წინაპართა ვალი ამით მაინც გადავიხადოთ
წინაპართა ვალი ამით მაინც გადავიხადოთ
ჯავახეთში, საქართველოს ძირძველ მიწაზე, სადაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური და რელიგიური საკითხები ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული წყდებოდა, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა არქიტექტორ-რესტავრატორ რუსუდან გურამიშვილისა და არქეოლოგ გია მახარაძის უშუალო ზედამხედველობით ეთნოგრაფიული ექსპედიცია მოაწყო და ახალციხის, ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსის მეუფე თეოდორეს (ჭუაძის) ლოცვა-კურთხევით ასპინძის რაიონის სოფელ თოკში X საუკუნის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების ნაწილი ჩაატარა. სარესტავრაციო სამუშაოების დროს სტუდენტებმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს.

გვესაუბრებიან ექსპედიციის მონაწილენი.

მამუკა მაღლაკელიძე, რაზმის ხელმძღვანელი, სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის თავმჯდომარე, ახალგაზრდა პედაგოგი:

- ჩვენი აკადემიის სტუდენტებმა წლების მანძილზე ტრადიციად აქციეს ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა. მათ მიერ აღდგენილ ძეგლთა შორის არის ლურჯი მონასტერი, ზემო და ქვემო ბეთლემი, სენაკისა და ფოკის დედათა მონასტრები, მამადავითის ეკლესია. ჩვენმავე სტუდენტებმა აიტანეს დიდი ხის ჯვარი სიონიდან ჯვრის მონასტერში.

იმის გამო, რომ ჩვენი რამდენიმე სტუდენტი სამცხე-ჯავახეთიდან არის, ამ მხარესთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. როცა საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ უჭირთ იქაურებს, რამდენიმე სოფელზე შეფობაც ვიკისრეთ. ჩუნჩხის, ოკამის, აფნიასა და გოგაშენის მოსახლეობას რამდენჯერმე ჩავუტანეთ სპორტული ინვენტარი და ტანსაცმელი. სწორედ მათთან საუბრის დროს შევიტყვეთ, რომ მეტად სავალალო მდგომარებაშია სოფელ თოკის ბაზილიკური ეკლესია, რომელიც ძალიან წააგავს ჩვენს ანჩისხატს და რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთი ტაძრის ასლი ყოფილა.

ძეგლთა დაცვის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და ჩვენი აკადემიის რექტორის, პროფესორ დურმიშხან ჩიტაშვილის უშუალო ხელშეწყობით გამოიძებნა სახსრები და ამ ზაფხულს სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩვენმა სტუდენტებმა იქ სამუშაოს გარკვეული ნაწილი ჩაატარეს.

დავით ხავთასი, ყოფილი წყალბურთელი, მწვრთნელი, აკადემიის კურსდამთავრებული:

- თოკის ტაძარს უკავშირდება ერთი ტრაგიკული ლეგენდა: იმ დროს, როცა ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივ ამბად მიიჩნეოდა, სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე პატარა ობოლი და-ძმაც გაუყვანიათ გასაყიდად. ბედის ირონიით, ისინი სხვადასხვა ვაჭრის ხელში აღმოჩენილან, დაზრდილან და დიდი მდგომარეობისთვისაც მიუღწევიათ, ერთმანეთი გაუცვნიათ, შეჰყვარებიათ და დაქორწინებულან კიდეც. ბედის უკუღმართობას წერტილი ისევ საქართველოში დასმია - ღვთის ნებით, რაღაც საქმის გამო მშობლიურ კუთხეში ჩამოსულან, აქ მცხოვრებთაგან თავიანთი ოჯახის ისტორია მოუსმენიათ და როცა დარწმუნებულან, რომ და-ძმანი ყოფილან, მყისვე მონაზვნად აღკვეცა გადაუწყვეტიათ. მდინარე ფარავნის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მონასტრები აუგიათ და სიცოცხლის დარჩენილი წლები ღვთის სამსახურში გაუტარებიათ. ჩვენ ძმის ტაძრის აღდგენაზე ვიმუშავეთ, თუმცა ხშირად ავდიოდით დის ტაძარშიც და იქ პარაკლისებს ვიხდიდით.

გიორგი ტუღუში, ახალგაზრდა პედაგოგი:

- ზაფხულის ცხელ დღეებში ბუნების წიაღში მეგობრებთან ერთად შრომა და დასვენება თავისთავადაც სასიამოვნოა, მაგრამ როცა ამასთან ერთად იცი, რომ ღვთის სათნო საქმეს აკეთებ, განწყობა კიდევ უფრო გიმაღლდება. დიდი მონდომებითა და სიფრთხილით მუშაობდნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, ყოველი ახალი ნივთისა თუ პაწია ნამსხვრევის პოვნაც კი დიდ სიხარულს იწვევდა. ახლა მათ მიერ აღმოჩენილ მასალებს სპეციალისტები იკვლევენ. იმედია, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთა დასკვნები ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს.

მამუკა მაღლაკელიძე: ჩემი მოძღვრის, მამა ალექსანდრე ბოლქვაძისგან მაქვს კურთხევა, გადავიხადო პარაკლისები, რაც ძალიან წამადგა თოკში ექსპედიციის დროს. სტუდენტ ნინო ბაღაშვილის დახმარებით, რომელიც პატრიარქის კურთხევით სიონში გალობდა, ჩვენც ვგალობდით ხოლმე და ამ დროს საოცარ მადლს ვგრძნობდით. მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღეს დაუჯდომელიც წავიკითხეთ. მეორე დღეს სასწაული მოხდა - ნანგრევების ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ამოტვიფრული ანგელოზი ვიპოვეთ ჯვართამაღლების სცენის ფრაგმენტით. მომდევნო დღეს კი, დაუცხრომელი ლოცვის შემდეგ, ტაძრის შიგა ტერიტორიის დასუფთავებისას ქვაზე ამოტვიფრული ბოლნური ჯვარიც აღმოვაჩინეთ. იმ წუთებში ჩვენზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა უმნიშვნელო ღვაწლმა ასეთი ნაყოფი გამოიღო. თუმცა ერთი რამ მადარდებს: ტაძრის ირგვლივ უამრავი საძვალე აღმოჩნდა, მათთვის პანაშვიდის გადახდა კი ვერ მოვახერხეთ - ძნელია, ასპინძის რაიონში მოღვაწე მამა ზოსიმე ყველაფერს გასწვდეს. აქვე მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც ხელი შეგვიწყო, ტაძარზე გვემუშავა. რომ არა მხარის ახალგაზრდა გუბერნატორი გოჩა ხაჩიძე, გოგიტა ზაზაძე და გურამ თედორაძე, რომ არა ასპინძის რაიონის საპატრულო პოლიცია, კულტურის სამინისტრო და ჩვენი აკადემია, სურვილი სურვილად დარჩებოდა, მონდომება - მონდომებად, არადა, ერის ისტორიას ისევე სჭირდება ყურადღება, გაფრთხილება და მოვლა, როგორც საკუთარ ოჯახს.

კახა ხარიტონაშვილი, ახალგაზრდა პედაგოგი:

- ექსპედიციაში წასვლის მსურველთა რიცხვი დიდი იყო, ამიტომ მათი შერჩევა მთელი წლის განმავლობაში კონკურსის წესით მიმდინარეობდა. ბევრი რამ იყო მხედველობაში მისაღები, მათ შორის - ცხოვრების მძიმე პირობებიც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სტუდენტებს არც კარავში ცხოვრება გასჭირვებიათ, არც კერძების მომზადება, არც ჭურჭლისა და სამოსის რეცხვა და არც ფუნჯების გამოყენება, რის გამოც ერთხელაც არ მიუღიათ საყვედური ჩვენი თანმხლები სპეციალისტებისგან. როგორც ჩანს, საქართველოს წარსულის სიყვარული აძლებინებთ.

მამუკა მაღლაკელიძე:

- თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მეტად მძიმე სურათია დღეს სამცხე-ჯავახეთში. უჭირს არა მარტო მოსახლეობას; უჭირთ სასულიერო პირებსაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომლის ეპარქიაშიც ცხრა ქართული სოფელია და არც ერთი მღვდელმსახური, რაც მეუფესაც და მოსახლეობასაც უამრავ პრობლემას უქმნის. არ შეიძლება არ შევეხოთ ვარძიის თემას. საინფორმაციო საშუალებებით არაერთხელ მოგვისმენია ვარძიის სამონასტრო კომპლექსის სავალალო მდგომარეობის ამბავი, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გულისტკივილით ვეხებოდით ჩამოშლილ, ნესტიან კედლებს და გული გვეწურებოდა. ზედა ვარძიაში, დედათა მონასტერში, მამათა მონასტრიდან ჩამობრძანებული მამა ანტონის მიერ ჩატარებულ წირვასაც დავესწარით. მასთანაც ვისაუბრეთ აქაურ პრობლემებზე. ჩვენი თავგამოდება მოიწონა, დაგვლოცა და მომავალი კეთილი საქმეებისთვისაც გვაკურთხა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც აგვიბამენ მხარს და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეებს შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ.

რუსუდან გურამიშვილი
, არქიტექტორ-რესტავრატორი:

- თოკის ტაძარი რომ ისტორიულად მეტად ღირებულ ძეგლს წარმოადგენს, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდეც აშკარა იყო. ციცაბო რელიეფზე, ოდნავ ქვემოთ, დაახლოებით VIII საუკუნის სამლოცველოა, უფრო ზემოთ სავარაუდოდ X საუკუნეში აგებული ეკლესია დგას, იქვეა მშრალი წყობით ნაგები შენობები, რომლებიც უფრო თავდაცვით ნაგებობებს წააგავს, თუმცა არ არის გამორიცხული, საცხოვრებლადაც გამოეყენებინათ. ეკლესიის სამხრეთი ფასადი - ის ნაწილი, რასაც ვხედავთ - უფრო ძველია, დაახლოებით X საუკუნისა. ვფიქრობთ, ბოლო გადაკეთება XV საუკუნეში უნდა მომხდარიყო, თუმცა წიგნში "ჯავახეთი" ეს ძეგლი XIV საუკუნით თარიღდება. გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა მიწით დაფარული საფეხურები... საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ეკლესია რვასაფეხურიან პოსტამენტზე დგას. ერთ-ერთ საფეხურზე პირქვე დადებული ვნახეთ ანგელოზის ფრაგმენტი ჯვართამაღლების სცენიდან. ფეხზე იდგა მოზრდილი ქვაზე ამოტვიფრული ბოლნური ჯვარი. აღმოვაჩინეთ ასომთავრული წარწერა კარნიზის ქვაზე, მაგრამ ვინაიდან ასოები წაშლილი ან მომტვრეულია, ბოლომდე გაშიფვრა ვერ მოვახერხეთ. მას აუცილებლად შეისწავლიან სპეციალისტები.

მიწით იყო დაფარული და, ჩანს, ნახანძრალიც, ტაძრის შიგთავსი. მისი გასუფთავების შემდეგ მშვენიერი იატაკი გამოჩნდა.

ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილი სტუდენტებმა დიდი გულმოდგინებით გაწმინდეს უზარმაზარი ლოდებისგან, რის შემდეგაც გამოჩნდა მინაშენი სათავსო, სახურავი და ეკლესიის ჩრდილოეთი ფასადიც, მაგრამ კამარის ქვები მორყეულია, მათი გამაგრება და, საერთოდ, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს. მოძიებული მასალის გულმოდგინე კვლევა გრძელდება და სულ მალე სათანადო დასკვნების გაკეთების საშუალებაც გაგვიჩნდება.

ბუნებრივია, მოსაწონია, როცა ამდენი ახალი ტაძარი ემატება ჩვენს მიწა-წყალს, მაგრამ თუ იმას არ მოვუფრთხილდით, რაც გვაქვს, თუ ძველი არ შევინახეთ და საკუთარი ისტორია ჩვენივე ნებით წავშალეთ, ათასი ჯურის ხალხი ისე შეგვეცილება ჩვენსავე კუთვნილში, თავის დასაცავად სიტყვასაც ვერ ვიტყვით. არადა, ბრძენი, გონიერი, სამშობლოზე ფიქრით დამძიმებული კაცის, წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, უხმო, უსულო, ერთი შეხედვით ყრუ-მუნჯი და უგულო, მაგრამ ერთობ მეტყველი ქვებიც ხმამაღლა ღაღადებენ სათქმელს და სათუთად გვინახავენ წარსულს. ეგებ, ღვთის შეწევნით, ჩვენც ვივარგოთ, ყველამ გამოვიღოთ ხელი, დიდმა და პატარამ, ფულიანმა და უფულომ, ვისაც რითი შეგვიძლია, შევუნახოთ ჩვენი ისტორია შთამომავლობას და წინაპართა ვალი ამით მაინც გადავიხადოთ.

მოამზადა
თამარ კაპანაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler