არქიმანდრიტი გრიგორი ზუმისი – მღვდელი არავითარი ღმერთისნაცვალი არ არის – მღვდელი ღმერთის მორჩილია
არქიმანდრიტი გრიგორი ზუმისი – მღვდელი არავითარი ღმერთისნაცვალი არ არის – მღვდელი ღმერთის მორჩილია
ჩვენ – მწყემსებს, დაე გვქონდეს სიღარიბე, ხალხს კი – მორჩილება. ამის შესახებ ათონის მთის დოქიარის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა გრიგორი ზუმისმა განაცხადა. ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ონოფრეს შეხვდა.

"ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც ატარებენ ანაფორას და უნდა ვიყოთ ფრთხილად. ანაფორა – ეს არის ჯვარი, ეს არის ქრისტეს დროშა. უფალს ჩვენთვის სხვა დროშა არ დაუტოვებია, გარდა ანაფორისა. გიყვარდეთ ის მონაზვნებსაც, კლერიკოსებსაც და ეპისკოპოსებსაც. არ არის სწორი, როდესაც ეპისკოპოსებს ძვირფასი საკინძეები აქვთ, ადამიანები კი ღარიბები არიან" – განაცხადა შეხვედრისას ათონის მთის მღვდელმსახურმა.

არქიმანდრიტმა გრიგორიმ მღვდელმსახურები ამპარტავნებასთან დაკავშირებითაც გააფრთხილა: "აი, რომის პაპმა დაიჯერა, რომ დედამიწაზე ღმერთისნაცვალია და მთელი დასავლეთი დაღუპა. მღვდელი კი არავითარი ნაცვალი არ არის, არამედ უფლის მორჩილია. დაე, ვიყოთ აღმსარებლები და არა ძალაუფლების მქონეები" – განაცხადა არქიმანდრიტმა გროგორი ზუმისმა.

ზურაბ თვაური

წყარო: dogma.ge
ბეჭდვა
1კ1