საქართველოს სამეფო კარზე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაც კი არსებობდა
საქართველოს სამეფო კარზე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაც კი არსებობდა
ოდითგან ქართველი კაცის უპირველესი მიზანი სახელის მოხვეჭაა - "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა". ქართველის შეგნებით კი ყველაზე დიდი სახელი მამულისათვის, სამშობლოსათვის თავდადება იყო. ბრძოლაში ქართველებმა უკან დახევა თითქმის არ იცოდნენ, რაც ზოგჯერ დამარცხების მიზეზიც კი ყოფილა. დასაბამიდან ეთაყვანებოდნენ მეგობრობას. ხშირად ამ გრძნობას ყველაფერზე მაღლა აყენებდნენ. მეგობრობის უპირველესობა ერთნაირად დამახასიათებელი იყო საქართველოს ყველა მხარის მკვიდრისთვის. ქართველთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნათესაობას. ნათესაური ურთიერთობების გარეშე ადამიანის ყოფა წარმოუდგენელი იყო. მათ განსაკუთრებული მხარში ამოდგომა იცოდნენ ჭირსა და ლხინში.

ვახუშტი ბაგრატიონი ქართველთა ხასიათს დადებითად ახასიათებს, თუმცა არც უარყოფითზე ხუჭავს თვალს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი უფრო მკვეთრად წარმოგვიდგენდა ქართველთა ზოგიერთ უარყოფით თვისებას: "ვინაიდან ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგანვე თვისთა უფალთა. რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, გასუქდნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი". XII ს-ის მოღვაწე, კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერიძე მხოლოდ ქართველთა კეთილ და დადებით თვისებებზე საუბრობს. მისი აზრით, ქართველები არიან ბუნებით სადაგნი და მარტივნი და გონებით წრფელნი, სიმართლესა ცხოვრებისასა და უღელსა უმანკოებისასა მზიდველნი და მხოლოდ ღმრთისა ოდენ და მკლავის თვისისა მოსავნი, რომელთაცა უკვე გამოისახვის და საცნაურ იქნების სიქველე ჭაბუკისა, ვითარცა საცნაურ არს ყოველთა მიერი, უეჭველად და ესევითარი ბუნება პირველითგანვე უკვე დამცველობს ნათესავთა შორის ქართველთასა".

ვახუშტი ბაგრატიონი არა მხოლოდ ზოგადად ქართველთა სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს, არამედ საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის მკვიდრთა შესახებაც. საქართველოს სამეფო კარზე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაც კი არსებობდა, მას არაერთი მესტუმრე ემორჩილებოდა.

ქართული სამზარეულო
ქართული ეროვნული საჭმელები შერეულია. ქართველები მიირთმევდნენ როგორც ხორცეულ, ისე მცენარეულ და რძის პროდუქტებს. ხორცსა და თევზს შემწვარს და მოხარშულს შეექცეოდნენ. საჭმელებს გემოვნების მიხედვით აკეთებდნენ: მჟავეს, ცხარეს და ტკბილს. დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული იყო ცხარე, სანელებლით შენელებული საჭმელები. ამისთვის ფართოდ იყენებდნენ წიწაკას, ტყემალს, ბროწეულის წვენს, კოწახურს.

დღეში ორჯერ ან სამჯერ ჭამდნენ. ჭამის დროს თავშეკავებულნი იყვნენ. ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტი მწვანილიც იყო. აცხობდნენ სხვადასხვა ფორმის პურებს: მრგვალს, შოთს, ლავაშს. დასავლეთ საქართველოში პოპულარული იყო ღომის ღომი, შემდეგ სიმინდის ღომი და მჭადი. სიმინდის პურს - მჭადს ქვის ან თიხის კეცებზე აცხობდნენ. კეცებზე იცოდნენ გამოცხობა შავშეთ-იმერხევშიც. მოხარშული ხორბლისა და თაფლის შერევით გემრიელი საჭმელი - წანდილი მზადდებოდა, ხორბლის ფქვილითა და ერბოთი კი - ხავიწი. ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილისაგან სხვადასხვა წვნიან საჭმელს - შეჭამადებს აკეთებდნენ. პოპულარული იყო რძე და რძის ნაწარმი.

საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვანაირი ყველის ამოყვანა იცოდნენ. ცნობილია თუშური გუდის ყველი, იმერული ყველი, მეგრული სულგუნი. ცხიმებიდან აღმოსავლეთ საქართველოში ერბოს იყენებდნენ, დასავლეთში - მცენარეულ ზეთებს, ძირითადად ნიგვზის ზეთს. თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში ამზადებდნენ სპეციალური სანელებლებით შეზავებულ ფრინველის ხორცს - საცივს. მთელ საქართველოში პოპულარული იყო მწნილები. შავშეთ-იმერხევში ბოსტნეულსა და ხილს ჭურებში ამჟავებდნენ. უნდა ვახსენოთ ჩირეული, გოზინაყი და ჩურჩხელა. სასმელებიდან შეიძლება ღვინოსა და არაყთან ერთად ლუდი, ბურახი, ბადაგი დავასახელოთ. ლუდს საქართველოს მთაში ძირითადად სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. მას რელიგიური დღესასწაულების დროს ხარშავდნენ.

საგულისხმოა ერთი ტრადიციაც: სვანეთში დღესაც ცოცხალია სუფრის წარმართვის ძველი ქართული წესი, რომლის მიხედვითაც სუფრის დაწყებისას პირველი ლოცვა-სადღეგრძელო უფლისადმი აღვლენილი სამადლობლით უნდა დაწყებულიყო. პირველი სავედრებელი სადღეგრძელო მამაღმერთისადმი აღვლენილი ლოცვაა, მეორე - მიქაელ მთავარანგელოზს ეძღვნება, ხოლო მესამე - წმინდა გიორგის. სუფრის დასასრულს კი სამადლობელს უძღვნიან დედა ღვთისმშობელს, რომელსაც ქართული ენის სვანურ დიალექტებზე ლამარიას უწოდებენ.

***
უძველეს საქართველოში ვაზი ღვთაებრივ მცენარედ, "სიცოცხლის ხედ" ითვლებოდა და მას თაყვანს სცემდნენ. ვაზი ერთადერთი იყო მცენარეთა შორის, რომელზეც გადმოდიოდა მზის ღვთაების ძალა. ეს ღვთაებრივი ძალა ღვინოში მჟღავნდებოდა და ადამიანს ათრობდა. მითოსური რწმენის დაკარგვის შემდეგ ვაზი ახალი სარწმუნოების სიმბოლოდ იქცა. მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ ვაზის ლერწისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც საკუთარი თმით შეკრა. ამ ჯვრის მეშვეობით წმინდანს სულიერი სინათლე უნდა მოეტანა ხალხში. ქართველებს უყვარდათ ვაზი, სწამდათ მისი ღვთაებრიობა, აღიქვამდნენ მის მშვენიერებასა და სილამაზეს. ალბათ ამ სიყვარულმა განსაზღვრა ის, რომ ვაზი ჩვენში ქრისტიანობის ერთ-ერთ ძირითად სიმბოლოდ იქცა.

ვაზსა და ღვინოს განუზომელი ადგილი უჭირავს ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში. ვაზის კულტურის ამსახველ სახე-სიმბოლოებს ვხვდებით ყველგან: მონუმენტურ სკულპტურაში, ფრესკაზე, ჭედურ ხელოვნებაში, ფოლკლორში, პროზასა და პოეზიაში, თანამედროვე მხატვრობაში, საფლავის ქვებზე და სამარხებში.

საქართველო აღიარებულია ღვინის აკვნად, ქვეყნად, სადაც ადამიანმა პირველად მოაშინაურა გარეული ვაზი, დაწურა ყურძენი და დააყენა ღვინო. ვაზისადმი ტრფიალი ქართველს ოდითგანვე მოსდევს. მის სიკეთეს ის უხსოვარი დროიდან ეზიარა და დღემდე მისი ერთგული დარჩა. ქართველი კაცის ვაზთან ურთიერთობა ზეცითაა ნაკურთხი; რუდუნებით, გონების დაძაბვით გახდა შესაძლებელი ასობით ვაზის ჯიშის გამოყვანა და სხვადასხვა სახის ღვინის დაყენება. ნაგებობას, სადაც ყურძენი იწურებოდა, მარანი ერქვა და ის წმინდა ადგილად ითვლებოდა.

საკურნებლად სულისა და ხორცისა
კვეთა ეწოდება ლიტურგიკის პირველ ნაწილს, რომელზედაც მზადდება მასალა წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად. ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო ზიარებისათვის, ამიტომაც უწოდებენ კვეთას "პროსკომიდიას", რაც ბერძნულად მოტანას ნიშნავს. წმინდა ზიარების სიდუმლოს შესასრულებლად აუცილებელია პური და ღვინო. პური საჭიროა გაფუებული, რადგან სწორედ ასეთი პური იხმარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. გარეგნულად პური ანუ სეფისკვერი უნდა იყოს: 1. მრგვალი; 2. ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი (თუმცა იხმარება ერთნაწილიანიც); 3. თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ აღნიშნული პური ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი; და 4. ჯვარზე უნდა იყოს გამოსახული შემდეგი წარწერა: "იესუ ქრისტე ძლევა", რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტემ ყველას სძლია. ღვინო უნდა იყოს ყურძნისა, წითელი ფერის. ყურძნისა იმიტომ, რომ თვით მაცხოვარი საიდუმლო სერობაზე ეზიარა ყურძნის ღვინით. წითელი სისხლის ფერია. კვეთისათვის საჭიროა ხუთი სეფისკვერი, რომლებიც გვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას. ოთხზე გამოსახულია ჯვარი, ხოლო მეხუთეზე - ღვთისმშობელი. ეს ხუთი სეფისკვერი ზომით აღემატება იმ სეფისკვერებს, რომლებსაც მორწმუნეები მოსახსენებლებთან ერთად საკურთხეველში გზავნიან. როგორც წესი, თითოეულ მოსახსენებელზე იგზავნება წყვილი სეფისკვერი: ერთი ღვთისმშობლისა - ცოცხლებისთვის და მეორე ჯვრისა - მიცვალებულებისთვის. წირვის დაწყების წინ მღვდელი იკეთებს ოლარს, დადგება დახურული აღსავლის კარის წინ ამბიონზე და კითხულობს ეგრეთ წოდებულ "შემთხვევის ლოცვებს"; შემდეგ შედის საკურთხეველში, იმოსება სრული სამღვდელო შესამოსლით, იბანს ხელებს, რაც მის სულიერ სიწმინდესა და მზადყოფნას გამოხატავს წმინდა საიდუმლოს შესასრულებლად (ძველად ღვთისმსახურნი ხელებს იბანდნენ წმინდა შესაწირავის სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადასვენების წინ; ამიტომაცაა, რომ ახლაც მღვდელმთავარი ხელს იბანს "ქერუბიმთას" გალობის დროს, დიდი გამოსვლის წინ). ამის შემდეგ მღვდელი მიუახლოვდება სამკვეთლოს და კვეთისათვის გამზადებული ხუთი სეფისკვერიდან ამოარჩევს საუკეთესოს, რომლისგანაც გარკვეული წესით ამზადებს ტარიგს, შესაწირავ ძღვენს. ასამაღლებლის შემდეგ ამ სეფისკვერზე ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს და წარმოთქვამს სიტყვებს: "მოსახსენებლად უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა". ამის შემდეგ იგი ლახვრით სეფისკვერს ჩააჭრის გვერდებს და ამბობს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "ვითარცა ცხოვარი კულად მიიგუარა..." და "ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა..." "სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიეღო", "ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას", "რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხოვრება მისი..." (ესაია 53,7-8). შემდეგ ტარიგს ქვევიდან ჯვარისსახედ ჩაჭრის ამ სიტყვებით: "დაიკლვის ტარიგი ღვთისა აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა ცხოვრებისათვის სოფლისა ცხოვნებად", დაასვენებს ფეშხუმზე, მარჯვნიდან ლახვრით უგმირავს და ამბობს: "ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერდი მისი და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა, ჰსწამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი" (იოანე 19,34-35). ამ სიტყვებზე ბარძიმში ჩაასხამს ღვინოსა და წყალს და აკურთხებს შეერთებას. მეორე სეფისკვერიდან ამოიღებს მოზრდილ ნაწილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე და მოათავსებს ფეშხუმზე ტარიგის მარჯვენა მხარეს. მესამე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს ცხრა დასის სახელზე, რომელშიც შედიან: იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლონი, ღვთისმშობლის მშობლები და ყოველნი წმინდანნი, და ბასილი დიდი ან იოანე ოქროპირი, ვისი წირვაც იქნება შესასრულებელი. აღნიშნული ცხრა ნაწილი მოთავსდება ტარიგის მარცხენა მხარეს. მეოთხე სეფისკვერიდან მღვდელი ამოიღებს ორ ნაწილს: ერთს - პატრიარქისა და მისი დასის სახელზე, ხოლო მეორეს - ღვთივდაცული ერის, მთავრობისა და მხედრობის სახელზე და ათავსებს ტარიგის ქვემოთ. მეხუთე სეფისკვერიდან ამოიღებს ერთ ნაწილს მიცვალებულთათვის. ამით მთავრდება კვეთა და მოიხსენიებიან როგორც ცოცხალნი, ისე მიცვალებულნი, ამოიღება ნაწილები შემოწირული სეფისკვერიდანაც და მოთავსდება ტარიგის ქვედა მხარეს. მღვდელი აკურთხებს სასაკმევლეს, იღებს ვარსკვლავს, შემოატარებს სასაკმევლეზე და დაადგამს ფეშხუმს; ასევე შემოატარებს მცირე დაფარნებს საცეცხლურზე და დააფარებს ბარძიმ-ფეშხუმს, ხოლო დიდ დაფარნას - ორივეს. ამ მოქმედებათა შესრულებისას იკითხება საგანგებო ლოცვები. ამის შემდეგ მღვდელი კითხულობს საერთო ლოცვას წინადაგებული ძღვნისათვის, სადაც იხსენიებს როგორც შემომწირველთ, ისევე იმათ, ვისთვისაც შემოსწირეს. ბოლოს ხდება მცირე ჩამოლოცვა.

კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს აქვთ შემდეგი სიმბოლური მნიშვნელობანი:

ფეშხუმი ნიშნავს ცას, ვარსკვლავი – იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას წინ უძღოდათ მოგვებს; მცირე დაფარნები ის სახვევებია, რომლებითაც ახლადშობილი ყრმა იესო იქნა შეხვეული და ბაგაში მიწვენილი. დიდი დაფარნა – ის ტილოა, რომელშიც იყო შეხვეული იესოს ცხედარი. ბარძიმი ნიშნავს იმ ჭურჭელს, რითაც აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მოციქულნი; სამკვეთლო მოასწავებს ბეთლემის ბაგასაც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და კიდევ გოლგოთას, სადაც იგი იქნა ჯვარცმული. მთელი სეფისკვერი, რისგანაც უნდა დამზადდეს ტარიგი ღვთისა, გამოხატავს ღვთისმშობელს, რომლისგანაც უნდა იშვას იესო ქრისტე. როცა მღვდელი დებს სეფისკვერს ფეშხუმზე, იგი მოასწავებს მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეიყვანა წმიდათაწმიდაში. ნაკვეთი ნაწილები ტარიგის გარშემო ფეშხუმზე ნიშნავს ეკლესიას, ქრისტეს მიერ დაფუძნებულს. კმევა კვეთისას ნიშნავს სულიწმინდის მადლის გადმოსვლას შესაწირავ ძღვენზე. საერთოდ, მღვდლის მიერ წმინდა ტარიგის მომზადება გამოხატავს იესო ქრისტეს შობასა და ჯვარცმას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler