თამარ მეფის სიტყვა სამღვდელოებისადმი: თქვენ მოგთხოვთ ღმერთი პასუხისგებას ჩვენი ცხონების შესახებ
თამარ მეფის სიტყვა სამღვდელოებისადმი: თქვენ მოგთხოვთ ღმერთი პასუხისგებას ჩვენი ცხონების შესახებ
თამარ მეფის სიტყვა სამღვდელოების მიმართ:

"წმინდანო მამანო, თქვენ დადგენილნი ხართ ღვთისაგან მოძღვრებად და გამგებლებად ეკლესიისა, თქვენ მოგთხოვთ ღმერთი პასუხისგებას ჩვენი ცხონების შესახებ. მიაქციეთ მკაცრი ყურადღება ქრისტეანეთა ცხოვრებას, კეთილი მხარე ამ ცხოვრებისა განამტკიცეთ, ხოლო რაც უგვანო და ბოროტი რამაა მასში, უსათუოდ მოსპეთ, მოჰკვეთეთ და სასტიკად აკრძალეთ დადგენილებით. გასწორება იწყეთ ჩემიდგან, რადგანაც სიდიდეს ვატარებ მეფობისათვის და არა ღვთის საგმობლად, ნუ მოერიდებით მთავრებს მათი დიდკაცობის გამო და ნურც უბრალო პირებს შეურაცხყოფთ მისთვის, რომ იგინი უბრალონი არიან. თქვენ კეთილი დადგენილებანი მოახდინეთ, და მე მათი შესრულებით დაგეხმარებით, თქვენ სწავლა მოგვეცით, და მე თქვენს სწავლას შევითვისებ და სხვებსაც შევათვისებ, თქვენ მაგალითი დაგვიყენეთ წინ, და მის განხორციელებას მე ვიდებ თავს. ორივე მხარემ ხელი ხელს მივცეთ სარწმუნოების დაცვაში, რომ არ ჩავცვივდეთ ღვთის პასუხისგებაში. თქვენ, როგორც მღვდლები, მე, როგორც მეფე, თქვენ, როგორც უფროსი გამგენი, მე, როგორც უბრალო დარაჯი".

ბეჭდვა
1კ1