თვითკმაყოფილება დიდი ცოდვაა უფლის წინაშე
თვითკმაყოფილება დიდი ცოდვაა უფლის წინაშე
1. არის თუ არა თქვენი მოწოდება ის საქმე, რომელსაც ემსახურებით? თქვენი აზრით, ნებისმიერი პროფესიით არის შესაძლებელი, დღევანდელმა წარმატებულმა საქმიანობამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს და მომავალშიც სასარგებლო გახდეს?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია).

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ფილოლოგი ლულუ ბურჯანაძე, პოეტი ბადრი ცირამუა და საპატრიარქოსთან არსებული თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სკოლის დირექტორი ლალი მელივა.

ლულუ ბურჯანაძე, 66 წლის, ფილოლოგი. ჰყავს ქალიშვილები მარიკა და ეკა ბურჯანაძეები.

1. ყველა პროფესია და საქმიანობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს, თუ ადამიანი მას სუფთა სინდისითა და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

პროფესიებს შორის გამოვარჩევდი სკოლის პედაგოგის მოღვაწეობას, რადგანაც სკოლაში მისული ბავშვი სუფთა დაფაა და ძალზე მნიშვნელოვანია, რას დავწერთ ამ დაფაზე.

არიან ისეთი პროფესიის ადამიანები, რომელთა მოღვაწეობაც მთელი საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მაგრამ არანაკლებ დასაფასებელია იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ქველმოქმედებით ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ და ხელს უწყობენ ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ხალხისა და სამშობლოს კეთილდღეობის სამსახურშია.

ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ პრინციპით: "ქვაზე დადებული მადლი არ დაიკარგება", ისევე როგორც არაფერი იკარგება ბუნებაში.

2. ბავშვს, როდესაც ფეხს იდგამს, ხშირად ვაშველებთ ხელს, სანამ გამართულ სიარულს ისწავლიდეს; იგივეა საჭირო ადამიანის რელიგიური აღზრდისთვის, რადგან მართლმადიდებლურად მონათლული ბავშვისთვის აუცილებელია მის გვერდით ისეთი ადამიანი იდგეს, რომელიც ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დააყენებს.

სამწუხაროდ, ამ მხრივ ბევრი რამ გვაკლდა ჩემი თაობის ადამიანებს. მრავალი შეკითხვა უპასუხოდ რჩებოდა, რადგან ისეთ დროში ვიზრდებოდით, სასულიერო პირებთან კონტაქტი გვეკრძალებოდა, ეკლესიებისთვის კი მხოლოდ შორიდან უნდა გვეყურებინა. ამიტომ ძნელია, ღრმა ფესვები ჰქონდეს რწმენას, როდესაც ტაძრისკენ მიმავალ გზას ფიზიკურად და გონებრივად ჩამოყალიბებული, უკვე ცხოვრებაგამოვლილი ადამიანი დაადგები, რადგან, ჩემი აზრით, ღვთის შიშისა და სიყვარულის ჩასახვა ადრეული ბავშვობიდან უნდა დაიწყოს.

3. გლობალიზაცია სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ინტეგრაციას, თანამშრომლობასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას გულისხმობს. ამიტომ XXI საუკუნეში ამ მსოფლიო პროცესის გვერდის ავლა და ჩაკეტილ რეჟიმში ცხოვრება, მე ვფიქრობ, შეაჩერებს ქვეყნის პროგრესს.

ახალმა მსოფლიო წესრიგმა, რომელიც გლობალიზაციის სახით მოგვევლინა, არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ეროვნული წინსვლა და განვითარება. უცხო ენამ არ უნდა დააკნინოს მშობლიური ენა. ყველა რეფორმას საფუძვლად უნდა ედოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული.

საქართველოს ყველა მოქალაქეს არა მხოლოდ ფიზიკურად გადარჩენის, არამედ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყნის აშენების რწმენა და იმედი უნდა დაუბრუნდეს.

4. წმინდა ტიხონ ზადონელის სწავლებით, ადამიანს არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაფერისი ზნეობა აქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანად. აქედან გამომდინარე, მოძღვართან ასეთი შეკითხვა მექნება: გაიღება თუ არა ცათა სასუფევლის კარი იმ ადამიანთათვის, რომლებიც ქრისტიანული მცნებების დაცვით ცხოვრობენ, მაგრამ არ ეზიარებიან?


KARIBCHEბადრი ცირამუა, 60 წლის, ფილოლოგი, პოეტი, ათეული წლების მანძილზე მუშაობდა პრესასა და ტელევიზიაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში "ცისკარსა" და "მნათობში", რასაც მოჰყვა პირველი პოეტური კრებული "ლტოლვა". 2010 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" დასტამბა მისი ლექსების ახალი კრებული "პოეტური მონოლოგები", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ჰყავს ქალიშვილები ქეთევანი და ნათია.

1. ახლა, ამ კითხვას რომ ვისმენ (მეღიმება), მაღალთაღიან გოტიკურ ოთახში, საწერ მაგიდასთან მჯდომი, ფაუსტის აღსარებაც ჩამესმის ყურში:

"ფილოსოფიას შევწირე წლები,
დავშვერ სამართლით და მედიცინით,
ღვთისმეტყველების საბმურშიც ვები
და ვდგავარ ახლა, სიმწრით ვიცინი;
რა ბრიყვიც ვიყავ, დავრჩი იმადვე,
მისხალი ჭკუაც ვერ შევიმატე;
და უქმი უქმად მივიბარგები
კაცთა მოდგმისთვის არსად სარგები..."

ადამიანის ისედაც დასაზღვრული ყოფა ამ კითხვაში მინიმუმამდეა დაყვანილი.

როცა მატერიალური და სულიერი კრიზისია, ასეთი კიხვებიც ბუნებრივად ჩნდება.

მე პოეტი ვარ და ვიცი, რომ პოეზია მადლია, ადამიანის სულის სიდიადის გვირგვინია, დროსა და სივრცეში დანთქმულ-ჩაკარგული ადამიანის მალამოა.

ჭეშმარიტი პოეტი პროფესიას ვერ შეიცვლის; ვერც ჭეშმარიტი, დავუშვათ და, ფილოსოფოსი, ექიმი, ჟურნალისტი...

მე, პირადად, რამ უნდა მაიძულოს?

ჩემი გრძნობად-ემოციური სამყაროს ადეკვატურად მიმაჩნია ჩემი ლექსი - თუ ეს ასე არაა და ვცდები, მაშინ... ფუჭად გამივლია ცხოვრებისეული წლები და ეგ არის.

2. ჭეშმარიტი რწმენა გვიან მოდის, ან სულაც არ მოდის. 60 წლის კაცი ვარ და ასეთი ფერისცვალება ჯერ არ მიგრძნია. ჭეშმარიტ რწმენაში შესვლა, ალბათ, სულიერი ნეტარების ტოლფარდია.

მე ღრმად მწამს, რომ ღმერთთან, სამყაროს ამგებთან, სულიერ წვრთნასა და მეცადინეობას, წიგნიერებას მიჰყავს ადამიანი. ცოდნით გამყარებული რწმენა სინათლეა. ბრმა მორწმუნეობასა და ფანატიკურობას შორის ალბათ ზღვარი არც გადის.

მაგრამ ცხოვრება იმდენად რთულია და თავად ადამიანის ბუნება - წინააღმდეგობებით სავსე, რომ მოსანანიებლად მთელი ცხოვრებაც შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი.

ზემოთ სულიერ წვრთნაზე, ცოდნასა და წიგნიერებაზე გავამახვილე ყურადღება.

ბლეზ პასკალის ერთ-ერთი ნარკვევიდან ციტატას მოვიყვან: "დაე, ადამიანი მიიქცეს ბუნების მთელი სიდიადისა და სავსების ჭვრეტად; დაე, აარიდოს თვალი მის გარემომცველ უბადრუკ საგნებს; დაე, უმზიროს თვალისმომჭრელ ნათელს, უშრეტი ჩირაღდანივით რომ ანათებს სამყაროს; დაე, შეიგნოს, რომ დედამიწა მხოლოდ და მხოლოდ წერტილია იმ უზარმაზარ წრესთან შედარებით, რომელსაც შემოსწერს შუქმოქეიფე მზე; დაე, შეძრწუნდეს იმ აზრის გამოც, რომ ეს უზარმაზარი წრეც, თავის მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ უჩინო წერტილია ცის თაღზე მსრბოლი სხვა ვარსკვლავების ორბიტებთან შედარებით".

ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს თავისი ადგილიცა და მსწრაფლწარმავლობაც, მთლიანად უნდა მიენდოს იმ ძალას, რომელმაც ააგო ეს უკიდეგანო, უპერიფერიო სამყარო და რომლის ცენტრიც ყველგან, ყველა წერტილშია.

თუმცა ვიმეორებ, აქამდე ამაღლება, ასეთ რწმენასთან მიახლება არ არის იოლი.

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება" - ეს ფრთიანი ფრაზა უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ეკუთვნის.

მჯერა, - მზიანი ღამეა!

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ორი ათწლეული გავიდა. ისტორიის ამ მცირეზე მცირე მონაკვეთს მემატიანე, ალბათ, ქართველი ხალხის ბრძოლისა და გაძლების, ჭირთა დათმენის პერიოდად მონათლავს.

რევოლუცია ხომ უბედურებაა, რევოლუციურ ტალღაზე მოსული მმართველები - მეორე უბედურება.

ცხადია, ეს იცის ერის სულიერმა მამამ და საზოგადოებას დათმენისკენ მოუწოდებს.

მრავალი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით; უწინარესად ეს არის უცხო კულტურათა მოძალება, წეს-ჩვეულებათა (ხშირად - მახინჯი ფორმით) გაუგონარი იმპორტი, მიმბაძველობაშიც ხომ არავის ჩამოვუვარდებით.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რატომღაც მეგონა, რომ ეროვნული კულტურა ფრთებს მეტად გაშლიდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ნაკლებად წარმოვიდგენდი. მაგალითისთვის ავიღოთ დედაენის საკითხი. ცისფერი ეკრანიდან, რადიომიმღებებიდან "ჭუჭყიანი" ქართულით გვესაუბრებიან; არც მომრავლებულ ჟურნალ-გაზეთებშია უკეთ საქმე. გამაოგნებელია თავად ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლიური ენისადმი. სასწრაფოდ აღსადგენია ქართული სახელმწიფო ენის პალატა, რომლის ხელმძღვანელადაც ისეთი კაცი უნდა დაინიშნოს, რომელსაც ქართულად გამართული წერა-კითხვა ეცოდინება.

კატასტროფულია ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობაც და არაფერი კეთდება ვითარების გაჯანსაღებისთვის. თუ არსებული ვითარება შენარჩუნდება უახლოესი 50 წლის მანძილზე, ექსპერტთა ვარაუდით, ქართველთა რიცხვი ძალზე შემცირდება საქართველოში.

მეორე არანაკლებ მძიმე პრობლემა ნარკომანიაა. დამთრგუნველია ოფიციალური სტატისტიკა, არც მინდა ეს საშინელი რიცხვი დავასახელო...

მესამე პრობლემა ჩვენს დიდ მეზობლებთან ურთიერთობების მოგვარებაა.

მაგრამ ჩვენ გლობალიზაცია იმდენად არ გვემუქრება, რამდენადაც ჩვენი ჰაიჰარობა, ამორფულობა და შარახვეტიობა.

4. შეკითხვა მოძღვართან არ მაქვს.


KARIBCHEლალი მელივა, პედაგოგი, მუშაობს წმინდა ნინოს სახელობის საპატრიარქოსთან არსებული სკოლის დირექტორად. ჰყავს მეუღლე კობა ბუჩუკური და შვილები თამთა და თორნიკე.

1. ჩემი აზრით, მთავარი მაინც ის არის, სანამ მასწავლებლობას გადაწყვეტ, საკუთარ თავს ჰკითხო, გიყვარს თუ არა ბავშვები. მე მიყვარს ბავშვები. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანსაც". მასწავლებლის გზა რთულია, ჯერ თვითონ უნდა იყო ის, რადაც გსურს სხვა აქციო. წმინდა მამათა სწავლებით: "ვისაც მხოლოდ რწმენა აქვს, - უფლის მონაა, ხოლო ვინც რწმენასთან ერთად შეზავებულ ცოდნას ფლობს, - უფლის მეგობარია".

მასწავლებლობა ჩემი მათემატიკის მასწავლებელმა, აწ განსვენებულმა გალი სამსონიამ გადამაწყვეტინა. მათემატიკისა და მისმა ჩემდამი სიყვარულმა გამაბედვინა, ფეხი შემედგა სკოლის ცხოვრებაში. მისი სიტყვებით, მის შემცვლელად უნდა დავბრუნებოდი სკოლას. მაგრამ...

პირველი პროფესია ჩემთვის საინჟინრო-ეკონომიური იყო. შემდეგ ოჯახი შევქმენი, შვილები, მათი განათლება... და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი უნდა მეპოვა.

თავიდან დავიწყე სწავლა და პირველი, რაც ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა, იყო - მასწავლებლის ლოცვა: "ღმერთო! მიბოძე სიყვარული ჩემი სკოლისა, მაქციე დედად, თვით დედაზე უფრო მეტ დედად, რათა მიყვარდეს ის, ვინც ჩემი არ არის..."

საქმე, რომელსაც ვემსახურები, ჩემი მოწოდებაა. ერთ რამესაც მივხვდი: უფრო მყარად და საფუძვლიანად უნდა მეკეთებინა ის საქმე, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია; ისეთი ყოფილიყო "ჩემი" სკოლა, სადაც ბავშვი ყოველთვის სიხარულით მოვიდოდა და წასვლა აღარ მოუნდებოდა; სიყვარულით აიღებდა ხელში წიგნს და მისი საშუალებით შეძლებდა ცოდნის დაგროვებას.

კიდევ ერთი რამ: თუ შენ გვერდით არ არიან ისეთი პედაგოგები, რომლებსაც შენსავით უყვართ თავიანთ პროფესია და ბავშვები - ჯაჭვი გაწყვეტილია. მეც აღარ მექნებოდა სურვილი მათთან ერთად მუშაობისა.

ჩემი დიდი ოცნებაა, სკოლას ჰქონდეს შენობა, ამ სკოლის ყველა კურსდამთავრებულს კი თავმდაბლობა, რწმენა და შრომა, რის გარეშეც ცოდნას ვერც შევიძენთ და ვერც მოვიხმართ. მომავალი თაობის არასწორი განათლებით ქვეყანას მომავალი არ ექნება. ორმხრივმა პროცესმა - მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთგაგებამ უნდა მიგვიყვანოს "ტაძრამდე".

2. რწმენა მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ისტორიის მასწავლებლად ჩვენს სკოლაში ზურაბ სამსონია მოვიდა. მის გაკვეთილებზე საინტერესო საუბრები იმართებოდა, რამაც დამარწმუნა, რასაც მანამდე გვასწავლიდნენ, მცდარი იყო. ჩემს მაგიდაზე გაჩნდა წიგნები საღვთო სჯულზე. მივხვდი, რატომ ანთებდა ბებიაჩემი მალულად სანთელს. შემდეგ იყო თხოვნა-ვედრება ღმერთისადმი და ასე აღმოვჩნდი ჩემს შვილებთან ერთად ეკლესიის წიაღში. ვმადლობ უფალს ამ წყალობისთვის.

3. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაცია გარდაუვალია, ქვეყნის წარმატების საყრდენი განათლებული, წიგნიერი მომავალი თაობაა. ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე გვაქვს. ჩვენს ენაშია გაცხადებული ჩვენი ისტორია, რომელიც დღემდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა ისე, რომ არ გაწყვეტილა ჯაჭვი წარსულიდან დღემდე... ჩვენს ერს ამდენი მეოხი ჰყავს... "მალე გათენდება", თუკი შევძლებთ, ყველა ერთად დავდგეთ სიყვარულის სადარაჯოზე.

4. შეკითხვა მოძღვართან არ მაქვს.


KARIBCHEვესაუბრებით თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოზ დავით დელიბაშვილს.

- ღმერთმა ყოველ ადამიანს სხვადასხვაგვარი ნიჭი უწყალობა. რადგან სასკოლო ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობირებული თავიანთი შესაძლებლობანი, მათი უნარისა და მოწოდების გამოვლენასა და სწორად რეალიზებაში ალბათ მშობლებთან ერთად სკოლასაც გარკვეული როლი აკისრია...

- გეთანხმებით. ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩენს თავის მოწოდებას და მოტივირებულია გარკვეული საქმისათვის, რადგან თუ პიროვნებას მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს და მატერიალური კეთილდღეობისთვის იბრძვის, ადრე თუ გვიან ძალიან გაუჭირდება ცხოვრება. უფალი მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეწევა, რომელიც მასზე ამყარებს იმედს და საქმის სიყვარული და პროფესიული ინტერესი ამოძრავებს, უფლის თანადგომისა და დახმარების გარეშე კი, მოგეხსენებათ, წარმატებისა და სულიერი კმაყოფილების მიღწევა ყოვლად შეუძლებელია. ამიტომ, ადამიანის მოწოდება ადრეული ასაკიდან რომ გამოვლინდეს, ოჯახსა და სკოლას მე ეკლესიასაც დავუმატებდი - ეკლესიური მადლი დაგვეხმარება ადამიანის დაფარული ნიჭისა და უნარის გამოვლენაში.

რადგან ბავშვი ოჯახურ გარემოში იზრდება და მისი პიროვნებად ჩამოყალიბება მშობლების მაგალითზე ხდება, მათი როლი მართლაც შეუცვლელია, მაგრამ აღზრდაში ნათლიამაც დიდი წვლილი უნდა შეიტანოს, დააახლოოს იგი ტაძარს, მოძღვართან ურთიერთობა ასწავლოს, რადგან ეკლესიას უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება - როგორც ჩანს, ნათლიებს არ აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული თავიანთი უფლება-მოვალეობანი; ეკლესიურობით, ღვთისადმი მორჩილებითა და სიყვარულით ისინი მაგალითი უნდა იყვნენ თავიანთი ნათლულებისთვის.

გარემოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც სახლი ნაკურთხია, მოწყობილია ხატების კუთხე, ოჯახში ხშირად ლოცულობენ და ეკლესიურად ცხოვრობენ, ასეთ სახლში ღვთიური მადლი ტრიალებს და ბავშვიც ღვთისნიერია. ბუნებრივია, ასეთ გარემოში აღზრდილს, აღარ გაუჭირდება მოწოდების გამოვლენა და მისი საქმიანობაც წარმატებული იქნება.

ყოველი საქმე საცხოვნებელია ლოცვასა და ეკლესიურ აზროვნებასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს თავისივე საქმე აბრკოლებს და ხიბლის მდგომარეობაში აგდებს. ზოგჯერ ასეთ ადამიანს ჰგონია, თუ მათხოვარს ორიოდე გროში შესწირა, ამით უფალს ასიამოვნა და მოაწესრიგა მასთან ურთიერთობა და თვითკმაყოფილებას ეძლევა. უფალი გულში რომ დავიტიოთ, ეკლესიურ საიდუმლოებებს უნდა ვეზიაროთ, რადგან თვითკმაყოფილება დიდი ცოდვაა უფლის წინაშე.

- თქვენი აზრით, ყველა პროფესიით არის შესაძლებელი ჩვენი დღევანდელი საქმიანობა მომავალშიც სასარგებლო გახდეს საზოგადოებისთვის?

- ცხადია, ყველა პროფესია არ მოგვცემს ამის საშუალებას, რადგან არის ისეთი საქმიანობა, რომელიც ცოდვად ითვლება უფლის წინაშე. კაზინოს, ტოტალიზატორის ან საროსკიპოს ხელმძღვანელს მადლი ვერ მიეცემა, რადგან ეშმაკი ბატონობს მასზე. ზოგჯერ ადამიანი ისეთ საქმიანობას გაიხდის პროფესიად, რომელიც არ არის ღვთისთვის სათნო. ადამიანის ყოველდღიური შრომა პატიოსანი უნდა იყოს, რადგან უწესოდ მოპოვებული ლუკმა დროებითია და, თუ ძველ ქართულ ანდაზას გავიხსენებთ, "ქარის მოტანილს ქარი წაიღებს".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამევალა გლდანის ციხის ადმინისტრაციასა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობის დარეგულირება (პატიმრებსა და მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის განყოფილებას დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ხელმძღვანელობს). ერთ კვირას ქაშვეთის ეკლესიაში მიწევს ყოფნა, ყოველ მომდევნო კვირას კი პატიმრებთან ერთად ვატარებ, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უფალს ეს ადამიანები ძალიან უყვარს და დასაღუპავად არ ემეტება, გამოფხიზლებისა და ცოდვილობის განცდის გამოსაწვევად მოუვლინა მათ ეს განსაცდელი.

უკანასკნელ ხანს საპატიმროებსა და ციხეებში აკადემიური გარემო შეიქმნა - დაპატიმრებულთა შორის არიან ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, ბიზნესმენები... მე ხშირად მიწევს მათთან შეხვედრა. მადლობა ღმერთს, ამ ადამიანებს სინანულის გრძნობა არ ტოვებთ და მადლიერებას გამოთქვამენ უფლისადმი, რადგან, როგორც ამბობენ, ციხეში რომ არ მოხვედრილიყვნენ, ვერასდროს შეიცნობდნენ ღმერთს. პატიმართა 90 პროცენტს ლოცვების წიგნი უკავია ხელში და ბევრს ლოცულობს, მოძღვართან ურთიერთობის დიდი სურვილიც ამოძრავებს.

მოპარვით, ძარცვით, წაგლეჯით, ცოდვით ლუკმაპურის მოპოვება და ქონების არასწორი გზით დაგროვება თითქოს პროფესიად ჩამოყალიბდა საქართველოში. ამიტომ პატიმრებს ხშირად ვეკითხები, ამ გზით ნაშოვნი ფული რაში დახარჯეთ და როგორ გამოიყენეთ-მეთქი. მათი უმრავლესობა მპასუხობს, რომ ოჯახამდე არც კი მიუტანია ეს ფული, ისევ საეშმაკოდ, ვთქვათ, კაზინოში, ტოტალიზატორში, ლოთობასა და გარყვნილ ცხოვრებაში დახარჯა, ისეთ საქმიანობაში, რომელსაც პირადად მე ნარკოტიკულ საშუალებებთან ვაიგივებ, რადგან ადამიანი მათზე დამოკიდებული ხდება.

ამასთან, რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს ადამიანები დღეს ეკლესიურ ცხოვრებას ეწაფებიან, არიან აღმსარებელნი, მაზიარებელნი. თავიანთი ცხოვრებით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი, რომელიც უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს არ ეზიარება, ვერ შეიცნობს უფალს და მისი გაკეთებული სიკეთეც რაღაც ვიზუალური ეფექტების აღსრულება უფროა, ვიდრე ღვთისგან გამომდინარე.

- სწორედ ზიარებას ეხება ჩვენი რესპონდენტის შეკითხვა. ქალბატონი ლულუ ბურჯანაძე გვეკითხება, გაიღება თუ არა სასუფევლის კარი იმ ადამიანთათვის, რომლებიც ქრისტიანული მცნებების დაცვით ცხოვრობენ, მაგრამ არ ეზიარებიანო.

- როცა ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს და მცნებებს იცავს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის მაზიარებელი უნდა იყოს. ქრისტიანი ხომ იმისთვის ლოცულობს, იმისთვის მარხულობს, იმისთვის დადის წირვა-ლოცვაზე და აბარებს აღსარებას, რომ წმინდა ზიარება დაიმსახუროს. როგორც სახარებაში განიკურნა სისხლმდინარე დედაკაცი უფლის შეხებით, ჩვენი შეხვედრაც უფალთან მხოლოდ ზიარების საშუალებით ხდება. ადამიანს, რომელიც უფლის წმინდა ნაწილებს არ ეზიარება, როგორ შეიძლება ეკლესიური ეწოდოს?! უფალთან სიახლოვის, თუნდაც მეგობრობის ერთადერთი შესაძლებლობა ზიარებაა და თუ მას გულის კარს არ გავუღებთ და არ შემოვუშვებთ ჩვენს გულში, როგორღა შეიძლება, სასუფევლის კარი განგვეღოს? მაცხოვარი სახარებაში გარკვევით გვეუბნება, ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს ეზიარება, ის ჩემში იქნება, და მე - მასშიო. ვინც თავისი ნებით ამბობს უარს ამ არჩევანზე, ქრისტეს გარეშე მის ცხოვრებას არ შეიძლება ეწოდოს ეკლესიური.

ეკლესია არის სვეტი ჭეშმარიტებისა, სადაც სულიწმინდის მადლი გადმოედინება. სწორედ ამ მადლის საშუალებით ხდება ბარძიმში მოთავსებული პურისა და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნა - წმინდა ძღვნის კურთხევა, რის გარეშეც ცხონება წარმოუდგენელია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler