მილოცვა
მილოცვა
ანგელოზის დღეს - წმიდა მოწამის კალისტრატეს ხსენებას ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატეს მღვდელმთავარს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს.


თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მიტროპოლიტო დიდისა ქალაქისა ქუთათისისა და სამეფოჲსა მონასტრისა გენათისა, მეუფევ ჩუენო!
მიიღეთ ქრისტესმიერი შვილობრივი სიყვარულით აღსავსე მდაბალი მილოცვა ჩემისა უღირსებისგან - თქვენი აღზრდილი სულიერი შვილისგან, თქვენის მაღალმეუფების ანგელოზის წმიდა და ღირსსახსოვარი დღის აღსანიშნავად!

მადლობას ვუძღვნი შემოქმედსა მის ქვეყნიერებისა, რომლისა განგებითა მით მრავალმოწყალითა და მიუწვდომელითა, ხელდასხმითა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული ეკლესიის უწმიდესი სინოდის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა, სიწმიდე თქვენი გამორჩეულ და დადგენილ-ჰყო ქუთაის-გენათის სამღვდელმთავრო არწივსა ზედა, რომელსაცა ღვთიგაბრძნობილითა მწყემსმთავრობითა განაგებთ, მსგავსად მანათობელისა და მცხუნვარისა მზის პირდაპირ მხედველისა არწივისა, ჟამსა მას სამ ათეულსა და ოთხ წელიწადსა...

KARIBCHE

დაე, აღსრულდეს ნება და კურთხევა კაცთმოყვარისა ღმრთისა თქვენსა ზედა, რათა დაუცხრომელითა მეოხებითა ზეციურისა მფარველისა თქვენისა, წმიდისა მოწამისა კალისტრატესი, რომლისაცა სახელი გებოძათ ჟამსა თქვენი მონოზონად აღკვეცისასა, კვლავ მრავალ ჟამს მწყსიდეთ მტვირთველსა სიმბოლოჲსა გაერთიანებისა საქართველოჲსა და ძვალთშესალაგსა მირონცხებულთა მონარქთა ივერიისა - უძველეს სამიტროპოლიტო სამწყსოს ქუთაის-გენათისა.
მრავალჟამიერ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მიტროპოლიტო დიდისა ქალაქისა ქუთათისისა და სამეფოჲსა მონასტრისა მის გენათისა!


ქრისტესმიერი შვილობრივი სიყვარულით, თქვენი წმიდა მეუფების ლოცვა-კურთხევის მარად მორჩილი, თქვენი უღირსი სულიერი შვილი


ლაშა დეისაძე-შარვაშიძე


ბეჭდვა
1კ1