ეკლესია არ შეიძლება იყოს დროის სამსახურში, რადგან ეკლესია ღვთისა და მარადიულობის სამსახურშია
ეკლესია არ შეიძლება იყოს დროის სამსახურში, რადგან ეკლესია ღვთისა და მარადიულობის სამსახურშია
ყოველ სახელმწიფოში არსებობს აღიარებული რელიგია, რომლის წარმმართველი როლი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ერის სულიერ, ზნეობრივ და ინტელექტუალურ პოტენციას, მის სახელმწიფოებრივ მდგომარეობას.

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჯერ კიდევ IV ს-ის I ნახევრიდან, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის დროიდან იღებს სათავეს, რაც კაბადოკიელი ქალწულის, მოციქულთა სწორისა და ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.

ქვეყნის სახელმწიფოებრივი ტრადიციები საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა. ძნელბედობის ჟამს, როცა სასწორზე იდგა სარწმუნოებისა და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ქართველი კაცი მაინც ნახულობდა თავის თავში სულიერ ძალას, ეკლესიასთან განუყოფელი თანაზიარებით გამოეყვანა ქვეყანა უმძიმესი განსაცდელიდან, ამასთან, ჩვენს წინაპრებს ღრმად სწამდათ, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთდმოკიდებულების იდეალური ნორმა მხოლოდ მართლმადიდებლური მოძღვრების ნიადაგზე ყალიბდება, რომელშიც განუსაზღვრელად დიდია პიროვნების როლი. თუ საზოგადოების სარწმუნოებრივი ცნობიერება ამ მხრივ სწორად წარიმართებოდა, მაშინ სახელმწიფოებრიობასაც აღარ შეექმნებოდა საფრთხე, აღარ შეფერხდებოდა ერის სულიერი აღორძინებისა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი.

ღვთისმეტყველთა სწავლებით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სასურველი დამოკიდებულება რომ სწორად წარმოვიდგინოთ, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა განსხვავებაა მათ შორის; ეკლესია უშუალოდ ღმერთის, იესო ქრისტეს მიერ არის დაფუძნებული, სახელმწიფო ხელისუფლების ღვთით დადგინება კი ისტორიული პროცესით არის გაშუალებული, რომელიც ღვთის ნებით აღესრულება. ეკლესიის მიზანია, ადამიანთა გამოხსნა მარადიულობისათვის - მათი სულების სასუფეველში დასამკვიდრებლად, სახელმწიფოს მიზანი კი ხალხისთვის მიწიერი კეთილდღეობის შექმნაა.

ეკლესიასა და სახელმწიფოს მოქმედების თავ-თავიანთი სფერო, საკუთარი განსხვავებული საშუალებები აქვთ და პრინციპულად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი არიან, თუმცა ეს დამოუკიდებლობა არ არის აბსოლუტური ხასიათისა.

ეკლესიას, როგორც სულიერ, დამოუკიდებელ ინსტიტუტს, არსებობა სახელმწიფოს გარეშეც შეუძლია, თავისი უკეთილშობილესი მიზნის მისაღწევად იგი სულიერ ხერხებს ისე გამოიყენებს, არ დასჭირდება სახელმწიფოს მიწიერი საშუალება, - განმარტავენ თეოლოგები, - სახელმწიფო კი დიდხანს ვერ იარსებებს სულიერი და ზნეობრივი ძალების გარეშე, რადგან მას, როგორც მიწიერ ძალას, თუ ზნეობრივი საყრდენი გამოეცლება, ადამიანთა ისეთ საზოგადოებად გადაიქცევა, რომელიც, ცხოველთა მსგავსად, უბრალო, ფიზიკური ძალით იცხოვრებს.

ეკლესიამ რომ თავისი მისია შეუზღუდავად აღასრულოს, ქვეყანას კეთილმორწმუნე ხელისუფალი უნდა მართავდეს. ეკლესიისათვის სრული შესაძლებლობის მიცემით ან შეზღუდვით სახელმწიფო ხელისუფლებას მარადიული სამართლის წინაშე თავისი თავისთვის თვითონვე გამოაქვს განაჩენი და წინასწარ განსაზღვრავს თავის საბოლოო ბედს. ეკლესიის ჯვარი იმაში მდგომარეობს, რომ აღასრულოს ადამიანთა ხსნის საქმე ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ დროს.

როგორც ხედავთ, ბუნებათა განსხვავების გამო ეკლესია და სახელმწიფო სხვადასხვა საშუალებას იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, თუმცა არსებობს ისეთი სფეროც, რომელიც ორივესთვის მნიშვნელოვანია. უპირველესად, ეს არის საზოგადოებრივი ზნეობა (ეკლესიის უფლებრივი სტატუსი), რომელიც, ერთი მხრივ, კაცთა ხსნისთვის ეკლესიის შემოქმედებით საქმიანობას უკავშირდება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მართვის მტკიცე შინაგანი საყრდენია.

ბედნიერია ქვეყანა, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო ურთიერთშეთანხმებულად იღვწიან ხალხის სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისთვის.

რა ურთიერთობები უნდა არსებობდეს საერო და საეკლესიო ხელისუფალთა შორის და რამდენად არის დაცული ის ნორმები, რომლებიც წაადგება ეკლესიისა და სახელმწიფოს აღმავლობის პროცესს? - ამ კითხვაზე პასუხი ვთხოვეთ სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს:

- ვფიქრობ, ამ თემაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველაზე არსებითი წარსულის გათვალისწინებაა თუნდაც იმისათვის, რომ ეკლესიის ფუნქცია რაც შეიძლება შეუზღუდავი იყოს ქვეყანაში. მინდა გავიხსენო წმინდა ამბროსი კათოლიკოსის მიერ გაგზავნილი მემორანდუმი გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი. წმინდა კათოლიკოსი ამ მემორანდუმში ათვალსაჩინოებს ქრისტიანული ზნეობის გარეშე დარჩენილი ქვეყნის ხვედრს. "უკეთუ ღმერთმან არ აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი, არ ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა მისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისათა", - წმინდა წერილის ეს სიტყვებიც კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს ძლიერებასა და აღორძინებას ეკლესიური მადლმოსილება შეამტკიცებს.

ბუნებრივია, დღეს, განსხვავებით იმ მძიმე დროისაგან, ეკლესიას მიეცა საშუალება, თავისუფლად ამოისუნთქოს და თავისი საქმე აკეთოს, მაგრამ თუ დროზე არ ამოქმედდა კანონი, საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის (კონკორდატი), რომელშიც განსაზღვრულია მართლმადიდებლობის პრიორიტეტული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მანამდე შეუძლებელია ვისაუბროთ ნორმების დაცვაზე.

ერთიც მინდა აღვნიშნო: ეკლესია არ შეიძლება იყოს დროის სამსახურში, რადგან ეკლესია ღვთისა და მარადიულობის სამსახურშია ყოველთვის, აქედან გამომდინარე კი, მისი უდიდესი დანიშნულება ის არის, რომ შეძლოს თავის იურისდიქციაში მყოფი ქრისტიანების სულიერი ფერისცვალება, ადამიანების განწმენდა, დაცემულის ფეხზე წამოყენება, მათი სულიერი აღორძინება და გამართლება. გარდა ამისა, ეკლესიის უმთავრესი ფუნქცია მისი განმანათლებლობაც გახლავთ. "მე ვარ ნათელი სოფლისა, - გვეუბნება მაცხოვარი, - ვინც შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა შინა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა". რადგან ეკლესია განმანათლებელია თავისი არსით, მისი უდიდესი დანიშნულებაა, საღვთო ნათელი გამოუბრწყინოს თავის შვილებს, ასწავლოს გზა, რომლითაც აღორძინდება, წარემატება და გადარჩება.

თანამედროვე პოლიტოლოგთა და ექსპერტთა შეხედულებით, საფუძველი და გარანტია ქვეყნის ძლიერებისა, ეკლესიაზე უნდა იყოს დამყარებული.

KARIBCHE- საქართველოს ეკლესიამ, რომელიც 1500 წლის წინათ ჩამოყალიბდა ავტოკეფალიურ ეკლესიად, რუსეთთან შეერთების შემდეგ დაკარგა დამოუკიდებლობა. საბჭოთა პერიოდშიც მეტად მძიმე იყო მისი ხვედრი. ჩვენი ეკლესია, ფაქტობრივად, თავიდან იდგამს ფეხს ჩვენს თვალწინ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი ტენდენციაა, ჯერ კიდევ სუსტია იგი, რადგან ჩამოყალიბების პროცესშია. მართალია, საქართველოს ისტორიაში იყო ისეთი პერიოდები, როდესაც ქვეყნის ძლიერება ეკლესიის ძლიერებასა და სულიერ აღმავლობასაც განაპირობებდა, მაგრამ ყოფილა პირიქითაც. ჩემი სურვილია, საქართველოს დღევანდელმა ეკლესიამ თავისი თავის რჩენაც შეძლოს და სხვებსაც დაეხმაროს, შექმნას არა მხოლოდ სულიერი ფასეულობები, არამედ მატერიალური დოვლათიც, როგორც ეს ერთ დროს იყო, შეეწიოს უპოვართ და გაჭირვებულთ, - ბრძანა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა იულონ გაგოშიძემ.

როგორც ხედავთ, საერო და სასულიერო დასის წარმომადგენელთა შეხედულებები, პოზიციათა თანხვედრის მიუხედავად, მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ვინაიდან ჭეშმარიტი ხედვის სისრულეს მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს, ამიტომ იდეალური ნორმა საერო და სასულიერო ხელისუფალთა შორის მხოლოდ ამ მოძღვრების ნიადაგზე შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ყოველი ხელმწიფება ღვთისგან არის დადგენილი, ამას მოწმობს მოციქულის სიტყვებიც, როდესაც იგი გვაფრთხილებს, დავემორჩილოთ ჩვენს წინამძღვრებს, ამიტომ ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, მთავარია, მისი გონება გული და თვალი მიმართული იყო ღვთისადმი და ემსახურებოდეს უფალს, როგორც ქმნილება შემქმნელს. მაცხოვარი ბრძანებს: "ვერავის ხელეწიფება ორთა უფალთა მონება". ეს სიტყვები მშვენივრად ესადაგება თანამედროვე ცხოვრებას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მრავლად ვაშენებთ ტაძრებსა და მონასტრებს, ჩვენ მაინც სიტყვით ვრჩებით ქრისტიანები, საქმით კი მაინც ბოროტის სამსახურში ვართ, რადგან არ შეგვწევს იმის უნარი, მივაგოთ კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღვთისა.

მათე მოციქული გვაფრთხილებს: "ვერ შეძლებთ, ღმერთსაც აამოთ და მამონასაცო", არადა, "ორთა ბატონთა მონობა" ყველა დროის ადამიანთა უცვალებელი ხვედრია". "თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?" - გვეკითხება მაცხოვარი. მამათა განმარტებით, თუ გონებით დავბრმავდებით, მაშინ როგორღა გავიხედებით, ანუ თუ ჭეშმარიტი რწმენის ნათლით გასხივოსნებულ გონებას მიწიერისადმი ვნებიანი მიდრეკით დავაბნელებთ, მაშინ როგორიღა იქნება ეს განუჭვრეტელი სიბნელე, ვნებათა ეს წყვდიადი, რომელიც ყოველი მხრიდან დაეუფლება სულს? ღმერთმა გონება იმისთვის გვიბოძა, რომ იმით გავფანტოთ წყვდიადი უხედველობისა, რომ სწორი წარმოდგენა შევიქმნათ საგნებზე, რომ მით, როგორც სანთლით, ისე ვისარგებლოთ და ვიყოთ უსაფრთხოდ (იოანე ოქროპირი).

მამონას ძველი სირიელები სიმდიდრის ღვთაებას უწოდებდნენ, ებრაელები კი ამ სიტყვაში, უბრალოდ, სიმდიდრეს გულისხმობდნენ. ნეტარი თეოფილაქტე ამ სიტყვას უსამართლობის სინონიმად მოიხსენიებს და ვინაიდან ყოველგვარი უსამართლობის საწყისად ეშმაკს მიიჩნევს, მამონასა და ეშმაკს აიგივებს ერთმანეთთან. იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამ ავადმყოფობით დასნეულებულ ქრისტიანებს იმ ებრაელებს ამსგავსებს, რომლებიც ურჯულო მეფე აქაზის შიშით ბაალის კერპს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ საიდუმლოდ ჭეშმარიტი ღვთის მსახურებასაც აღასრულებდნენ. მაშინ ღმერთს მათთვის დიდი წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი მოუვლენია, რომელსაც მერყეობაში ჩავარდნილი ხალხისთვის უთქვამს: როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?! თუ ჭეშმარიტი ღმერთი გწამთ, მას ემსახურეთო. "იგივე სიტყვები უნდა ვუთხრათ მერყევ ქრისტიანებსაც, - ამბობს წმინდა გაბრიელი, - უფალი ჩვენგან იმას კი არ მოითხოვს, ყოველგვარი ამქვეყნიური ზრუნვა და ფიქრი დავუტევოთ, არამედ სოფელს, იმავე მამონას, არ დავემონოთ, პატივი და თაყვანისცემა კი მხოლოდ ღმერთს მივაგოთ და მისი ნაჩვენები გზით წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება".

როგორც გასული საუკუნის საეკლესიო მოღვაწეები სამართლიანად აღნიშნავენ, XX საუკუნის ისტორიამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ანტიეკლესიური პოლიტიკის მრავალი საბედისწერო მაგალითი წარმოაჩინა, რომელიც, საბოლოოდ, ყველაზე მძიმე დარტყმას თვით სახელმწიფოს აყენებდა.

კარგი იქნება, თუ წინა საუკუნის საბედისწერო შეცდომებს დღეს მაინც გავითვალისწინებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler