იესოს პასუხი მონანული ავაზაკისადმი - უფლის ჯვრით დაწერილი ანდერძი მონანულ ცოდვილთათვის
იესოს პასუხი მონანული ავაზაკისადმი - უფლის ჯვრით დაწერილი ანდერძი მონანულ ცოდვილთათვის
1. მძიმეა ცოლქმრული უღელი?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გაოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?


3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

ანკეტის შეკითხვეს უპასუხებენ ინგლისური ენის პედაგოგი ნატული ჭიჭინაძე, ექიმი დავით ვაშაძე და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლისა და წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სკოლა-პანსიონის მასწავლებელი ნინო კახიანი.


ნატული ჭიჭინაძე, 66 წლის, მუშაობს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში უცხო ენების კაბინეტის ინგლისური ენის პედაგოგად. ჰყავს მეუღლე გია ხავთასი და ქალიშვილები: ნათია და მაია.

1. მართლაც ძნელად სატარებელია ცოლქმრული უღელი. მისი სიმძიმე თვით დაქორწინებულ წყვილზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ რა მიაჩნიათ მათ ცოლქმრული ცხოვრების კრედოდ, როგორია მათი დამოკიდებულება ოჯახისადმი. ცოლქმრობა მხოლოდ სიყვარული როდია, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ერთმანეთის მიმართ, მოვალეობა ოჯახის ყველა წევრისადმი, ურთიერთნდობა და პატივისცემა.

ამ ჯვარს მე და ჩემი მეუღლე 46 წელია, სიყვარულით ვატარებთ. ამის ნაყოფია ჩვენი ორი ქალიშვილი: ნათია და მაია, მათი მეუღლეები: დიმიტრი აბესაძე და სერგი ბრეგვაძე. ჩვენი ოჯახის დიდი სიხარულია 4 შვილიშვილი: ანუკა და ლევან აბესაძეები, ვასიკო და გია ბრეგვაძეები. ახლახან ჩვენს შვილიშვილს და მის მეუღლეს, ირაკლი ბაზაძეს პატარა ელენიკო შეეძინათ.

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები ადრეულ ასაკში ქორწინდებიან. მათ მხოლოდ ურთიერთლტოლვა ამოძრავებთ, არა აქვთ გაცნობიერებული მთავარი - სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს, რომ ხშირად იმის გაკეთებაც მოუწევთ, რაც არ სურთ; მაგრამ ურთიერთმიმტევებლობით, საკუთარი ნებისა და პრინციპების დათმობით უნდა შეძლონ ეს ოჯახის სიმყარის შესანარჩუნებლად. თუ ცოლ-ქმარი თანაბრად გაინაწილებს ოჯახურ ტვირთს, მათი სიყვარულიც მტკიცე და ჰარმონიული იქნება. სწორ საფუძველზე აგებული, სიყვარულზე, სულგრძელობაზე, ურთიერთგაგებასა და თანადგომაზე დამყარებული ურთიერთობა შეუმსუბუქებს ცოლ-ქმარს ტვირთის სიმძიმეს, გადაალახვინებს დაბრკოლებებს ცხოვრების რთულ გზაზე და გაულამაზებს წუთისოფელს, რადგან თავიდათავი ყველაფრისა სიყვარულია - "თვით უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ..."

2. რწმენა ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავინტერესდი ბიბლიით. სტუდენტობის წლებში დავდიოდი სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვაზე. დღეს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ უფლის შემწეობას და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უფლის ნებით ხდება.

3. ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე, მაგრამ ყოველთვის დაგვიღწევია თავი და შეგვინარჩუნებია "ენა, მამული, სარწმუნოება". თქმა იმისა, გლობალიზაცია ჩვენი ტრადიცებისა და ისტორიის მქონე ქვეყანას ვერაფერს დააკლებსო, არამართებულია, მაგრამ მე მაინც იმ ჭეშმარიტი ქართველების იმედი მაქვს, რომელთაც საქართველოს სულიერი გაბრწყინების უდიდესი მისია აკისრიათ.

4. შეკითხვა მოძღვართან: როდის და რა მიზეზით გამოეყო კათოლიციზმი დედაეკლესიას და რა ძირითადი განსხვავება არსებობს მათ შორის?


KARIBCHEდავით ვაშაძე, 50 წლის, ექიმი-თერაპევტი, მუშაობს #1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში. ჰყავს მეუღლე - ირმა დაუშვილი, ორი შვილი: მამია-იოანე და ნანა.

1. რა თქმა უნდა, მძიმეა, მაგრამ ეს ისეთი სიმძიმეა, რომელიც მთელი ცხოვრება ძალიან ფრთხილად და ფაქიზად უნდა ატარო. ამ სიმძიმემ კი არ უნდა შეგაწუხოს, არამედ შეიჩვიო და ამავე სიმძიმით ბედნიერი იყო. "ბედნიერი სიმძიმე" - ასე დავარქმევდი. ჩემი აზრით, უფალმა ადამიანს ყველაზე დიდი სასწაულის უფლება მიანიჭა - შეაძლებინა შეექმნა ახალი სიცოცხლე, განსხეულებულიყო ახალ სხეულში, შვილებში და თუკი ამას ცოლ-ქმარი გაითავისებს, მაშინ ოჯახი არასოდეს დაინგრევა, ყველაფერი გაიოლდება. შეიძლება ოჯახს შვილი არ ჰყავდეს, ან ჰყავდეს არასრულფასოვანი ჯანმრთელობით ან ცუდი ცხოვრების წესით, მიუხედავად ამისა, თუკი ვიცხოვრებთ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებით, ან ვეცდებით მაინც ასე ვიცხოვროთ, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, ჩვენივე ადამიანური სუსტი ბუნება-ხასიათიდან გამომდინარე, ეს მეტად ძნელია.

2. ადრეული ბავშვობის მოგონებიდან რაც მახსოვს, იყო ჩემი და ჩემი ძმის ნათლობა ქაშვეთის ეკლესიაში. სიზმარივით მახსოვს, მე და ჩემს ძმას ხელში თეთრი მამლები გვეჭირა, რომლებსაც ყელზე წითელი ბაფთები ჰქონდათ გაკეთებული. ეკლესიის ეზოში ხალხი ირეოდა. ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან უკვე ვაკვირდებოდი, რომ წლის ზოგიერთ დღეებში (ამ დღეებს საკურთხობას ეძახდნენ) ბებია - ოლღა გველესიანი აკეთებდა ტაბლას, ანთებდა სანთელს და იხსენიებდა მიცვალებულებს. ხატს ყოველთვის კომოდის უჯრაში მალავდა, რომელიც შემდეგ მე მაჩუქა. ოჯახში ბევრი იყო რეპრესირებული, დახვრეტილი და გადასახლებული. მეორე ბებიას - თამარ ჭარბაძეს კი კედელზე ეკიდა პატარა ხატი, რომელთანაც თავისებურად ლოცულობდა. ყოველთვის დადიოდა დიდუბის ეკლესიაში, ჩვენც თან დავყავდით. იმ პერიოდიდან დამკვიდრდა რწმენა ჩემში.

დაახლოებით მე-9 კლასში რატომღაც დავდე აღთქმა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ხორცს არ შევჭამდი. მაშინ სიტყვა "ეპიტიმია" გამოვიყენე, რატომ, არ ვიცი. აღთქმა შევასრულე. ცოტა ხნის შემდეგ ისევ დავდე აღთქმა, რომლის შესრულება მხოლოდ სანახევროდ შევძელი. მოგვიანებით გავიგე, რომ პირველი ხორცის ჭამის აკრძალვა შობის მარხვას დაემთხვა, მეორე კი - აღდგომისას. არადა, მაშინ მარხვის მნიშვნელობა არ ვიცოდი.

იმავე წელს მე და ჩემი მეგობრები ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შევედით. აღდგომის წინა შაბათი იყო. ღვთისმსახურები სააღდგომო წირვისთვის ემზადებოდნენ. რატომღაც გადავწყვიტეთ, მღვდელი გაგვებრაზებინა და რაიმე გვეკითხა მისთვის. მაშინ, ჩვენი აზრით, "ჩამჭრელი" კითხვა იქნებოდა "ღმერთი გწამს, მამაო?" სხვაზე გამბედავი მე აღმოვჩნდი. შეკავებული სიცილით მივუახლოვდი მოძღვარს და, მეც არ ვიცი, როგორ აღმომხდა ეს სიტყვები "დამლოცე, მამაო". მანაც მიპასუხა: "ღმერთმა დაგლოცოს". შეშინებული გამოვედი ტაძრიდან. შემდგომში კი უკვე თავისთავად მოხდა ეკლესიასთან დაახლოება, მარხვა, ზიარება... გაჩნდა უდიდესი იმედი და რწმენა იმისა, რომ მარტო არა ვარ. გამარჯვება ყოველ მარცხზე, ცოდვაზე - ეს არის ყველაზე დიდი ძალა, რაც უფალმა მოგვანიჭა. უდიდესი იმედის ქონა, რომ ცოდვით დაცემა ყოველთვის დაიძლევა, ბოროტზე ყოველთვის შეგიძლია გაიმარჯვო და სხვაც გადაარჩინო, და რწმენა სასუფეველში დამკვიდრებისა.

3. დღეს მთელ მსოფლიოს უჭირს, ასევე - საქართველოსაც. უჭირს სულიერად, ფიზიკურად. თითქოს რაღაც უხილავი ძალა ცდილობს, ყველა პრობლემა ან ყველაფერი ჩვენთვის უცხო და მიუღებელი გააიოლოს და კი არ აღმოფხვრას, არამედ ყველასათვის მისაღები და ბუნებრივი გახადოს. ზოგჯერ უცებ აღმოაჩენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ფეხს იკიდებს რაღაც ახალი წესი, ახალი სტილი ადამიანური ურთიერთობისა და ჩვენც ამ გარემოში გვიწევს ცხოვრება. თუმცა, როგორც კი ვუბრუნდებით რეალობას, - ვგულისხმობ ქრისტიანული წესით ცხოვრების დოგმატს, - ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელი და შეუთავსებადია. დიდია საშიშროება, რომ მოხდეს ადამიანთა სულიერი და ფიზიკური დეგრადაცია. როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის"...

4. მოუნათლავად გარდაიცვალა 4 დღის ახალშობილი ყრმა. მისი დაკრძალვა მე მომიხდა. ვინაიდან მოძღვართან გასაუბრების საშუალება არ მომეცა, რამაც უცბად თავში გამიელვა, იყო ის, რომ ჩამეყოლებინა მისთვის საფლავში ჯვარი და მესხურებინა ნაკურთხი წყალი. რამდენად მართებულად მოვიქეცი?


KARIBCHEნინო კახიანი, 51 წლის, მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლისა და წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მასწავლებლად. ჰყავს მეუღლე - ბიძინა ჩაჩანიძე და 5 შვილი: სიმონი, სალომე, თამარი, მარიამი და საბა.

1. თუ ქალი ცხოვრებას დაუკავშირებს ჯანსაღი ფსიქიკის მამაკაცს (ამ ფაქტორს ხაზგასმით აღვნიშნავ) და მეუღლეები შეძლებენ სწორად გაიაზრონ და გაინაწილონ თავ-თავიანთი უფლება-მოვალეობები, ასეთ შემთხვევაში უღელიც მსუბუქდება. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილ ადამიანს დღენიადაგ ესმის, რომ ქმარი თავია ოჯახში, რომელსაც პატივისცემა და სიყვარული სჭირდება. ასეთი დამოკიდებულება მამაკაცისადმი, მისი ძლიერების აღიარება მართლაც ხდება გარანტი მყარი და ძლიერი ოჯახური გარემოს ჩამოყალიბებისა, რაც სულაც არ ნიშნავს მონურ მორჩილებას. ჩვენ, ქართველებმა, გავითავისეთ ქრისტიანობა და ეს მოძღვრება ჩვენი ოჯახების აღზრდისა და ურთიერთობის მართლმადიდებლური კულტურის ნაწილი გახდა. ადამიანი ხომ ზოგადად, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე აყალიბებს ცხოვრების წესს. ამიტომ ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის სწავლება ქალების მიმართ: "მათ უნდა უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, სახლზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარებელნი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ". რა თქმა უნდა, ეს არის იდეალური ქალის პორტრეტი, მაგრამ თუკი მე ჩემი ოჯახის სიკეთე მინდა, ხომ უნდა ვეცადო, მივუხლოვდე ამ იდეალს? ტრადიციული ოჯახის ცხოვრებისა და აღზრდის წესი ყოველთვის ეფუძნებოდა ღვთის სიტყვას და ამაში იყო მისი ძლიერება. მჯერა, ყოველი ადამიანი თავისი მისიით იბადება ამქვეყნად და ყველა საქმე, რომელსაც ვასრულებთ, ჩვენი ჯვარია. ბედნიერია ის, ვისაც მარტო არ უხდება ჯვრის ტარება და მის გვერდით დგანან ოჯახის წევრები და მეგობრები. ვფიქრობ, ჩვენი ჯვარი იმის მიხედვით მსუბუქდება და მძიმდება, რამდენადაც ვუახლოვდებით ან ვცილდებით ჭეშმარიტების გზას.

ჩემი პროფესია - პედაგოგობა ძალიან უახლოვდება ჩემს მისიას - დედობას. მოსწავლეებიც ჩემი შვილები არიან. ძალიან მიყვარს ისინი და მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან, რომელთაც, გარდა ინგლისური ენისა, კარგი შვილობა და ადამიანობა მინდა შევასწავლო.

2. ღმერთს ყოველთვის ვეძებდი ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობაში... რატომღაც მგონია, რწმენა მაშინ ეწვევა ადამიანს, როდესაც იგი რაღაც განსაკუთრებული ემოციური დატვირთვის ქვეშ ექცევა. ასეთი იყო ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევაშიც. ჩვენ დიდი ფიზიკური ტკივილისა და განსაცდელის შედეგად მივედით ეკლესიაში. ჩემმა მეუღლემ მძიმე ოპერაცია გადაიტანა, სწორედ იმ დროს მეც გართულებული ბრონქიტით ვიწექი სხვა საავადმყოფოში და მიმალავდნენ მეუღლის ავადმყოფობას. საკვირველი ის იყო, რომ თითქოს მუდმივად მიმანიშნებდა ვიღაც მისი ცუდად ყოფნის შესახებ და დეტალურად შემეძლო აღმეწერა ყველაფერი, რაც ჩემი მეუღლის ირგვლივ ხდებოდა... მთავარი ის არის, უფალმა წყალობა მოიღო ჩვენს ოჯახზე, გადაგვარჩინა და ის გზაც გამოჩნდა, რომლითაც ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა. ჩვენ უკვე 20 წელია ვცდილობთ ეკლესიურად ვიცხოვროთ, ერთად ვლოცულობთ, ვგალობთ, დავდივართ ეკლესია-მონასტრების მოსალოცად, გვყავს მოძღვარი, დეკანოზი ტარიელი (სიკინჭილაშვილი), ხშირად ვესწრებით უწმინდესის წირვა-ლოცვას. რადგან პატრიარქი ჩვენი იმედია, გვიყვარს და გვჯერა მისი და მის გვერდით მშვიდად ვართ.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ჩემს ორივე სამსახურში ეკლესიურ გარემოში მიხდება მუშაობა. წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში 18 წელია ვმუშაობ. წლების მანძილზე გახლდით ამ სკოლის დირექტორის მოადგილე, 7 წელი - დირექტორი. ეს იყო ყველაზე დატვირთული და ამავე დროს საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. საქმე, რომელსაც ამ წლებში ვაკეთებდი, საკმაოდ მძიმე ჯვარი იყო ჩემთვის, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი უფლისა და კეთილი ადამიანების თანადგომას. მადლობა მათ ამისთვის. ამ სკოლის მოძღვარი გახლავთ დეკანოზი იოსები (გოგოლაძე), ძალზე გულისხმიერი და პრინციპული მღვდელმსახური. წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში კი წელს დავიწყე მუშაობა. ბედნიერებაა, როდესაც შენი ცხოვრების წესი და სამსახურის მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს. პანსიონის დამაარსებელი და დირექტორია მეტად ენერგიული, დიდი გამოციდლების მქონე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი დეკანოზი მირიანი (სამხარაძე), რომელსაც უდიდესი მისია დააკისრა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ - მუსლიმან ქართველებთან ურთიერთობის განმტკიცება, ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა და აღზრდა. ჩვენს პანსიონში დღესდღეობით 32 მოსწავლე მაღალმთიანი აჭარიდან არის ჩამოყვანილი, რომლებიც სანიმუშონი არიან სწავლაში. მადლობა ღმერთს, რომ საშუალება მომეცა ჩემი წვლილი შევიტანო ამ მადლიან საქმეში.

3. ღამე წყვდიადია, წყვდიადი კი გაფრთხობს. სული სინათლისკენ გასვლას ლამობს, ღამით ხომ სევდა და ტკივილიც უმძაფრდება ადამიანს და იბრძვის გადარჩენისთვის. ამ ბრძოლაში ხშირად ვიმეორებთ ფრაზას, "ღმერთო, მიშველე", შვება კი რწმენას და სიყვარულს მოაქვს. რწმენა და სიყვარულია ის მზის სხივიც, რომელიც ჯერ შენ გათბობს და მერე ამ სითბოს გაცემას გასწავლის. თუ სიყვარულს ვისწავლით, იმასაც მივხვდებით, როგორ შევიცნოთ ჭეშმარიტება, რომელიც გაგვათავისუფლებს ყოველგვარი სიბნელისაგან.

გლობალიზაცია სტიქია არ არის, რომ უცებ მოვიდეს და გაგვანადგუროს. იგი იდეოლოგიის ნაყოფია, რომელიც შეიძლება მიიღო ან არ მიიღო. ჩვენი ისტორიის მანძილზე მრავალ შემოტევას გავუძელით რწმენით. ნოემ თავისი რწმენით, გამოცხადებით შეიტყო ღვთისგან საიდუმლო გადარჩენისა და თავისი ხელით ააგო კიდობანი მსოფლიო წარღვნის დროს სახლეულთა გადასარჩენად. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ, მაგრამ ვერასდროს შეიცნობენ ჭეშმარიტებას. ქართველებს რომ ასე არ დაგვემართოს, უნდა ვისწავლოთ თავის გადარჩენის გზები, რომელიც შეგვაცნობინებს უმთავრესს, რომ ეს გზა მართლმადიდებლობაშია. თუ ამ გზაზე დავდგებით, ჩვენს თავსაც გადავარჩენთ და ჩვენს სამშობლოს - საქართველოსაც, რომელსაც გადაშენება არ უწერია. თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, გზა გადარჩენისა ნამდვილად არსებობს. ნამდვილად გათენდება, რის გარანტიაც ჩვენი მომავალი თაობაა: ახოვანი, ლამაზი, ნიჭიერი, რწმენით აღჭურვილი ქართველობა, რომლებიც ამაყად დადიან ჩვენს ქუჩებში და გულით დაატარებენ სამშობლოს სიყვარულს. მათ უფალი აუცილებლად დაიფარავს!

4. შეკითხვა მოძღვართან არა მაქვს.


KARIBCHEვესაუბრებით თბილისის ქვემო ბეთლემის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოზ ალექსანდრე ბოლქვაძეს.

- მამა ალექსანდრე, ჟურნალის ნომრის თემაა "ჯვარი შენი". თქვენი აზრით, ყველა ადამიანს აძლევს უფალი ჯვარს თუ მხოლოდ ქრისტიანებს?

- ალბათ ამით უნდა დაგვეწყო ჩვენი საუბარი, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ყოველ ადამიანს რომ თავისი ჯვარი აქვს, ამის კარგ მაგალითად გამოდგება გოლგოთაზე მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ უფალთან ერთად ჯვარცმული ორი ავაზაკი. მახარებელთა მოწმობით, ერთმა მათგანმა გაიზიარა ხალხის საერთო განწყობილება, დაიწყო ბოროტსიტყვაობა და უფალს მიმართა: "თუ მართლა მესია ხარ, შენი თავიც იხსენი და ჩვენც გადაგვარჩინეო". უფლის მძრახველ ავაზაკში ჩანს უაღრესი ცოდვილი, რომელიც მხოლოდ მიწიერზეა მიჯაჭვული. მამათა განმარტებით, თავისი გარდაქცეული გულით იგი ისეა გაბოროტებული, შეუნანიებელს სურს სხვა სამყაროში გადასვლა, რადგან ვერ სწვდება ზეციურს, გასხვავებით მეორე ავაზაკისგან, რომელმაც შეინანა თავისი ცოდვები და უფალიც დაჰპირდა ნეტარ მდგომარეობას გარდაცვალების შემდეგ. სახარებაში იგი შესთხოვს მაცხოვარს: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა? ხოლო იესო რქვა მას: "ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა".

იესოს პასუხს მონანული ავაზაკისადმი წმინდა მამები სამართლიანად უწოდებენ ჯვარცმული უფლის უკანასკნელ ანდერძს ყველა მონანული ცოდვილისადმი, რომელიც კალმით კი არა, ჯვრით დაიწერა. უფლის შემცნობი ჯვარცმული ავაზაკი არის სახე ყოველი ქრისტიანისა, რომელიც ხედავს, განიცდის თავის ცოდვებს და ჯვარსაც ტვირთულობს ამ ცოდვათა საზღაურად, მეორე ავაზაკი კი იმ ადამიანთა განზოგადებული სახეა, რომელთაც არ სურთ უფალთან თანაზიარება, თუ მისგან თავიანთი გამოხსნის სასწაულს არ იხილავენ. იმდენად ვერ ხედავს თავის ცოდვებს, სინანული საერთოდ არ გააჩნია და რადგან არ მიიჩნევს თავის თავს ჯვარზე დამამცირებელი სიკვდილის ღირსად, ჯვრის ტვირთვაზეც უარს აცხადებს. ჯვარცმის მისტერიაში, სიმბოლურად, მთელი კაცობრიობის მომავალი აირეკლა. ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, ყოველი ზიარების წინ ამბობენ ამ ლოცვას: "ვითარცა ავაზაკი, აღგიარებ შენ, მომიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა". ყოველი მორწმუნე ქრისტიანი, მონანული ავაზაკის მსგავსად, განიცდის და დასტირის თავის ცოდვებს და უფალთან ზიარებით უაღრესად კეთილი და გულისხმიერი ხდება სხვა ადამიანების მიმართ.

- მამა ალექსანდრე, უაღრესად საპასუხისმგებლო მისია დაგაკისრათ ღმერთმა: თქვენ მრავალრიცხოვანი მრევლის სულიერი მოძღვარი და მრავალშვილიანი ოჯახის მამა ბრძანდებით. როგორ უთავსებთ ერთმანეთს ამ ორ უდიდეს მოვალეობას?

- უნდა მოგახსენოთ, რომ ბერ-მონაზვნობა ყველაზე უფრო ძნელი და ჭეშმარიტი გზაა ქრისტიანობისა და ნამდვილი სულიერი გმირობა, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამ გზის არჩევა, სახარებაშიც ხომ ასეა ნათქვამი, მოწოდებულნი იქნებიან მხოლოდ მცირედნიო, ამიტომ ქრისტიანების ძირითადი ნაწილი მაინც ერში რჩება. მართლმადიდებლური სწავლებით, ერში დარჩენილთა ყველაზე დიდი საქმე ოჯახის შექმნაა. ადრე მეც ვფიქრობდი ბერობაზე, მაგრამ მერე მიმახვედრა ღმერთმა, რომ ჩემი ადგილი უფრო ერში იყო და დაოჯახება გადავწყვიტე, რადგან ესეც უდიდესი სათნოებაა ღვთისთვის. სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, როცა ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რაოდენ მძიმეა მღვდლის შრომა, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება მას. მივხვდი იმასაც, რომ ერში მოღვაწე სასულიერო პირს, ძნელი და მომქანცველი ყოველდღიური შრომის შემდეგ, აუცილებლად დასჭირდება ისეთი დასვენების კერა, როგორიც ოჯახია. ჩემი სადიპლომო ნაშრომიც ამ თემას მივუძღვენი: "ოჯახის როლი მღვდლის ცხოვრებაში". მახსოვს მაშინ ძალიან სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ შრომას. გავეცანი ცნობილ ღვთისმეტყველთა და მეცნიერთა ნააზრევს ამ საკითხზე. ამის შემდეგ უფრო დავრწმუნდი, რომ ღვთისმსახურისთვის ოჯახი მართლაც დიდი სულიერი შვება და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. სადიპლომო ნაშრომში ხაზგასმით აღვნიშნავდი იმასაც, რომ ოჯახი უდიდესი ამქვეყნიური ბედნიერებაა. ისეთი შეხედულება ჩამომიყალიბდა ამ საკითხზე, რომ რაღაცნაირად მეც მინდოდა გავმხდარიყავი ამ დიდი ბედნიერების მოზიარე. რა თქმა უნდა, როცა ოჯახს შევები, იმასაც მივხვდი, რომ ეს უდიდესი ჯვარია, მაგრამ თუ ასე მივუდგებით, ჯვარი ყველგან მოჰყვება ადამიანს, ეს იქნება ყოფითი ცხოვრება თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ჩემმა ცხოვრებამ იმაშიც დამარწმუნა, რომ ჯვარს ცოლ-შვილი უფრო მიმსუბუქებს, რადგან ისინი დიდი შენაძენია. პავლე მოციქულიც ხომ დაოჯახებისკენ მოუწოდებს ერში დარჩენილ ქრისტიანებს. მრავალშვილიანობამაც არ უნდა შეგვაშინოს, რადგან, საკუთარი გამოცდილებით, რაც უფრო მეტი შვილი ეძლევა ოჯახს, ღვთის შეწევნაც მეტია. თითოეული ადამიანის დაბადება ხომ ღვთის დიდი მადლი და შეწევნაა და როგორ შეიძლება მშობელი დიდ სიხარულს არ განიცდიდეს ამ დროს, იგი ხომ თვითონაც მონაწილეა ღვთის ამ დიდი სასწაულისა.

- კარგი იქნება, გაგვაცნოთ თქვენი ოჯახის წევრები.

- ჩემი მეუღლეა ნინო ბზვანელი. შემიძლია ჩამოვთვალო ჩემი შვილების სახელები: დავითი, მარიამი, ეკატერინე, თამარი, ოლღა, კონსტანტინე, თეკლა, მიქაელი, გიორგი, სვიმონი, ანა, მე-12 შვილი, ნიკოლოზი, დაბადებიდან 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მონათლული გავიდა ამ ქვეყნიდან, მისი მომდევნოა ელისაბედი, რომელიც 4 წლისაა, ჩემი ყველაზე უფროსი შვილი 23 წლის გახლავთ.

სულიერი შვილი ბევრი მყავს, რადგან ფაქტობრივად სამ ტაძარში მიხდება მსახურება: ბეთლემში შაბათობით ვწირავ, კვირაობით კი წმინდა სამების ლავრაში ან სულიწმინდის ტაძარში მიწევს ღვთისმსახურების შესრულება.

- დროთა განმავლობაში სულიერი შვილებიც ემსგავსებიან ალბათ თავიანთ მოძღვარს, თქვენს დიდ სამწყსოშიც ხომ არ არიან ისეთები, რომელთაც მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ?

- კი, ჩემს მრევლს ამ მხრივ მართლაც კარგი მაგალითი მივეცი; მამა კონსტანტინეს 8 შვილი ჰყავს, ზაზა თურმანიძეს - 7, არიან 6-შვილიანებიც და რამდენიმე 5-შვილიანი ოჯახი. ახლა ვაპირებთ ჩვენი მრევლის მრავალშვილიანი ოჯახების ალბომის გამოცემას.

- გმადლობთ საუბრისთვის. კარგი იქნება, თუ უპასუხებთ ჩვენი რესპონდენტების შეკითხვებსაც.

- კათოლიკეები დედაეკლესიას XI საუკუნის II ნახევარში გამოეყვნენ. მიზეზი გამოყოფისა იყო დოგმატური განსხვავება. I და II მსოფლიო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებით მართლმადიდებლურ მრწამსში არც ერთი სიტყვის არც დამატება და არც გამოკლება არ შეიძლებოდა, რადგან მრწამსის ყოველი სიტყვა სულიწმინდით იყო მიღებული. დასავლეთის ეკლესიამ თვითნებურად შეცვალა იგი, რაც წმინდა მამათა მიერ მიღებული გადაწყვეტილების ღალატს ნიშნავდა. ამის გარდა, მოხდა კიდევ ერთი ცდომილება. მათ გამოაცხადეს რომის პაპის სრული მორჩილება, პაპიზმი. მათი აზრით, რასაც პაპი იტყოდა, ყველას ქრისტეს ნათქვამად უნდა მიეღო. ამიტომ, მეფე იქნებოდა თუ თავადი, რომის პაპს უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა. ცდომილება იყო ისიც, რომ მათი შეხედულებით ღვთისმშობელი სულიწმინდით ჩაისახა ანას მუცელში, რაც ასევე მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მრავალი ასეთი მცდარი და მწვალებლური სწავლების გამო კათოლიციზმმა თვისივე წიაღში წარმოქმნა მრავალი მეტასტაზი და განშტოება, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ საეკლესიო სწავლებასთან.

რაც შეეხება ბატონი დავით ვაშაძის შეკითხვას: მოუნათლავის საფლავზე ჯვარს არც აკეთებენ და არც აყოლებენ მიცვალებულს, მაგრამ დავითმა თავისი ქრისტიანული მოვალეობა და პოზიცია ასე გამოხატა იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ უფალი შეეწიოს ამ ბავშვს, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ჯვარი დაიცავს მიცვალებულს და ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იქნება იმქვეყნად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler