1