ისრაელმა როგორც თვითონვე შეამკო ტაძარი ოქროთი, თვითონვე იწყებს ამ ოქროს მოხსნას და ტაძრიდან გატანას
ისრაელმა როგორც თვითონვე შეამკო ტაძარი ოქროთი, თვითონვე იწყებს ამ ოქროს მოხსნას და ტაძრიდან გატანას
სოლომონის ტაძარი
ერთ-ერთი ებრაელი ფილოსოფოსისა და ფილოლოგის შეფასებით, ბიბლიური ოთხეულის - "აბრაამის, ისააკის, იაკობისა და დავითის ნება ყველაფერში თანაშეწყობილი იყო ღვთის ნებასთან, რის გამოც მათი ცხოვრება ეტლს ჰგავდა, რომელსაც უფალი მართავდა".

ღვთივრჩეული ებრაელი ერის მეფეთაგან ტაძრის აგების სურვილი პირველად ქრისტემდე 1000 წლით ადრე გასჩენია ისრაელის სახელმწიფოს გამაერთიანებელსა და იერუსალიმის დამაარსებელს, დავითს, რომლის ბადალი მეფეც არ ახსოვს ამ ქვეყნის ისტორიას.

მეფემ ჩანაფიქრი ნათან წინასწარმეტყველს გაანდო, რომელმაც მოუწონა განზრახვა, მაგრამ იმ ღამით ღვთისგან ეუწყა, ვინაიდან დავითი ისრაელის არმიასაც მხედართმთავრობდა და ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი, ღმერთი არ შეიწირავდა მისგან ტაძრის აშენებას.

ფსალმუნთა შემქმნელ მეფეს, აკრძალვის მიუხედავად, მაინც არ მიუტოვებია ტაძარზე ზრუნვა. იგი დაპყრობილი ქვეყნებიდან წამოღებულ ნადავლს ტაძრის მშენებლობისთვის ინახავდა.

სიკვდილის წინ წმინდა დავითმა ტახტი თავის შვილს, სოლომონს უანდერძა და უკანასკნელად დამოძღვრა იგი. სწორედ სოლომონის სახელს უკავშირდება გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა. დავითის ძეს ხალხმა გამჭრიახი გონებისა და განსწავლულობის გამო სოლომონ ბრძენი შეარქვა. მოგვიანებით მის მიერ აშენებული ტაძარიც სოლომონის ტაძრად მოიხსენიება.

ვესაუბრებით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგის თანაშემწეს, ძველი აღთქმის პედაგოგს გიორგი გვასალიას.

- ბატონო გიორგი, თავდაპირველად, კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ისრაელში სოლომონის ტაძრის აგებამდე არსებობდა.

- იერუსალიმში სოლომონის ტაძრის აშენება უკავშირდება არა თავად ტაძრის აღმშენებელს, არამედ მის წინამორბედს, დავითს, რომლის მეფობის დასაწყისიც იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ციხესიმაგრე სიონი ჯერ კიდევ აუღებელია და იებუსეველებით არის დასახლებული.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ აბრაამს შეხვდება სალემის მეფე მელქისედეკი, რომელიც ასევე ძედ ღვთისა მაღლისად არის წოდებული. ქალაქი სალემი, რომელსაც ის მეთაურობდა, იერუსალიმთან იყო გაიგივებული. მოგვიანებით ამ ადგილას აშენდება იებუსეველებით დასახლებული ციხესიმაგრე სიონი. სწორედ ამ ტერიტორიაზე დააარსებს წმინდა დავითი იერუსალიმს, მას შემდეგ, რაც იებუსს ჯარით შემოეწყობა და ციხესიმაგრეს აიღებს.

დავითი არა მხოლოდ პოლიტიკურად გააერთიანებს ისრაელს, არამედ მისი ჰეგემონობა მეზობელ ქვეყნებზედაც გავრცელდება.

გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ისრაელი აღთქმულ მიწაზე შედიოდა და ყველა ტომი თავის კუთვნილ მიწას იკავებდა. მიწები მაშინ ისე განაწილდა, რომ იუდას ტომმა იცოდა, რომელი ქალაქისა და ტერიტორიის მფლობელიც თვითონ უნდა ყოფილიყო, იქ, ვთქვათ, ზაბულონის ან ბენიამინის ტომს არაფერი ესაქმებოდა, თუ ისინი დახმარებას არ სთხოვდნენ ერთმანეთს. მეფე დავითმა იცოდა, რომ იერუსალიმი ისეთი პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული წარმონაქმნი იქნებოდა ისრაელის სახელმწიფოში, რომ ამ ქალაქზე ვერც ერთ ტომს ვერ ექნებოდა პრეტენზია. მისთვის მთელმა ისრაელმა იბრძოლა და სწორედ ამიტომაც უნდა ყოფილიყო იგი სახელმწიფოს დედაქალაქი. მეფე დავითის სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა და გენიალობაც სწორედ ის გახლდათ, რომ იერუსალიმი არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ ქვეყნის რელიგიური ცენტრიც უნდა გამხდარიყო, სადაც ხალხი აღთქმულ მესიას მიიღებდა და სწორედ ამით გააერთიანებდა ქვეყანას, ამიტომაც შემოაბრძანა მან აღთქმის კიდობანი ბენიამინის ტომიდან ქვეყნის დედაქალაქში. დავითს რომ იერუსალიმი მხოლოდ პოლიტიკურ ცენტრად გამოეცხადებინა, ქალაქი საჯილდაო ქვად იქცეოდა. საღვთო რჯულით, წელიწადში სამჯერ - პასექის, ერგასობისა და კარვობის რელიგიურ დღესასწაულებზე მთელ ისრაელს დედაქალაქში, უფლის კიდობნის წინაშე უნდა მოეყარა თავი (რადგანაც დავით მეფემ აღთქმის კიდობანი იერუსალიმში შეაბრძანა, სწორედ ეს ადგილი, ქვეყნის დედაქალაქი, გახადა ისრაელის მუდმივი თავშეყრის ადგილად).

დავითი მთელ თავის ძალასა და შესაძლებლობას, რაც კი ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლას შესწირა, ღვთის ძლიერებას მიაწერს, რომელმაც შეუძლებელი შეაძლებინა, ფიქრობს, მე მაქვს სასახლე, უფალს კი არაო, ამიტომ გადაწყვეტს უფლის სადიდებლად ტაძრის აგებას, რომელშიც სინას მთასთან დამზადებული აღთქმის კიდობნის გადატანას გადაწყვეტს, რაც წინასახე იქნება მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შებრძანებისა. ღმერთი შეიწირავს მის კეთილ განზრახვას, თუმცა ტაძრის მშენებლობას მის ძეს მიანდობს, ვინაიდან დავითის მოღვაწეობა სხვა მიმართულებით არის საინტერესო - მისი მისიაა, ღვთის ერს გაუმაგროს საზღვრები.

მერედა, ვინ არის დავითის ძე?

წმინდა ნათანის წინასწარმეტყველება ორ ნაწილად იყოფა: ისტორიულად და მესიანურად. ისტორიული წინასწარმეტყველებით, ამ ტაძარს დავითის ძე - სოლომონი ააგებს, მესიანური პლასტი კი ისევ უფლის სიტყვებიდან გამომდინარეობს: "მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს... ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ... მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ". წინასწარმეტყველი ნათანი მიუთითებს სწორედ მაცხოვრის მარადიულ საყდარზე, რომელიც არასოდეს შეირყევა. როგორც ხედავთ, აქ ლაპარაკია მესიანურ მარადიულ საყდარზე (ტახტზე). ამდენად, იერუსალიმში ტაძრის აგების იდეა და მასში აღთქმის კიდობნის შებრძანება სოლომონს არ ეკუთვნის, თუმცა მას სოლომონის ტაძარი ეწოდა, რადგან მისი მეფობის დროს აიგო.

- როგორც ცნობილია, სოლომონი დავით მეფეს მეორე ცოლისგან, ბერსაბესგან შეეძინა. იქნებ გავიხსენოთ სოლომონის მოღვაწეობის პერიოდი, ტაძრის მშენებლობის ისტორია.

- წმინდა წერილი დავითზე ორ ნაწილად ყოფს თხრობას - დავითის ცოდვით დაცემამდე და შემდეგ. ეს არის წყალგამყოფი დავითის ცხოვრებაში. დიახ, სოლომონი დავითს შეეძინება ცოდვით დაკავშირებული ქალისაგან, ურია ქეტელის ცოლისგან, ბერსაბესგან. წმინდა წერილში სწორედ ნათან წინასწარმეტყველი გაამჟღავნებს დავითის ამ შეცოდებას. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის გველი, რომელიც ჯერ კიდევ სამოთხეშია ჩასაფრებული, გაიგონებს, რომ დედაკაცისგან შობილი თავს გაუჭეჭყავს მას. ეს ხომ მარტო ადამ და ევას არ გაუგონია, გველმაც გაიგონა. ითქვა, რომ მომავალი მესია გამოვიდოდა სემიდან, აბრაამიდან, ისააკიდან, იაკობიდან, შემდეგ იუდას ტომიდან. კურთხევა იყო იუდაზე, რომლიდანაც იყო დავითი. დავითის შემთხვევაში ეს უკვე ძალიან დაკონკრეტებულად ითქვა უფლისაგან, რომ მისი გვარიდან, მისი ფუძიდან გამოვიდოდა მომავალი მესია, ამიტომ გველი ყოველ ხერხს მიმართავს, რათა დასცეს იგი. მათე მახარებელი ასე იწყებს თავის სახარებას: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისი... დავით მეფემან შვა სოლომონ ურიას ცოლისაგან". ანუ დავითის პირველი ცოდვა (რომელზეც პირდაპირ საუბრობს წმინდა წერილი) არის ბერსაბესთან, სოლომონის დედასთან და ის, რაც დავითის დაცემის მიზეზი გახდა, ღვთის ხელში მისი განგებულების აღსრულების იარაღად იქცა.

დავითის ცხოვრება აღსავსე იყო გამოცდებით, ტრიუმფალური გამარჯვებებითა და მწუხარებით, იგი არასდროს დასცილებია ღმერთს, ულხინდა თუ უჭირდა, ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში გულით ღმერთთან არის, ლოცულობს, ადიდებს უფალს, წერს ფსალმუნებს... "ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად იქმს ჩემს ნებას", - იტყვის მასზე უფალი.

სოლომონს საკმაოდ აწყობილი ქვეყანა დახვდა. მან თავისი მოღვაწეობა დავითის ანდერძის ზედმიწევნით შესრულებით დაიწყო, იგი პირველ რიგში პოლიტიკურ ანდერძს ასრულებს, თავისი მეფობის მეოთხე წელს კი გადაწყვეტს მამის აუხდენელი ოცნების ასრულებას, ტაძრის აგებას. მოელაპარაკება ტიროსის მეფეს და მისგან იღებს სამშენებლო მასალას. ტაძრის მშენებლობაში თითქმის მთელი ისრაელი მონაწილეობს, მეფით დაწყებული, მონით დამთავრებული. სოლომონს 30 ათასი ქვის მტეხელი ჰყავს გამოყვანილი, აქედან 10 ათასი ერთი თვე მუშაობს, დანარჩენი 20 ათასი ისვენებს. ასეთი მონაცვლეობით, დღე და ღამე მთელი ქვეყანა აშენებს ტაძარს. ტაძარი სწრაფი ტემპით შენდება, 7 წელიწადში. იგი აიგო იმ არქიტექტურით, რა არქიტექტურითაც მოსეს კარავი იგებოდა. პრინციპი იგივეა, ოღონდ ზომები 10-15-ჯერ არის გაზრდილი. როგორც მოგეხსენებათ, ძველი აღთქმის ღვთისმსახურებაში სამი საკურთხეველი იყო: პირველი - ეზოს, სადაც სისხლიანი მსხვერპლი იწირებოდა, მეორე - წმიდის საკურთხველი, შედარებით უფრო მცირე ზომისა, რომელშიც უსისხლო მსხვერპლი (საკმეველი) იწირებოდა და წმიდათაწმიდა, სადაც თვით მღვდელმთავარსაც კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა შესვლის უფლება, რადგანაც იქ ყველაზე დიდი სიწმინდეები იყო დაბრძანებული აღთქმის კიდობნის სახით.

სოლომონის ტაძრის გარეთა საკურთხეველი ისეთი დიდი იყო, რომ მას სპილენძის ზღვას ეძახდნენ. როდესაც მსხვერპლს შესწირავდნენ, დაკლული უნდა დაეწვათ, მანამადე კი წყლით უნდა გადაერეცხათ. მსხვერპლთა აუარებელი რაოდენობის გამო სპეციალური არხი გაკეთდა, რათა სისხლი მდინარეს შეერთებოდა. ამისათვის წყლის იმდენი მარაგი იყო საჭირო, რომ ბორბლებიან თითო ცისტერნას 7-8 ლევიტელი ექაჩებოდა რეზერვუარებისა და აუზების ასავსებად.

სოლომონის მიერ აგებულ ტაძარში შესვლისთანავე ოქროს ელვარება მოგჭრიდათ თვალს, სვეტები მთლიანად ოქროსგან იყო დამზადებული, კედელი კი - ოქროს ფურცლებით მოპერანგებული. კიდობანს, რომელიც მოსემ დაამზადებინა, ოქროს ორი დიდი ქერუბიმი ამშვენებდა, სოლომონმა კი, ტაძრის იმ ადგილას, სადაც აღთქმის კიდობანი უნდა დაესვენებინათ, ოქროს ორი დიდი ანგელოზი დაახვედრა. მის მიერ დამზადებული ანგელოზები იმხელა ზომის იყო, რომ მათ შიგნით მოთავსდა ეს საკმაოდ მძიმე და მოზრდილი კიდობანი. კარვისგან ტაძარი იმითაც განსხვავდებოდა, რომ ძალიან ბევრი ოთახი ჰქონდა მიშენებული. იქვე ააგეს უზარმაზარი, ოქროთი შემკულ-მოპერანგებული სასახლეც.

მოგვიანებით, როდესაც ისრაელში პოლიტიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი, რაც ღმერთთან არასწორ დამოკიდებულებას უკავშირდება, ისრაელმა, როგორც თვითონვე შეამკო ტაძარი ოქროთი, თვითონვე იწყებს ამ ოქროს მოხსნას და ტაძრიდან გატანას, რათა მეფეებს ხარკი გაუგზავნოს. ოქროს თანდათანობით სპილენძი ჩაანაცვლებს, ამიტომ ტაძრის დანგრევამდე თვითონ ხალხის დამოკიდებულება დაანგრევს მას. რაც დრო გადის, ტაძარი დღითიდღე იძარცვება, რაც იერუსალიმის დაშლას უკავშირდება. ისრაელის სამეფო შუაზე გაიყოფა. ჩრდილოეთ იერუსალიმს ასურეთის იმპერია მიიტაცებს, ბაბილონის იმპერია მიადგება უდეის, სამხრეთ სამეფოს საზღვრებს, რომლის დედაქალაქად იერუსალიმი რჩებოდა და აიღებს. იყო ისეთი პერიოდები, როდესაც ტაძარი მხოლოდ სიმბოლურად იდგა. იერუსალიმის მეფის ბრძანებით, ტაძარში კერპსაც კი დადგამენ, ხოლო სამღვდელოება მეფის ამ ბრძანებას არ შეეწინააღმდეგება. სხვათა შორის, კერპები იერუსალიმში სოლომონის მეფობის პერიოდში გამოჩნდა. მართალია, ის ღმერთსაც აუშენებს უდიდეს ტაძარს, მაგრამ კერპებითაც აავსებს იერუსალიმს. სოლომონი დიდი მეფე იყო და მას მიმბაძველები ამ საქმეშიც გამოუჩნდნენ. სოლომონის შემდეგ 2-3 მეფე თუ იქნებოდა, რომელიც დალეწავს ამ კერპებს. "ნუ ეძებ მოკავშირეს ბაბილონში, ეგვიპტეში, ასურეთში, დამასკოში, - აფრთხილებენ წინასწარმეტყველები მეფეებს, - ეძებე მოკავშირე მასთან, ვისაც უყვარხარ, ანუ ღმერთთან, ის არის შენი მოკავშირე, ის გადაგირჩენს იერუსალიმს, ტაძარს". სხვათა შორის, იერემია წინასწარმეტყველს დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ იმის გამო, რომ ქადაგებდა: "გახსენით იერუსალიმის კარიბჭე, ეგების არ დაანგრიონ, თორემ ღმერთს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისთვის აქვს გადაცემული ეს ქალაქი". ამ სიტყვებისთვის წმინდა იერემიას ერის მოღალატედ შერაცხავენ. მალე ასრულდება მისი ნათქვამი. როდესაც ბაბილონელები ალყას არტყამდნენ იერუსალიმს, სამწუხაროდ, მეფეც და სასულიერო პირებიც დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ღმერთი არავის დართავდა თავისი სახლის დანგრევის ნებას, მაგრამ ცოტა ხანში მიწასთან გაასწორეს ეს გრანდიოზული ტაძარი და როგორც იტყვიან, მისგან ქვა ქვაზე არ დარჩა, მანამდე კი მტრისაგან პირწმინდად გაიძარცვა ყველაფერი, აღთქმის კიდობანი თავისი სიწმინდეებით ბაბილონის მეფეს ნაბუქუდონოსორს მიართვეს.

ჩვენ გვაქვს რაბინული გადმოცემა: ტაძრის აშენების შემდეგ სოლომონმა ჩათვალა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ღვთისთვის და მეტი აღარაფერი ევალებოდა ღვთისმსახურების თვალსაზრისით. ღმერთი ეცხადება მას, რომ ეს სიტყვები უთხრას: მე შენთვის ტაძრის აგება არ მითხოვია, მე შენ მოგეცი გული გონიერი, რადგან ეს იყო შენი თხოვნა. არც მოჭრილი მტრის თავი, არც სიმდიდრე, არც ხანგრძლივი ცხოვრება არ გითხოვია ჩემთვის და რაც მთხოვე, მოგეცი იმისათვის, რომ ჩემი ერი გემართა, ამიტომ ყველაფერს მოგცემ, ოღონდ მამაშენივით მემსახურე. აი, ჩემი დავალება რა არის. სამწუხაროდ, სოლომონი ვერ ემსახურება უფალს ისე, როგორც მამამისი ემსახურებოდა. აი, ეს განსხვავებაა ტაძრის მაშენებელ სოლომონსა და იერუსალიმის დამაარსებელ დავითს შორის - დავითი ტაძრის აუგებლად ემსახურება უფალს და ეს სიამოვნებს ღმერთს, ტაძრის მაშენებელი სოლომონი კი კმაყოფილდება უფლის სახლის აშენებით და სწორედ ეს არ სურს უფალს. არა ტაძრის აგება, არამედ გულში ღმერთის ყოლაა მნიშვნელოვანი და ეს საკმაოდ კარგად ჩანს წმინდა წერილში. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაძრის შენება საჭირო არ არის. უბრალოდ, ხაზგასმულია ის, რომ ტაძრის შენებით კი არ სრულდება ღვთისმსახურება, არამედ იწყება.

სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ კიდევ აიგება ტაძარი ჰეროდე დიდის დროს, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ. მეორე ტაძარიც საკმაოდ დიდი ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურულად უფრო დახვეწილი ყოფილა, მაინც ვერ მივიდოდა მის ადრინდელ დიდებულებასთან და ამის გამო, ვისაც წინა ტაძარი ახსოვდა, თვალცრემლიანნი შესცქეროდნენ ამ ტაძარს, რომელმაც 4-5 საუკუნე გაძლო. მინდა პარალელი გავავლო: როდესაც საქართველოში წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აშენდა, ეს მართლაცდა ეპოქალური მოვლენა იყო ჩვენი ერის ისტორიაში და ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მოღვაწეობის გვირგვინი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ხალხის ტკბობისა და თვითკმაყოფილების საგანი, თითქოს რაღაც გავაკეთეთ და ღმერთი დაგვიფარავს; ეს არის საშუალება იმისა, რომ მეტი გავაკეთოთ, რადგან მისი გრანდიოზულობა არაფერს ნიშნავს, თუ ტაძრებს ჩვენს გულებში არ ავაშენებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler