სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ - ისევ შენ...
სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ - ისევ შენ...
1. "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა" - მოუწოდებდა მეფე ვახტანგ გორგასალი სამშობლოს დასცავად მიმავალ ქართველ მეომრებს.

ვაჟა ამბობდა: "ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე მშვენობს შენითა". მართლმადიდებლური თვალთახედვით, უკვდავება სიკვდილის გზით მოვიდა (ნ. ვასილიადისი).

თქვენ როგორ უყურებთ სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემას?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფსიქოლოგი შოთა ნადირაშვილი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ "მრევლის" რედაქტორი მარიამ-მანანა ყიფიანი.

შოთა ნადირაშვილი, 84 წლის, ფსიქოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. ჰყავს მეუღლე მანანა ცინცაძე და შვილები დიმიტრი და ალექსანდრე.

1. ჩვეულებრივი გაგებით, სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთის გამომრიცხავი მოვლენებია. სიკვდილი მოდის და სიცოცხლე წყვეტს არსებობას.

მართლმადიდებლური შეხედულებით, სიცოცხლე მხოლოდ ბუნებრივი პროცესი არ არის, მასში მომავალი სულიერი ცხოვრება ფორმირდება. სიკვდილის საშუალებით სიცოცხლე წმინდა სულიერი სახით ყალიბდება. მასში შეინახება სულიერი პროცესები და ფასეულობები, რომელსაც ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ქმნის. ამიტომაა, რომ სიკვდილი "გარდაცვალებად" მოიხსენიება.

სიცოცხლე სიკვდილზე გავლით სიცოცხლის ახალი სახით ფორმირება. მასში უარყოფილი და მონანიებულია მორალურად მიუღებელი ქცევები: ამ გზით სიკვდილი ეხმარება ადამიანს, თავისი მომავალი სულიერი ცხოვრება მისაღები გახადოს.

სიკვდილი ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვოს მორალური და სულიერი უკვდავება. ვაჟამ ეს აზრი შესანიშნავად გამოხატა: "ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე მშვენობს შენითა".

2. რწმენა ჩემს ცხოვრებაში გვიან შემოვიდა - სტუდენტობის პერიოდში. მაშინ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ქართველი ერის ჩამოყალიბებაში არსებითი როლი მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ შეასრულა, ეროვნულმა მართლმადიდებლურმა რწმენამ ჩემს ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მართლმადიდებლურ რწმენაში გამოხატულია სამყაროს ძირითადი უცვლელი კანობები, რომლებიც უფლის მიერ ჩამოყალიბდა.

3. პატრიარქმა დღევანდელი საქართველოს ცხოვრება ღამეს შეადარა, მაგრამ ამ ღამეში ქრისტიანული მართლმადიდებლობა მზის სახით არის შემოსილი, იგი მალე გაანათებს და გააბრწყინებს საქართველოს.

გლობალიზაცია თავიდან დადებით მოვლენად ითვლებოდა. ის ერებისა და პიროვნებების დაახლოებას უწევდა პროპაგანდას, მაგრამ შემდგომში უარყოფითი ხასიათი მიიღო.

გლობალიზაციის მიხედვით, საჭიროა სახელმწიფოთა შორის საზღვრების წაშლა, ეროვნული ენების შეზღუდვა და ერთი რომელიმე ენის გაბატონება, ეროვნული კულტურების შეცვლა ერთი საერთო კულტურით.

ცნობილია, რომ ერები ქმნიან გარკვეულ უნიკალურ კულტურებს, რომლებიც საერთო შეხედულებებს, განწყობებს, წეს-ჩვეულებებს, შემოქმედებისა და ქცევის წესებს მოიცავენ. გლობალიზაციის მოთხოვნები ყველა ამ ეროვნული მოვლენის წინააღმდეგ არის მიმართული. ერების დაახლოების პროცესში ყოველმა სახელმწიფომ თავისი ერის დამახასიათებელ უნიკალურ თავისებურებათა დაცვა უნდა შეძლოს.

ქართული კულტურა საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. მის ფორმირებაში უდიდესი როლი მართლმადიდებელმა ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ შეასრულა. მან განსაზღვრა ქართველი ერის მორალური შეხედულებები და ცხოვრების წესი. ქართველი ხალხი თავის მოვალეობად თვლიდა თავისი კულტურისა და რწმენის დაცვას. ამ მხრივ მან გმირობის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. მის საქმიანობას საფუძვლად ედო მოვალეობისა და ვალდებულების განცდა, რაც ერად ჩამოყალიბების პროცესში შეიმუშავა. საქართველომ გლობალიზაციის ყველა უარყოფითი მოთხოვნა თავიდან უნდა აიცილოს.

4. მინდა შევეკითხო მოძღვარს: შესაძლებელია თუ არა მეცნიერული მუშაობისა და უფლის სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება ისე, რომ არც ერთმა მათგანმა უარი არ თქვას თავის ძირითად დებულებებზე?


KARIBCHEმარიამ (მანანა) ყიფიანი, 60 წლის, ჟურნალ "მრევლის" რედაქტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის შემოქმედი ჯგუფის წევრი. მეუღლე - თამაზ რუსაძე, შვილები - ნინო, გიორგი და ნიკოლოზი. უფროსი ქალიშვილი - თეონა რუსაძე წელიწად-ნახევრის წინ გარდაეცვალა.

1. არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინმა) შვილზე მწუხარების უმძიმეს დღეებში ამ სიტყვებით გვანუგეშა: "მე მხოლოდ ერთს გეტყვით - სიკვდილი არ არის!" მან ეს ისეთი საზეიმო ხმით წარმოთქვა, რომ უზომოდ დამწუხრებულებმა უმალ შვება ვიგრძენით. დიახ, სიკვდილი არ არის! არის მხოლოდ გარდაცვალება...

როდესაც ჩემმა გოგონამ თავისი სნეულების შესახებ შეიტყო, საკუთარ მოძღვარს უთხრა: "მამაო, მე ყველაფერი უნდა ვიცოდე, თუ მოკლე სიცოცხლე მაქვს, უნდა მოვემზადო სიკვდილისათვის".

თეონა ოთხი შვილის დედა იყო, ქვემო ბეთლემის მრევლი, დეკანოზ ალექსანდრე ბოლქვაძის სულიერი შვილი. წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "მრევლში", თარგმნიდა წმიდა მამათა თხზულებებს წმიდანთა ცხოვრებებს, წერდა წერილებს ეკლესიის ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე, იყო მართლმადიდებლობის გულმხურვალე დამცველი.

ერთხელ მითხრა, წმიდანთა წამების ამბებს რომ ვკითხულობ, შიში მიპყრობს, როგორ დაითმენდნენ ყოველივე ამასო; ეს შიში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი რწმენის სიმტკიცის მიმართ ჰქონდა. რას წარმოიდგენდა მაშინ, რომ სულ ცოტა ხანში თავად მოუწევდა მოწამებრივი სიმტკიცით უმძიმესი განსაცდელების დათმენა (სამი ოპერაცია თავზე და ბოლოს სიბრმავე). ღვთის მადლით, ყოველივეს უდრტვინველად იტანდა, ღრმად დაუძლურებულიც კი, როდესაც თითქმის წართმეული ჰქონდა ცნობიერება, მადლობდა უფალს და სასოებით ეზიარებოდა მის წმიდა ნაწილებს. თავად მხნე, ჩვენც სიმხნევეს გვაიძულებდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ განუწყვეტლივ ფიქრობდა სიკვდილზე. უმცროს ქალიშვილს დაუბარა (ჩვენ ეს გვიან შევიტყვეთ), საფლავზე ია და იასამანი გამიხარეთ და ბაბუს გადაეცი, პირველი თოვლი საფლავიდან არ გადამიწმინდოსო.

თეონა ამ ქვეყნიდან ოცდათვრამეტი წლის ასაკში გავიდა. ღმერთმა იგი მის დაბადების დღეს, 9 ივლისს, სრულიად მოულოდნელად გაიყვანა, გაიყვანა უდიდესი მართლმადიდებლური სიწმინდის, ვლაქერნის, იმავე ტიხვინის, ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს... დღესაც რომ მკითხონ, რამდენი შვილი გყავსო, ვუპასუხებ, ოთხი-მეთქი, და მათგან ერთი ყველაზე ცოცხალია.

რაც შეეხება თქვენი ჟურნალის თემას - "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს!" - წმიდა მეფის ეს ანდერძი მოწოდებაა იმისა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვით ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ; ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებელი საკუთარი ცხონების საქმეს მიწაზე ღვაწლით აღასრულებს. წარსულში ამ ღვაწლს ქართველები უმეტესად ბრძოლის ველზე სწევდნენ. ბრძოლის ველზე კი ძირითადად სამშობლოს ბედი წყდებოდა. ამგვარად, ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებელი ყველაზე მეტად თავის ქვეყანას ადგებოდა. წარმოიდგინეთ, რა შემართებით მიდიოდა ქართველი კაცი საომრად - სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად; თუ ბრძოლის ველზე დარჩებოდა, ქრისტესთვის სიკვდილმოპოვებული ხდებოდა და ცათა სასუფეველს იმკვიდრებდა; თუ იქიდან დაბრუნდებოდა, უკვე მიწაზე ღვაწლგაწეული, კვლავ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს... და ასე - დაუსრულებლად. ამდენად, ვახტანგ გორგასალმა ქართველ ხალხს დაუბარა: იყავით მარად ბრძოლაში, იყავით მარად ფხიზლადო. და რატომ?!

წარმოიდგინეთ, რომ შინ გაქვთ ფასდაუდებელი საუნჯე, უსასყიდლო მარგალიტი და ეს იციან მთელი ქვეყნის ავაზაკებმა. თქვენს სახლს შემოსჯარვიან და შესაფერ დროს ეძებენ, თავს რომ დაგესხან და ხელიდან წაგგლიჯონ. ეს ავაზაკები ჩვეულებრივი ავაზაკებისგან დიდად განსხვავდებიან: ჩვეულებრივი ავაზაკი თუ რამეს წაგგლეჯს, იმისთვის, რომ სარგებელი ნახოს, შენს სახლს შემოჯარულ ავაზაკებს კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - ეს უსასყიდლო მარგალიტი წაგგლიჯონ და ლაფში ამოსვარონ; მისგან სარგებელი არ უნდათ, რადგან ცხონება არ სურთ. ცხონდება ის, ვისაც ცხონება უნდაო, - ამბობენ წმიდა მამები. ეს უსასყიდლო მარგალიტი ჩვენი მაცხოვნებელი სარწმუნოება, მართლმადიდებლობაა. ფხიზლად იყავით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეთ და არ დათმოთო! - ეს დაუბარა ვახტანგ გორგასალმა ქართველ ხალხს, ანუ, როგორც წმიდა მამები ამბობენ: "იყურეთ ზევით, ზეცისკენ! ცხოვრება ერთი გამუდმებული მოძრაობა, ბრძოლა და ქვევიდან ზევით ზეცაში მგზავრობაა! ეს არის ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოების ბრწყინვალე და უმაღლესი იდეალი".

2. რწმენა ჩემს ცხოვრებაში თანდათანობით შემოვიდა. ფიზიკურმა თუ სულიერმა განსაცდელებმა მოამზადეს ნიადაგი მის მისაღებად. დღესაც მზაფრავს იმის გახსენება, თუ როგორ ვცხოვრობდი სარწმუნოების გარეშე. ჭეშმარიტად სულგრძელ და მრავალმოწყალე არს უფალი - რამდენს გვითმენს თითოეულ ჩვენგანს, როგორ ცდილობს ჩვენგან ღირსეული, საცხოვნებელი მასალის გამოყვანას, რა ხერხსა და ღონეს არ მიმართავს, რომ უკვდავება მოგვაპოვებინოს, როგორ ვებრალებით საბოლოო უარისთვის... სულ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც არაეკლესიურად ცხოვრობენ, უფლის საიდუმლოებებს არ ეზიარებიან, უფლის მადლს არ იღებენ... როგორ ინარჩუნებენ სულიერ წონასწორობას, როგორ გადააქვთ მწუხარებანი, როგორ სძლევენ განსაცდელებს... სწორედ ამით ვხვდები, რომ უფალს ყველა ადამიანი უყვარს, ყველას მოუხმობს თავისკენ, ყველას ელოდება ცათა სასუფეველში, ოღონდ კი საკუთარი ცოდვილობა გააცნობიერონ და სინანულით დაიძრან მისკენ.

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება" - უკუნი, რომელიც დედამიწაზე დგას, ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, მზიანი ღამეა. ღამეში ქრისტე მზესავით ანათებს, მაგრამ მას განდგომილი კაცობრიობა ვერ ხედავს და, როგორც ერთი წმიდა მამა ამბობს: "რად უნდა ღმერთს ისეთი კაცობრიობა, რომელიც მას არ მიჰყვება?" სწორედ ამ კაცობრიობამ გამოიწყო დღეს გლობალიზაციის პროცესი, ბაბილონის გოდლის ხელახალი შენება, კვლავ ერთ "ენაზე" ამეტყველება. საქართველო ამ პროცესს ვერ ასცდება - ოღონდ ფიზიკურად, სულიერად კი მან გათენებამდე უნდა "მიაღწიოს", უფლის მეორედ მოსვლას მართლმადიდებლობის ერთგულებით შეხვდეს და თუ შეხვდა, უთუოდ გაბრწყინდება. მიწაზე გათენებას აღარ უნდა ველოდოთ.

გლობალიზაცია, პირველ რიგში, ტრადიციებსა და კულტურას დაემუქრა, ბოლოს კი სარწმუნოებას მიადგა. ტრადიციები და კულტურა თავისით ვერ გადარჩებიან, მათი გადარჩენა მხოლოდ სარწმუნოებას შეუძლია. ის კულტურა გადარჩება, რომელსაც სარწმუნოება კვებავს და ის ტრადიციები, რომლებიც სარწმუნოების წიაღში აღმოცენდა. სხვა ვერაფერი დაუდგება წინ გლობალიზაციის პროცესს. ადამიანები აღტკინებულნი აშენებდნენ ბაბილონის გოდოლს, ეს აღტკინებაა დღესაც, არიან აღტკინებული ქართველებიც, რომელთაც არც ტრადიციები აქვთ, არც კულტურა და სარწმუნოებისა ხომ არა გაეგებათ რა.

"მზიანი ღამეა, მალე გათენდება" - მე ამ სიტყვების გვერდით ასევე მესმის - "მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".

ათონის მთაზე მოღვაწე ბერმა ქრიზოსთომოსმა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანებს წმიდა მთიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც სწორედ ამ პროცესის შესახებ წერს: "ჩემო კეთილო ძმებო და დებო, ნახეთ რა დემონურ ეპოქაში ვცხოვრობთ! კეთილშობილური და ზნეობრივად გამართული თითქმის აღარაფერი დარჩა!.. თითქმის ყველაფერს ანგრევენ... ანგრევენ და სპობენ... და ვერ ხვდებიან ამის ჩამდენნი, რომ ოდესღაც თავადაც აღმოჩნდებიან ამ ნანგრევების ქვეშ!

ჩემო შვილებო, თქვენ კი მტკიცედ და ურყევად იდექით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის უკვდავ სწავლებაზე".


ვესაუბრებით თბილისის ვაკის წმინდა სამების ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ გიორგის (დორეული).

- მამა გიორგი, თქვენ როგორ უპასუხებთ ჩვენი ანკეტის პირველ შეკითხვას?

- "ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა" - ასე მოუწოდებდა მეფე ვახტანგ გორგასალი სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე მიმავალ ქართველ მეომრებს. ეს სხარტი, ლაკონიური და ყოვლისმომცველი ფრაზა რატომღაც პავლე მოციქულის სიტყვებს მაგონებს: "ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ურვა თუ იწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი? (როგორც დაიწერა: შენთვის გვხოცავენ ყოველდღე; ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად). მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, რომელმაც შეგვიყვარა ჩვენ, რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას უფლის ჩვენის ქრისტე იესოს მიერ" (რომაელთა 8,34-39).

KARIBCHEმორწმუნისთვის სიკვდილი ერთადერთი გზაა ამქვეყნიური უსამართლობიდან და ფიზიკური სატანჯველიდან გასათავისუფლებლად, რომლის წყალობითაც დაიხსნის თავს მიწიერი ბორკილებიდან და ხრწნადი, მსწრაფლწარმავალი სამყოფელიდან სულიერი ნეტარების მარადიულ სამყოფელში გადაინაცვლებს. ამიტომ ქრისტიანს არ უნდა აშინებდეს სიკვდილთან მიახლება, თუ ქრისტეს მცნებათა დაცვით, გონივრულად განვლო წუთისოფელი. ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: როგორც კარგად გატარებულ დღეს მოსდევს მშვიდი ძილი, ესრეთ, ქრისტინულად გატარებულ ცხოვრებას მშვიდი აღსასრული მოჰყვებაო. პატერიკში წამიკითხავს, ერთმა ბერმა 40 დღე და ღამე იმარხულა მონასტერში იმისთვის, რომ ანგელოზისგან შეეტყო, რას განიცდის სული გარდაცვალების წუთებში. მე-40 დღეს მიქაელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და აღუწერა, რას განიცდიან ცოდვილთა სულები. ისინი ენით გამოუთქმელ, თვალით წარმოუდგენელ და ყურით გაუგონარ ზმანებას ხედავენ სიკვდილის მოახლოების ჟამს. როგორც ჭიანჭველათა ხროვა დაესევა მკვდარ მწერს და რამდენიმე წამში გაანადგურებს თავის მსხვერპლს, ასევე ეპატრონებიან დემონები ცოდვილთა სულებს და მტაცებელი მგლებივით, მოსვენებას არ აძლევენ მათ, რომელთაც, სამწუხაროდ, აღარ ძალუძთ სასიკვდილო სარეცლიდან წამოდგომა და ამაოდ მოუხმობენ საშველად თავიანთ ახლობლებს, რადგან მათი ხმა მიუწვდომელია მათთვის სხეულისგან სულის გაყრის პროცესში. მართალი ადამიანის სული, პირიქით, გამოუთქმელ ნეტარებასა და წარმოუდგენელ სიხარულს განიცდის გარდაცვალების მოახლოებისას. როგორც ქორწილის წინ პატარძალს წარადგენენ საქმროს წინაშე, ანგელოზთა დასიც წარუდგენს უფალს იმ ადამიანის სულს, რომელიც ღვთის მოშიშებითა და უფლის მცნებებით ცხოვრობდა ამქვეყნად.

"სიკვდილი არა არის რა, - ამბობდა ნეტარი ავგუსტინე, - მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ - ისევ შენ... ამიტომ ისევ ისე მელაპარაკე, როგორც ადრე მელაპარაკებოდი". დამეთანხმებით, ალბათ, რაოდენ შვებისმომგვრელია ეს სიტყვები ყოველი ჭირისუფლისთვის.

"ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა" - ამბობდა საუკუნეების წინ წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი. რა საგრძნობია განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ საქართველოს შორის, დავით აღმაშენებლის დროინდელ, ან თუნდაც XIX საუკუნისა და დღევანდელ, XXI საუკუნის ქართველობას შორის!

9 ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი, 900 მარაბდელი, 100000 ქართველი, რომლებიც ერთ დღეს ეწამნენ, ქრისტეს რწმენას და სამშობლოს ეწირებოდნენ. მათ იცოდნენ, რომ ფიზიკური სიკვდილი მათი უკვდავებისა და მარადიული სიცოცხლის დასაწყისი იყო. განა შეიძლება არ გავიხსენოთ იოთამ ზედგინიძის გმირობა, რომელმაც თავი დადო იმისთვის, რომ მეფის სიცოცხლე გადაერჩინა? აქ საუბარია მართლმადიდებელ, მირონცხებულ მეფეზე, თორემ ნებისმიერი ხელისუფლისა თუ ქვეყნის მეთაურისთვის მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე, ცხადია, არ იქნება იმის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანი სასუფეველში მოხვდეს, რადგან თავგანწირვა პიროვნებისთვის, რომელიც არ ატარებს გულში ქრისტეს სიყვარულს, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს ქრისტეს სჯული, ეკლესია და ჯვარი, ცხონების არავითარ გარანტიას არ იძლევა. ამიტომ დღეს ჩვენ, პირველ რიგში, ქართველობა უნდა აღვადგინოთ.

ადამიანი, რომელმაც იცის სახარება, ადვილად შეამჩნევს, რომ ბოლო ჟამში ვიმყოფებით. მლიქვნელობამ, კაცთმოთნეობამ, კერპთაყვანისმცემლობამ მოიცვა ადამიანთა გულები. მამა პაისის სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს ადამიანებს სურთ, სახარებას კი არ მოერგონ, სახარება მოირგონ სათავისოდ, ეკლესიას კი არ ემსახურონ, ეკლესია იმსახურონ. მამა პაისის განმარტებით, კაცობრიობამ თავისი სახარება შექმნა ახალი მცნებებით, თანამედროვე ცხოვრების შესატყვისად. თუ ასე გაგრძელდა, ღმერთმა შემინდოს და, ჩვენი დროის შესატყვის ახალ მრწამსსაც შექმნიან ალბათ თავიანთი შვილებისა და ახლობლებისთვის.

ცრურწმენის მიმდევართ, იმათ, ვისაც თავისი რწმენა ვერ განურჩევია სხვისი სარწმუნოებისგან, მინდა შევახსენო სახარების სიტყვები: "მას ჟამსა შინა მრავალნი მეტყვიან - უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვთრგუნავდით ბოროტთა? მაგრამ მე ვეტყვი მათ - წარვედით ჩემგან, წყეულნო, მოქმედნო უსჯულოებისანო, არც კი გიცნობთ თქვენ!"

- მამაო, სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში დღითიდღე მატულობს მრევლი, ყოველწლიურად იზრდება ეპარქიების რაოდენობა, შენდება ახალი ტაძრები და მონასტრები. ყოველივე ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკლესიას ნაკლებად შეეხო გლობალიზაცია?

- "პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისათა და სიმართლესა მისსა და მერმე ყოველივე შეგეძინოს თქუენ" - გვასწავლის მაცხოვარი. ეკლესიების რიცხვი და მრევლი რომ იზრდება, ცხადია, კარგია და ამას ჩვენს პატრიარქს უნდა ვუმადლოდეთ - ეს მისი უდიდესი ღვაწლისა და უძილო ღამეების შედეგია, მაგრამ ზოგჯერ მრევლის რაოდენობა არ არის განმსაზღვრელი ერის სულიერი პოტენციისა, მხოლოდ ტაძარში დგომა, ვეჭვობ, რომ საკმარისი იყოს ცხონებისთვის; არც იმით ცხონდება ვინმე, პატრიარქის წინაშე მუხლს რომ მოიდრეკს და მარჯვენაზე ემთხვევა. საცხოვნებელი, თავისთავად, არც მღვდლობაა და არც სასულიერო აკადემიის დიპლომი, რადგან იუდა თორმეტ მოციქულთა შორის მაცხოვრის გვერდით იყო, მაგრამ ვერ ცხონდა. ასეთი ბრძენი პატრიარქი რომ გვყავს, ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ჩვენ მეტს გვავალებს, რადგან ჩვენი თავდაჯერებულობითაა და მისი სათანადოდ ვერდაფასებით, შესაძლოა, წარწყმედისკენ უფრო წავიდეთ, ვიდრე ცხონებისკენ. იუდას მაგალითი უკვე გვაქვს, რომელშიც ის დიდი წყალობა და ჯილდო, რომლის მიღებაც შეეძლო მაცხოვრის სიახლოვით და რომელიც სულის ცხონებისთვის უნდა გამოეყენებინა, შემოსავლის დაგროვების დაუოკებელმა სწრაფვამ და ვერცხლისმოყვარეობის ჟინმა ჩაკლა, რაც დამღუპველი გახდა მისთვის. ამიტომ, როგორც მამა გაბრიელი იტყოდა, "ცხონდება ის, ვინც ამას მოინდომებს და ვისაც გადარჩენის სურვილი ექნება".

როგორც ნაწინასწარმეტყველებია, ღვთისგან საყოველთაო განდგომილების ჟამს ადამიანები განვითარების ისეთ დონეს მიაღწევენ, შეძლებენ ცაში ფრენას, გადალახავენ ზღვებსა და ოკეანეებს, გავლენ კოსმოსში, დაიპყრობენ უდიდეს მწვერვალებს, მაგრამ უბედურებს დაავიწყდებათ, როგორ უნდა ცხონდნენ.

მახსოვს, ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ ამ ათიოდე წლის წინ იქადაგა: "ბევრს ჰგონია, ეკლესია მატერიალურს უარყოფს. არავითარ შემთხვევაში. ეკლესია, უბრალოდ, თავის ადგილას აყენებს ყველაფერსო". ადამიანმა, რა თქმა უნდა, მატერიალურ კეთილდღეობაზეც უნდა იზრუნოს, მაგრამ ამან არ უნდა დაგვავიწყოს უმთავრესი - სულის გადარჩენისთვის ზრუნვას. ვაჟას აქვს კარგი სიტყვები: "ვერ მააწონებ კარგ ყრმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია..."

როგორც მოგახსენებდით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ქართველობა უნდა აღდგეს. ჩვენს პატრიარქს არაერთხელ აღუნიშნავს თავის ქადაგებებში, რომ გლობალიზაცია ძალიან საშიშია ჩვენისთანა პატარა ერებისთვის. ვინ უნდა დაიცვას და აღადგინოს ქართველობა? უპირველესად, რა თქმა უნდა იმან, ვისაც გული შესტკივა თავის ქვეყანაზე და არა იმ ქართული გვარ-სახელების მატარებელმა ადამიანებმა, რომლებიც გუშინ სხვა რჯულისა და ეროვნების იყვნენ და სულ რაღაც 50 ლარად იყიდეს და დოკუმენტურადაც გააფორმეს თავიანთი "ქართველობა". მეც მყავდა სკოლაში ისეთი ამხანაგები, რომლებიც დღეს ქართველებად იწოდებიან. ამიტომ დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს ჩვენი ეროვნულობის დასაცავად და შესანარჩუნებლად, რადგან გლობალიზაცია თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ხელი შევუწყოთ გადაგვარებასა და გადაჯიშებას, ანუ, როგორც ვაჟა იტყოდა: "მოსისხლე მტერის გულისთვის ძუძუს ვინ მოჰკვეთს დედასა?!."

გლობალიზაცია მშობლიური ენის რომელიმე უცხო ენასთან გათანაბრებასაც არ გვავალდებულებს, არადა საქართველოში ინგლისურ ენას თუ არ ისწავლი, ვერც სკოლის ატესტატს აიღებ და უმაღლესი განათლების მიღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მე ხევსური კაცი ვარ და ჩემი შვილები ქართულად მინდა აღვზარდო. მაგრამ გამოდის, თუ ინგლისური ენა არ ეცოდინებათ, არავითარი პერსპექტივა არ ექნებათ სრულყოფილი განათლების მისაღებად.

ქადაგების დროს ხშირად მითქვამს, რომ მორწმუნეობა მარტო იმით კი არ გამოიხატება, ხატების კუთხე მოვიწყოთ შინ თუ სამსახურში და მათ წინაშე კანდელები დავანთოთ; უნდა ვილოცოთ კიდეც ჩვენი ერის გადარჩენისთვის, რათა დავემორჩილოთ პატრიარქის კურთხევას და სულიერი ერთობის ძალით მაინც შევძლოთ კეთილი ნიღბით მოვლენილი შეფარული მტრის ძლევა. დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ ქართველ მეომრებს მოუწოდებდა: "თუ ერთად ვიქნებით, არათუ ეშმაკის ურიცხვ მსახურთ, თვით ეშმაკებსაც კი დავამარცხებთო". აი, ასეთი ერთობა გვჭირდება დღევანდელ საქართველოში, რაც ჩვენი ამპარტავნებით, სამწუხაროდ, ყველაზე ძნელი მისაღწევი გახდა. ბიბლიაში წერია: "წყეულიმც იყოს კაცი, კაცისა მხოლოდ მოიმედე". ეს იმას კი არ ნიშნავს, მოყვასის იმედი დავკარგოთ; აქ ლაპარაკია ისეთ კაცზე, რომელიც მხოლოდ მეორე ადამიანზე ამყარებს იმედს და არა ღმერთზე. თუ პირველ რიგში ღმერთს მივენდობით, თვითონ გამოგვიჩენს ისეთ პიროვნებას, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგვალახვინებს. სხვა შემთხვევაში თავს ვერ დავაღწევთ კერპთაყვანისმცემლობის ცოდვას და, როგორც ერთ დროს წინასწარმეტყველის პირით განაცხადა, ჩვენზეც ასე იტყვის უფალი: "ბაგეებით მადიდებენ, მაგრამ გული მათი განშორებულ არს ჩემგანო".

დაბოლოს, როგორც მოძღვარი, ერთ მეტად მტკივნეულ საკითხსაც მინდა შევეხო, რომელიც მდიდრებსაც ეხება, ღარიბებსაც და საშუალო ფენასაც.

ძალიან მაწუხებს, რომ დღეს ბევრი ტოვებს საქართველოს და უცხოეთში მიდის ბედის საძიებლად. ზოგჯერ ისინი ძალიან დამამცირებელ საქმიანობასაც არ თაკილობენ ფულის საშოვნელად.

ადრე ცოლ-ქმარი მარხვის პერიოდში თუ დასცილდებოდა მცირე ხნით ერთმანეთს. რაოდენ გაჭირვებულ ყოფაშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ცდილობდნენ, ერთად გადაელახათ და მოეგვარებინათ ოჯახური პრობლემები. მოციქულიც ხომ ამას ბრძანებს: ცოლ-ქმარი წუთითაც ნუ განეშორებით ერთმანეთს, რომ თქვენი სიშორით ბოროტმა არ გამოგცადოთო. დღეს კი ცოლი თუ ქმარი 5, 10, ზოგჯერ 15 წლით ტოვებს შვილებსა და ოჯახს. ძველად ასეთი რამ 1 წლითაც რომ მომხდარიყო, ასეთ ოჯახს ოჯახად აღარც მოიხსენიებდნენ. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ფულის საშოვნელად და ხორციელი საზრუნავისთვის ადამიანი არაფერზე უკან აღარ იხევს, მაშინ როცა ბევრი საერთოდ არ ინტერესდება ეკლესიური ცხოვრებით და როცა ეკითხები, როდის მიიღო ბოლოს წმინდა ზიარება, გპასუხობს: "რატომ უნდა ვზიარებულიყავი, ჯერ ხომ არ ვკვდებიო". მათი აზრით, ზიარება მაინცდამაინც სიკვდილის წინ უნდა მოასწროს კაცმა.

ამიტომაც არის, რომ "ცივილიზებულად" ინგრევა ამდენი ოჯახი საქართველოში. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი, ცოდვილი მოძღვარი, ვურჩევ მრევლს, ყოველთვიურად ან თვე-ნახევარში ერთხელ მაინც ეზიაროს, რათა ბევრი უხილავი ბრძოლის გადატანა შეძლოს. ხომ გახსოვთ სახარებიდან მდიდარი კაცის იგავი, რომელიც მხოლოდ თავის მონაგებისა და მოსავლის დაბინავებაზე ფიქრობდა. მიეახლება მას უფლის ანგელოზი და ეტყვის: "უგუნურო, ამაღამვე მიიღებს შენს სულს უფალი და ვის დარჩება შენი მონაგები?!"

- მადლობას მოგახსენებთ საუბრისთვის. ახლა გთხოვთ უპასუხოთ ბატონი შოთა ნადირაშვილის შეკითხვას.

- ძნელია ამ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა, რადგან მეცნიერების სხვადასხვა დარგი არსებობს. მეცნიერების დარგია მედიცინაც, რომელიც, საზოგადოდ, მეტად ჰუმანურ საქმეს ემსახურება. მაგრამ მე ვსვამ შეკითხვას, როგორც მოძღვარი: ვინმეს სჯერა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია როდისმე აღიარებს ხელოვნურ განაყოფიერებას და მხარს დაუჭერს ბავშვის სინჯარაში ჩასახვას, ანდა აბორტის საშუალებით ცოცხალი ნაყოფის მოკვდინებას? არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე არასწორი მრუშობის შედეგად იშვება. ჯერ მრუშობა რა არის და ისიც - არასწორი! ამიტომ მეცნიერების ზოგიერთი დარგი, ცხადია, დიდად ეწინააღმდეგება ეკლესიას. პავლე მოციქული ბრძანებს: "დედაკაცი შვილთა სხმით ცხონდებაო". ამ დროს კი ზოგიერთი ექიმი ურჩევს თავის პაციენტს, 3-4 შვილზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ იყოლიოს.

როგორ შეიძლება ერთობაში იყოს ეკლესია მეცნიერების ისეთ დარგთან, რომელიც ამტკიცებს, რომ დედამიწა 500 მილიარდი წლის წინ შეიქმნა, მაშინ როცა ბიბლიის მიხედვით ჩვენი პლანეტა სულ რაღაც 7605 წელს ითვლის?! ან დარვინიზმთან, რომელიც აბსოლუტურად საპირისპირო თეორიას ამტკიცებს სიცოცხლის წარმოშობისა და ევოლუციის საკითხებზე და რადიკალურად ეწინააღმდეგება ეკლესიურ სწავლებას?! მახსოვს, ერთხელ ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: "დღეს მეცნიერება ისე დაიხვეწა, ადამიანს იარაღი აღარ სჭირდება, რადგან თვითონვე იქცა თავისი თავის იარაღადო". ცხადია, ეს მეცნიერების ყველა დარგზე არ ითქმის; მეცნიერებას, რომელიც თავისი არსითა და იდეოლოგიით არ ეწინააღმდეგება ჩვენს უმთავრეს წიგნს - სახარებას, ეკლესია არ უარყოფს. ჩვენს პატრიარქს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ქართველ მეცნიერებთან. ჩვენ XIX საუკუნეში ისეთი დიდი წინაპრები გვყავდა, რომლებიც "მეცნიერებას ასარწმუნოებდნენ და სარწმუნოებას ამეცნიერებდნენ". მაცხოვარი მოციქულებს მიმართავს: თქვენ უკვე ჩემი ყოველივე იცით, ჩემგან ყველაფერი ისწავლეთ და აწ ჩემი მეგობარნი ხართო. უფალი პირდაპირ მოგვიწოდებს: "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". სწავლა, ნიჭიერება, ცოდნა და სწორედაც რომ მეცნიერება, რომელიც შეესაბამება სახარებას ან არ ეწინააღმდეგება მას, მოსაწონია უფლისთვის.

ის, რაც გვაშორებს უფალს, სათნო არ არის ღვთისთვის, რადგან მაცხოვარი ადამიანთა ცხონებისთვის მოვიდა ამქვეყნად, რათა დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და მანამ პირში სული გვიდგას, ყოველივე აღსრულებულია ქრისტესთვის და ქრისტეში, ეკლესია კი პატივს მიაგებს ამ ერთობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler