ჩვენ ქართველები ვართ
ჩვენ ქართველები ვართ
საერთაშორისო ფესტივალმა "ჩვენებურებმა" საზოგადოების დიდი სიყვარული კარგა ხანია დაიმსახურა. წელს ეს ფესტივალი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა და სვეტიცხოვლის განახლების 1000 და დაარსების 1700 წლისთავს მიეძღვნა. "ჩვენებურების" XII ფესტივალი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. არსებობის მანძილზე ფესტივალი ჩატარდა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ - თურქეთში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიაში. ფესტივალში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები, ასევე საოპერო მუსიკის წარმომადგენლები. აფხაზეთის ახალგაზრდული ინტერნაციონალური კაპელის 30 წლის იუბილე აღინიშნა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო, თბილისის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ქუთაისის მერია, ბათუმის მერია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი: - ამ ფესტივალის დამფუძნებლები არიან ქალბატონი დარეჯან კუხიანიძე, ბატონი გია კალანდაძე. პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი გიული ალასანია, პრესცენტრის ხელმძღვანელია ლელა მარგიანი. თავიდან მხოლოდ საქართველოში ვატარებდით კონცერტებს, მერე მის საზღვრებსაც გავცდით. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა "ჩვენებურების" ფესტივალი. რაც დრო გადის, თანდათან ვიკრებთ მონაწილეებს. ფესტივალისთვის ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ანსამბლები, ის ადამიანები, ვისაც საქართველო, ქართული კულტურა უყვარს. მღერიან ქართულად და ქართულ სიმღერებს სწავლობენ. ბევრი მათგანი უკვე ქართულად მეტყველებს. ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულით ქართულ ენასაც სწავლობენ და მერე ქართულ ხელოვნებას პოპულარიზაციას უწევენ მსოფლიოში. წელს "ჩვენებურები" იმით არის განსხვავებული, რომ მიეძღვნა სვეტიცხოვლის აღორძინების ათასი წლის თავს. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ წელს ის უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. გამოიცა ფესტივალისადმი მიძღვნილი რამდენიმე ნაშრომი, სპეციალური ბუკლეტები. დროთა განმავლობაში კიდევ მეტ მონაწილეს შემოვიკრებთ. ეს ფესტივალი გაბრწყინდება ალბათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დიდად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

ქალბატონი დარეჯან კუხიანიძე: - ფესტივალზე ჩამოსულები იყვნენ თურქეთიდან - "მაჭახელა", ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან. საზღვარგარეთ დიასპორის მოთხოვნით მივდივართ ხოლმე. ქართული დიასპორა, მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაშია. წელს ესპანეთსა და შვეიცარიაში ვიყავით. ღვთის შეწევნით, მომავალშიც წარმატებით ჩატარდება "ჩვენებურების" ფესტივალი.

ანსამბლ "მაჭახელას" ხელმძღვანელი ნური ქოშა-მოფენაძე: - ჩვენი ანსამბლი 2002 წელს დაარსდა. ჩვენმა წინაპარებმა, ბაბუებმა, იცოდნენ ქართული სიმღერა. თურქეთის მაჭახელელი ქართველები სხვადასხვა ქართული სოფლიდან შევიკრიბეთ და ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ. ანსამბლმა სახელი სოფელ მაჭახელადან მიიღო. ექვსი სოფელია მაჭახელას ხეობაში მოქცეული. აქ სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის - ქავთარაძეები, კვაჭაძეები, კიბურიძეები, ქათამიძეები და სხვები.

- რამ გადაგაწყვეტინათ ანსამბლ "მაჭახელას" დაარსება?


- ჩვენ ქართველები ვართ. დედაენა ქართული გვაქვს. ქართული ლაპარაკი ვიცით. ქორწილებში და კარგ ამბებში ვმღეროდით და ერთ დღესაც მომღერლებმა - ბაიარ შაჰინმა და იბერია მელაშვილმა შეგვკრიბეს და საქართველოში ჩამოგვიყვანეს. თურქეთში ვინც ქართველები ვართ, ყველა ვსაუბრობთ ქართულად. სკოლებში თურქული წერა-კითხვა არის, მაგრამ შინ ქართულს ვასწავლით ჩვენს შვილებს.

ჩემი წინაპრები თურქეთის მაჭახელაში დაბადებული ქართველები არიან. ისე, ფესვები ქართული მაჭახელადან გვაქვს. 12 სოფელი ბათუმისკენ არის დარჩენილი და 6 სოფელი - ზედა მაჭახელისკენ. ზედა მაჭახელა თურქეთის მხარესაა.

73 წლის ისმაილ ქავთარაძე: - უკვე რვა წელია, ანსამბლ "მაჭახელაში" ვარ. როინ მალაყმაძე საქართველოშია. ის უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ეს მომღერლები შეგვყარა, გვამღერა და ჩამოიტანა აქ, საქართველოში, მას მემრე ჩვენი სიმღერები ამ საქართველოში მეიწონენ და ახლა გვიძახიან ყოველ წელს "ჩვენებურების" ფესტივალზე. ვმღერივართ "რაშაო რერას", "ბახმაროსთან", "ნანე წავდა" და მრავალ სხვას. თათრული სიმღერებიც ვიცით, მაგრამ ამას აქ ვერ გაიგონებენ. ჩვენ თათრულს თურქეთში ვიმღერებთ. საქართველოში ქართულად ვმღერივართ.

- როგორ შემოინახეთ ქართული ენა?

KARIBCHE- ახლა ჩვენ სახლობაში ყველა ქართულად ვლაპარაკობთ. თურქეთში ოთხი მილიონი ქართველი ვცხოვრობთ. საზღვრის გახსნამდე ქართული ლაპარაკი მიღებული არ იყო ჩვენს მთავრობაში. ახლა მთლად მიიღო. თურქები მოდიან საქართველოში, ქართველები მოდიან თურქეთში და ყველა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა ისწავლა ქართული ლაპარაკი.

- მომავალ თაობას თუ ზრდით ქართულ ტრადიციებზე?

- ქართულად იზრდებიან. სკოლაში წასვლამდე ოჯახებში ქართულად ლაპარაკობენ. სკოლაში თათრულად იწყებენ ლაპარიკს. საქართველო კლასია, ჩემი სამშობლოა. ერთი ენა, ერთი სისხლი, ერთი ხორცი, ერთი ლაპარიკი გვაქვს. ჩემი სამი ბაბუა საქართოლოშია დასაფლავებული. ბათუმისკენ რომ არის სოფელი ქავთაეთი, ორი ბაბუა იქიდან მთავრობამ თურქეთში გადმოასახლა ჩელტას და ჭარნას. "ჩვენებურების" ფესტივალში დაგვპაიჯეს. წერილი გამოუგზავნეს ჩვენს ბაშქანს.

ჩემმა ძმამ, ჰენრი ქავთარაძემ წერილი გაუგზავნა თურქეთის მთავრობას, რომ ნებართვა მოგვცენ თურქეთში ქართველ ბავშვებს ქართული სიმღერები ვასწავლოთ.

ჰენრი ქავთარაძე: - თურქეთში ქართველის მიხვდომა ასე დავცადე - ლობიო იცი-მეთქი? ის ქართველი არ არის, თუ იტყვის, ლობიო არ ვიციო. თუ იცის, იმითი ვხვდები, რომ ქართველია. ზამთარში სტამბოლში ვცხოვრობ, ზაფხულში - მაჭახელაში.

ჩემს სოფელ მაჭახელაში ოთხი ბავშვი რომ ვნახო, ჩემთვის ოცია. იმ ოთხმა ოცს უნდა ასწავლოს ქართული სიმღერა და გუნდიც ჩამოყალიბდება. გარდა ქართული სიმღერებისა, პირველ რიგში საქართველოს სიყვარულს ვასწავლით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე, სახალხო ანსამბლ "ქართული ფოლკლორის" ხელმძღვანელი ბადრი მაჭავარიანი: - 1984 წელს, სტუდენტობის პერიოდში, მეგობრებთან ერთად სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოვაყალიბეთ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი. შარშან აღვნიშნეთ ჩვენი ანსამბლის 25 წლისთავი. 26 წლის განმავლობაში ჩვენს ანსამბლში აღიზარდა შვიდი თაობა. დღევანდელი სტუდენტობა, ფესტივალ "ჩვენებურებში" ვინც მონაწილეობს, მეშვიდეა. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიდუხჭირისა, არც ერთ წელს არ შეგვშლია ხელი შემოქმედებით მოღვაწეობაში. ყოველ წელს გვქონდა გასტროლები უცხოეთში. ვიყავით კანარის კუნძულებზე, ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში. ვემზადებით სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესათვის.

სამედიცინო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს ცენტრს, ანსამბლს, სტუდენტობას. ჩვენი ანსამბლი არის იუნესკოს ორი ქვეკომიტეტის წევრი და სხვადასხვა ქვეყნიდან გვიგზავნიან მოწვევას.

"ჩვენებურების" მონაწილე ენტონ ჯონსონსი: - ქართული სიმღერის შესახებ ანსამბლ "მთიების" ბრისტოლში ჩამოსვლის შემდეგ გავიგე. მაშინ საოცარი სანახაობა ვიხილე. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენთან ჩამოდიოდნენ დათო ცინცაძე, მალხაზ ერქვანიძე, დათო დუმბაძე ანსამბლ "ზედაშესთან" ერთად. გაჩნდა იდეა ანსამბლ "ბორჯღალის" ჩამოყალიბებისა. მთავარი ის არის, რომ სიმღერა იძენს სრულიად სხვა მნიშვნელობას საქართველოში. მომავალში კვლავაც ვაპირებთ ჩამოსვლას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler