ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარი დახმარებას ითხოვს
ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარი დახმარებას ითხოვს
ოთხი წელია, რაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ესპანეთში ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) წინამძღვრობს. მამა ლუკას საქართველოში ყოფნის დროს შევხვდი. ამჯერად საუბარი მეტად გულსატკენ თემას შეეხო - ქართველი ემიგრანტების ერთადერთმა სულიერების კერამ, წმინდა ნინოს ტაძარმა, რომელიც საქართველოსა და ქართველობასთან არის გაიგივებული, შესაძლოა აღარ იმოქმედოს. უკვე რამდენიმე თვეა, ესპანეთის ხელისუფლებამ მოითხოვა შენობაში განთავსებული სიწმინდეების სხვა შენობაში გადატანა. მიზეზად სახელდება ქართველების იქ ერთად შეკრება, რადგან შეკრებილი ხალხის ლოცვა-გალობა ირგვლივ მყოფთ სიმშვიდეს უფრთხობს, ქართველი ბავშვების თამაში და ჟრიამული კი მეზობლებს ხელს უშლის, ირღვევა მათი უფლებები. ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძარი დახმარებას ითხოვს. ისევ ჩვენ, ქართველობამ, უნდა შევძლოთ, შევინარჩუნოთ უცხოეთში არსებული სულიერი კერები.

- დღიდან წმინდა ნინოს ტაძრის არსებობისა, ჩვენ გვიწევს მეოთხე შენობის მოძებნა, - გვიამბობს მამა ლუკა, - ეს ტაძარი არა მარტო სულიერ და რელიგიურ მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს ემიგრანტებს, არამედ მათთვის საქართველოა, სამშობლოა. აქ ასწავლიან მშობლიურ წერა-კითხვას. ადრეც მითქვამს, რომ ქართველი ბავშვები არა მარტო ქართულ წერა-კითხვას, ქართულად საუბარსაც კი ვერ ახერხებდნენ. ამ ოთხი წლის განმავლობაში შევძელით ქართული სკოლის გახსნა, სადაც ბავშვები ერთად თამაშობენ და სწავლობენ. დავიწყეთ ისტორიის შესწავლაც. გვაქვს საკვირაო სკოლა, სადაც პატარებთან ერთად სწავლობენ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც დადიან.Gგვაქვს ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "საქართველო", სადაც ორმოცდაათამდე ბავშვი სწავლობს ქართულ ცეკვასა და სიმღერას, კულტურისა და დიასპორის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მათი დახმარებით ბარსელონაში ჩავიტანეთ ქართული ცეკვის ფორმები, ხალხური მუსიკალური საკრავები. ამ ყველაფრის გადატანა მოგვიწევს სხვა შენობაში. მანამდე მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსაგვარებელი - სად, რომელ შენობაში განვათავსოთ ტაძრიდან გამოტანილი საეკლესიო ნივთები. საქართველოში დავაფუძნეთ ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს განვითარების ფონდი. გაიხსნა ანგარიში. საზოგადოებრივი არხით მიმდინარეობს რეკლამა. იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ დახმარებას. ქართველები გულთან მიიტანენ ჩვენს სატკივარს და შევძლებთ ღვთისმსახურების განახლებას. ისიც არ ვიცით, შობისთვის აღვასრულებთ თუ არა სადღესასწაულო მსახურებას. ესპანეთში სამი სამრევლო გვაქვს და სამი მოძღვარი მსახურობს - ბარსელონაში, არნედოში და ვიტორიაში, ამავე დროს დავდივართ სამ სამრევლოშიც, ეს არის მადრიდის სამრევლო, ქალაქ ბურგოსის სამრევლო და ქალაქ ალიკანტეს სამრევლო. ვიტორიაში მსახურობს იღუმენი სერაპიონი, ხოლო არნედოში იღუმენი პიროსი. ეს მამები მსახურობენ ასევე ალიკანტესა და მადრიდში.

KARIBCHEბარსელონის სამრევლოს ყველაზე მეტი ქართველი მრევლი ჰყავს. დღემდე მრევლი იხდიდა ტაძრის შენობის ქირის თანხას. სამწუხაროდ, ახლა უმძიმესი მდგომარეობაა. ბოლო ორი წელია, ესპანეთში ეკონომიკური კრიზისია, ამიტომ ჩვენი მრევლის თითქმის ნახევარზე მეტი უმუშევრად დარჩა და უჭირს თავის გატანა.

ჩვენ გვაქვს უფლის და, რა თქმა უნდა, საქართველოდან შეწევნის იმედი. იმედი ხომ იმ სამი უმთავრესი სათნოებიდან უმთავრესია, რომელიც მოგვცა პავლე მოციქულმა და გვჯერა, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება. მოუგვარებელი პრობლემა ადამიანისთვის არ არსებობს. უბრალოდ, ეს პრობლემა რთულდება, რადგან უცხოეთში ვართ და თანაც არამართლმადიდებელ ქვეყანაში. ვგრძნობთ, რომ არ არის კარგი დამოკიდებულება მართლმადიდებლობის მიმართ. როგორც უცხოელებს, მარტო ისე კი არ გვიყურებენ, არამედ იმასაც ანიჭებენ მნიშვნელობას, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლები ვართ.

დღითიდღე იზრდება იმ ქართველების რიცხვი, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. ეკლესია არა მარტო სულიერი, რელიგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო, არამედ ეს არის სიახლოვე სამშობლოსთან, ქართველობის შენარჩუნებასთან, ურომლისოდ არაფერი გვეშველებოდა, გავითქვიფებოდით ევროპულ ფსევდოკულტურაში. ამის საშიშროება საქართველოშიც იგრძნობა. ახალგაზრდებიც და დიდებიც ძალიან დიდი გაქანებით იღებენ ფსევდოკულტურას, რაც დაღუპვას უქადის ჩვენს ქვეყანას, იმ ტრადიციებს, ურომლისოდაც ვერ შევინარჩუნებთ ვერც ქართველობას და ვერც ქრისტიანობას.

ზაზა კობახიძე: - ძალიან ბევრს უწევს საქართველოდან უცხოეთში წასვლა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც დროებით დატოვა საქართველო. ემიგრანტი ქართველების უმეტესობა ფსიქოლოგიურ და სულიერ გაჭირვებას განიცდის. ბარსელონაში მამა ლუკას ჩამოსვლამდე მამა ბასილი, ახლა უკვე მამა იოანე (კიკვაძე) იყო. საქართველოში არ ვცხოვრობდი ეკლესიურად. ბარსელონაში ყოფნის დროს ქართველები მამა ლუკამ გაგვანათლა და რწმენაში შეგვიყვანა.Mმამა ლუკასთან საუბრის დროს პირველი შემოთავაზება იყო ჟურნალ "კარიბჭის" წაკითხვა. აქედან დაიწყო ჩემი მოქცევა. ემიგრანტებისთვის კი არა, ყველა ადამიანისთვის არის საჭირო სულიერი მოძღვარი, უცხოეთში მყოფისთვის - კიდევ უფრო მეტად. უმწყემსოდ გაშვებულ ფარას წააგავს უცხოეთში მყოფი ქართველობა. მამა ლუკა ჩვენი საუკეთესო მწყემსია. მიხარია, რომ შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობდი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის კეთილმოწყობაში. იქ მყოფ მრევლს რაც შეუძლია, იმას აკეთებს ქართული სულიერების კერის შესანარჩუნებლად.

მამა ლუკა ყოველთვის ქადაგებს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას. მან მაფიქრებინა შინ დაბრუნება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler