წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძრის მაცხოვრის ხატის სასწაული
წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძრის მაცხოვრის ხატის სასწაული
ათენის ერთ-ერთ ცნობილ ქუჩაზე, ომონიაზე, მდებარეობს წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის საკმაოდ დიდი ზომის ტაძარი. ომონიაზე ქართველები იკრიბებიან - აქ მდებარე ქართული ტურების მეშვეობით ისინი სამშობლოში ოჯახებს არჩენენ.

ტაძარი ფრესკებით და ძვირფასი ხატებით დიდებულად არის შემკული. მოძღვარს გაუხარდა, ქართველს მათი ტაძრისა და საბერძნეთის ეკლესია-მონასტრების მოლოცვა რომ მინდოდა. მითხრა, - თქვენს პატრიარქზე ბევრი კარგი გამიგონიაო. დაინტერესდა საქართველოს გაქრისტიანების ისტორიით. როცა წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ტაძრის მცირე ისტორიის მოყოლა ვთხოვე, მითხრა, რამდენიმე დღის მერე მოდით და წიგნს მოგცემთო. რამდენიმე დღის მერე რა ეხსომება-მეთქი, მაგრამ მითხრეს, ბერძნებს კარგი თვისება აქვთ, რასაც შეგპირდებიან, აუცილებლად გააკეთებენო. დათქმულ დროზე მართლაც დამხვდა და შემისრულა დანაპირები. გამიხარდა და გაკვირვებულიც კი დავრჩი.

წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძრის შესახებ მცირე ცნობები ამ წიგნით გავიგე.

ეს ტაძარი 1871 წელს დაარსდა. ომონიაზე ადრე თურმე იყო მხოლოდ მცირე ზომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც დღეს წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძრის სახელით არის ცნობილი. როდესაც დედოფალ ოლღას უნახავს, ამ პატარა საყდარს რამდენი მომლოცველი ჰყავდა, თავისი სახსრებით დიდი ტაძარი ააშენა პირველი ქრისტიანი ავტოკრატორის, წმინდა კონსტანტინესა და მისი დედის, ელენეს პატივსაცემად. წმინდა კონსტანტინეს და ელენეს ტაძარში არსებობს ასევე ორი პატარა ტაძარი. ერთ-ერთია წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა, მეორე - წმინდა მოწამე ელეფთერისა.

ტაძარში, სხვა ძვირფას ხატებთან ერთად, დაბრძანებულია ეკლიანგვირგვინიანი მაცხოვრის ხატი. ტაძარში ამ ხატის მობრძანებას სასწაულებრივი ისტორია აქვს.

1881 წელს, დიდ ოთხშაბათს, 5 საათზე წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ტაძარში 7-გზის ზეთისცხება მიმდინარეობდა. ამ დროს ეკლესიის გვერდით მდებარე სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ოთახიდან, სადაც მაცხოვრის ხატი იყო შენახული, ბრახუნი გაისმა. ეს ხმა მაცხოვრის ხატის მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. ამ სასწაულის მომსწრე ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა.

3.50 საათზე ერთ-ერთი თანამშრომელი მთავარი მოსამართლის ოთახში საბუთების დასატოვებლად შევიდა. ამ დროს გაურკვეველი ხმა შემოესა. მიმოიხედა - ვინმე ხომ არ არისო. ისიც კი უფიქრია, ბომბი ხომ არავინ დადოო. ამასობაში მოსამართლის მაგიდის უკან დაბრძანებულ მაცხოვრის ხატზე მოუხვდა თვალი - წინ და უკან ისე მოძრაობდა, რომ მაგიდას ეხებოდა და ხმაურობდა. კაცმა თანამშრომლებს უხმო. გაკვირვებულები შესცქეროდნენ ამ სასწაულს. მილიციამაც ჩაატარა გამოკვლევა. ჩაკეტეს კარ-ფანჯრები - ხატი მაინც მოძრაობდა. ეს ამბავი თვალის დახამხამებაში გავრცელდა. დარბაზში მაშინვე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. უმაღლესი სასამართლოს უფროსმა ბრძანა, ხატი არ დაეძრათ ადგილიდან და არავინ შეხებოდა. იგივე ბრძანება გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დაახლოებით 4 საათისთვის მოვიდა უფროსობა და ხატი ისევ მოძრაობდა. ერთმა ბატონმა, სკიადასმა, სცადა, ხელით გაეჩერებინა. ხატი მაინც მოძრაობდა. 5 საათზე მოვიდნენ არქიმანდრიტი თეოქრისტოსი და წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სოფროსინე. მან თქვა, ეს სასწაულიაო. ხატის წინ მრევლმა იგალობა. რამდენიმე ხანში ხატმა ნელ-ნელა გაჩერება დაიწყო. ხატი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მოძრაობდა.

ამ სასწაულის შემსწრე ბატონი ანდრონიკე გადმოგვცემს კიდეც:

- ტაძრის უკან, სასამართლოს შენობის ერთ-ერთ ოთახში, მაცხოვრის ხატი იყო დაბრძანებული. შუადღისას ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება მიმდინარეობდა. ამ დროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხატის მოძრაობა შენიშნა. თავიდან მიწისძვრა ეგონა. შეხედა ჭაღს. არ მოძრაობდა. დაიყვირა, - სასწაულია, მაცხოვრის ხატი მოძრაობსო. დაუძახა იქ მყოფ ხალხს. შემოცვივდნენ დამლაგებელი, ქალბატონი სტელა, მდივანი, ბატონი იკოლაკი და უფროსი მილიციელი. ყველამ ნახა ეს სასწაული. მოძღვრებს უხმეს. მილიციელმა სცადა მაცხოვრის ხატის შეჩერება, თუმცა ის მაინც ირხეოდა. ცოტა ხანში მოვიდნენ სამღვდელონო და მრევლი და ხატი გადააბრძანეს წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ტაძარში. ხალხი იქაურობას მიაწყდა. ტაქსის მძღოლებმაც კი გააჩერეს მანქანები ამ სასწაულის ხილვის გამო და თვალცრემლიანნი შეჰყურებდნენ ხატს. ბუნებრივი მოვლენების ცენტრის დირექტორს თავიდან არ უნდოდა დაეჯერებინა ეს სასწაული და თქვა, რომელიღაცას მაგნიტური ზემოქმედების ძალა აქვს და ის ანძრევს ხატსო.

ერთ-ერთი ვერსიით, უდანაშაულო ადამიანს ასამართლებდნენ და ამ დროს გაინძრა ხატიო. ამბობენ, ეკლის გვირგვინოსანმა მაცხოვარმა ამ უდანაშაულო ადამიანის გამოხსნა იტვირთაო.

დღეს მაცხოვრის ხატი წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ტაძარშია დაბრძანებული. ყველა მომლოცველს შეუძლია მიეახლოს და მისგან წყალობა ითხოვოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler