ზოგიერთი ცნობა ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო სკოლის ისტორიიდან
ზოგიერთი ცნობა ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო სკოლის ისტორიიდან
ჯუმათის სკოლა 252 წლისაა
ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. იგი რაიონული ცენტრიდან 14 კმ-ითაა დაშორებული და ჩოხატაურის ქედის ერთ მთაზე დგას, მდინარე სუფსის ხეობაში. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. ჯუმათში იყო მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც 1776-1777 წლებში აღადგინა აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქმა მაქსიმე აბაშიძემ.

ჯუმათის მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვით მოუპირკეთებიათ, სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი. სამრეკლო 1904 წელს მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეც მიუშენებიათ. თავად ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დ. ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს-ით თარიღდება.

ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი კერა იყო. მონასტრის მამასახლისს, ნიკოლოზს (XV-XVI ს.ს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.

ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.

1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1844 წელს, ეგზარქოსის გადაწყვეტილებით, ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპარქია. ეგზარქოსის 1-ელი აპრილის ბრძანებით გურიის საეპისკოპოსო კათედრად დადგენილ იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.

კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. მამა იოანე ათეისტებისგან მრავალ შეურაცხყოფას იტანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დადიოდა და ჩუმად ნათლავდა ხალხს. მას მორწმუნე ვერიჩკა ჩხარტიშვილი უვლიდა, რომელსაც თავის დროზე მამა იოანემ ავადმყოფი შვილი მოუნათლა და ამით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. დევნილი ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.

ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით.

XX ს.-ის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაუძარცვავთ. დაიკარგა უამრავი სიწმინდე. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი შემორჩა.

სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე). მონასტერი 1995 წელს მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი მძლავრ კულტურულ-მწიგნობრულ კერას წარმოადგენდა. სწორედ ამ მონასტერთან გაიხსნა ჯუმათის სკოლა, რომელსაც წელს არსებობის 252-ე წლისთავი უსრულდება. ამ სკოლამ ათეულობით მეცნიერი აღზარდა. დღეს ეს სკოლა ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალვა ჩხარტიშვილის სახელობისაა.

როგორი იყო ჯუმათის სკოლა გუშინ და როგორია იგი დღეს - ამაზე გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი ცაცა ჩხარტიშვილი.

- ქალბატონო ცაცა, იმედია, ეს საიუბილეო თარიღი აღუნიშნავად არ ჩაივლის. სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ არ არსებობს ინფორმაცია ჯუმათის სამონასტრო სკოლის შესახებ. გთხოვთ, გაგვაცნოთ ამ უმნიშვნელოვანესი მწიგნობრული კერის დაარსების ისტორია...

- საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა სწავლა-განათლების კერები - ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან.

რუსთა მეფის თვითმპყრობელური მთავრობა ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ეროვნული სკოლების გახსნის საკითხს, პირიქით, ყოველმხრივ ცდილობდა დაემუხრუჭებინა ეს საქმე, ხოლო უკვე არსებული სკოლებიდან - მშობლიურ ენაზე სწავლებას დევნიდა. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს სოფლებში სკოლის დაარსებას, რაც ითავა კიდეც მოწინავე ინტელიგენციის ჯგუფმა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იანი წლების დიდი მოღვაწეების იდეებით ხელმძღვანელობდა. მიუხედავად მთავრობის ოფიციალური პოლიტიკისა, იმ დროს საქართველოში სწავლა-განათლების საქმე საგრძნობლად გაფართოვდა, გაიზარდა სკოლების რიცხვი, დაარსდა სახელოსნო სასწავლებლები, გამრავლდა ელემენტარული (დაწყებითი) სკოლები, აგრეთვე პანსიონატები, მუსიკალური და სამხატვრო სკოლები. ასეთი, იმ დროისათვის საკმაოდ ფართო ქსელი მაინც გახდა გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ქართულ მრავალსაუკუნოვან კულტურასა და მწიგნობრობას დავიწყება და გადაგვარება არ ემუქრებოდა. 1865 წლის დამლევისათვის საქართველოში ყველა ტიპის 251 სკოლა არსებობდა, ხოლო XX საუკუნის დამდეგისათვის დაწყებითი სკოლების რიცხვმა 420-ს მიაღწია, საშუალო სკოლა კი 10-ზე მეტი იყო. თვით ოზურგეთში, თედო სახოკიას ცნობით, ოთხი სასწავლებელი ყოფილა: სასულიერო ოთხკლასიანი, საქალაქო, საქალებო სკოლა და სამრევლო სასწავლებელი. მთელ მაზრაში კი იყო: ერთი სასულიერო ოთხკლასიანი სასწავლებელი, 33 სამრევლო საეკლესიო სკოლა, 13 წერა-კითხვის სკოლა (სასულიერო უწყებისა), 1 სამოქალაქო ორკლასიანი - ქალებისათვის, 1 სასოფლო ნორმალური სასწავლებელი, 12 ორკლასიანი და ერთი კერძო სასწავლებელი სოფელ ბახვში.

ამრიგად, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და სიძნელეებისა, სკოლამ შეაღწია და თავისი წვლილი შეიტანა სოფლებშიც. ამ მხრივ ტიპურია და მრავლისმეტყველი სოფელ ჯუმათის სკოლის დაარსებაც.

ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი მძლავრ კულტურულ-მწიგნობრულ კერას წარმოადგენდა. სწორედ ამ მონასტერთან გაიხსნა ჯუმათის ერთკლასიანი სამონასტრო სკოლა 1868-1869 წლებში. ამის შესახებ გაზეთი "დროება" გვაუწყებს: "ჯუმათის სამონასტრო სკოლა დიდი ხნიდან არის დაარსებული, რომელიც სამაგალითო სოფლის სკოლად ითვლება, მასში 80-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება... გავიდა წლები და 1874 წლის რევიზიის დროს ინსპექტორს მხოლოდ 13 მოსწავლე დახვდა შკოლაში. ახლა 18 მოსწავლე ირიცხება. სოფელი შედგება 500-600 საეკლესიო თუ სახელმწიფო გლეხებისაგან. ჯუმათში ახლა ახალი მასწავლებელია და ცდილობს რაც შეიძლება ბევრი მოსწავლე შეაგროვოს და კარგად ასწავლოს".
X1X ს-ის II ნახევრის ქართულ პერიოდიკაში სისტემატურად ქვეყნდება კორესპონდენციები ჯუმათის სკოლის შესახებ, რომლებიც მოგვითხრობენ სამონასტრო სკოლის წარმატებასა და წარუმატებლობაზე, სკოლის ჩამორჩენილობაზე, რომლის მიზეზი ძირითადად სკოლის მასწავლებლის უვიცობაა. გაზეთი "დროება" გულისტკივილით აღნიშნავს: "დაიკეტა სკოლა მასწავლებელთა უხეირობის გამო... საზოგადოებას კი გულის შემაწუხებლად უდგია თვალწინ კარ-მოგლეჯილი სკოლის სახლი". გადის დრო და კორესპონდენციების საშუალებით ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ ჯუმათის სამონასტრო სკოლაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. 1875 წელს, აპრილში, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლის ზედამხედველს ტროეს დაუვლია გურიის სკოლები და განსაკუთრებით მოსწონებია ნიგოითის, ლანჩხუთის, ჩიბათის, ჯურყვეთის, ჩიჩხათის, ჯუმათისა და ძიმითის სკოლები.

1892 წელს დამდგარა საკითხი სკოლის ახალი შენობის აგების თაობაზე და ოზურგეთის მმართველის განკარგულებით დაუწყიათ კიდეც მშენებლობა.

1899 წელს ჯუმათის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციას, "მოეცეს ერთი მასწავლებელი სახელმწიფო ხარჯით, შენობისათვის დარაჯის დაყენება სკოლაზე, შეშა სათბობისათვის და ერთი მასწავლებლის ხარჯიც თვითონ სოფელმა იკისრა. ჯუმათში იყო ოზურგეთის მაზრის უფროსი ბ. ლაზარენკო, რომელსაც გააგებინეს საზოგადოების სურვილი, რომ ერთკლასიანი სამონასტრო სკოლა გადაკეთდეს ორკლასიანად. მაზრის უფროსს ძლიერ მოეწონა მათი განზრახვა. სოფლის ყრილობის გადაწყვეტილებით კი იმ დღესვე გადაწყდა სოფლის სასამართლოს გადახურვა მარსელის კრამიტით სკოლისათვის და ბაღის მოსწავლეთათვის გამოიყო ადგილი", - გვაუწყებს "ცნობის ფურცლის" კორესპონდენცია.

- სამღვდელოება რამდენად უწყობდა ხელს ამ სკოლის დაარსებას?

- შეჯერებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამღვდელოება ძალიან უჭერდა მხარს სამონასტრო სკოლის გაძლიერებას. იბრძოდნენ იმისათვის, რომ მოეწყოთ სამკითხველო, შეეკეთებინათ გზები, განსაკუთრებით ხშირად ჩნდება კორესპონდენციებში ამ ადამიანთა გვარები: მოსამართლე ბ. ჩხარტიშვილი, ე. გოგუა, მღვდელი სამსონ დარჩია, ივანე და იოსებ კანდელაკები, მასწავლებელი გაბეჩია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ განათლების შეტანას ამ სოფლებში. პერიოდიკაში ხშირად გვხვდება მათი კორესპონდენციები, სადაც გამოთქმულია საყვედური წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმართ უყურადღებობის გამო. ხშირად შეხვდებით წერილებს, რომლებიც შეიცავენ თხოვნას სკოლის სახელმძღვანელოებისა თუ მხატვრული ლიტერატურის შეძენის თაობაზე.

სკოლისა და სწავლა-განათლების სათანადოდ წარსამართავად ჩამოყალიბდა მზრუნველთა საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ჯუმათის ეკლესია-მონასტრის მღვდლები. საბჭო ზრუნავდა სკოლის შენობის შეკეთებაზე, სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობაზე, იძენდა სკოლისათვის საჭირო სასწავლო ინვენტარს, ესწრებოდა გამოცდებს, გალობას კი ასწავლიდნენ მედავითნენი. იმდროინდელი საზოგადოება ეხმარებოდა სასოფლო სკოლებს.

ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და ეს სამონასტრო სკოლაც მისი პირმშო იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ სკოლების (დაწყებითი, რვაწლიანი, საშუალო) გახსნას. სამონასტრო სკოლამ ძალიან დიდი როლი ითამაშა შემდგომ სწავლა-განათლების წარმართვაში.

- დღეს როგორ გრძელდება ცხოვრება ამ სკოლაში, როგორ მიმდინარეობს სწავლა-განათლების პროცესი?

- დღეს ჯუმათის შალვა ჩხარტიშვილის სახელობის სკოლა არ არღვევს წინაპართა ტრადიციებს და წარმატებით აგრძელებს 250 წლის წინ დაწყებულ საქმეს. განსხვავება ერთია: თუ ადრე პედაგოგთა ნაკლებობა იყო და ამას ისიც ემატებოდა, რომ მათ სათანადო ცოდნა არ გააჩნდათ ახალგაზრდების აღსაზრდელად, დღეს საკმაოდ მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა კადრია ჯუმათში, რომელსაც ხელმძღვანელობს გამოცდილი სკოლის დირექტორი ნესტორ მეგრელაძე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler