ეს ყმაწვილები, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, მრავალ სხვას მოიზიდავენ ჩვენი ეკლესიის წიაღში
ეს ყმაწვილები, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, მრავალ სხვას მოიზიდავენ ჩვენი ეკლესიის წიაღში
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
შეძრწუნებული ხალხი დადუმდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა სინაგოგაში.

- რატომ დუმხართ, - ჰკითხა მათ სამუელმა, - რატომ არ მპასუხობთ? იმიტომ, რომ არაფერი გაქვთ სათქმელი!.. მაგრამ მე დაგეხმარებით ამის გაგებაში და გეტყვით მწარე სიმართლეს. მისმინეთ! ვისზე საუბრობს წინასწარმეტყველი ესაია 53-ე თავში?

სამუელმა კითხვა დაიწყო: "უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩვენი და მკლავი უფლისა ვის გამოეცხადა... არა არს სახე მისი, არცა დიდება და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე, არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროის ყოველთა ძეთა კაცთასა... ესე გუემულებათა ჩვენთა იტვირთავს და ჩვენ ძალით ლმობილ არს... ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩვენთათვის და გვემულ არს უსჯულოებათა ჩვენთათვის... უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ... მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათათვის მიეცა". ასე რომ, ძმანო ჩემნო, - განაგრძო სამუელმა, - ვინ არის ის, ვისზეც წინასწარმეტყველებს ესაია? ვინ არის ეს პიროვნება, რომელმაც ამდენი ტანჯვა დაითმინა?

- ეს ისრაელის ხალხია! - უპასუხეს იუდეველთა თავკაცებმა, - ასე გვიხსნიან და განგვიმარტავენ რაბინები.

- იუდეველთა ხალხი ამბობს, - ჩაეკითხა სამუელი, - მაშინ რას ნიშნავს წინასწარმეტყველის ნათქვამი: "უსჯულოებათა ერისათა მოვიდა სიკუდიდ?" თუ ერი, როგორც თქვენ იტყვით, თავისი ცოდვების გამო დაითმენს სასჯელს, რამეთუ მთელი ისრაელის ერმა შესცოდა! - როგორ შეიძლება თვითონ ცოდვები ჰქონდეს და იმავე დროს შუამავალი გახდეს დამნაშავეთა, მაშინ როცა თვითონვეა დამნაშავე? განა არ გვეუბნება ამასვე თავის მე-9 მუხლში ამ პიროვნებაზე, რომ: "უსჯულოება არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვა შინა მისსა?" განა შეიძლება წინასწარმეტყველი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს, ლაპარაკობდეს ერის ცოდვაზე და ამ ცოდვის გამომსყიდველ უცოდველ (სინამდვილეში ცოდვილ) ერზე!!! როგორც ხედავთ, აბსურდი გამოდის! აქ რაბინები აშკარად შეცდნენ! აშკარაა, რომ ამ პიროვნებაში იგულისხმება სულ სხვა ვიღაც.

ამ სიტყვებმა სინაგოგა ააფორიაქა, მოვლენათა უცნაურმა შემობრუნებამ ბევრი შეაცბუნა და დააბნია. მართლაც, როგორ შეიძლება ჩვენი ხალხი კონკრეტული ცოდვების გამო იტანჯებოდეს და ამავე დროს ცოდვა არ ჰქონდეს და "არცა ზაკვა იპოვა პირსა შინა მისსა"? აქ რაღაც ტრაგიკული შეცდომაა.

ამ მომენტში მე და სამუელმა ცხადად დავინახეთ, - განაგრძო თხრობა ისააკმა, - რომ სული ღვთისა შეეხო მრავალთა გულებს, და რომ ჩვენმა ზეციურმა მამამ იპოვა თავისი გზააბნეული ცხოვარნი, ჩვენ აღვივსეთ განსაკუთრებული კადნიერებით და სამუელმა ხმამაღლა წამოიძახა:

- ძმანო ჩემნო, რასა შფოთავთ? ჭეშმარიტება ხომ მზეს ჰგავს და ადამიანის დაცემულმა გონებამ რაც არ უნდა დააბნელოს მისი სიწმინდე, ის მთელი ელვარებით გაიბრწყინებს და ვერვინ დაბინდავს მის დიდებულებას და სილამაზეს. მაშ, ჩვენც, შავი ღრუბლების მსგავსად, რატომ დავფარავთ მზეს და არ ვაძლევთ ნებას მის სხივებს, გაანათონ მთელი სამყარო? მისმინეთ, ჩემო მეგობრებო, უსმინეთ ჭეშმარიტების ხმას და მიიღეთ იგი! აქ ესაია წინასწარმეტყველი ხალხზე კი არა, კონკრეტულ პირზე საუბრობს, უცოდველ პიროვნებაზე, რომელიც სხვისი ცოდვებისთვის იტანჯება, თვითონ უცოდველი და უზაკველი. ვინ არის ეს პიროვნება?

- ეს ხომ მესიაა, მაიახი! - წამოვიძახეთ მე და სამუელმა ერთად.

- რომელი მესია? - უკმაყოფილოდ შემოგვედავა ბევრი იუდეველი.

- სწორედ ის მესია, - თქვა სამუელმა, - ვისზეც იწინასწარმეტყველა ესაიამ, რომელიც იშვა ქალწულისაგან და ეწოდება ელ-ღიბორ (ღმერთი ძლიერი) და ევმანუელი (ანუ "ჩვენთან არს ღმერთი"). ის, ვინც გააკრეს ორ ავაზაკს შორის უსჯულოებათა ჩვენთათვის და დაკრძალა სინედრიონის წევრმა, მდიდარმა იოსებ არიმათიელმა აკლდამაში, ჩვენ ცოდვილთათვის გახდა შუამავალი მამა ღმერთის წინაშე, ჩვენთვის, რომელთაც არ გვსურს ვაღიაროთ, რომ იგია მესია, მაცხოვარი და უფალი ჩვენი!

- რაო, ნუთუ იშვა მესია? - იღრიალეს ბილწ ბაგეებზე დუჟმორეულმა, ფანატიკოსმა იუდეველებმა.

- დიახ, იშვა, ამას მოწმობს ისტორია და ღვთის რჩეულ შვილებზე გარდამოღვრილი ღვთის კურთხევა.

- რა ისტორია, ვისზეა კურთხევა?

- ქრისტიანებზე! - ახლა უკვე უშიშრად თქვა სამუელმა.

და აი მაშინ სინაგოგა აბობოქრებულ ზღვას დაემსგავსა. ზოგიერთმა უგუნურმა იუდეველმა ამ ხმაურით ისარგებლა და სამუელისკენ ყვირილით გაიწია: "ჩამოაგდეთ! სიკვდილი მაგას! სიკვდილი ამ მოღალატეებს!"

მაგრამ გადაგვარჩინეს ახალგაზრდა განათლებულმა იუდეველებმა, რომლებიც მიხვდნენ ჩვენი სიტყვების სიმართლეს, მათ დაგვიცვეს ფანატიკოსთაგან, უკუაგდეს ისინი და ღვთის შიშით დაემუქრნენ: - განვედით, განვედით, თავი ანებეთ ამათ, მკვლელებო!

- თქვენ თქვენს მამებს გავხართ, რომლებიც ღვრიდნენ წინასწარმეტყველთა სისხლს და მოკლეს ჩვენს საცხოვნებლად მოსული ჭეშმარიტი მესია! დაე, გაუმარჯოს ჭეშმარიტ მესიას! ჩვენ ჭეშმარიტი შვილნი ვართ აბრაამისა!

სინაგოგაში დაუჯერებელი სანახაობა იყო. თითქოს ორი ბანაკი გაჩნდა - ერთი, რომელმაც შეიცნო და მიიღო ქრისტე, მეორე კი გმობდა მას და ჩვენი სიკვდილი სწყუროდა! ჩვენდა საბედნიეროდ, ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. უფროსმა ოფიცერმა მკაცრად იკითხა ყვირილის მიზეზი: "რა ხმაურია, რა მოხდა? ასე უკრძალველად რატომ ყვირით სინაგოგაში?" ერთ-ერთი გავლენიანი, გოლიათი ხაიმ ბამბანა გამოეყო ფანატიკოს თანამოძმეებს და აკანკალებული ხმით მიმართა ოფიცერს:

- დიდად პატივცემულო ბატონო! ჩვენ აქ სალოცავად მოვედით, როგორც ტრადიციულად ვიქცევით ხოლმე, მაგრამ ამათ (ანიშნა სამუელზე და ჩემზე), რომელთაც ხელფასს ვუხდით, როგორც რაბინებს, იმის მაგივრად, რომ ჩვენს მამათა რწმენის მიხედვით განემარტათ წინასწარმეტყველნი - ამ მოღალატეებმა დღეს ჩვენი ქრისტიანად მოქცევა სცადეს!!!

- სწორედ ასეა! - დაიყვირეს ფანატიკოსმა იუდეველებმა, - ხაიმ ბამბანა მართალს ამბობს.

- გევედრებით, - შეღაღადა უგუნურთა მეორე ნაწილმა, - შეკარით ისინი და დილეგში ჩაყარეთ, რამეთუ უღირსნი არიან სიცოცხლისა! ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა აცდუნეს თავიანთი სწავლებით.

- არავის შევუცდენივართ, - თამამად უპასუხეს ჩვენმა მიმდევრებმა, - ჩვენ თვითონ გამოვიკვლიეთ წინასწარმეტყველნი, შევიცანით ჭეშმარიტება და გავყევით მას! ჩვენ თქვენთვის ტყუილი არ გვითქვამს, ბატონო. სწორედ რომ ეს უგუნური ურწმუნოები არიან შესაკრავნი, რომლებიც ველურებივით ღრიალებენ და ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას!

- ვხედავ, რომ თქვენ უფრო კეთილგონიერები ხართ, - გულწრფელად უთხრა ოფიცერმა ახალმოქცეულთ, - თქვენ შორის ვინ არის უფროსი რაბინი, - მომიბრუნდა, - თქვენ?

- დიახ, - ვუპასუხე და წამოვდექი, - მართლაც, დღეს მე და ჩემმა თანამოძმემ, ჩვენი რწმენისა და სასოების თანახმად, ავუხსენით ხალხს წმინდა წერილი, ანუ ძველი აღთქმა და წინასწარმეტყველნი. ამ სულიწმინდით ავებულ კაცთა გამოცხადებით, სამყაროს უნდა მოევლინოს მესია - მხსნელი. ებრაელები ამბობენ, ის ჯერ არ მოსულაო და ელოდებიან. ქრისტიანები კი ამბობენ, რომ ის უკვე მოვიდა და სწამთ ქრისტესი, როგორც ჭეშმარიტი მესიისა. სათანადოდ გამოვიკვლიეთ წინასწარმეტყველნი და ვხედავთ, ყველა წინასწარმეტყველება მესიაზე უკვე აცხადდა, ვირწმუნეთ და ამის შესახებ ვაუწყეთ ჩვეს თანამოძმეებს!

ოფიცერმა მრისხანე მზერა მოავლო ფანატიკოს იუდეველებს, უბრძანა, ყველა შინ წასულიყო და ხმაური მეტად აღარ აეტეხათ.

მეორე დღეს ბუქარესტის გაზეთები აღწერდნენ სინაგოგაში მომხდარს. ამის შესახებ დაიბეჭდა საბერძნეთშიც, ფრანგულ და ინგლისურ გაზეთებში. იუდეველთა გაზეთმა კი ამ ამბავს დუმილით აუარა გვერდი.

რა თქმა უნდა, მკითხავთ, რა მოხდა მერეო. ჩვენ დავტოვეთ სინაგოგა და სამუელთან ერთად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში წავედით. აღფრთოვანებულმა პატრიარქმა ჩვენ აღმსარებელნი გვიწოდა. შეიტყო რა ჩვენი ღვთის სჯულში განსწავლულობა, გვაკურთხა, რომ წმინდა ნათლისღება მიგვეღო. რამდენიმედღიანი მარხვისა და ლოცვის მერე ღირსნი შევიქენით ზეციური ნიჭისა - ჩვენ ნათელგვცეს ყოვლადწმინდა სამების სახელით და ნათლისღების წყალმა აღხოცა ჩვენგან პირველშობილი ცოდვა და ყოველივე არაწმინდება ძველი კაცისა. ჩვენ უბედნიერესი ადამიანები ვიყავით. ღმერთმა ღირსგვყო მისი უწმინდესი სახელის წინაშე მუხლი მოგვედრიკა. პატრიარქმა ახალი სახელი გვიბოძა, მე იოანე დამარქვა, სამუელს კი სინეზი.

რამდენადაც ბევრი იუდეველი გამოგვყვა, პატრიარქმა გვაკურთხა, იუდეველთათვის ეკლესია აგვეშენებინა. ხელი დაგვასხა და ყველაფერი გვიბოძა, რაც საჭიროა ღვთისმსახურებისთვის. და აი, რამდენიმე წელიწადში ორი ათას ხუთასმა ებრაელმა ირწმუნა ქრისტე და მართლმადიდებლად მოიქცა. ებრაულ ენაზე გადავთარგმნეთ საღვთო ლიტურგია და ღვთისმსახურება ებრაულსა და ბერძნულ ენებზე გავმართეთ. ქრისტიანული ღვთისმსახურება ებრაული გარდამოცემის მიხედვით ჩამოვაყალიბეთ, რათა მორწმუნე ებრაელებს უფრო ადვილად შეემეცნებინათ ჭეშმარიტება და ჩვენს ეკლესიას შეერთებოდნენ. ვხედავდით უფლის საკვირველ ხელს, რომელიც ცხონებისთვის ყოველივეს წარგვიმართავს.

რა თქმა უნდა, თავიდან ეს ჩვენთვის ძნელი იყო, რადგან ნათესავებს ვძულდით, ცილს გვწამებდნენ და ჩვენზე ათას სიცრუეს ავრცელებდნენ. ღმერთმა სიმდაბლე და სიმშვიდე გვასწავლა. ჩვენმა სიყვარულმა მათ ბოროტებას აჯობა. ახლა კი ბევრი მათგანი მოდის ჩვენთან, ზოგი მოინათლა კიდეც. მაგალითად, გუშინ ჩვენი ტაძრის მამასახლისთან ორი ჩვენი ნათესავი მოხვდა. დაათვალიერებინეს ტაძარი. მოეწონათ ხატებზე გაკეთებული ებრაული წარწერები. ჰკითხეს, თუ რას ვკითხულობთ ეკლესიაში. მათ ბერძნულად უპასუხეს, რომ ჩვენ აქ იმავეს ვკითხულობთ, რასაც სინაგოგაში. ვკითხულობთ წმინდა წერილს და ვლოცულობთ, ვგალობთ დავითის ფსალმუნებს, რამეთუ თორას ანუ მოსეს ხუთწიგნეულს და წინასწარმეტყველებებს ჩვენ მართლაც ხშირად ვკითხულობთ.

- რაც მთავარია, - უთხრა მამასახლისმა, - ვკითხულობთ ახალ აღთქმას, ანუ ბერით სადეშს, რამეთუ ახალაღთქმისეული გამოცხადების გარეშე სრულიად შეუძლებელია გაიგო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი. სწორედ ახალ აღთქმაში ჩანს მთელი სისავსით ის კურთხევა, რომელსაც ადონაი ელოლიმ ცაბაოთი დაჰპირდა ჩვენს მამა აბრაამს და მის თესლს. ჩვენ, მორწმუნე ქრისტიანები, ვართ სწორედ აბრაამის ჭეშმარიტი შვილები.

- და მეც მწამს, - დაასრულა თავისი თხრობა მამა იოანემ, - რომ ეს ყმაწვილები, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, მრავალ სხვას მოიზიდავენ ჩვენი ეკლესიის წიაღში. ჩვენ ხომ ეკლესიასთან გავმართეთ საკათაკმევლო სკოლა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ თავიანთთვის ქრისტე, შეიყვარონ მისი ღმრთაებრივი პიროვნება, და შეიგრძნონ მადლის სისავსე, რომელსაც გვიბოძებს ეკლესია ღმრთაებრივ საიდუმლოებებში თავის ერთგულ შვილებს. ამაშია ჩვენი მიზანი, ღმერთმა აკურთხა ჩვენი საქმე და სიხარულით ვხედავ, როგორ მრავლდება მისი რჩეული სამწყსო.

დაასრულა თავისი საოცარი თხრობა ჩემმა მეგობარმა. ჩვენ მასთან მთელი კვირა ვსტუმრობდით, სადაც აბრამისეული სიყვარულით მიგვიღეს. სამწუხაროდ, სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. აცრემლებულნი დავემშვიდობეთ მამა იოანეს და დიაკონ სინეზს. მამა იოანემ გვაკურთხა და გზა დაგვილოცა. სამშობლოში დაბრუნებულმა მივიღე მისგან წერილი, სადაც სიყვარულით მატყობინებდა, რომ ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც ეკლესიის მამასახლისს გაესაუბრნენ, უკვე მოინათლა და ქრისტეს ღვთაებრივი ეკლესიის წევრი გახდა. მე წარმოვიდგინე, რომ მას პავლე მოციქულის მსგავსად შეუძლია თქვას: "ღვაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოებაი დამიმარხავს. ამიერითგან მიმელის მე სიმართლის იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა..." (2 ტიმ. 4,7-8).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler