მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონება შეუძლებელია
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონება შეუძლებელია
1. რა მიგაჩნიათ ადამიანის უმთავრეს დანიშნულებად ამქვეყნად?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?


3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე, მხატვარი-მოქანდაკე ავთანდილ არბოლიშვილი და ხატმწერი მადონა ლანGავა.

ქეთევან აბაშიძე-დადიანისა, პროფესით - ხელოვნების ისტორიკოსი; მუშაობს გ. ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელოვნებათმცოდნე კონსულტანტად. ჰყავს მეუღლე, ნიკოლოზ დადიანი, და შვილები - ნინო და დავითი.

1. მე ვფიქრობ, ადამიანის დანიშნულება ღვთის სათნოდ ცხოვრებაა. ჩვენი მიწიერი ცხოვრების გზა ზეცაში, უფალთან დამკვიდრების საფუძველი უნდა გახდეს - "რომელთა ვლეს მოსწრაფებით იწროი და საჭირველი გზაი, მიმყვანებელი ზეცისა ქალაქად, რომლისა ხუროთმოძღვარ და შემოქმედ ღმერთი არს". ამ ზეციური ქალაქის მოქალაქეობაა ადამიანის მთავარი დანიშნულება ამქვეყნად. ცხონება... მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ვნებებთან... ეს ყოველივე ძალიან რთულია. როგორც ეკლესიის მამები შეგვახსენებენ, დედამიწაზე სამოთხე არ არის; სამოთხე ჩვენი მიწიერი ცხოვრებით მოიბრძოლება. არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ უნდა მიიდრიკო, მეტიც - ღვთის ერი უნდა გაამრავლო, რომ "მოძმესა შენსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს".

მე ვფიქრობ, ჩემი როგორც დედის მთავარი დანიშნულებაა, მე, ჩემი მეუღლე და შვილები ღვთის წინაშე ერთად წარვდგეთ; შევძლო ბავშვების ისე აღზრდა, რომ ამ გზას თავისი ნებით დაადგნენ; მივცე ისეთი სულიერი და ფიზიკური რესურსი, რომ ამ რთულ დროში ჭეშმარიტი გზა იპოვონ და აირჩიონ; ეკლესიური აზროვნება და ეკლესიური ცხოვრების წესი ერთობით დავნერგო მათში...

2. არ მახსოვს. ვფიქრობ, თანდათანობით. ჩემთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი სახეა მსახურება - რამდენადაც შემიძლია, ვმსახურებ უფალს, მეუღლეს, შვილებს... ვმსახურებ ჩემი პროფესიით - ვარ ქართული ხელოვნების ისტორიკოსი...

3. მიუაჩრდილებელი ნათელი, ხილულ მზეზე აღმატებული, მიუწვდომელი, მარადიული, მიუახლოებელი - უფალია, რომლისკენაც მუდამ უნდა აღვიწეოდეთ, მუდამ უნდა ვუახლოვდებოდეთ. იგი არ არის უძრავი წერტილი, რომელსაც მიუახლოვდები და მისწვდები. ღმერთმა ქმნას, მე, ჩემიანები და ყველა ჩემი ახლობელი მისი ღირსი გავხდეთ; სამარადისოდ გათენდეს ჩვენთვის როგორც ჩვენს მიწიერ სამოთხეში - სამშობლოში, ისე ზეციური მარადიული სამშობლოც დავიმკვიდროთ...

ამის საპირისპიროდ, უფლისგან დაშორება და მისგან განდგომაც მარადიულია და უსასრულო. ღმერთმა ყველას გვაშოროს და უფალს ვებარებოდეთ...

საქართველო მრავალი სიწმინდის მფლობელი ქვეყანაა. როგორც, ჩვენი პატრიარქი ამბობს, ზოგნი ოქროსა და თვალ-მარგალიტს მოიხვეჭენ, ჩვენ კი ისტორიულად სიწმინდეების მომხვეჭელნი ვიყავით. ამ სიწმინდეთა ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა... მათ უნდა მოვუაროთ, ისინი უნდა გადავარჩინოთ უფლის მეორედ მოსვლამდე. საქართველოს სივრცეში ხილულად თუ უხილავად დაფლული სიწმინდეები ჩვენ გვიცავენ და გვიფარავენ. საყოველთაო განკითხვის დღეს ღვთის წინაშე წარვდგებით იმით, თუ როგორ პატივს მივაგებდით და როგორ ვუვლიდით მათ... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უფლის მეორედ მოსვლის გარდამოცემას, დედა სიდონია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, უხილავად დაფლული უფლის კვართით, ეკლესიის ამ უდიდესი სიწმინდით ხელში წარდგება ღვთის წინაშე და წარგვადგენს ჩვენც ჩვენი ღვაწლით ამ სიწმინდისადმი...

ჩვენ კვართის მცველი ერი ვართ, "კვართის მცველთა ლაშქარი", შესაბამისი პასუხისმგებლობით ღვთის წინაშე... სვეტიცხოველში დაფლული კვართი, როგორც ვიცით, ღვთისგან უშუალოდ ჯვარცმის წინ განმოსილი კვართია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არც ერთ სხვა ქვეყანას, ვინც უფლის კვართის მფლობელობაზე აცხადებს თავის პასუხისმგებლობას, არ გააჩნია ამგვარი ადრეული ისტორიული წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია მისი მფლობელობის შესახებ და არც საგანგებოდ აქვს აღნიშნული ამ სიწმინდის უშუალოდ ჯვარცმასთან კავშირი. კვართი უფლისა, დედაღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი, რომელზეც სახარება გვაუწყებს. ეკლესიური გარდამოცემით, უფალს მუდმივად ეცვა და სასწაულებრივ იზრდებოდა მასთან ერთად. იგი არის უკერველი, ერთიანად მოქსოვილი ნაწილთა გარეშე, ეკლესიის განუყოფლობისა და ერთიანობის სიმბოლო. ამ სახით უნდა წარდგეს ეკლესია უფლის წინაშე მისი მეორედ მოსვლის ჟამს. კვართის მცველთა მისიაც სწორედ ეს არის - მრთელად დაიცვან იგი.

გლობალიზაციის პირობებში ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ ეროვნულობას, მის ტრაციულობას ემუქრება, და ამ აბობოქრებულ სამყაროში ჩვენი მისია გაცილებით რთული შესასრულებელი ხდება. არადა, ჩვენმა სიწმინდეთა მომხვეჭელობის ეროვნულმა თვისებამ, ღვთის ნებით, დიდი სულიერი განძის მფლობელნი გაგვხადა... ამიტომაც ჩვენი მიწიერი სამოთხის, საქართველოს, სიწმინდეთა და წმინდა ნაწილთა საგანძურის მცველებად უნდა დავდგეთ ეკლესიური ცხოვრების წესითა და მართლმადიდებლური აზროვნებით შეიარაღებულნი ვიდრე "ქათმისა ხმობადმდე"... მუდამ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები გეთსამანიაში: "იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა"... "ჰრქუა მას უფალმან: წარიხადენ სანდალნი ფერხთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაი წმინდა არს". ეს არის უფლის მოწოდება მოსესადმი სინას მთაზე მაყვლოვანში; ამას მოგვიწოდებს და შეგვახსენებს ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ილია II; ამასვე შეგვახსენებს ჩვენი, ქართული იერუსალიმი - მცხეთა, თავისი სიწმინდეებით - მაყვლოვანით, თაბორით, ბეთლემით, გეთსამანიით... მეტადრე კი უმთავრესი სიწმინდით - უფლის კვართით.


KARIBCHEავთანდილ არბოლიშვილი, მხატვარ-მოქანდაკე. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ასწავლიდა მცირე აკადემიაში, ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო საწავლებელში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. დღეს სოლიკო ვირსალაძის სამხატვრო ხელოვნების სკოლის ქანდაკების პედაგოგია. მისი ნამუშევრები დაცულია ისრაელისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძო კოლექციებში. ჰყავს მეუღლე - ჟურნალისტი სვეტა ამბროლაძე.

1. უპირველეს ყოვლისა, მისი სულიერი ამაღლება, სულის ცხონებაზე ზრუნვა. ადამიანი სიმწიფის ასაკს რომ მიაღწევს, უნდა ეცადოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, თავისუფალი ანუ თავისი თავის უფალი გახდეს. თავისუფალი პიროვნება ბევრ რამეს შეძლებს. პირველ რიგში სულიერი სიმაღლეები უნდა ჰქონდეს, მშრალად და ზერელედ არაფერს უნდა მიუდგეს. განსაკუთრებით რელიგიას. რელიგიურობა არ უნდა იყოს ადამიანისთვის მოდა, სხვის დასანახად, თავმოსაწონებლად არ უნდა დადიოდეს ტაძარში, რაც, სამწუხაროდ, ძალზე ხშირია. რწმენას უნდა ეკავოს ადამიანის ცხოვრებაში უპირველესი ადგილი. მხოლოდ ამ გზით შეძლებს იგი ჭეშმარიტების შემეცნებას და იმაზე დაფიქრებას, რისთვის მოვიდაამ ქვეყნად, რა არის მისი მისია, მისი უმთავრესი დანიშნულება.

2. როდის შემოვიდა რწმენა ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად არ მახსოვს. მგონია, რომ ის საწყისიდანვე იყო ჩემში, ოღონდ გაუცნობიერებლად. გავაცნობიერე მოგვიანებით, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და რელიგიური ლიტერატურაც ხელმისაწვდომი გახდა. 1994 წელს ჩემს ცხოვრებაში მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა ამქვეყნად. გაცნობიერებულად რწმენა ჩემში სწორედ ამ დროს შემოვიდა. მას შემდეგ მრავალგზის დავრწმუნებულვარ, რომ ამქვეყნად არაფერი ხდება უფლის ნების გარეშე და უფალი შეუძლებელსაც კი შეგვაძლებინებს, თუ რწმენა გვექნება. რამდენიმე ხნის წინ მამა იოვანემ (დეკანოზი იოვანე ჩიგოგიძე) მთხოვა, სოფელ დიღომში მშენებარე ტაძარში კანკელის ჩუქურთმები გამეკეთებინა. მართალია, პროფესიით მხატვარ-მოქანდაკე ვარ და ქართულ ჩუქურთმაზეც მიმუშავია, მაგრამ ტაძრისთვის მანამდე არაფერი გამეკეთებინა, გამოცდილება არ მქონდა. თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ როცა კურთხევა მივიღე და პირველ ესკიზზე დავიწყე მუშაობა, შიში უკვალოდ გაქრა. მერე თითქოს ყველაფერი თავისთავად მოხდა. ტაო-კლარჯეთში არსებული ოშკისა და პარხლის ტაძრების ჩუქურთმათა ფრაგმენტები გავიმეორე და რეკორდულად მოკლე ხანში შევძელი მთელი სამუშაოს შესრულება. უფალმა შემაძლებინა ის, რაც მანამდე შეუძლებელი მეგონა.

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება" - მისი უწმინდესობის ეს ფრაზა მრავალმხრივად შეიძლება განვიხილოთ, მასში შეიძლება დავინახოთ იმედიც და გაფრთხილებაც. გლობალიზაციამ მრავალი მცირე ერი ჩაყლაპა. ჩვენც რომ იგივე არ დაგვემართოს, უნდა გაძლიერდეს ერის შინაგანი ენერგია. აქ გადამწყვეტი როლი ეკლესიამ უნდა შეასრულოს - წინა პლანზე წამოსწიოს მართლმადიდებლური ღირებულებები, ეროვნული ტრადიციები; უსათუოდ უნდა დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ფესვები, რომ გლობალიზაციის უხეშ ზეწოლას გავუძლოთ. ერი უნდა გაძლიერდეს როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად, რათა გახდეს ღირებული მსოფლიოს პროგრესული ნაწილისთვის. ჩვენი ეროვნული, კულტურული და სულიერი ფასეულობების წინა პლანზე წამოწევით დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც საქართველოს რენესანსის ოქროს ხანაში ჰქონდა. მაშინ გლობალიზაცია ვეღარ ჩაგვყლაპავს და მზიანი ღამეც არა მარტო გათენდება, არამედ მარადიულ მზიან დღედ გადაიქცევა.

4. მოძღვარს ვკითხავდი, რას ეფუძნება გავრცელებული აზრი, რომ მუქი შინდისფერი (ბორდოსფერი) ღვთისმშობელს განსაკუთრებულდ უყვარდა?


KARIBCHEმადონა ლანჩავა, 34 წლის. მხატვარი - ხატმწერი. ჰყავს მეუღლე, დეკანოზი გიორგი ყიფშიძე, და შვილები - გიორგი, მარიამი და ნიკოლოზი.

1. ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო" - ასე გამოხატა მეფე სოლომონმა თავისი დამოკიდებულება მსწრაფლწარმავალი წუთისოფლისადმი. ადვილი არ არის, შეჩერდე ყოველდღიური საზრუნავის ამ უწყვეტ ნაკადში და ჰკითხო შენს თავს: ვინ ხარ? საიდან და რისთვის მოსულხარ ამქვეყნად? არადა, რად ღირს ადამიანის სიცოცხლე ამ კითხვის გარეშე? ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და როგორც ხელოვნების ქმნილების დანიშნულებაა მისი შემოქმედის გამოხატვა, ასევეა ადამიანის დანიშნულება, იყოს ხატება და მსგავსება ღვთისა. რამდენადაც იკარგება და კნინდება ადამიანში ღმრთის ხატება და მსგავსება, იმდენადვე კარგავს იგი თავის არსსა და დანიშნულებას.

2. მე ვფიქრობ, რწმენა ყველაზე ინტიმური განცდა ადამიანისთვის. საზოგადოდაც, მიჭირს ურწმუნო ადამიანის წარმოდგენა. ღმერთის უარყოფა საკუთარი თავის უარყოფაა, რადგან არ არსებობს ქმნილება შემოქმედის გარეშე.

ვფიქრობ, რწმენა დაბადებისთანავე შემოდის ადამიანში, თუმცა ამას ყველა სხვადასხვა დროსა და გარემოებაში ვაცნობიერებთ. ტაძარში მისვლის, სანთლის დანთების, ლოცვის სურვილი და მოთხოვნილება - ასეთი იყო რწმენის პირველი გამოვლინება ჩემში.

ჩემი აზრით, რწმენა იმდენადვე ვლინდება ჩვენში, რამდენადაც გაგვაჩნია იგი. როდესაც ასეთ რამეებზე ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველა მახსენდება. ასე მგონია, ტყუილ-უბრალოდ, მოფერების გარეშე, ყვავილსაც არ მოწყვეტდა ვაჟასთანა კაცი. ადამიანი, რომელიც ხედავს და აღიქვამს სამყაროს როგორც ღვთის ერთიან ქმნილებას, არ კი არა, ვერ მოკლავს, ვერ აწყენინებს, ვერ შეიძულებს. მცირედმორწმუნეობაა ჩვენი მთავარი სენი და ვფიქრობ, ამიტომაც გვიმძიმს ადამიანებს ყოველდღიური ყოფა.

3. ღამე რაც არის, ყველას კარგად მოგვეხსენება: ღამე შიშია და უიმედობა - უღმერთოდ დარჩენის შიში.

მზიანი ღამე - სამყაროა, სადაც სიყვარული ცოტაა, მაგრამ მზის ნათელი მაინც აღწევს იქ, სადაც იმედი და რწმენაა.

განთიადი მზის დაბადებაა, სიცოცხლის დღესასწაულია, როდესაც ღამეული ჩრდილები ქრება და ქმნილება თავისი პირვანდელი მშვენიერებით ელავს და მზეს შეჰხარის.

მზიანი ღამე ჭეშმარიტებისა და სამართლის გამეფების მოლოდინია, ჩაუვალი მარადიული მზის მოლოდინი.

"და ღამე არა იყოს მუნ. და არა სახმარ იყოს ნათელი და მზეი, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდინ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხადება 22.25).

4. როდის დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიების ავტოკეფალიებად ჩამოყალიბება, რა გახდა ამის წინაპირობა და რა ადგილი უკავია ქართულ ეკლესიას სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის?


KARIBCHEჟურნალის ნომრის თემასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის დეკანოზს, მამა დავით ისაკაძეს, რომელმაც წერილობით უპასუხა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს.

- როდესაც ვეხებით ქრისტიანული ცხოვრების უმთავრეს საკითხს - ცხონებას, უპირველეს ყოვლისა უნდა ვისაუბროთ ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რადგანაც ცხონება ანუ გადარჩენა ეკლესიისა და მართალი სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია. ქრისტემ დააარსა ეკლესია, მათეს სახარების მე-16 თავში ვკითხულობთ, რომ პეტრე მოციქულმა ყველა მოციქულის სახელით გამოხატა მართალი სარწმუნოების მიმართ აღსარება. და სწორედ ამ აღსარების საფუძველზე მას და ყველა მორწმუნეს მაცხოვარმა უთხრა: "და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18). წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: "როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვების შენებურად განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცთომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა". ანუ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მორწმუნე ადამიანი იყოს ეკლესიურად განათლებული, გათვითცნობიერებული ჰქონდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და მოერიდოს დამაბრკოლებელ მოძღვრებათა კითხვას. ამასთან დაკავშირებით ნეტარი იერონიმე ბრძანებს: "საცოდავი კაცი ვარ, სწორედ იმის წინ ვმარხულობდი, ციცერონის კითხვას რომ ვაპირებდი; მრავალი ღამისთევის ლოცვის შემდეგ, უწინდელი ცოდვების გახსენებით გულიდან ამოხეთქილი ცრემლების შემდეგ, ჩვეულებრივ, პლავტუსის კითხვას ვიწყებდი. თუკი გონს მოსული წინასწარმეტყველთა კითხვას შევუდგებოდი, მათი უხეში ენა მეჩოთირებოდა და ვინაიდან ჩემი დაბრმავებული თვალებით ნათელს ვერ ვხედავდი, მეგონა, რომ ეს მზის ბრალი იყო და არა ჩემი თვალებისა. როდესაც ის ძველი გველი ასეთნაირად გამომცდიდა, დაახლოებით შუა მარხვაში ჩემი დაუძლურებული სხეული ციებამ შეიპყრო... და აი, ანაზდად აღტაცებულ ვიქმენ (სულით) ღმრთის სამსჯავროს წინაშე... კითხვაზე, თუ ვინ ვარ, ვუპასუხე, რომ ქრისტიანი ვარ. "ცრუობ, - მიპასუხა შემკითხველმა, - შენ ციცერონელი ხარ და არა ქრისტიანი, რამეთუ სადაც შენი საუნჯეა, იქ არის შენი გულიც"...

ბოლოს ჩემ მახლობლად მდგომნი მუხლებზე დაეცნენ მსაჯულის წინაშე და სთხოვდნენ, ეპატიებინა ჩემი სიჭაბუკისთვის და სიხარული არ წაერთმია, ხოლო სატანჯველად მიცემა მომავლისთვის გადაედო - თუკი ოდესმე შევუდგებოდი წარმართული ლიტერატურის კითხვას. თავად მე (რომელიც ამ სასიკვდილო გასაჭირის ჟამს მზად ვიყავი, უფრო მეტიც აღმეთქვა), ვიწყე მონანიება, მოვუხმობდი უფლის სახელს და ვამბობდი: "ჰოი, უფალო, თუკი ოდესმე წავიკითხავ მათ, დაე განგდებულ ვიქმნე შენ მიერ!" წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი კი ბრძანებს: "ჭეშმარიტად სულის სასარგებლო ნიშანია - მისი დამწერი - წმინდა ადამიანი, წევრი მართლმადიდებელი ეკლესიისა, შეწყნარებული წმინდა ეკლესიის მიერ".

წმინდა წერილის მიხედვით, ეკლესიას უწოდებენ ქრისტეს სხეულს. სულისკვეთება ამ სხეულისა არის მადლი სულიწმინდისა. ეკლესია არის დიდი ოჯახი, რომლის თავიც არის ღმერთი. ჩვენ ვეძებთ ეკლესიაში განკურნებას ჩვენი ცოდვებისგან, სისუტეებისგან და ვინ იტყვის იმას, რომ უცოდველია? ჩვენ ვეძებთ ეკლესიაში გადარჩენას, ცხონებას.

რა არის განმსაზღვრელი ადამიანის საბოლოო ხვედრისა? უპირველეს ყოვლისა, ერთობა ქრისტესთან. და როგორ ხდება შეერთება ქრისტესთან? ერთობა ქრისტესთან ხდება სინანულით, როდესაც ადამიანი წუხს და ტირის საკუთარი ცოდვების გამო. უფლის პირველი ქადაგებაც შეეხებოდა სწორედ სინანულს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა". სწორედ სინანულის საფუძველზე მოხვდა ჯვარცმული ავაზაკი ცათა სასუფეველში. ასე რომ, ყოველმა ადამიანმა პირველი ეკლესიური ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი ცოდვების შემეცნებით.

ჯვარცმამდე ერთი დღით ადრე სიონის ქოხში მაცხოვარმა დააწესა საიდუმლო წმინდა ზიარებისა და ბრძანა: "რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა იყოს და მე - მის თანა". "იხილეთ სიმაღლე და სიმდიდრე ამათ გამოუთქმელთა და მიუწვდომელთა? არა მხოლოოდენ თავს იდვა ჩვენთვის სიკვდილი ჯვრითა, არამედ თავი თვისი მოგვცა ჩვენ საჭმელად და წინადაგვიგო ყოველთა". რა უნდა იყოს ამაზე უფრო გამომაჩინებელი საღმრთო სიყვარულისა ჩვენდამი?! წმინდა ზიარება არის ბეჭედი ჩვენი ქრისტესთან ერთობისა. თვით ეს სიტყვა - "ზიარება" - ამას გვაუწყებს, ერთობას ქრისტესთან. უზიარებელი ადამიანი ვერ ცხონდება, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მხოლოოდენ სანთლის დანთება და ტაძარში დღესაწაულებზე მისვლა ადამიანს ვერ გადაარჩენს. ჩვენი დამოკიდებულება ღმერთთან, ეკლესიასთან, უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება აღსარებითა და ზიარებით. ეკლესია გვაძლევს ჩვენ საშუალებას გადარჩენისა, ცხონებისა. წმინდა ირინეოს ლიონელი ბრძანებს: "სხვებთან არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისგან, რადგან მოციქულებმა, როგორც მდიდარმა საუნჯეში, შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ასე რომ, ყველა მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ, უდიდესი მისწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება".

მინდა, ჩემი წერილი დავამთავრო ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით, რომელიც ამბობს: "ეკლესის გარეშე შეიძლება გწამდეს ღმერთი, ეკლესიის გარეშე შეიძლება გწამდეს წმინდა სამება, ხელთ გეპყრას სახარება და კიდევაც ქადაგებდე და განმარტავდე მას. ერთადერთი, რაც არ შეიძლება ეკლესიის გარეშე - ეს არის ცხონება".


პასუხი ბატონი ავთანდილ არბოლიშვილის შეკითხვაზე:

ხატი მიჩნეულია მართლმადიდებლური ტრადიციის განუყოფელ ნაწილად. მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მართლმადიდებლური ტაძარი და ღმრთისმსახურება, სახლი მართლმადიდებელი ადამიანისა და საერთოდ მისი ცხოვრება. წმინდა გამოსახულება, ხატი, მართლმადიდებლურ ხელოვნებაში გაჩნდა ჯერ კიდევ ძველი დროიდან, მაგრამ ფორმირება ხატისა ხდებოდა ლიტურგიისა და დოგმატიკის ჩამოყალიბებასთან ერთად. შემთხვევითი არ არის, რომ დოგმატი წმინდა ხატთა თაყვანისცემისა მიღებულ იქნა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე 787 წელს, რომელმაც დააგვირგვინა მსოფლიო კრებათა დიდი ეპოქა და 843 წლის კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრებით დასრულდა წმინდა ხატთა თაყვანისმცემელთა საბოლოო გამარჯვებით. იქიდან მოყოლებული აღინიშნება დღესასწაული მართლმადიდებლობის გამარჯვებისა, იმიტომ რომ ხატი გახდა თვით მართლმადიდებლობის პრინციპის მტკიცებულება. მართლმადიდებელი ეკლესია ხატში ხედავს არა მხოლოოდენ ერთ-ერთ სახეობას ეკლესიური ხელოვნებისა, თუნდაც ძირითადს, არამედ თვალხილულ გამოსახულებას მართლმადიდებლური მრწამსისა.

ხატი და ხატწერა ცალკე სასაუბრო თემაა, ამიტომ შევეცდები, პასუხი გავცე კითხვას ხატწერის ფერთა სიმბოლური მიშვნელობის შესახებ.

ფერს აქვს მდიდარი სიმბოლური მნიშვნელობანი იკონოგრაფიაში. მოწითალო, მეწამული განასახიერებს ფერს სისხლისა, მსხვერპლშეწირვისა, და ამასთანავე - სამეფო ფერსაც; ცისფერი არის სიმბოლო ზეციური, ღმრთაებრივი საუფლოსი, აგრეთვე იგი განასახიერებს სიწმინდეს, უმწიკვლობასა და გამორჩეულობას; მწვანე ფერია სულიწმინდისა, მარადიული ცხოვრებისა და ა.შ.


პასუხი ქალბატონი მადონა ლანჩავას შეკითხვაზე:

ეკლესიის ისტორია ნათელყოფს, რომ იმ დიპტრიხის წინასახე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ და არ არსებობდა პირველ საუკუნეებში (იმპერატორთა გაქრისტიანებამდე).

დიპტრიხის შედგენას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა IV საუკუნის შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ადგილის განსაზღვრისას. ტრულის კრებაზე განისაზღვრა უკვე V-VI საუკუნეებში არსებული ურთიერთდამოკიდებულება იმპერიის ეკლესიებს შორის: პირველი იყო რომის საყდარი, მეორე - კონსტანტინოპოლისა, მესამე - ალექსანდრიისა, მეოთხე - ანტიოქიისა, მეხუთე - იერუსალიმისა.

საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე არ არსებობდა ქართული ეკლესიის ღირსების ბიზანტიელი იერარქების ღირსებასთან შედარების საჭიროება, ამიტომაც, სავარაუდოდ, საქართველოს ეკლესიაში დიპტრიხი არ გამოიყენებოდა. ვითარება შეიცვალა საპატრიარქოს შექმნის შემდეგ. ახალმა მდგომარეობამ წარმოშვა კითხვა, პატრიარქთა რიგში რომელ ადგილას დაეყენებინათ ანდა რომელი პატრიარქის შემდეგ ეხსენებინათ ახალი პატრიარქი - ქართული ეკლესიის მეთაური. საქართველოს როლისა და გავლენის გაძლიერების კვალობაზე, დღის წესრიგში დადგა არსებული პატრიარქების რიგში საქართველოს პატრიარქის რიგითობის განსაზღვრის საკითხი. ეს საკითხი განხილულ იქნა და დაადგინეს, რომ ახალი ქართველი პატრიარქი ყოფილიყო რიგით მეექვსე - რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ.

რომის ეკლესიის მწვალებლობაში ჩავარდნის შემდეგ საქართველოს ეკლესიის ადგილი დიპტრიხში მეხუთეა, თუმცა ცნობილ გარემოებათა გამო ეს ადგილი საქართველოს ეკლესიას კვლავ დასაბრუნებელი აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
26.09.2021
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს.
29.07.2021
2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ (ერისკაცობაში ელგუჯა) ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან
10.07.2021
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27.06.2021
უდიდესი სასწაული, ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდებოდა...
29.04.2021
გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა.
29.04.2021
"კარიბჭის" და "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი პასკის საკუთარ რეცეპტს გვიზიარებს და ამ სააღდგომო ტკბილეულის სარგებლიანობაზე გვესაუბრება:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარეესში, წმინდა საბა განწმენდილის  კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც ქილანდარის მონასტერს ეკუთვნის.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org