ისინი ბევრნი არიან, მტკივნეულად ბევრნი
ისინი ბევრნი არიან, მტკივნეულად ბევრნი
ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე საინტერესო წერილი წავიკითხე უცხოეთის ცის ქვეშ მყოფ ქართველ ემიგრანტებზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მის დამწერს თვითონაც გამოუვლია სამშობლოსგან სიშორე. ჰოდა, ჩემო მკითხველო, გადავწყვიტე, ამ წერილის ფრაგმენტი შენთვისაც გამეცნო.

"...ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან... არიან ყველგან, სადაც კი ფეხი გაუწვდათ, ხელი მიუწვდათ, გულმა გაუწიათ... სადაც კი ვიღაც ეგულებოდათ თავიანთ თვისტომთაგან; არიან ალალბედზე წასულები... არიან ყველგან და "ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიას ყოველდღიურად, რეალურად "ეხებიან ხელით" - ხეხავენ უნიტაზებს, ცვლიან "პამპერსებს", ღამის ქოთნებს, ასუფთავებენ ოთახებს, ეზოებს, ქუჩებს, აშენებენ სახლებს, სძინავთ ხარაჩოებზე... სძინავთ იქაური შრომითა და აქაური ფიქრებით გადაღლილებს. სძინავთ, მაგრამ, "ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიის მსგავსად, არც მათ ძილბურანში ყოფნას ჰქვია ძილი.

ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი ემატება, აქაურ დარდს იქაური დარდი ცვლის, იქაურს - აქაური. კედლის მოშლილი საათივით წიკწიკებს და ჩერდება გონება - პროცენტის გადახდა გვიანდება, ბავშვის სწავლის ფული გასაგზავნია, დედის წამალი საყიდელია, მამის ორმოცი - გადასახდელი...

ამ ტკივილს დახეთქილ ხელისგულებზე იგროვებენ, ფულად ერთეულად აქცევენ და მერე იმ ხელისგულებს უგზავნიან, რომელთა შეხება და მოფერებაც ყველაზე მეტად ენატრებათ...

მიზეზი ყველას სხვადასხვა აქვს, მიზანი - ყველას ერთი. ოცნებაც საზიარო აქვთ, სამშობლოც და სურვილიც შინ დაბრუნების...

დედის მიერ ძილის წინ წაკითხული ზღაპრის მსგავსად ცხოვრებაში არც ერთ მათგანს არ დახვედრია გზის გასაყარზე წარწერა: "ამ გზით თუ წახვალ, ის გელის, იმ გზით თუ წახვალ, ისო"... მაგრამ იმედი ხომ ის უხილავი თანამგზავრია, უიმედობის ჟამსაც საკუთარი აჩრდილივით თან რომ გდევს, მით უფრო, თუკი სხეულით უცხო მიწაზე დგახარ და ფიქრით მშობლიურზე "დააბიჯებ"...

ზოგი დაბრუნდა, ზოგიც - ვერა...

ბავშვები უდედოდ გაიზარდნენ. ქალები უცხო ქვეყანაში უცხო ოჯახებში უცხო ბავშვებს უვლიან, დაჰყავთ სკოლებში, ბაღებში, უმზადებენ სადილსა და ვახშამს, სიცხიანებს ღამესაც უთევენ ღვიძლი მშობელივით... სანაცვლოდ მათ შვილებს, საქართველოში უდედოდ დარჩენილ შვილებს, აქვთ ფერადი ტანსაცმელი, ფუმფულა სათამაშოები და კალორიული საკვები. მაგრამ ცხოვრებას, როცა მას შავ-თეთრად, ანუ დედასთან ერთად და უდედოდ ყოფნის ფერებში ხედავ - ფერადი ტანსაცმლით ვერ "გაიფერადებ".

მშობლები შვილების დაუტირებლად წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ვინ იცის, რამდენმა დედამ დახუჭა უკანასკნელად თვალები მარტოობაში სწორედ იმ დროს, როცა მისი შვილი უცხო ქვეყნის უცხო მოხუცს დაწყლულებულ სხეულს უწმენდდა. ვინ იცის, რამდენ მამას ეჭირა სული კბილით იმის მოლოდინში, რომ ადრე თუ გვიან მისი შვილი კარს შემოაღებდა და ამ ქვეყნიდან ისე წავიდოდა, კუბოს ამწევიც ეყოლებოდა, საფლავის გამჭრელიც და ჭიქის წამქცევიც.

ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად და მტკივნეულად ბევრნი...

მაგრამ ვინ არიან ისინი საკუთარი თავისა და ქვეყნისთვის? ლუკმაპურს "ზვარაკად" შეწირულნი? მთვარიან ღამეს ძუ მგლებივით საშოვარზე გასულები თუ ცალუღელა ლაბა ხარები, მთელი ოჯახის სიმძიმეს რომ მიათრევენ გაუკვალავში?! ვინ არიან და შრომისგან დაქანცულნი, მუდამდღე ოჯახსა და ახლობლებს დანატრებულნი, სევდიანი მზერითა და წყლიანი თვალებით გაურკვეველი მომავლისკენ მზირალნი, სადაც კალენდარი ხან ზანტად და ხანაც სწრაფად შლის ფურცლებს, სადაც წელიწადის ოთხი დროს ნაცვლად, მხოლოდ ორი "დრო" არსებობს - იქ ყოფნის და აქ დაბრუნების!

ვინ არიან ისინი საკუთარი ქვეყნისთვის? 21-ე საუკუნის "მამლუქები" მაქმანიანი წინსაფრებითა და რეზინის ხელთათმანებით თუ "ამაოების" დიდ ბაზარზე გროშებად გაყიდული "მონები"? ნუთუ ამქვეყნად მათი წილი მიწა და ჰაერი, მათი წილი სარჩო და საბადებელი, მათი წილი სითბო და სიყვარული, მათი წილი ერთგულება და საკეთებელი ასე ძნელად მოსაპოვებელი და მოსაძებნი იყო?!

ვინ არიან ისინი სამშობლოსთვის? ვინ და დაკარგული თაობები, უგზო-უკვლოდ გაბნეული გენოფონდი, რეალური და პოტენციური დედები, ფესვებს მოწყვეტილი შვილები...

ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად ბევრნი... ყოველი წუთი და საათი, ყოველი დღე და თვე ფულად ერთეულში გადაჰყავთ... ისინი არ ცხოვრობენ, ისინი ცოცხლობენ და ამ სიცოცხლესაც ზუსტად ის "ეკვივალენტი" აქვს, რამდენსაც მათი შრომა ფასობს.

ამან სახლი იყიდა, იმან - მანქანა, ვიღაც წარმატებულად გათხოვდა, ვიღაცას გაუმართლა... ამან მოქალაქეობა მიიღო, იმან - შრომის უფლება, სხვამ - მწვანე ბარათი... ვიღაც მეზობლის ამბავს ჰყვება, ვიღაც - ნათესავისას, ვიღაც - საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურმოკრულს...

მოკლედ, მოგებას და შენაძენს ყველა თვლის, აქაც და იქაც, მაგრამ არც იქ და არც აქ არავინ ითვლის "დანაკარგს", რადგან ის ფულად ერთეულში არ ითვლება.

დანაკარგი კი დიდია, განახევრებულ სიცოცხლემდე დასული...

ისინი ბევრნი არიან, მტკივნეულად ბევრნი... ყველას ვიღაც გვაკლია... ზოგს - სულყველა ერთად... და ხშირად, ძალიან ხშირად არც ეს ცა, არც ეს მზე და არც ეს მიწა არ გვერგება, რადგან მათ გარეშე მოდის ზამთარიც და შემოდგომაც, გაზაფხულიც და ზაფხულიც. მათ გარეშე იზრდებიან შვილები, ბერდებიან მეგობრები, იხოცებიან მშობლები..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler