აქ უსინათლოები მხედველებზე მეტად ხალისიანებიც კი არიან
აქ უსინათლოები მხედველებზე მეტად ხალისიანებიც კი არიან
მათ აქვთ, უპირველეს ყოვლისა, სოციალური ადაპტაციის, ცხოვრების ელემენტარული პირობების მოწყობის, საყოფაცხოვრებო და სივრცული ორიენტაციის, დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობის და ა. შ. პრობლემები. სამწუხაროდ, საზოგადოება უსინათლოებს სრულფასოვან წევრებად ვერ აღიქვამს. რადგანაც საზოგადო ტრანსპორტი, შენობა-დაწესებულებები, თუნდაც გზაზე გადასასვლელები არ შეესაბამება ამ ადამიანების მოთხოვნილებებს, მათ ძირითადად ოთხ კედელს შორის უწევთ ჯდომა.

თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისი თანადგომითაც უამრავი კეთილი საქმე კეთდება. საქართველოში დაარსდა ორგანიზაცია "მომავალი იწყება დღეს", რომლის მიზანიც უსინათლოთა და მცირედმხედველთა მკურნალობა-რეაბილიტაცია და მათი პირობების გაუმჯობესებისათვის ზრუნვაა. საზოგადოების ორგანიზატორია ბატონი ვახტანგ ჩხენკელი, ხოლო შემოქმედებითი ხელმძღვანელი - ქალბატონი მარინა მამულია (პროფესიით ექიმი). შემოდგომაზე ეს ორგანიზაცია პოლონეთის უსინათლოთა საზოგადოებამ მიიწვია. პოლონეთში ყველანაირი პირობაა იმისა, რომ უსინათლოებმა საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებად იგრძნონ თავი, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დელეგაციის წევრები უპირველესად აღივსნენ რწმენით, რომ ყველა ადამიანს, უნარშეზრუდულია ის თუ არა, შეუძლია იყოს ბედნიერი, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და სხვათა კეთილდღეობისათვის იღვაწოს.

პოლონური შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ ფონიჭალის უსინათლოთა კავშირის ჟურნალ "სინათლის" მთავარ რედაქტორსა და მწერალს, ქალბატონ ცირა ვეფხვაძეს.

- ამ მოგზაურობით, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში: "საქართველო-პოლონეთი-სომხეთი. აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი", - ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მოხიბლული ვარ პოლონეთის უსინათლოთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ქალბატონი მარგოჟატა პოხოლეცის ენერგიითა და და ხალისით. ძლიერ ადამიანს შესწევს ძალა, ოსტატურად შენიღბოს თავისი ტკივილი და არ აჩვენოს სხვას. სწორედ ასეთია ქალბატონი მარგოჟატა.

საქართველოში დღესდღეობით ასეა: თუ ადამიანი მხედველობას დაკარგავს, გამოიტირებენ. ასეთ ადამიანებს ტირილი ვერ უშველის, მათ სჭირდებათ გვერდით დგომა ისეთი ადამიანებისა, რომლებიც ეტყვიან: ნუ გეშინია, შენ პირველი არ ხარ. ცხოვრება გრძელდება, შენც ყველაფერს ისწავლი და იცხოვრებ! სიცოცხლე ხომ უფალმა მოგვცა, გვაჩუქა და ის მაშინ დასრულდება, როცა უფალი ამას ინებებს. რაკიღა სული ისევ სხეულშია, ამ უკანასკნელმა არ უნდა დაკარგოს ბრძოლის უნარი. ამჟამად ჩვენთან არ არსებობს ერთი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი, სადაც უსინათლო ბავშვების მშობლებს მისცემენ კომპეტენტურ ინფორმაციას, გნებავთ, ფსიქოლოგიურ რჩევებს... პოლონეთის არაერთ ქალაქში არსებობს უსინათლო და მცირედმხედველ ადამიანთა სარეაბილიტაციო ცენტრები, იქ ადამიანი (მხედველიც და არამხედველიც) დაფასებულია, როგორც ღვთის უმაღლესი ქმნილება. ვფიქრობ, უსინათლობა გარკვეულწილად ღვთისგან მოვლენილი გამოცდაც არის. აბა, რას ვიზამთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი ჯვრის ღირსეულად ტარებას?! ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის. სარეაბილიტაციო ცენტრებში ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ აქ საოცრად გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანები საქმიანობენ. ვფიქრობ, გარკვეული ტესტირებით არჩევენ აქ მომუშავე პერსონალს. ცენტრებში უსინათლოებს ძალიან მაღალ დონეზე ასწავლიან გარემოსა და სივრცეში ორიენტირებას, უყალიბებენ ქუჩაში, ტრანსპორტში დამოუკიდებლად გადაადგილების ჩვევას თეთრი ჯოხის საშუალებით, გამოუმუშავებენ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევებს. ამაზე მუშაობენ ფსიქოლოგებიც. უსინათლოებს ასწავლიან ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საქმეებს, მაგალითად, ბოსტნეულის დაჭრას, სხვადასხვა კერძის მომზადებას, ჩაის ადუღებას და ა. შ. ჰაერივით საჭიროა და ძალიან კარგი იქნება, თუკი ჩვენთანაც დაარსდება ასეთი ცენტრები. სასურველია, რომ სივრცეში ორიენტირება უსინათლომ არა მხედველი, არამედ მისსავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან ისწავლოს. ამას ფსიქოლოგიურადაც სულ სხვა დატვირთვა აქვს. უსინათლო პედაგოგების წილი ასეთ სარეაბილიტაციო ცენტრებში საკმაოდ დიდია. ეს ფაქტი თავისთავად უდიდესი იმედისა და სტიმულის მომცემი გახლავთ განსაკუთრებით უსინათლო ბავშვების მშობლებისთვის. მშობლებს უჩნდებათ დიდი იმედი, რომ მათი შვილებიც ასევე იცხოვრებენ თავიანთი ცხოვრებით, ისწავლიან, შექმნიან ოჯახს, ეყოლებათ შვილები, იგრძნობენ ადამიანურ სითბოსა და ბედნიერებას... ამ ცენტრებში უსინათლოთა რესურსი მაქსიმალურად არის გამოყენებული. აქ უსინათლობა და სხვა რაიმე მოტორული დარღვევა ტრაგედია არ არის, რადგან უფალთან ჩვენ წარვდგებით არა ჩვენი თვალების ფერითა თუ ფორმით, არამედ სულით, იმ შინაგანით, რომელსაც სხვაგვარი თვალი სჭირდება. ეს არის სწორედ სულის თვალი, რომლის ახელა-აუხელელობა თავად ჩვენზეა დამოკიდებული. მე მიყვარს ყველაფერი ლამაზი ფერითაც და ფორმითაც. ახლა, როცა სულ უფრო და უფრო მაკლდება მხედველობა, მეტად ვუღრმავდები და ვფიქრობ, თუ რამხელა ბედნიერებაა, აღიქვამდე "უთვალავი ფერით" მორთული სამყაროს მშვენიერებასა და ფერადოვნებას, მაგრამ მთავარი შინაგანი ხედვაა და სწორედ ამისკენ უნდა ვუბიძგოთ ადამიანებს.

მე და ჩემი მეგობრები: ნინო ქაჩილაშვილი და ზურაბ გურჩიანი საკრავების თანხლებით ვასრულებდით ხალხურ სიმღერებს. პოლონელები მოიხიბლნენ ჩვენი საგალობლებისა და სიმღერების სიტკბოთი. ქალაქ ოლშტინში უსინათლოებს უტარდებათ მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილები. მოგეხსენებათ, ესეც თერაპიის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. თანაც ეს ყველაფერი განწყობის შეცვლასაც ისახავს მიზნად. აქ უსინათლოები მხედველებზე მეტად ხალისიანებიც კი არიან, რადგან უსინათლოთა კავშირი სათანადოდ ზრუნავს, ხშირად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას: ექსკურსიებს, გასართობ საღამოებს, შეჯიბრებებს, კონცერტებს... პოლონეთში, სადაც კი ფეხი დავდგით, ყველაფერი სიმწვანეში იყო ჩაფლული. ყოველ ნაბიჯზე მძაფრად შევიგრძნობდით ბალახებისა და ყვავილების სურნელს. საოცარი სიახლოვე აქვთ მიწასთან. თურმე შესაძლებელია, იცხოვრო ქალაქში და არ მოსწყდე მიწას.

ჩვენგან განსხვავებით, პოლონელებს 6000 წიგნი აქვთ გახმოვანებული. ამ ბიბლიოთეკაში არის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, ასევე კომპაქტდისკები, ინტერნეტვერსიები, კასეტები... ყოველმხრივ უწყობენ ხელს უსინათლოებს, რათა მათ მიიღონ სასურველი ლიტერატურა.

პოლონეთის ხელისუფლება, უმაღლესი ეშელონები არიან დაინტერებულნი უსინათლოთა პრობლემებით. უსინათლოთათვის შექმნილია ადაპტირებული გარემო. ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ დაწესებულებებში, ლიფტებში აუცილებლად იყოს ბრაილის შრიფტით ამოტვიფრული ციფრები და წარწერები (ასევე წარწერები წამლებზე, სასტუმროს ნომრებზე და ა. შ.). დერეფნებში დამონტაჟებულია გზები, მოაჯირები, რათა უსინათლომ თავისუფლად გაიკვლიოს გზა. კიბის საწყისი და ბოლო საფეხურები განსხვავდება კონტრასტული ფერებით და ფორმებით. უსინათლოებს არ უჭირთ მოძრაობა ქუჩაში. ყველაზე მიყრუებულ ქალაქებშიც კი დამონტაჟებულია ხმოვანი შუქნიშნები, გამოყოფილია სპეციალური ბილიკები და ა. შ. უსინათლოები ოსტატურად ფლობენ ჯოხს. ზოგიერთ მათგანს ვერც შეატყობ, რომ ვერ ხედავს, იმდენად თავისუფალი მოძრაობა აქვს. ჩვენთან კი, ისევ და ისევ ჩვენი უგულობისა და უყურადღებობის გამო, უსინათლოთათვის ამგვარი ადაპტირებული გარემო არ არის შექმნილი.

ორგანიზაციის "მომავალი იწყება დღეს" შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინა მამულია:

- ქალბატონო მარინა, მოგვიყევით, რა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით პოლონეთის უსინათლოთა კავშირის ოლშტინის საცხოვრებელ-სარეაბილიტაციო ცენტრ "ლაბირინთში" სტუმრობისას?

KARIBCHE- ცენტრში ცხოვრობენ უსინათლოები და ოჯხები, სადაც ჰყავთ უსინათლო წევრი. ცენტრი დაარსდა 2000 წელს და განკუთვნილია 90 უსინათლო და სუსტი მხედველისთვის. აქ არის საცხოვრებელი კორპუსი, საწარმოები, სადაც უსინათლოები მუშაობენ, სამკერვალო, სამრეცხაო, სამხატვრო და სხვა განყოფილებები. ყველა მათგანს თავისი ინსტრუქტორი ჰყავს. პოლონეთის უნივერსიტეტებში არსებობს ფაკულტეტები, სადაც ზრდიან და ამზადებენ საგანგებო დანიშნულების ტიფლოპედაგოგებს, რომლებიც შემდეგ იმუშავებენ უსინათლოებთან სკოლებსა და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში და მოემსახურებიან მათ (ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა). ოლშტინის სარეაბილიტაციო ცენტრში არსებობს მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი სამკერვალო განყოფილება, სადაც ინსტრუქტორის მითითებით უსინათლოები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ: კერავენ, ქარგავენ, ბისერებით ქსოვენ, გობელენებს აკეთებენ და ა. შ. აქ არის სახელოსნოც. ასევე დარბაზი, სადაც უსინათლოებს ასწავლიან ფერის აღქმასა და შეგრძნებას. ამისათვის არსებობს სპეციალური უნიკალური აპარატურა, "მშრალი აუზები". ხატვის მასწავლებლებს უსინათლოებთან მუშაობის თავიანთი, განსხვავებული მეთოდები აქვთ. უსინათლოებს ცეკვის საშუალებით ასწავლიან, თუ როგორია, მაგალითად, კატა ან ძაღლი, როგორ შრიალებს ხე, როგორ ცვივა ფოთოლი, ღელავს ზღვა... როგორი ფორმა აქვს ვაშლს, ოთხკუთხედს; როგორი ფაქტურა აქვს ქვიშას, აბრეშუმს... მხატვრები ადგენენ სპეციალურ მაკეტს, რომელიც ეხმარება უსინათლოს, თუ როგორ აიღოს ორიენტაცია ქალაქში. საგანგებოდ შერჩეული პედაგოგები ხელებით ასწავლიან ამას უსინათლოებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უსინათლოთათვის სპეციალურად წვრთნიან ძაღლს, რომელიც მას ეხმარება რაიმეს მოტანაში, კარების გაღებაში, ქუჩაში სიარულში და ა. შ.

უსინათლოთა საცხოვრებელ კომპლექსს აქვს ბაღი და სათბურები, სადაც მათ მთელი წლის განმავლობაში მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. ფაქტობრივად ეს უსინათლოთა ქალაქია. აქ არის კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ფიზკულტურის დარბაზი. ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო, სადაც უსინათლოები და სხვა მენტალური ნაკლის მქონე ადამიანები მუშაობენ. სამედიცინო განყოფილება განკუთვნილია მძიმე ავადმყოფებისა და მოხუცებისთვის. ჩვენს უსინათლოებს კი ბევრი რამ აკლიათ - ნემსი იქნება ეს, სასწორი, თერმომეტრი, წნევისა თუ შაქრის საზომი, ჩაის ასადუღებელი თუ სხვ. თუნდაც თეთრი ჯოხი. არ გვყავს ინსტრუქტორები, რომლებიც ამ ჯოხის გამოყენებას ასწავლიდნენ მათ.

- როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

- სახელმწიფო სერიოზულად უნდა მოეკიდოს უსინათლოთა პრობლემებს. პოლონეთში უსინათლოთა უფლებები გამყარებულია სახელმწიფო კანონმდებლობით. იქ დაფინანსების დიდი წილი მოდის შემოწირულობებზე, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჭკვიანურად განკარგავენ ქონებას. ამიტომაც აქვთ ასე არაჩვეულებრივად აწყობილი ყველაფერი. ჩვენი ორგანიზაციის დიდი სურვილია, რომ ოლშტინის სარეაბილიტაციო ცენტრის მოდელი შეიქმნას საქართველოში. ამისათვის კი გვჭირდება სერიოზული თანადგომა და მხარდაჭერა. გვაქვს ერთი ჩანაფიქრი: ასეთი ცენტრის მოსაწყობად შესანიშნავი იქნებოდა ატენის ხეობა. ეს ადგილი საქართველოს ცენტრია, იქ შესანიშნავი ჰავაა, ჯანსაღი გარემო და ნაყოფიერი მიწები, რაც უსინათლოთა მეურნეობის მოსაწყობად აუცილებელია. პოლონელები ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ და მომავალშიც დაგვეხმარებიან ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს საპატრიარქოს თანადგომისა, უწმინდესის კეთილი ნებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler